"ცხოვრება ყოველთვის გვაძლევს შანსს, გავიგოთ, ვისწავლოთ და ვნახოთ მეტი"

gurianews.com

21-ს ქვევით

"ცხოვრება ყოველთვის გვაძლევს შანსს, გავიგოთ, ვისწავლოთ და ვნახოთ მეტი"

თებერვალი 22
10:21:12 2018

ჩოხატაურის #1 საჯარო სკოლის კურსდამთავრებული ანი საჯაია ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის (პოლიტიკის მეცნიერებები) მე-3 კურსის სტუდენტია.

ანი,  ილიაუნის Erasmus + ის გაცვლითი პროგრამების სტიპენდიატი და გაცვლითი პროგრამის მონაწილეა _ მან ერთი სემესტრი ზიგენის უნივერსიტეტში Universität Siegen (გერმანია) ფილოსოფიის ფაკულტეტზე გაიარა.

"ყოველთვის ვცდილობ, მონაწილეობა მივიღო ისეთ საგანმანათლებლო პროექტებში, რომლებიც დაკავშირებულია ჩემს პროფესიასთან (და არა მარტო) კიდევ უფრო მეტი ცოდნისა და გამოცდილების მისაღებად.

ცხოვრება ყოველთვის გვაძლევს შანსს, გავიგოთ, ვისწავლოთ და ვნახოთ მეტი. სწორედ ასეთი შანსი იყო ჩემს ცხოვრებაში ერასმუსი.

გერმანიაში ვსწავლობდი ფილოსოფიის ფაკულტეტზე სოციალური მეცნიერების მიმართულებით. სწავლების მეთოდი ანალიტიკური იყო, რაც სტუდენტთა მაქსიმალურ ჩართულობას გულისხმობდა. სწავლა მარტივი ნამდვილად არ იყო, თუმცა, ამ ყველაფრის მიუხედავად, ვთვლი, რომ წარმატებით გავართვი თავი.

მიღებულმა ცოდნამ და გამოცდილებამ მომცა შესაძლებლობა, აქტიურად ვიმონაწილეო მიმდინარე სოციალური თუ პოლიტიკური პროცესების ანალიზსა და კვლევით საქმიანობაში.

პროგრამის საშუალებით გავიცანი და დავუახლოვდი უცხოელ სტუდენტებს, რომლებთან დღემდე ვმეგობრობ. გარდა ამისა, მქონდა ევროკავშირის ქვეყნებში მოგზაურობის შესაძლებლობა.

ძალიან კარგი იქნება, თუკი ბევრი სტუდენტი მიიღებს მონაწილეობას ამგვარ საგანმანათლებლო პროექტებში, რაც მომავალში მათი კიდევ უფრო დიდი წარმატების საწინდარი იქნება.’’, _ ამბობს ანი საჯაია.



არქივი