"ტარიელეს ქორწილიდან" ექიმისა და პაციენტის როლში _ გიორგი დოლიძის საშინაო დავალება

gurianews.com

 

ერთიან ეროვნულ გამოცდაზე დამსწრე აბიტურიენტთა ქცევის წესები განისაზღვრა

სრულად
 

ეროვნული გამოცდებისთვის მუნიციპალური ავტობუსების დამატებითი მარშრუტები დაინიშნება

სრულად
 

გარემოსდაცვითი კონკურსის გამარჯვებული ჯუმათის საჯარო სკოლის მოსწავლე ლიზი მექვაბიშვილი გახდა

სრულად
 

ეროვნული გამოცდების შესახებ დეტალები დღეს გახდება ცნობილი

სრულად
 

“წარადგინო გურია არ არის მარტივი“ - თაზო ჯოჯუა ესეების კონკურსის ფინალისთვის ემზადება

სრულად
 

წარმატებული დები _ ქეთი, თათული და იზი სიხარულიძეები ჩოხატაურიდან

სრულად

21-ს ქვევით

"ტარიელეს ქორწილიდან" ექიმისა და პაციენტის როლში _ გიორგი დოლიძის საშინაო დავალება

მაისი 18
14:02:49 2020

გიორგი დოლიძე ფეისბუქის მომხმარებლებს კარგად ახსოვთ. ვიდეო, რომელიც სოციალურ ქსელში რამდენიმე წლის წინ გავრცელდა და პატარა გიორგი "ტარიელეს ქორწილის" ამბებს ჰყვება, ქსელში ძალიან პოპულარული იყო და მას უამრავი ნახვა ჰქონდა. დღეს გიორგის ახალ ვიდეოს შემოგთავაზებთ, რომლითაც გიორგიმ ინგლისურ ენაში დავალება შეასრულა.

ცნობისთვის, გიორგი დოლიძე ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ შუაფარცხმის საჯარო სკოლის მოსწავლეა. მას ინგლისურ ენას ეკატერინე მეგრელიშვილი ასწავლის. სწორედ, ეკა მასწავლებელმა გამოაქვეყნა ვიდეო სოციალურ ქსელში ტექსტით:

"მინდა გაიცნოთ, ეს ჩემი უმაგრესი და უპოზიტიურესი მოსწავლე, გიორგი დოლიძეა.
მოსწავლეებს დავალებად ექიმისა და პაციენტის დიალოგი მივეცი, როლურად შესასრულებლად.
გიორგიმ გადაწყვიტა, ორივე როლი მოერგო _ გადაიღო ვიდეო და გამომიგზავნა მესენჯერში. მცირე შენიშვნა მივეცი გიორგის, რომ პაციენტი ერთ მხარეს უნდა ყოფილიყო და ექიმი მეორე მხარეს. გიორგიმ არ დააყოვნა და გურული სისხარტით მომაგება _ "არ მაწყობდა მასე, მას", "დავიღალე, ყველა პაციენტზე ვიცვლიდი".

დღეს სრული პოზიტივი მომანიჭა გიორგიმ, დიდი მადლობა ამისთვის მას.

ბოლოს ვიდეოს დადების ნებართვაც მისგან ავიღე", _ წერს გიორგის მასწავლებელი.



არქივი