“ვერ დაგიმალავთ, ველოდი ამ გამარჯვებას“ - ოზურგეთელი დადუნა გეწაძე

gurianews.com

 

ერთიან ეროვნულ გამოცდაზე დამსწრე აბიტურიენტთა ქცევის წესები განისაზღვრა

სრულად
 

ეროვნული გამოცდებისთვის მუნიციპალური ავტობუსების დამატებითი მარშრუტები დაინიშნება

სრულად
 

გარემოსდაცვითი კონკურსის გამარჯვებული ჯუმათის საჯარო სკოლის მოსწავლე ლიზი მექვაბიშვილი გახდა

სრულად
 

ეროვნული გამოცდების შესახებ დეტალები დღეს გახდება ცნობილი

სრულად
 

“წარადგინო გურია არ არის მარტივი“ - თაზო ჯოჯუა ესეების კონკურსის ფინალისთვის ემზადება

სრულად
 

წარმატებული დები _ ქეთი, თათული და იზი სიხარულიძეები ჩოხატაურიდან

სრულად

21-ს ქვევით

“ვერ დაგიმალავთ, ველოდი ამ გამარჯვებას“ - ოზურგეთელი დადუნა გეწაძე

მაისი 26
12:10:31 2020

ფლექსის საერთაშორისო კონკურსში ქალაქ ოზურგეთის #2 საჯარო სკოლის მოსწავლემ დადუნა გეწაძემ გაიმარჯვა და ის ახლა ამერიკაში წასასვლელად ემზადება.

“19 მაისს გავიგეთ, რომ დადუნა ფლექსის პროგრამის ფინალისტი იყო. ახლა კი გავიგეთ, რომ ის ერთი წლით ამერიკაში გაემგზავრება. ეს არის დიდი წარმატება და წინსვლა დადუნასთვის და ჩვენი სკოლისთვის", _ გვითხრა #2საჯარო სკოლის დირექტორმა ფატი სიორიძემ.


დადუნა გეწაძე “გურია ნიუსთან“ მისი წარმატების შესახებ საუბრობს.

“ყოველთვის მინდოდა FLEX პროგრამაში ჩავრთულიყავი. ამის სტიმული ჩამოსულმა ამერიკელმა მოხალისე მასწავლებლებმა მომცეს. თუმცა, ასაკის გამო მხოლოდ მეათე და მეთერთმეტე კლასში მომეცა შესაძლებლობა, ჩემი თავი გამომეცადა. პირველ წელს ნახევარფინალში მოვხვდი, მაგრამ ამას ხელი არ შეუშლია იმისთვის, რომ მეორედ, უფრო მეტი მონდომებით გავსულიყავი კონკურსზე. საოცრად დიდი კონკურენციის მიუხედავად, ამჯერადაც მოვხვდი ნახევარფინალში. მოგეხსენებათ, ნახევარფინალისტების ნაშრომები იგზავნება ვაშინგტონში და იქ ხდება ფინალისტების არჩევა. ფინალისტი უკვე კონკურსის გამარჯვებულს ჰქვია და ის სრულიად ფინანსდება აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ. უნდა აღინიშნოს, რომ მხოლოდ ინგლისური ენის ცოდნა არ არის ერთადერთი კრიტერიუმი, რომელზე დაყრდნობითაც არჩევენ გამარჯვებულებს. მინდა გითხრათ, ტურები მოიცავს როგორც ინგლისური ენის ცოდნას, გრამატიკის ნაწილს, ასევე, საკმაოდ სააზროვნო ესეებს, მოითხოვს ანალიტიკურ და თავისუფალ აზროვნებას. ბოლო ეტაპზე ნახევარფინალისტებს იბარებენ ჯგუფურ სამუშაოებზე და ინდივიდუალურ ინტერვიუებზე. “ - აღნიშნა ჩვენთან საუბრის დროს დადუნა გეწაძემ.

 დადუნა გეწაძე გულწრფელად გვეუბნება, რომ წელს ელოდებოდა გამარჯვებას.

“ვერ დაგიმალავთ, ველოდი ამ გამარჯვებას. ნამდვილად ბევრი მოვინდომე ჩემი მიზნის მისაღწევად. ალბათ, ამიტომაც იყო, რომ შინაგანად ვგრძნობდი ჩემი "ამერიკული ოცნების" ახდენას.

ამერიკაში წასვლა დაკავშირებულია სწავლის პროცესის დაწყებას. ყოველდღიურ რეჟიმში Edmodo საშუალებით საბჭოები გვიკავშირდებიან და სიახლეებს გვაცნობენ. გამგზავრების ზუსტი თარიღი არ ვიცით. სავარაუდოდ, გავემგზავრები აგვისტოში ან სექტემბრის დასაწყისში.

ბევრს ველოდები ამ ამერიკული სასწავლო წლისგან. ეს ხომ ამერიკაა, თავისუფლებისა და უსაზღვრო შესაძლებლობების ქვეყანა. მე კიდევ ახალგაზრდა, რომელსაც სურს თავი ბოლომდე გამოსცადოს და  თავისი მაქსიმუმი დადოს", _ გვითხრა საუბრის ბოლოს დადუნა გეწაძემ.

“დადუნა მეტად ნიჭიერი და მიზანდასახული ახალგაზრდაა. ყოველთვის დიდი სიამოვნებით სწავლობდა ინგლისურ ენას და ამაში ხელს ოჯახის წევრები ვუწყობდით. ამას დაემატა ის ფაქტორიც, რომ ამერიკელი მოხალისე პედაგოგების ნაწილი ჩვენთან ცხოვრობდა. ისინი ძალიან ეხმარებოდნენ ინგლისურის ენის შესწავლაში დამატებით. ასევე, ვყიდულობდით სასწავლო წიგნებს და დისკებს. მოკლედ, ეს არის შედეგი, რომელსაც წლებია, ველოდებით. ადვილი არ არის, მაგრამ დადუნას ერთი წლით სასწავლებლად უცხოეთში წასვლა მისი შემდგომი განვითარებისთვის და წარმატებებისთვის აუცილებელია", _ გვითხრა დადუნა გეწაძის ბებიამ თამარ გიგიბერიძემ.



არქივი