“მთავარია, ბავშვებთან კონტაქტი არ გავწყვიტოთ" _ დისტანციური სწავლების ხარვეზები და ხელმისაწვდომობა

gurianews.com

 

15 წლის ბიჭი ოზურგეთიდან, რომელსაც ძალიან უყვარს შინაური ცხოველები

სრულად
 

"გაიღიმე ჩურჩუტელა" _ სიურპრიზი აბიტურიენტ შეყვარებულს

სრულად
 

ერთიან ეროვნულ გამოცდაზე დამსწრე აბიტურიენტთა ქცევის წესები განისაზღვრა

სრულად
 

ეროვნული გამოცდებისთვის მუნიციპალური ავტობუსების დამატებითი მარშრუტები დაინიშნება

სრულად
 

გარემოსდაცვითი კონკურსის გამარჯვებული ჯუმათის საჯარო სკოლის მოსწავლე ლიზი მექვაბიშვილი გახდა

სრულად
 

ეროვნული გამოცდების შესახებ დეტალები დღეს გახდება ცნობილი

სრულად

21-ს ქვევით

“მთავარია, ბავშვებთან კონტაქტი არ გავწყვიტოთ" _ დისტანციური სწავლების ხარვეზები და ხელმისაწვდომობა

აპრილი 13
16:14:16 2020

“ქვეყანაში მიმდინარე პროცესები ერთგვარი ტესტი გამოდგა განათლების სისტემისთვის ისეთი მიმართულებებით, როგორებიცაა: კრიზისულ სიტუაციებში განათლების უფლების უზრუნველყოფა, სისტემის მოქნილობა და ცვალებად გარემოში  ადაპტირების შესაძლებლობა. ბოლო პერიოდში კიდევ ერთხელ, ცხადად გამოჩნდა, რომ ჩამოთვლილი საკითხების მოგვარება გაჭირდა არსებული ინფრასტრუქტურული და ადამიანური რესურსის პირობებში, რაზეც მოწმობს სასწავლო პროცესის დაწყების რამდენჯერმე გადადების ფაქტიც. აქვე უნდა აღინიშნოს ერთი მნიშვნელოვანი გარემოება, დისტანციური სწავლების აღიარების საკითხი. საქართველოს კონსტიტუციის  27-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად „ყველას აქვს განათლების მიღებისა და მისი ფორმის არჩევის უფლება“. მუხლი მოიცავს დისტანციურად სწავლის მიღების შესაძლებლობასაც, თუმცა ამ არჩევანის უფლებას ჩვენი მოსწავლეები მოკლებული აღმოჩნდნენ“, _ ამბობს “გურია ნიუსთან“ საუბრის დროს “ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირის“ საგანმანათლებლო დაწესებულებებში დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერების  კომპონენტის, განათლების სპეციალისტი თათია მგელაძე.

_ მიდის არაოფიციალური სწავლება გურიის რეგიონში, როგორ აუწყვეს დისტანციურ სწავლებას ფეხი მასწავლებლებმა და მოსწავლეებმა და რა დადებითი და უარყოფითი მხარეები აქვს დისტანციურ სწავლებას? _ კითხვებზე პასუხები თათია მგელაძისგან მივიღეთ.

“დავიწყოთ პოზიტიურით, მასწავლებლებისა და მოსწავლეების ცხოვრებაში გაჩნდა სიახლე, რაც კარგია, რადგან  შეიცვალა მუდმივი, ერთფეროვანი რუტინა. კარგია, რომ მოსწავლე სრულად არ მოწყდება სასწავლო პროცესს. ძირითადი მიზანი ამ მიმართულებით სასწავლო მიზნების მიღწევაა, თუმცა, არსებობს კიდევ ერთი მნიშვნელოვანი სარგებელი, როგორც ფსიქოლოგები გვირჩევენ სტრესისა და მის მიერ გამოწვეული სხვადასხვა სტრესორთან გასამკლავებლად ეფექტიანი გზაა „ძველი“ დღის რეჟიმის შენარჩუნება. სრული თავისუფლების შემთხვევაში მოსწავლეები კარგავენ ადრე ადგომის, მობილიზების, დროის მართვის მოტივაციას. იმ პირობებში, როცა არ ვიცით რა დროით ვართ შეზღუდულები, განსაკუთრებით დიდი მნიშვნელობა აქვს დღის განმავლობაში კონტროლის შეგრძნების დაბრუნებას პანიკის პრევენციისთვის. დისტანციური სწავლებისას, ვფიქრობ, პოზიტიურად გაიზრდება მშობლების ჩართულობისა და მასწავლებლებთან თანამშრომლობის ხარისხი. მშობლები გაეცნობიან, შესაძლოა, უშუალოდაც ჩაერთონ (ჩართვებს მოუსმინონ და ა,შ,) კიდეც სწავლა-სწავლების შინაარსში. მასწავლებლებს ამგვარი პროცესის მართვა, სავარაუდოდ, გაუჭირდებათ მშობლების მხარდაჭერის გარეშე, ასევე წარმატებული მაგალითების შემთხვევაში მშობლისთვის კიდევ უფრო ხელშესახები გახდება, რამდენ ძალისხმევას, დროსა და ენერგიას ხარჯავს მასწავლებელი მისი შვილისთვის. ვფიქრობ, გაიზრდება მასწავლებლების  სხვადასხვა ელექტრონული პროგრამის გამოყენების უნარ-ჩვევები, რაც ასე საჭიროს 21-ე საუკუნეში.“ რაც შეეხება გამოწვევებს. ჩვენი რეალობის გათვალისწინებით, პირველი, ვფიქრობ, გაჭირდება  აქტიური ინტერაქცია და შემცირდება კომუნიკაცია. პედაგოგების კრიტიკულ უმრავლესობას ამ დრომდე  არ ქონია ასეთი ფორმით სწავლების გამოცდილება. გასათვალისწინებელია პროცესის დაგეგმვისა და მართვის სირთულეები, გარდა პროგრამული უნარ-ჩვევებისა, მასწავლებლებმა უნდა გაითვალისწინონ ისიც, რომ მოსწავლესაც არ აქვს ეკრანთან სწავლისა და მუშაობის უნარ-ჩვევა. მნიშვნელოვანია, რომ მოსწავლეებმა პროცესი გახადონ საინტერესო, შეხვედრები არ გაგრძელდეს 45 წუთისა და ცხრილში გაწერილი საგნების თანმიმდევრობით. მოსწავლეები ხშირ შემთხვევაში უპირატეს მდგომარეობაში არიას ელექტრონული რესურსების გამოყენების თვალსაზრისით, ხოლო პედაგოგების დიდ ნაწილს მეილის შემოწმებაც უჭირთ. არ უნდა გამოგვრჩეს მოსწავლეების პერსონალური მონაცემების დაცვის საკითხით. ხშირად წააწყდებით სოციალურ ქსელში ვიდეო ჩართვების ამსახველ ფოტოებს, თანხმობის გარეშე მათი გამოქვეყნება დაუშვებელია და შესაძლოა შეიცავდეს მთელ რიგ საფრთხეებს, _ აღნიშნა თათია მგელაძემ ჩვენთან საუბრის დროს.

მგელაძის თქმით, განსაკუთრებული გამოწვევების წინაშე დგება საბუნებისმეტყველო საგნების სწავლების საკითხი.

“განსაკუთრებული გამოწვევების წინაშე დგება საბუნებისმეტყველო საგნების სწავლების საკითხი. არადა, ამ საგნების სწავლების აუცილებლობაც გამოჩნდა, მოსახლეობაში დაბალია ცოდნა ელემენტარულად ვირუსის მახასიათებლისა და ბუნების შესახებ.

დისტანციური სწავლების დრონ, ვფიქრობ, სწავლის პროცესი ხდება ნაკლებ ინკლუზიური, რადგან ყველა მოსწავლე ერთნაირ გარემოში ვერ შეიმეცნებს, შესაძლოა, მათ ნაწილს უჭირდეს კომპიუტერის ეკრანიდან სიახლის გაგება-გააზრება. ასევე, დიდი გამოწვევის წინაშე დგანან სსსმ მოსწავლეები, სპეცპედაგოგები.

უმნიშვნელოვანესი პრობლემური საკითხი, რაც აფერხებს თანაბარი ხელმისაწვდომობის საკითხს, ინტერნეტიზაცია და მისი მიწოდების სიხშირე, რის გარეშეც დისტანციური სწავლება, უბრალოდ, ვერ განხორციელდება. რეგიონებში, განსაკუთრებით კი სოფლებში, ეს დაუძლეველი პრობლემაა, _ თქვა თათია მგელაძემ.

ოზურგეთის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსი ლელა იმედაშვილი ამბობს, რომ მასწავლებლების 70% იყენებს დისტანციურ სწავლებას.

“დისტანციური სწავლება შემოგთავაზეს, როგორც ერთ-ერთი ალტერნატივა. ჩვენ ამისი აღრიცხვა არ გაგვიკეთებია და არც უნდა გავაკეთოთ. იმიტომ, რომ ეს არ არის ოფიციალური სწავლების ნაწილი. შეიძლება ზოგმა აირჩიოს დისტანციური სწავლება, ზოგმა მოკლე ტექსტური შეტყობინებები გააგზავნოს, ზოგმა ტელეფონით მოახერხოს დაკავშირება მოსწავლესთან. სავარაუდოდ, შემიძლია ვთქვა, რომ მასწავლებლების 70% იყენებს დისტანციურ სწავლებას. სხვადასხვა პროგრამით ხდება ეს ონლაინ ჩართვები. სახალისო. მასწავლებლებს აქვთ არჩევანის გაკეთების უფლება და მათ უკეთ იციან, მოსწავლეებს რა საშუალებით დაუკავშირდნენ. მთავარია, რომ ჩვენ არ გავწყვიტო კონტაქტი ბავშვებთან“, _ გვეუბნება იმედაშვილი.

ექსპერტი განათლების საკითხში თამარ მოსიაშვილი ამბობს, რომ დღევანდელი მდგომარეობა საქართველოსა და მთელ მსოფლიოში საკმაოდ რთულია.

“ჩვენზე გაცილებით მდიდარი ქვეყნის სკოლებმა ვერ შეძლეს სრულყოფილად დისტანციურ სწავლებაზე გადასვლა და ისინიც ჩვენსავით ყოველდღიურად ცდილობენ პრობლემების გადაჭრას.

სირთულეები არსებობს _ მასწავლებლის გამოცდილება, ტექნოლოგიების ცოდნა და ხელმისაწვდომობა, უწყვეტი ინტერნეტი. ასევე, მოსწავლეების შემთხვევაში, მშობლებიც მოუმზადებლები აღმოჩნდნენ, ბევრი ნათლად ხედავს მოულოდნელად თავს დატეხილი შინ სწავლების სირთულეებს.

ბევრ მასწავლებელს საკუთარი კომპიუტერიც არ აქვს, მხოლოდ ტელეფონით, როგორი შესაძლებლობებიც არ უნდა ჰქონდეს მას, ძნელი მგონია დისტანციური სწავლების წარმართვა.

რამდენი მოსწავლეა, რომელიც არ არის ჩართული დისტანციურ სწავლებაში, არ ვიცი.

კორონავირუსის პანდემიის დასრულების შემდეგ, საქართველოც და მთელი მსოფლიოც ალბათ დაფიქრდება განათლების მიზნების მიღწევის გზებზე. ვფიქრობ, განსხვავებულ გლობალურ სამყაროში მოგვიწევს ცხოვრება“, _ აღნიშნა თამარ მოსიაშვილმა.



არქივი