წარმატებული დები _ ქეთი, თათული და იზი სიხარულიძეები ჩოხატაურიდან

gurianews.com

 

ერთიან ეროვნულ გამოცდაზე დამსწრე აბიტურიენტთა ქცევის წესები განისაზღვრა

სრულად
 

ეროვნული გამოცდებისთვის მუნიციპალური ავტობუსების დამატებითი მარშრუტები დაინიშნება

სრულად
 

გარემოსდაცვითი კონკურსის გამარჯვებული ჯუმათის საჯარო სკოლის მოსწავლე ლიზი მექვაბიშვილი გახდა

სრულად
 

ეროვნული გამოცდების შესახებ დეტალები დღეს გახდება ცნობილი

სრულად
 

“წარადგინო გურია არ არის მარტივი“ - თაზო ჯოჯუა ესეების კონკურსის ფინალისთვის ემზადება

სრულად
 

წარმატებული დები _ ქეთი, თათული და იზი სიხარულიძეები ჩოხატაურიდან

სრულად

21-ს ქვევით

წარმატებული დები _ ქეთი, თათული და იზი სიხარულიძეები ჩოხატაურიდან

ივნისი 06
17:54:50 2020

ჩოხატაურელი დები _ ქეთი, თათული და იზი სიხარულიძეები წარმატებულები არიან. სამივე მათგანი ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ დასახულ მიზნებს და წარმატებებს მიაღწიონ. 

ქეთი

ქეთი სიხარულიძე ჩოხატაურის #1 საჯარო სკოლაში სწავლობდა; 2018 წელს საქართველოში პირველად გამოცხადდა ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროგრამა, რომელიც საშუალებას აძლევდა XI-XII კლასის მოსწავლეებს აღმოსავლეთ პარტნიორობის 6 ქვეყნიდან (საქართველო, მოლდოვა, უკრაინა, ბელარუსია, სომხეთი და აზერბაიჯანი), ესწავლათ თბილისში, "ახალ სკოლაში" საერთაშორისო ბაკალავრიატის პროგრამაზე. სწორედ ამ კონკურსის გამარჯვებული გახდა ქეთი და ახალ გამოწვევას წარმატებულად გაართვა თავი.

"მეც სიახლეებს ვეძებდი და მინდოდა ჩემი შესაძლებლობები გამომეცადა, მიმეღო ევროპული დონის განათლება და ამიტომაც შევავსე აპლიკაცია, გავიარე ტესტირება, მათემატიკასა და ინგლისურ ენაში და საბოლოო ინტერვიუს შემდეგ გავიგე, რომ 6 ქვეყნის 30 მოსწავლიდან ერთ-ერთი გამარჯვებული ვიყავი".
ქეთის წარმატებები ამით არ დასრულებულა.

"2019 წელს ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მხარდაჭერით, World Learning-მა გამოცხადა გაცვლითი პროგრამა, რომელიც მიძღვნილი იყო 1989 წლის ბერლინის კედლის დანგრევის 30 წლისთავს. 12 ევროპული ქვეყნიდან ირჩევდნენ ერთ მოსწავლესა და ერთ მასწავლებელს.
მე მხვდა წილად პატივი, ჩემი ქვეყნის წარმომადგენელი ვყოფილიყავი 5 ქვეყანაში: ჩეხეთში, რუმინეთში, უნგრეთში, ბულგარეთსა და ამერიკის შეერთებულ შტატებში.
ქეთის წინ ცხელი ზაფხული ელოდება. იგი აბიტურიენტია და გამოცდებისთვის ემზადება.

"ბოლო ორი წელია ყველა საგანს ინგლისურად ვსწავლობ, მათ შორის მათემატიკასა და ფიზიკას, სასწავლო პროგრამაც განსხვავებული იყო, ამიტომ "გადმოქართულება" ცოტა გამიჭირდა, თუმცა, ვცდილობ, ონლაინ რესურსებით, გაკვეთილებით, მოვერგო ეროვნული გამოცდების პროგრამას და საუკეთესო შედეგები ვაჩვენო.

თავისუფალი დრო თითქმის აღარ მრჩება უამრავი სამეცადინოს გამო, თუმცა, როცა განტვირთვა მინდა, მიყვარს მეცნიერებაზე, განსაკუთრებით, ფიზიკაზე წიგნების კითხვა და შემეცნებითი ვიდეოების ყურება, რუბიკის კუბის აწყობა და იშვიათად, მაგრამ მაინც ველოსიპედით სეირნობა.

თათული

თათული წელს თბილისში გააგრძელებს სწავლას. ქეთის მსგავსად ისიც "ახალი სკოლის" მოსწავლე იქნება.

"ჩოხატაურის #1 საჯარო სკოლის მეთერთმეტეკლასელი ვარ. IB პროგრამაში სწავლის გაგრძელება მაძლევდა შანსს, რომ მიმეღო მაღალი ხარისხის განათლება ინგლისურ ენაზე, მეცხოვრა მულტიკულტურულ გარემოში სრულიად დამოუკიდებლად, მეპოვა საკუთარი თავი და მომეხდინა ჩემი შესაძლებლობების რეალიზება. სწორედ ამიტომ გადავწყვიტე, მიმეღო მონაწილეობა ევროკავშირის მიერ დაფინანსებულ პროგრამაში, ახალი გამოცდილებების, უნარებისა და ცოდნის მისაღებად.

ჩვენ, დავინტერესდით კორონავირუსის პანდემიის დროს, როგორ ახერხებდა განათლების მიღებას თათული.

"ამ რთულ პერიოდში სწავლის მიღებას, როგორც ყველა სხვა ქართველი მოსწავლე, ონლაინ-გაკვეთილების საშუალებით, ჩემი სკოლის და პედაგოგების საშუალებით ვახერხებ. თუმცა, გარდა ამისა, ინტერნეტი არაჩვეულებრივი რესურსია ცოდნის და ახალი გამოცდილებების მისაღებად. მითუმეტეს, ამ პერიოდში მომრავლდა უფასო ონლაინ-საგანმანათლებლო პლატფორმები, პროექტები თუ ტრენინგ-კურსები (ონლაინ-ბანაკებიც კი). მე პირადად, გარდა ონლაინ სასკოლო გაკვეთილებისა, გრაფიკული დიზაინის, საშაბათო სკოლისა და მცირე ტრენინგ-კურსების პროგრამაში ვარ ჩართული. ასე რომ, ყოველ ახალგაზრდას შეუძლია, მონაწილეობა მიიღოს ასეთ პროექტებში, რაც მათ ყოველდღიურობას საინტერესოს და მრავალფეროვანს გახდის.

თავისუფალ დროს ვკითხულობ, ვუყურებ საყვარელ სერიალებს და ფილმებს, ვუსმენ მუსიკას და ვუკრავ საყვარელ ინსტრუმენტებზე, ასევე, ძალიან მიყვარს საყვარელი დესერტების მომზადება".

რომელი პროფესიის დაუფლებას აპირებენ თათული და ქეთი და ერევა თუ არა პროფესიის არჩევაში მშობლები _ ამ საკითხებზე ორივე მათგანი გვპასუხობს, რომ პროფესია, რომელსაც აირჩევენ ძალიან უნდა უყვარდეთ.

თათული: პირადად მე მუდვმივ ძიებაში ვარ, რადგან მსურს არჩეული პროფესია მიყვარდეს და არასდროს დამეზაროს მუშაობა შესაბამის სფეროში.
ქეთი: ძალიან მინდა თეორიტიკული ფიზიკის მიმართულებით განვაგრძო სწავლა და შევისწავლო სამყარო ელემენტარული ნაწილაკებიდან მასიურ შავ ხვრელებამდე. იმასაც ვიაზრებ, რომ საქართველოში მეცნიერება არ არის საკმარისად დაფასებული და რთულია, როგორც ფიზიკოსმა განაგრძო მოღვაწეობა, თუმცა, იმედი მაქვს, ჩემი თაობა შეძლებს უკეთესი სამეცნიერო მომავლის შექმნას ჩვენი ქვეყნისთვის, განსაკუთრებით მაშინ, როცა ამის რესურსი გვაქვს. მშობლები მაქსიმალურად მიჭერენ მხარს ამ გადაწყვეტილებაში და ამიტომ ძალიან ბედნიერი ვარ.

იზი

ედიშერ სიხარულიძის და ნინო ცინცაძის მესამე შვილი იზი სიხარულიძეა. ის 12 წლისაა და მეშვიდე კლასის მოსწავლეა.

იზის ჯერ კონკურსებში მონაწილეობა არ დაუწყია. პირველ რიგში, ბევრი უნდა იკითხოს და ისწავლოს, რომ თავისი დებივით წარმატებებს მიაღწიოს. მისი საყვარელი საგანია ინგლისური. საყვარელი წიგნი _ "ბიძია თომას ქოხი". პანდემიის დროს ონლაინ გაკვეთილების შემდეგ გადაწყვიტა ხატვით დაკავებულიყო. ხატვა მისი ჰობია. მისი გეგმებია, წელს ბევრი საინტერესო წიგნები წაიკითხოს და ბევრი დახატოს.



არქივი