ოზურგეთში სიმღერა-გალობის მუზეუმი აშენდება (R)

gurianews.com

 

ერთიან ეროვნულ გამოცდაზე დამსწრე აბიტურიენტთა ქცევის წესები განისაზღვრა

სრულად
 

ეროვნული გამოცდებისთვის მუნიციპალური ავტობუსების დამატებითი მარშრუტები დაინიშნება

სრულად
 

გარემოსდაცვითი კონკურსის გამარჯვებული ჯუმათის საჯარო სკოლის მოსწავლე ლიზი მექვაბიშვილი გახდა

სრულად
 

ეროვნული გამოცდების შესახებ დეტალები დღეს გახდება ცნობილი

სრულად
 

“წარადგინო გურია არ არის მარტივი“ - თაზო ჯოჯუა ესეების კონკურსის ფინალისთვის ემზადება

სრულად
 

წარმატებული დები _ ქეთი, თათული და იზი სიხარულიძეები ჩოხატაურიდან

სრულად

21-ს ქვევით

ოზურგეთში სიმღერა-გალობის მუზეუმი აშენდება (R)

მარტი 07
13:34:02 2017

 ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მაკვანეთში არტემ ერქომაიშვილის სახელობის სიმღერა-გალობის მუზეუმი აშენდება.

მუზეუმში განთავსდება საგამოფენო ექსპონატები და საგალობლების ფონდ-საცავი, რომლის თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვას უზრუნველყოფს ფონდი „ქართული გალობა“, პროექტი კი თემთა მუნიციპალიტეტის დაფინანსებით განხორციელდება.

ამ საკითხებთან დაკავშირებით გურიის სამხარეო ადმინისტრაციაში არტემ ერქომაიშვილის სახელობის საქველმოქმედო ფონდის დამფუძნებელთა კრებაზე იმსჯელეს, რომელსაც დაესწრნენ ფონდ „ქართული გალობისა“ და ფოლკლორის წარმომადგენლები, შემოქმედელი მიტროპოლიტი იოსები (კიკვაძე), საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, ოზურგეთის მაჟორიტარი დეპუტატი არჩილ თალაკვაძე, გურიის გუბერნატორი გია სალუქვაძე, ოზურგეთის მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელი პირები, ანსამბლ „ერისიონისა“ და ანსამბლ „რუსთავის“ სამხატვრო ხელმძღვანელები და სხვები.

„ოზურგეთი ფოლკლორის ქალაქი“ ის პროექტია, რომლის განხორციელებისათვის მაქსიმუმი გაკეთდება, რათა ხელი შეეწყოს ფოლკ-ტურიზმის განვითარებასა და რეგიონის სოციალურ - ეკონომიკურ მდგომარეობის გაუმჯობესებას“ -განაცხადა გუბერნატორმა.

როგორც შეხვედრაზე არტემ ერქომაიშვილის სახელობის საქველმოქმედო ფონდის დირექტორმა ავთანდილ სურგულაძემ აღნიშნა, ფონდის ძირითადი მიზანია შესაბამისი სახსრების მობილიზება საქველმოქმედო და კულტურული საქმიანობისთვის, რაც ხელს შეუწყობს ხალხური შემოქმედების განვითარება-პოპულარიზაციას საქართველოსა და მის ფარგლებს გარეთ.



არქივი