ფულბრაიტის სამაგისტრო პროგრამაზე განაცხადების მიღება იწყება

gurianews.com

 

15 წლის ბიჭი ოზურგეთიდან, რომელსაც ძალიან უყვარს შინაური ცხოველები

სრულად
 

"გაიღიმე ჩურჩუტელა" _ სიურპრიზი აბიტურიენტ შეყვარებულს

სრულად
 

ერთიან ეროვნულ გამოცდაზე დამსწრე აბიტურიენტთა ქცევის წესები განისაზღვრა

სრულად
 

ეროვნული გამოცდებისთვის მუნიციპალური ავტობუსების დამატებითი მარშრუტები დაინიშნება

სრულად
 

გარემოსდაცვითი კონკურსის გამარჯვებული ჯუმათის საჯარო სკოლის მოსწავლე ლიზი მექვაბიშვილი გახდა

სრულად
 

ეროვნული გამოცდების შესახებ დეტალები დღეს გახდება ცნობილი

სრულად

21-ს ქვევით

ფულბრაიტის სამაგისტრო პროგრამაზე განაცხადების მიღება იწყება

მაისი 03
10:12:12 2018

ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოში ფულბრაიტის სამაგისტრო პროგრამის გამოცხადების ცერემონია გაიმართა, რომელშიც მონაწილეობა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა, მიხეილ ჩხენკელმა, საქართველოში აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელთან, ელიზაბეთ რუდთან და საქართველოს ბანკის დირექტორთან, კახა კიკნაველიძესთან ერთად მიიღო.

სასტიპენდიო პროგრამა ითვალისწინებს აშშ-ის უნივერსიტეტების სამაგისტრო პროგრამაზე სწავლის სრულ დაფინანსებას ყველა დისციპლინაში. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტთან ერთად, ფულბრაიტის სამაგისტრო პროგრამის თანადამფინანსებელია საქართველოს მთავრობა და საქართველოს ბანკი.

ფულბრაიტის სტიპენდია წარმოადგენს აშშ-ის მთავრობის ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ პროგრამას მთელს მსოფლიოში. პროგრამის კურსდამთავრებელებს შორის არიან ნობელის პრემიის ლაურეატები, სახელმწიფოთა ლიდერები და საერთაშორისო ორგანიზაციების ხელმძღვანელები.

პროგრამაში მონაწილეობა შეუძლია საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეს. განაცხადების შეტანის ბოლო ვადაა პირველი აგვისტო. დაწვრილებით ინფორმაციისთვის ეწვიეთ ამერიკის საელჩოს ვებგვერდს: ge.usembassy.gov



არქივი