საგაზაფხულო არდადეგები 8 მარტს დაიწყება

gurianews.com

21-ს ქვევით

საგაზაფხულო არდადეგები 8 მარტს დაიწყება

თებერვალი 14
12:00:51 2018

საქართველოს საჯარო სკოლებში საგაზაფხულო არდადეგები 2018 წლის 8 მარტს დაიწყება და  14 მარტს დასრულდება.

რაც შეეხება სწავლის დასრულების თარიღს, სხვადასხვა საფეხურზე მყოფი მოსწავლეებისთვის, განსხვავებულია. 

საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში პირველი კლასის მოსწავლეებისათვის სასწავლო წელი დასრულდება 27 მაისს, ხოლო დამამთავრებელი კლასის მოსწავლეებისთვის 20 მაისს.

 ამ შემთხვევაში განსაზღვრულია, რომ თუ აღნიშნული თარიღები ემთხვევა უქმე ან დასვენების დღეს, სასწავლო წელი პირველი კლასის მოსწავლეებისათვის დასრულდება 27 მაისამდე ბოლო სამუშაო დღეს, ხოლო დამამთავრებელი კლასის მოსწავლეებისთვის 20 მაისამდე ბოლო სამუშაო დღეს. მე–2–დან მე–11 კლასის ჩათვლით კი სასწავლო პროცესი დასრულდება 15 ივნისს.



არქივი