სოფელი, რომელსაც მამალაძე ერქვა და რომელიც როსტომ გურიელმა ბიჭვინთის ღვთისმშობელს შესწირა

gurianews.com

 

ერთიან ეროვნულ გამოცდაზე დამსწრე აბიტურიენტთა ქცევის წესები განისაზღვრა

სრულად
 

ეროვნული გამოცდებისთვის მუნიციპალური ავტობუსების დამატებითი მარშრუტები დაინიშნება

სრულად
 

გარემოსდაცვითი კონკურსის გამარჯვებული ჯუმათის საჯარო სკოლის მოსწავლე ლიზი მექვაბიშვილი გახდა

სრულად
 

ეროვნული გამოცდების შესახებ დეტალები დღეს გახდება ცნობილი

სრულად
 

“წარადგინო გურია არ არის მარტივი“ - თაზო ჯოჯუა ესეების კონკურსის ფინალისთვის ემზადება

სრულად
 

წარმატებული დები _ ქეთი, თათული და იზი სიხარულიძეები ჩოხატაურიდან

სრულად

21-ს ქვევით

სოფელი, რომელსაც მამალაძე ერქვა და რომელიც როსტომ გურიელმა ბიჭვინთის ღვთისმშობელს შესწირა

იანვარი 21
10:53:39 2018

თუკი ერთხელ მაინც ყოფილხართ ბახმაროში, გზად აუცილებლად შეამჩნევდით თოფმომარჯვებული მამაკაცის ძეგლს, რომელსაც აწერია: „ბუღარა მამალაძე _ გურიისა და ხალხის მხსნელი. დაილოცოს ჩვენი მხარე _ დევგმირების გამზრდელი“.

ეს ძეგლი ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში, სოფელ ხევის ცენტრში დგას, რომელიც მდებარეობს მდინარე გუბაზეულის მარჯვნივ, ზღვის დონიდან 250 მეტრზე,  ჩოხატაურიდან 15 კილომეტრის დაშორებით.

ბუღარა მამალაძის შესახებ ამ სოფელში ყველამ იცის და მასზე აღფრთოვანებით ყვებიან სხვადასხვა ამბებს. გეტყვიან, რომ ბუღარა იცავდა სოფელსა და გუბაზოულის ხეობას თავდასხმებისაგან, რომელთა მიზანი გოგო-ბიჭების გატაცება და ოსმალეთის იმპერიაში გაყიდვა იყო.

ბუღარამ ბევრი გამტაცებელი მოკლა და მანვე გაანადგურა ახმედ-ბეგ ხიმშიაშვილის მეკობრული რაზმი 1819 წელს.

გადმოცემის მიხედვით ბუღარა მამალაძე თურმე ტანად არც თუ ისე მაღალი ყოფილა, მაგრამ გოლიათურად ღონიერი იყო და მჭექარე ხმა ჰქონდა.

მოგიყვებიან იმასაც, რომ  მისი ყიჟინა ახლო-მახლო სოფლებს სწვდებოდა და თუ სადმე ორსული ქალი იყო, აუცილებლად მუცელი მოეშლებოდაო. ამიტომ, მას ხშირად აფრთხლილებდნენ _ ამა და ამ ადგილას ფეხმზიმე ქალი არისო.

ბუღარა მამალაძის ისტორიისგან განსხვავებით, აღმოჩნდა, რომ ძალიან ცოტამ იცის სოფლის ძველი სახელწოდება _ ისტორიული მასალების მიხედვით, ხევს ადრე მამალაძე ერქვა.

XVI საუკუნეში სოფლის მოსახლეობა მხოლოდ 1კომლი იყო _ თეიმურაზ სალუქვაძის ოჯახი.

უკანასკნელი გურიელების დროს, მაშინ როცა სოფელში ბუღარა მამალაძე ცხოვრობდა,  სოფელში სულ 6 კომლი სახლობდა. ეს სოფელი როსტომ გურიელმა ბიჭვინთის ღვთისმშობელს შესწირა.

1970-იან წლებში წყალტუბოს არქეოლოგიურმა ექსპედიციამ სოფელში, სატობისყელის და გუბაზოულის შესართავთან გამოავლინა ადრე ნეოლითური ნამოსახლარი, აღმოჩენილია ადრე-ბრინჯაოს ხანის განძი.

სოფელ ხევში, საქორისთავში, სასაფლაოზე შემორჩენილია რამდენიმე საუკუნოვანი ქვის ჯვარი ქვაიჯავარა. ჯვარი დასვენებული იყო ჩოხატაურის მხარეთმცოდნეობის მუზეუმში 2000 წლამდე. 2000 წელს სოფლის მოსახლეობის მოთხოვნით ის დააბრუნეს სოფელ ხევში სასაფლაოზე.

ხევი ბჟოლიეთსა და ბუქსიეთს აერთიანებს. სამივე სოფელი გამორჩეულია ლამაზი ბუნებით და ადგილობრივთა განსაკუთრებული სტუმართმოყვარეობით.

მომზადებულია ვიკიპედიას მასალების მიხედვით



არქივი