ჩვენებური "ღატაკთა კვარტალი" მერიაში

G-NEWS TV

ჩვენებური "ღატაკთა კვარტალი" მერიაში

2011 ივლ 18 23:49:39

ვიდეორეპორტაჟი მერიიდან

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მერიაში, ურეკისკენ მიმავალი ცენტრალური მაგისტრალის გასწვრივ,  ყოფილი სამხედრო ნაწილის საცხოვრებელი კორპუსია, რომელიც ისეა ჩამოშლილი და მინგრეულ-მონგრეული,  ვიზუალურად უკეთ იკითხება აქ მცხოვრებ  ღატაკთა უბედურება, ვიდრე ძალიან კარგად აგებულ საგაზეთო წერილში. უსახური და ამაზრზენი ქოხმახი, სადაც ამჟამად 15 ოჯახი ცხოვრობს,  კიბეებჩავარდნილი და იატაკდამპალია.  "ბარაკებში", სახურავგადამძვრალ, უკანალიზაციო, ჭაობიან, ანტისანიტარიულ გარემოში  მცხოვრებთ, საერთო, უსახურავო საპირფარეშო აქვთ. უფანჯრო ოთახები, სადაც მოსახლეობას, მათივე თქმით,  მორიელებთან ერთად სძინავს,  ჯოჯოხეთის რეალურ სახეს წარმოადგენს.  ამ  საერთო "სახლში" მცხოვრები ადამიანები, ჩვენი მისვლის დროს, საერთო სადილის სამზადისით იყვნენ დაკავებული, რომელსაც სახელად "მწვანე ტყემალი" ერქვა.

მათი ნაამბობი მტკივნეული და შემაშფოთებელია, თითოეული მათგანი მშველელს და მხსნელს ჩვენში ხედავს, ამბის მკითხავი გვეღირსაო  და ერთმანეთს არ აცლიდნენ საუბარს _ ყველას სურდა საკუთარი  გაჭირვების შესახებ ელაპარაკა.

მანანა გოგუაძე: _ ნახეთ, რანაირად გავატარეთ მთელი ზამთარი: მაწვიმს, მათოვს, ერთხელ თქვენც მოგმართეთ დახმარებისთვის, მერე ბავშვთა სახლში მივიყვანე ჩემი პატარა, რადგან უხსენებელმა კინაღამ დამიჭამა. კაცი არ მყავს პატრონი. მშიერ-მწყურვალი ვარ, დამეხმარეთ, რა ვქნა... ექვსი დღე ისე გავატარე, პურის ფული მენატრებოდა.  ზამთარში უსაბნოდ ვგდივარ.

ზაურ ბაბუაძე, 76 წლის: _ როგორ ვცხოვრობ, ჩემო ბიძია და, ძალიან ცუდად. პრეზიდენტის გამოგზავნილი ვაუჩერები, რომლებიც მეკუთვნოდა,  არ მიმიღია, არც პროდუქტის და არც შუქის. ვარ პირველი ჯგუფის ინვალიდი, ნახეთ, როგორ და სად  ვცხოვრობ და მერე განსაჯეთ ყველაფერი... ამ ყოფაში სადმე ადამიანი გინახავთ?

_ თქვენს რწმუნებულს არ მიმართეთ?  ვაუჩერი რატომ არ მოგცეს?

_ აბა, არ მივმართე?! მაგრამ დამატებით სიაში ხარო, მითხრა და მატყუებენ. ეს საქმეა, ბაბუა?  სამჯერ ჩავედი ოზურგეთში ვაუჩერის საქმის გასარკვევად, ექვსი ლარი დავხარჯე გზაში და მერე თავი დავანებე. მარტოხელა ვარ. უბრალოდ, მითხარით, სამართალი სადაა, რატომ არ უნდა მიმეღო ვაუჩერი?  ვინ კითხულობს გაჭირვებული, ღატაკი და ბრმა კაცის  ამბავს, ვის რაში აინტერესებს, რა გვიჭირს ან რა გვილხინს? _ ამბობს ბაბუაძე.

ლია კრივენდა: _ ძალიან ცუდ მდგომარეობაში ვართ, ოთახში ვაკეთებთ ყველაფერს. წყალი ნახეთ, აქ სანიაღვრე არხი გადადიოდა ღელეში, მაგრამ  ჩაიკეტა იმის გამო, რომ ერთმა ბოსტანი გააკეთა.  ნახეთ, ახლა  სად ვასხამ ნარეცხ წყალს, სხვა გზა არ გვაქვს. ჩიყვით ვარ დაავადებული,  აქ ჭაობი მინდა? მაგრამ რა ვქნა?  ეს მთავრობაში ვთქვი, რაღაცა გააკეთეთ იმნაირი, რომ ხალხს პატარა საშუალება მიეცეს ცხოვრების ელემენტარული პირობებისთვის-თქო, მაგრამ ადამიანებად ჩვენ არავინ გვთვლის. ბინებში ნახეთ, როგორი ანტისანიტარიაა,  ჩვენ კი ვასუფთავებთ, მაგრამ არაფერი გამოდის, კედლები დანგრეულია,  სახურავი არ აქვს არც ერთ ბინას, როგორც გარეთ, ისე წვიმს შიგაც.  გამგეობაში გვითხრეს, ეს ბინები ჩამოწერილია,  სამხედრო ბინები იყო და არსად არ წერიაო. არჩევნები რომ მოდის, მაშინ მოდიან და გვპირდებიან, გაგიკეთებთო. რვა დედმამიშვილი ვართ და დედაჩემის პენსიით ვსულდგმულობთ, სოციალური დახმარებით. არ ვთხოვ მთავრობას, საჭმელი მაჭამე-მეთქი, ბინები გადაგვიხურონ, რა მოხდება?! აქ წვიმაში ვერ გაივლით, ისეთი ამბავია, ბოტები უნდა გეცვას, ვედრო რომ გადააქციო. ტუალეტის ვედრო სახლში გვიდგას, ეს არის საქმე? "სინკარის" გულისთვის დაანგრიეს ტუალეტი და სახურავი  გადახდილი აქვს, წვიმაში ვერ შეხვალ შიგ. ყველაფერი გაყიდულიაო, იძახიან.  ტუალეტი რომ გავაკეთოთ, ადგილი არ არის. 15 წელია, აქ ვცხოვრობთ, სამუშაო არსადაა. სადღაც-სადღაც კერძო სამუშაოზე დავდივართ მანდარინის სეზონზე, თხილის საკრეფად, ყანაში ვმუშაობთ, რაცხა ვაუჩერები დარიგდა, აქ მცხოვრებლებს ისიც არ აუღიათ, ნახეთ, ორი შვილის დედა, ბავშვებით არის წასული სხვის ყანაში და თოხნის.

ვალენტინა  ქუქჩიშვილი: _ 20 წელია, აქ ვცხოვრობ. წამოდით, ნახეთ, სად ვცხოვრობ, სად მძინავს. მაქვს სოციალური, 30-ლარიანი დახმარება, თუ შეიძლება ამით ირჩინოს ადამიანმა თავი?! ვაუჩერები არ აგვიღია, არ გეკუთვნისო, მითხრეს. 30 წელიწადი ვწვალობდი, მიწის ნაკვეთი წამართვეს... მოსამართლემ მითხრა, არ ხარ საქართველოს მოქალაქეო, არადა, აქანე დაბადებული და გაზრდილი ვარ, თუ ვინმე დამიძახებს, წავალ, მივეხმარები, დავუხვეტავ, დავუწმინდავ, რა ვქნა? მთელი ზამთარი ვეძებდი შეშის ფიჩხს, გაყინული, მშიერი, მარტო ვცხოვრობ. ვერსად ვერ ვნახე სიმართლე. ასე მგონია, ეს სახლი  ერთ ღამეს თავზე დაგვენგრევა და ყველა დავიხოცებით.

ციური ხურციძე: _ საიდან ვეზიდებით სასმელ წყალს, ხომ ხედავთ? ისიც მილებით არ არის გამოყვანილი  და  რა მოყვება, რომ იცოდეთ... მეორე სართულზე აგვაქვს სარეცხისთვის წყალი და ზემოდან ვაქცევთ ნარეცხ წყალს, ასე პირველყოფილი ადამიანები არ იცხოვრებდნენ. დაგვჭამეს ბუზებმა. ჩვენ არც სახლი გვაქვს და არც _ კარი.

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მერიის რწმუნებული ვაჟა ჩანჩიბაძე "გურია ნიუსთან" საუბარში აღნიშნავს, რომ ეს ყოფილი სამხედრო ბინები სოფლის საკუთრება არ არის: _ იმ ინფორმაციას, რომ ეს ყოფილი სამხედრო ბინები ავარიულ მდგომარეობაშია და იქ მცხოვრებ თითოეულ მოქალაქეს  ეკონომიკურად ძალიან უჭირს, დადასტურებაც არ სჭირდება. თუმცა, იქ მცხოვრებლები სოფელ მერიას არ ეკუთვნიან, აქ  თავს აფარებენ ნატანებიდან, ზოგიც საჩხერიდან და ა. შ.

საქმე ისაა, შენობა ხანდაზმულია, ჩვენი სოფლის საკუთრება არაა _ ეკონომიკის სამინისტროს ეკუთვნის, პრივატიზაციის სამსახურის  ბალანსზეა. რამდენჯერმე მივმართეთ სამინისტროს ოფიციალური წერილით, რომ გადმოეცა ბინები სოფლისთვის. სოფლის საკუთრება რომ ყოფილიყო, სოფლის განვითარების პროგრამის ფარგლებში რაღაცით შევარემონტებდით. ერთ წელს სახურავს გამოვუცვლიდით, მეორე წელს სხვა სამუშაოებს ჩავატარებდით და ასე. მე რაც შემეძლო, გავაკეთე, სოფლის მხარდაჭერის პროგრამით წყალი გამოვუყვანე,  თვითონაც უყურადღებონი არიან, მათაც უნდა მიაქციონ ბინებს ყურადღება, ყოველდღე რომ ფიცარს მოაკლებ, არ მოუვლი, ხელისუფლებას სისუფთავის უზრუნველყოფას ნუ მოვთხოვთ.

_ აქ მცხოვრებლებს ვაუჩერიც არ აუღიათ...

_კი, დაგეთანხმებით ამაში, 7 ოჯახია ისეთი, ვისაც არ აუღია ეგ ვაუჩერები. მათ არ ჰქონდათ აბონენტის ნომერი. მაგალითად, ზაურ ბაბუაძეს ახლა მიენიჭა აბონენტის ნომერი, შედგენილია ახალი სია და გადაცემული მაქვს სოციალური მომსახურების სააგენტოში; გვპირდებიან და ალბათ, ჩვენს მოთხოვნებს დააკმაყოფილებენ.




 ახალი ამბები
  • პოლიციამ მოქალაქე დროებით დააკავაპოლიციამ ერთერთი მოქალაქე დააკავა, თუმცა, იგი შემდგომ გაუშვეს. აღნიშნული მოქალაქე ასვლას ცდილობდა სცენაზე სადაც ოპოზიონერი ლიდერები სიტყვით ... ...
  • "ვართ მის გვერდში და ვიქნებით მის გვერდში უღალატო ხალხი" _ აქციის მონაწილეები ჩოხატაურიდანდღეს თბილისში პატრიოტთა ალიანსმა საპროტესტო აქცია გამართა, რომელსაც სხვადასხვა კუთხიდან ჩამოსული მოქალაქეები, მათ შორის გურიის წარმომადგენლებიც დაესწრნენ. როგორც ჩოხატაურის ერთ- ერთმა მაცხოვრებელმა, ვანო მახარაძემ უთხრა, გურულები პატრიოტთა ალიანსის გვერდზე არიან. "ვართ მის გვერდში და ვიქნებით მის გვერდში უღალატო ხალხი", _  გვითხრა მახარაძემ. კითხვაზე კი მოხდება თუ არა გურიაში პატრიოტთა მობილიზება, მახარაძე გვპასუხობს,  რომ გურიაში მობილიზება უკვე ... ...
  • “ქართული ოცნების“ უმრავლესობა ვერ შეძლებს მუშაობას, სანამ არ გადადგება მთავრობა _ უგულავა“ქართული ოცნების“ უმრავლესობა ვერ შეძლებს მუშაობას და ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ მანამდე ვერ შეძლონ მუშაობა, სანამ არ გადადგება მთავრობა და პარლამენტი განიხილავს ერთადერთ საკითხს, და ეს საკითხი იქნება უმოკლეს ვადაში პროპორციულზე გადასვლა. ჩვენ ივანიშვილის აღარ გვჯერა, ისევე, როგორც საქართველოს აბსოლუტურ უმრავლესობას. არსებობს ძალიან მოკლე გზა, იმისთვის, რომ ეს განიხილონ, ორ კვირაში არის შესაძლებელი. სხვა შემთხვევაში, ასეთი პროტესტი გავრცელდება კანცელარიაზეც, მერიაზეც, სხვა ქალაქებში და რაიონებში. საქართველოს მთელს ტერიტორიაზე, ქართული ოცნების პოლიტიკოსები, ვერ შეძლებენ ასე მართვას“, - აცხადებს გიგი ... ...
  • გიორგი ვაშაძე : ჩვენ მოვახდინეთ შესავლელის პიკეტირება, ეს არ არის კანონდარღვევა!ჩვენმა აქციამ შედეგი გამოიღო, ჩვენ მოვახდინეთ შესავლელის პიკეტირება, ეს არ არის კანონდარღვევა, ამის უფლება ჩვენ კონსტიტუციით ... ...
  • დავით თარხან-მოურავმა ფეხის ტრავმა მიიღოდავით თარხან-მოურავმა ფეხის ტრავმა მიიღო, _ ამის შესახებ ინფორმაციას “პატრიოტთა ალიანსის“ ერთ-ერთი ლიდერი ირმა ინაშვილი ავრცელებს.   “მან ფეხის ტრავმა მიიღო, რის გამოც გადახვევა დასჭირდა.“- თქვა ირმა ინაშვილმა. დავით თარხან-მოურავი ახლა თავს კარგად გრძნობს და მან აქციის მონაწილეებს სიტყვით ... ...

არქივი

ზაფრანი

როგორ გამოვავლინოთ ნიჭიერი ბავშვი

არ დაგეგმოთ შვილებს მომავალი შეეცადეთ...

აუცილებელი წასაკითხი მამებისთვის

ახალშობილს უნდა ეძინოს დედის საწოლში...

ბეკონი ჯანმრთელობისთვის სახიფათო ყოფილა

შვედი მეცნიერების მტკიცებით, ბეკონის საკვებად...

როგორ დავალევინოთ წამალი პატარას

წამლის დალევა პატარებს არ უყვართ,...

მერილინ მონროს სილამაზის საიდუმლო

 რა იყო ის საიდუმლო, რომლის...

რატომ უნდა ვხატოთ

ცოტა ხნის წინ, ამერიკელმა ფსიქოლოგებმა...
კარმიდამო ჩემი

"მოხრაკულა" დილით განსაკუთრებით საამოა

„მოხრაკულა“ _ ერთერთი ძველი ქართული...

საშიშია თუ არა ჯანმრთელობისთვის ლამინატის იატაკი

დღეს მოჭიმული იატაკი და ლამინატი...

როგორ ამოვიცნოთ ნატურალური თაფლი

ნამდვილი თაფლი არომატით გამოირჩევა ხელოვნურად...

უებარი საშუალება სიბერის შესაჩერებლად

მწვანილი ანელებს დაბერების პროცესს, აუმჯობესებს...

უებარი საშუალება გაციების წინააღმდეგ

ზამთრის მოახლოებასთან ერთად ვირუსებისა და...

მარილი _ უნიკალური გამაყუჩებელი საშუალება

თავის ტკივილით უამრავი ადამიანი იტანჯება....

ხურმა _ ჯადოსნური ხილი

ხურმა - ჩვენში დასავლეთ საქართველოში...

საშუალება, რომელიც კიბოს ამარცხებს

ლიკოპენს, რომელიც ბუნებრივი ძლიერი ანტიოქსიდანტია,...

უნიკალური მკურნალი მცენარე

მიუხედავად არაერთი მედიკამენტისა, საზოგადოების გარკვეული...

რას კურნავს მრავალძარღვა

მრავალძარღლვას საუკუნეების განმავლობაში იყენებდნენ, როგორ...

დარწმუნებული ხართ თუ არა, რომ სასმელად ვარგის წყალს მოიხმართ?