"დააყაჩაღენ და დავრჩი უპენსიოდ" (ვიდეო)
დღეს დილით, დაახლოებით, 10 საათზე ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ცხემლისხიდში ლიბერთი ბანკის ფლეი ექსპრესი დააყაჩაღეს. თვითმხილველთა თქმით, ყაჩაღები ავტომატებით და ნიღბებით იყვნენ. გავრცელებული ინფორმაციით, წაღებულია 6000 ლარამდე. ყაჩაღებმა გაიტაცეს, ასევე, ერთ-ერთი პენსიონერის მანქანა, რომელიც შემთხვევის ადგილიდან რამდენიმე კილომეტრში დატოვეს.
შსს-მ საქმე ყაჩაღობის მუხლით აღძრა. დამნაშავეები, ჯერჯერობით, დაკავებულები არ არიან.
"გურია ნიუსი" შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდა, სადაც თვითმხილველები ჩაწერა.