„საჩქიფაოდ“ გურიაში და საიმიჯმეიკეროდ იტალიაში _ ქართველი გოგონას წარმატება რენესანსის ქვეყანაში

gurianews.com

 

ეტალონი 2019-ის მეორეადგილოსანი ჩოხატაურელი გიორგი სიხარულიძეა

სრულად
 

"ქართული ღვინის გზის" გამარჯვებული _ გაიცანით მოსწავლე შუასურებიდან

სრულად
 

გურიის საგამოცდო ცენტრი _ გამოცდის შემდეგ, აბიტურიენტებმა პირველი კომენტარი გააკეთეს

სრულად
 

„სამოქალაქო განათლება ყველასთვის“ _ ოზურგეთელი მოსწავლე ოლიმპიადის გამარჯვებულია

სრულად
 

დღეიდან აბიტურიენტებს საგამოცდო ბარათების ამობეჭდვა შეეძლებათ

სრულად
 

შუა ამაღლების საჯარო სკოლის წარმატება ბავშვთა იძულებითი შრომის თემაზე კონკურსში

სრულად

21-ს ქვევით

„საჩქიფაოდ“ გურიაში და საიმიჯმეიკეროდ იტალიაში _ ქართველი გოგონას წარმატება რენესანსის ქვეყანაში

მარტი 12
14:56:16 2018

ახლახან,  მსოფლიოში ერთ-ერთი წამყვანი მოდის ჟურნალის „VOGUE ITALIA“-ას ოფიციალურ ვებგვერდზე, 22 წლის ქართველი იმიჯმეიკერის, მარი ნასყიდაშვილის მოდელის ფოტოები გამოქვეყნდა, რამაც  განსაკუთრებული სიხარული და ცრემლები მის გურულ ბებიას მოჰგვარა. 

მარიმ  თბილისის 49-ე საჯარო სკოლა დაამთავრა, ყოველ არდადეგებს კი, ოზურგეთში, სოფელ ჭანიეთში, ბებიასთან, ხატუა ლომჯარიასთან  ატარებდა.   დედა ადრიდანვე წავიდა იტალიაში და მარიმაც, სკოლის დამთავრების შემდეგ,  იტალიისკენ აიღო გეზი. სწავლა მილანის უნივერსიტეტში დაიწყო და იმიჯმეიკერის პროფესიის  დაუფლებას შეუდგა.  მან სამ  წელიწადში შეძლო, საკუთარი ინდივიდუალურის შეცნობის მაღალი კლასი ეჩვენებინა და  რენესანსის _ აღორძინების_  ეპოქის  აკვანში, იტალიაში, ნიჭის უცაბედი გამობრწყინებით ეთქვა საკუთარი სიტყვა. თუმცა, ბავშვობიდანვე უშუალო,  ძალზე უბრალო, ცელქი,  საკუთარი „მეს“ მიმართ ზოგჯერ იუმორით მაყურებელი მარი, დღესაც ისეთი  შესაშური უბრალოებით გამოირჩევა, თითქოს,  არც არაფერი  მომხდარიყოს.

_ გურია ჩემი სიყვარულია, ჩემი ხატუ ბებია, რომელიც ბავშვობიდანვე წიგნის სიყვარულს ჩამჩიჩინებდა, რომ არ წავიკითხავდი, თვითონ მიკითხავდა, ძილის წინ მაინც და იძულებულს მხდიდა, მომესმინა, _ იხსენებს მარი ჩვენთან საუბარში.

ზაფხულის არდადეგები  და ჭანიეთელ თანატოლებთან „საჩქიფაოდ“ წასვლა, დღეს ყველაზე ტკბილად  მოსაგონებელი ამბავია _ ბებიას ხშირად სადილის ჩანგლებს პარავდნენ, თხილის ჯოხისგან გამოჭრილ მოზრდილ ტარს მიამაგრებდნენ და ასე  თევზაობდნენ სოფლის ღელეებში.

ხატუა ლომჯარია , მარის „გურული ოლღა ბებია“, როგორც თვითონ იხსენებს,  სულ უკან დასდევდა.

_ პასუხი ერთი ჰქონდა,  „სად მივდივარ და „საჩქიფაოდ “.ბებია, გამიშვი, ნუ გეშინია, არ წავიქცევი,  ბევრ თევზებს  კი დავიჭერთო, _ მეძახდა. საღამოს მოჰქონდათ  ძეწნის წვრილ წნელზე აცმული ლიფსიტები. განა თვითონ ჭამდა, როგორადაც უნდა შემეწვა. ეს იყო მისი ბავშვობის ერთ-ერთი ყველაზე აქტიური დასვენება, „საჩქიფაოდ“ ან საბანაოდ წასვლა, _ იხსენებს ბებია და თვალებში ცრემლი უბრწყინავს.

წლებმა უცებ ჩაირბინა და ონავარი გოგონა, რომელსაც ბებია წიგნების კითხვას აძალებდა, თვითონ კი „საჩქიფაოდ“ წასვლა ერჩივნაა,  ახლა ამბობს, რომ საიმიჯმიკეროდ იტალიას ეწვია და სულ მალე, მოდის უთვალავი ბრენდის შემქმნელ ქვეყანაში, დაუჯერებლად მოკლე დროში, ერთ-ერთი წამყვანი მოდის ჟურნალის ოფიციალურ ვებგვერდზე მოხვდა.  ცნობილია, რომ აქ შემთხვევითობა გამორიცხულია და ოფიციალურ ვებგვერდზე მხოლოდ  პროფესიონალები ან ამომავალი ვარსკვლავები ხვდებიან.

 მარი ნასყიდაშვილი ჩვენთაან  საუბრისას ამბობს, რომ თვალებს  არ უჯერებდა, როცა „VOGUE ITALIA“_ას ოფიციალურ ვებგვერდზე  საკუთარი ფოტოები  ნახა.

_ მარი, რა განცდა დაგეუფლა, როცა საკუთარი სტილით შექმნილი ნამუშევრების ფოტოები  ნახე?

_ უდიდესი სტიმული მომცა ამ ამბავმა. ჯერ ვერ ვიჯერებდი, რადგან მე ვცადე და გავგზავნე ჩემი ნამუშევრების ფოტოები. მხოლოდ ვიწყებდი, ასე ვთქვათ. დილადან დაღამებამდე,   ძალიან ცივ ამინდში ვიმუშავეთ, წვიმდა. გუწრფელად გეუბნებით, არც მიფიქრია, ჩემს ფოტოებს ეს ჟურნალი თუ გამოაქვეყნებდა, რადგან მანდ შეღწევა ძალიან რთულია.  ჟურნალს რომ დავხედე, ვერ დავიჯერე. ჩემთვის წინასწარ არც არავის უცნობებია.

_ ამ აღიარების შემდეგ რას ფიქრობ, ხომ არ გაგიჩნდა განცდა, რომ სასწაულის მოხდენა  შეგიძლია? ამბიცია თუ  დაგეუფლა.

_ არა, არავითარი. ეს კი არის, იმხელა პასუხისმგებლობას ვგრძნობ და ისეთი სტიმული მომცეს, ახლა გაასმაგებულად ვიბრძვი,  რომ ეს მუხტი არ დავაგდო.  სულ ბავშვობა, გურია და ჩემი გურული ბებია მახსენდება, რომელიც მუდამ ჩამჩიჩინებდა, ბევრი უნდა იკითხო, სიკვდილამდე უნდა ისწავლო, იბრძოლო და გამოგივა ყველაფერიო. როგორ  ამიხდა მისი სიტყვები. თან არასდროს გამიბრაზდებოდა, რაც უნდა დამეშავებინა, ან არ გამომსვლოდა რაიმე.  მე კი ბავშვურად ხშირად ვაბრაზებდი.  სულ მეუბნებოდა,  შეძლებ, შენ შეძლებო... მას ყველაზე მეტად სჯეროდა ჩემი.

_ ახლა რაზე მუშაობ და სად სწავლობ, მოუყევი  ჩვენი გაზეთის მკითხველებს

_ახლა ვსწავლობ მილანის პრესტიჟულ უნივერსიტეტში _ Haute Future Fasion Akademy~ _ში. პარალელურად კი დამატებით კურსს გავდივარ „NABA Nuova Accademia di belle Art“_ ში, სამთვიან კურსს. ქ განსხვავებულ სტილს გვასწავლიან. მერე მე  ვქმნი სტილს ჩემი გემოვნებით, ჩემი ხედვებით.

_ მარი, ქვეყანა, სადაც ანტიკური კულტურის ტრადიციები მეფობს და ამასთანავე, ხალხი, რომელსაც საკუთარი ისტორიის შეგრძნების მნიშვნელობა საოცრად გაცნობიერებული აქვს, მოდის სამყაროში მოკრძალებული ჟესტით შეგეგება. ხომ არ დაგახვევს ეს თავბრუს?

_ არანაირად. უდიდესი პასუხისმგებლობით ვეკიდები საქმეს  და ამდენივე სიყვარული მაკავშირებს ჩემს პროფესიასთან, იმიჯმეიკერობასთან, რომელიც საქართველოში ახალია და  არ არის კარგად განვითარებული. მინდა, მაქსიმალური შევძლო, აქ ყველანაირი შანსი მაქვს, გამოვავლინო შესაძლებლობები.

_ სამშობლოში დაბრუნებაზე ფიქრობ თუ იტალიაში კარიერის გაგრძელებაზე ოცნებობ?

_ ჩემს გეგმებში ჯერ უნივერსიტეტის წარმატებით დამთავრებაა. უნდა გავიღრმავო ცოდნა, გავაკეთო ბევრი საინტერესო გადაღება. შემდეგ კი აუცილებლად  დავბრუნდები საქართველოში და იქ  გავაგრძელებ საყვარელი საქმის კეთებას.

_ უახლოეს პერიოდში თუ ეწვევი საქართველოს და კონკრეტულად, გურიას?

_ ჩემთვის  ამას კითხვა უნდა? ზაფხულში, ივლისში გურიაში ვიქნები, ჩემს საყვარელ ჭანიეთში. ბავშვობა ხომ მანდ გავატარე. ყოველი არდადეგების მოახლოებისას ბებიას ცოტა ადრეც კი მივყავდი სოფელში.  კლასის დამთავრების ზეიმს, თანატოლებთან ერთად, ჭანიეთის საჯარო სკოლაში ვესწრებოდი და მონაწილეობასაც ვიღებდი კონცერტში. ივლისში ჭანიეთში ვარ, ასე გადაეცით ჩემს იქაურ მეგობრებს, ჩემს „ოლღა ბებიას“ _ ჩემს ხატუს, რომელსაც ხშირად ვეპარებოდი  სოფლის პატარა ღელეებში „საჩქიფაოდ“.



არქივი