სამხატვრო სკოლის მოსწავლეთა ნამუშევრების გამოფენა თბილისში (R)

gurianews.com

21-ს ქვევით

სამხატვრო სკოლის მოსწავლეთა ნამუშევრების გამოფენა თბილისში (R)

ივნისი 22
14:03:03 2017

2017 წლის 15 ივნისს ჩოხატაურის სამხატვრო სკოლის მოსწავლეებმა მოაწყვეს გამოფენა ქალაქ თბილისში, სამების საკათედრო ტაძრის ახალგაზრდობის ინტელექტუალური განვითარების ცენტრში. გამოფენაზე  წარმოდგენილი იყო 70 მოსწავლის გრაფიკული, ფერწერული და გამოყენებითი ხელოვნების 200-მდე ნამუშევარი. სტუმართა შორის იყვნენ ახალგაზრდა მხატვრები, ფერმწერები, ჟურნალისტები, კრიტიკოსები.

გაიმართა გულთბილი საუბარი მოსწავლეებთან. სტუმრებმა თავიანთი შთაბეჭდილებები გამოხატეს შთაბეჭდილების წიგნში. გამოფენის დასასრულს მოსწავლეებს გადაეცათ სიგელები.

ეს იყო სამხატვრო სკოლის წლის შემაჯამებელი გამოფენა.

ა(ა)იპ ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სამხატვრო სკოლა გამოჩენილი თანადგომისა და მხარდაჭერისათვის მადლობას უხდის ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის გამგეობასა და საკრებულოს.



არქივი