“წარადგინო გურია არ არის მარტივი“ - თაზო ჯოჯუა ესეების კონკურსის ფინალისთვის ემზადება

gurianews.com

 

15 წლის ბიჭი ოზურგეთიდან, რომელსაც ძალიან უყვარს შინაური ცხოველები

სრულად
 

"გაიღიმე ჩურჩუტელა" _ სიურპრიზი აბიტურიენტ შეყვარებულს

სრულად
 

ერთიან ეროვნულ გამოცდაზე დამსწრე აბიტურიენტთა ქცევის წესები განისაზღვრა

სრულად
 

ეროვნული გამოცდებისთვის მუნიციპალური ავტობუსების დამატებითი მარშრუტები დაინიშნება

სრულად
 

გარემოსდაცვითი კონკურსის გამარჯვებული ჯუმათის საჯარო სკოლის მოსწავლე ლიზი მექვაბიშვილი გახდა

სრულად
 

ეროვნული გამოცდების შესახებ დეტალები დღეს გახდება ცნობილი

სრულად

21-ს ქვევით

“წარადგინო გურია არ არის მარტივი“ - თაზო ჯოჯუა ესეების კონკურსის ფინალისთვის ემზადება

ივნისი 07
19:40:05 2020

არასამთავრობო ორგანიზაცია "კოგნიტიოს" მიერ გამოცხადებულ ესეების კონკურსში გურიას თაზო ჯოჯუა წარადგენს.  ის კონკურსის ფინალში მოხვდა.


“წარადგინო გურია არ არის მარტივი. ცოტას ვნერვიულობ. პირველ ეტაპზე აპლიკაცია გავაგზავნე, რის შემდეგ იყო გასაუბრა და სწორედ ამის შემდეგ შეასრჩიეს 12 რეგიონიდან ფინალისტები. როგორც ვიცი, ფინალი 15 ივნისს იქნება. ორგანიზატორები მოგცემენ თემას და ჩვენ უნდა დავწეროთ ესე. დრო დაცული იქნება _ სამი საათი.  გამოვლინდება სამი გამარჯვებული“, _ გვითხრა თაზო ჯოჯუამ.

თაზო ჯოჯუა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელი ასკანის საჯარო სკოლის მერვე კლასის მოსწავლეა. იგი „ლიდერთა სკოლელი“ და PITA ოზურგეთის „ახალგაზრდული ცენტრის“ წევრია (ორივე “ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირის“ ბაზაზეა ჩამოყალიბებული).

“კოგნიტიოს" ესეების კონკურსის 12 რჩეული მონაწილე 12 რეგიონიდან უკვე შერჩეულია. ესენია: აჭარა - ნინო შარვაშიძე; გურია - თაზო ჯოჯუა; სამეგრელო - ანა ქარჩავა; სვანეთი - მარიამ ქურასბედიანი; იმერეთი - ელენე ჭელიშვილი; იმერეთი - სალომე გაფრინდაშვილი; შიდა ქართლი - ლიკა ვანიშვილი; ქვემო ქართლი - ქრისტინე ქუქჩიშვილი; კახეთი - ნინო ღლიღვაშვილი; სამცხე-ჯავახეთი - მაია ხუციშვილი; მცხეთა-მთიანეთი - ნუცა ჯოხაძე;  თბილისი - ვიქტორია არაქელიანი.



არქივი