დეპუტატი წილოსანი და მისი "დამხმარე ქალბატონები" _ "გამოვიყენე ჩემი სიტყვის თავისუფლება" (ვიდეო)

G-NEWS TV

დეპუტატი წილოსანი და მისი "დამხმარე ქალბატონები" _ "გამოვიყენე ჩემი სიტყვის თავისუფლება" (ვიდეო)

1 ივნ. 2017, 14:00:31

გუშინ, „ივლიტას ბიბლიოთეკაში“, ეროვნულ-დემოკრატიულიინსტიტუტისა(NDI)  და   პარლამენტისწევრნინოსწილოსანისბიუროსორგანიზებით საგარეო პოლიტიკაზე, ევროკავშირზე და ვიზა ლიბერალიზაციაზე ისაუბრეს.

შეხვედრას დეპუტატი წილოსანი, ნატოსა და ევროკავშირის საინფორმაციო ცენტრის ხელმძღვანელი გიორგი ფარეშიშვილი და NDI-ს საქართველოს წარმომადგენელი დიანა ჩაჩუა უძღვებოდნენ.

ნინო წილოსანმა ივლიტას ბიბლიოთეკაში შეკრებილ საზოგადოებას იმ სიკეთეებზე ესაუბრა, რაც ვიზა ლიბერალიზაციას და ევროკავშირში გაწევრიანებას მოჰყვება.

ნინო წილოსანს, რომელმაც ჩვენთან ინტერვიუსთვის დრო ვერ გამონახა, ერთ-ერთი ყველაზე აქტუალური კითხვა დარბაზშივე დავუსვით. ჩვენ დავინტერესდით,  რამდენად თავსებადია ევროპასთან, რომლის ერთ-ერთი მთავარი ღირებულება ძლიერი თვითმმართველობაა, დეპუტატის ქმედება _ საკრებულოს ფრაქციაზე შესვლა და კონკრეტული კანდიდატის მხარდაჭერის მოთხოვნა.

_ მე გამოვიყენე ჩემი სიტყვის თავისუფლება, _ ასეთი იყო დეპუტატის განმარტება თემაზე, რომელიც მისმა კოლეგებმა „გურია ნიუსთან“ საუბრისას უარყოფითად შეაფასეს.

წილოსანს კითხვაზე პასუხის გაცემაში საკრებულოს დეპუტატი ქალბატონები _ მაია პაიჭაძე და მანან მინდაძეს „დაეხმარნენ“.

პაიჭაძემ აღნიშნა, რომ „ეს დემოკრატიული პროცესი იყო“, ხოლო მინდაძემ ჩვენ მოგვიწოდა „არ გვენერვიულა“.

თავად წილოსანმა კი დააზუსტა, რომ მას არავინ დაუვალდებულებია და შედეგიც არ დამდგარა ის, „როგორც ჩვენი თქმის არ იყოს, მას უნდოდა“.

არადა, უნდა აღინიშნოს, რომ ის შედეგი, რაც წილოსანს უნდოდა, მხოლოდ იმის გამო არ დადგა, რომ ჩოხატაურის საკრებულოს მმართველ ფრაქციაში რამდენიმე ადამიანმა „ცენტრისგან“ მიღებული დავალება არ შეასრულა, რომლებსაც ათი დღის შუალედში საკრებულოს სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარეობის კანდიდატი ორჯერ შეუცვალეს. თანაც ისე, რომ ამის მიზეზიც არ აუხსნიათ.

ამავე თემაზე: რა მოჰყვა თვითმმართველობის საქმეებში მაჟორიტარი დეპუტატის ჩარევას

თვითმმართველობის საქმეებში ჩარევა "ვალის გასასტუმრებლად" თუ "უბრალოდ, რეკომენდაცია"?




 ახალი ამბები
  • მძღოლი იდენტიფიცირებულია - ოზურგეთში ავარიაში ბრალდებულ მძღოლს ეძებენოზურგეთში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ამის შესახებ “გურია ნიუსი“ გუშინ წერდა. ავტომანქანის მძღოლი შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. შსს პრესსამსახურში “გურია ნიუსს“ რამდენიმე წუთის წინ განუცხადეს, რომ მძღოლი იდენტიფიცირებულია და მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები. შსს-ს ინფორმაციით, საქმე აღძრულია და გამოძიება მიმდინარეობს სისხლის სამართლის კოდექსის 267-ე მუხლით, რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა ... ...
  • რისი საშუალება მიეცემათ ღია კაფეებსღია კაფეებს, რომელიც მუნიციპალურ სივრცეებშია განთავსებული, ქვეყანაში არსებული შეზღუდვების მოხსნამდე მიეცემათ შესაძლებლობა, მაგიდები განალაგონ ისეთ ადგილებში, სადაც მათ იჯარის ხელშეკრულებით ამის უფლება არ აქვთ, - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა. მისი თქმით, დედაქალაქში პირველი ივნისიდან ღია კაფეები გაიხსნა, თუმცა მათ მაგიდებს შორის დისტანციის დაცვასთან დაკავშირებით შეზღუდვები აქვთ „მთელი ამ ხნის განმავლობაში, კორონავირუსით დაზარალებული სუბიექტების ხელშეწყობის მიზნით, არაერთი ღონისძიება გაატარა როგორც ცენტრალურმა ხელისუფლებამ, ასევე ადგილობრივმა მუნიციპალიტეტმა. ჩვენ პირველივე დღიდან დავიწყეთ მთელი რიგი ღონისძიებების გატარება. მაგალითად, რესტორნები და კაფე-ბარები იჯარის გადასახადისგან გავათავისუფლეთ.  პირველი ივნისიდან დედაქალაქში ღია კაფეები გაიხსნა, თუმცა მათ მაგიდებს შორის დისტანციის დაცვასთან დაკავშირებით შეზღუდვები აქვთ. ტერიტორიაზე იმდენ მაგიდას ვერ განათავსებენ, რამდენსაც აქამდე ახერხებდნენ. გასულ დღეებში მქონდა კონსულტაციები პრემიერ-მინისტრთან და ეკონომიკის მინისტთან. მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ღია კაფეებს, რომელიც განთავსებულია მუნიციპალურ სივრცეებში, შეზღუდვების მოხსნამდე, მივცემთ შესაძლებლობას, მიმდებარედ არსებული დამატებითი ფართები გამოიყენონ და მაგიდები განალაგონ ისე, როგორც სპეციალისტების მოთხოვნა ითვალისწინებს“, - განაცხადა კახა კალაძემ. თბილისის მერის განმარტებით, ეს დროებითი გადაწყვეტილებაა და ღია კაფეები შეზღუდვების მოსხნის შემდეგ, მუნიციპალიტეტთან გაფორმებული იჯარის კონტურებს დაუბრუნდებიან. „ჩვენ ვიმყოფებით რთულ მდგომარეობაში და ერთმანეთის ხელშეწყობა მნიშვნელოვანია. ბიზნესი ის მიმართულებაა, რომელიც სამუშაო ადგილებს ქმნის და ქვეყნის ეკონომიკის განვითარებაში საკმაოდ დიდი წვლილი შეაქვს. ჩვენ, რა თქმა უნდა, ამაზე არ ვჩერდებით და ვმუშაობთ, გამოინახოს დამატებითი შესაძლებლობები, თუ რით შეგვიძლია დავეხმაროთ სხვადასხვა მიმართულებას“, - აღნიშნა დედაქალაქის მერმა. ... ...
  • საქართველოს პროკურატურამ რუსეთის მოქალაქე და 2 იურიდიული პირი სისხლისსამართლებრივ პასუხისგებაში მისცასაქართველოს გენერალური პროკურატურის მიერ, დიდი ოდენობით ფულადი თანხების თაღლითურად დაუფლების და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება,  რუსეთის ფედერაციის მოქალაქე ვ.ლ. და ორი იურიდიული პირი სისხლისსამართლებრივ პასუხისგებაში მიეცა. გამოძიებით დადგენილია, რომ რუსეთის ფედერაციის მოქალაქე ვ.ლ.-მ განიზრახა მოტყუებით, თაღლითურად დაუფლებოდა არარეზიდენტი ფიზიკური პირების დიდი ოდენობით ფულადი თანხებს. განზრახვის სისრულეში მოსაყვანად ვ.ლ-მ დაარეგისტრირა ვებგვერდი, რომლის მეშვეობითაც სხვადასხვა ქვეყნის მოქალაქეებს, გარკვეული საფასურის სანაცვლოდ, სასურველი ქვეყნის ბინადრობის, მოქალაქეობის და მართვის მოწმობის ლეგალური/კანონიერი გზით მიღებაში სთავაზობდა დახმარებას. რეალურად ვ.ლ-ს მსგავსი მომსახურების გაწევა არ შეეძლო, იგი დაზარალებულებს მოტყუებით არიცხინებდა ფულად თანხებს მის მიერ დაფუძნებული იურიდიული პირების საბანკო ანგარიშებზე. აღნიშნული სქემით, 2017 წლის განმავლობაში, ვ.ლ. მოტყუებით დაეუფლა არარეზიდენტი პირების კუთვნილ დიდი ოდენობით ფულად თანხებს. დანაშაულებრივი გზით მოპოვებულ თანხებს ვ.ლ. მათი წარმოშობის წყაროს და ნამდვილი ბუნების შენიღბვის, ასევე მათთვის კანონიერი სახის მიცემის მიზნით ათავსებდა მის მიერ დაფუძნებული ფიქტიური იურიდიული პირების საბანკო ანგარიშებზე და სხვადასხვა საბანკო ოპერაციების გზით განკარგავდა. ამ გზით, ვ.ლ.-მ პირადად და მის მიერ დაფუძნებული იურიდიული პირების მეშვეობით მოახდინა  255 782,2 აშშ დოლარის, 22 400 ევროს და 16 500 ლარის ოდენობის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია. გამოძიების მსვლელობისას, დანაშაულებრივი გზით მოპოვებული ქონების კონფისკაციის მიზნით, დაყადაღებულია სამი საცხოვრებელი ბინა, სამი ავტოფარეხი, ორი ავტომანქანა, 19 920 აშშ დოლარი და 1786 ლარი. 2020 წლის 02 ივნისს, მას ბრალდება დაუსწრებლად  წარედგინა  საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მესამე ნაწილის „ბ" ქვეპუნქტით (დიდი ოდენობით სხვისი ნივთის თაღლითურად დაუფლება) და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის  194-ე მუხლის მესამე ნაწილის „გ" ქვეპუნქტით (უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება). ხოლო ვ.ლ.-ს მიერ დაფუძნებულ იურიდიულ პირებს ბრალდება წარედგინათ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის  194-ე მუხლის მესამე ნაწილის „გ" ქვეპუნქტით (უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება). ვ.ლ.-ს მიერ ჩადენილი ქმედება სასჯელის სახედ და ზომად 9-დან 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. იურიდიული პირების მიერ ჩადენილი ქმედება ისჯება ლიკვიდაციით ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით და ჯარიმით. სისხლის სამართლის საქმეზე გრძელდება ... ...
  • რა ფუნქცია ექნება მუნიციპალიტეტებში „საქმიან ეზოებს“მდგრადი და მრავალმიზნობრივი ტყითსარგებლობის დამკვიდრება, ტყის ეკოსისტემების შენარჩუნება და დაცვა, სოციალური და ეკონომიკური სარგებლის გონივრული გამოყენება,_ ეს ის მიზნებია, რის გამოც, ცოტა ხნის წინ ტყის ახალი კოდექსი მიიღეს. კანონის ერთ-ერთი პუნქტი მუნიციპალიტეტებში  საქმიანი ეზოების შექმნას ითვალისწინებს. რა ფუნქცია ექნება საქმიან ეზოებს-  ამ საკითხის შესახებ „გურია ნიუსი“ ბიომრავალფეროვნებისა და სატყეო დეპარტამენტის უფროსს, კარლო ამირგულაშვილს ესაუბრა. „დღეს ბილეთებით ხდება საშეშე მერქნის მიცემა მოსახლეობისთვის, ხშირ შემთხვევაში არის არასწორი და არამდგრადი მოპოვება. ასევე მოსახლეობა არის ძალიან რთულ სიტუაციაში. იმიტომ რომ ყოველთვის ეს პროცესი ხელმისაწვდომი არ იყო, ისევე როგორც სამასალე მერქანი.  ბევრს განსაკუთრებით რეგიონებში აქვს იმის საჭიროება რომ ჰქონდეს მეორე, მესამე ხარისხის სამასალე მერქანი. ღობის შესაღობად, სოფლის მეურნეობისთვის. გადავდივართ რა ტყის კოდექსით მეურნეობების შექმნაზე, რაც ადრე არსებობდა საქართველოში და დღეს ეს პრაქტიკა მიღებულია ევროპაში. 2023 წლიდან სრულიად ვაუქმებთ სოციალურ ჭრას. ამის ალტერნატივად ვაჩენთ მეურნეობებს. მეურნეობის ერთ-ერთი მთავარი აღმასრულებელი იქნება საქმიანი ეზო. ეროვნული სატყეო სააგენტო თავის რეგიონულ წარმომადგენლობაში, გურიაში, აჭარაში, ნებისმიერ სხვა რეგიონში მუნიციპაურ დონეზე  ქმნის ტყესთან ახლოს დასახლებულ პუნქტებთან ეზოს. ეს არის შენობა-ნაგებობა და მიმდებარე ტერიტორია, სადაც სატყეო სააგენტოს დელეგირებით, ორგანიზებულად მოხდება ხე-ტყის დამზადება, დახარისხება. იქ უკვე მოსახლეობა შეძლებს მარტივად, აუქციონის ან პირდაპირი წესით, ამ მერქნის შეძენას. საქმიანი ეზო გრძელვადიან პერსპექტივაში შეიძლება არაერთი შინაარსით დაიტვირთოს, შემოსავალი გააჩინოს და მოსახლეობა დაასაქმოს. შეიძლება უფრო მეტიც გააკეთოს, ვიდრე უბრალოდ მერქნის ასორტიმენტება“,_ გვითხრა ამირგულაშვილმა. წლის ბოლომდე,  ქვეყნის მასშტაბით  სულ  26   „საქმიანი ეზო“ მოეწყობა. ერთ-ერთი უკვე გაიხსნა საგარეჯოს მუნიციპალიტეტში. ... ...
  • „რურუა ცნობილი განგსტერია, უგულავა ყველაზე გარყვნილი პოლიტიკოსი“- ღარიბაშვილისაქართველოს თავდაცვის მინისტრმა,  ირაკლი ღარიბაშვილმა „რუსთავი 2“-ის ეთერში განაცხადა, რომ  გიორგი რურუას, გიგი უგულავასა და ირაკლი ოქრუაშვილის პოლიტპატიმრებად მოხსენიებას არ ეთანხმება. ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ რურუა ცნობილი განგსტერია, უგულავა ყველაზე გარყვნილი პოლიტიკოსი, ოქრუაშვილი კი, „გრუს“ ბაზაზე ამზადებდა სპეციალურ ჯგუფს. „რომელია პოლიტპატიმარი, განვიხილოთ – ბატონი ოქრუაშვილი, რომელზეც დადასტურებული ვიდეოფაქტები არსებობს, რომ რუსეთში, „გრუს“ ბაზაზე ამზადებდა სპეციალურ ჯგუფს, რათა შემოსულიყო საქართველოში „ნაცმოძრაობის“ დროს; რურუა, რომელიც ცნობილი განგსტერია და ეს ყველამ იცის. პოლიციამ რა, უკანონოდ დააკავა რურუა? ეჭვებს სჭირდება დასაბუთება; უგულავა, რომელიც არის ჩვეულებრივი ქურდი, კლასიკური ქურდის ეტალონი. არ მინდა, ვიხმარო ეს ეპითეტი, მაგრამ თავად არ იშურებენ შეურაცხყოფას – ყველაზე ნამდვილად გარყვნილი პოლიტიკოსი ჩვენს რეალობაში, კორუმპირებული, მთავარი ქურდი. 50 მილიონი ლარის ქურდი რატომ არის პოლიტპატიმარი, საზოგადოებას ვეკითხები“, _  განაცხადა ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ რა იცი მსოფლიოს ღირშესანიშნაობების შესახებ?

რომელმა ქვეყანამ აჩუქა აშშ-ს თავისუფლების...

ტესტი _ იცი თუ არა ფეხბურთის ისტორია

ვის გაუტანა 1986 წელს მარადონამ...

ტესტი _ გაქვს თუ არა კარგი ზოგადი განათლება?

რომელ ცნობილ მეცნიერს მიენიჭა 1921...

ტესტი _ როგორ იცნობ გარე სამყაროს?

რომელ ცხოველს შეუძლია უწყლოდ გაძლება...

ტესტი _ რამდენად ერკვევი სხვადასხვა სფეროში

რომელია ყველაზე პატარა სახელმწიფო მსოფლიოში?

ტესტი _ აქვს თუ არა თქვენს ერუდიციას ფართო ჰორიზონტი

ეიფელის კოშკი ზაფხულში 15 სანტიმეტრით...

კარმიდამო ჩემი

აღვადგინოთ ქართული დაფნა

გასულ საუკუნეში, დაფნა, ჩაისა და...

დროა, მივეჩვიოთ ბუნებრივი რესურსების ეკონომიურად ხარჯვას

პლანეტის გლობალური კლიმატური ცვლილებები ბევრ...

ვუშველოთ ციტრუსოვნებს

25 წლის მანძილზე, დასავლეთ საქართველოს...

საკურა_ იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, მალე სამტრედიაშიც აყვავდება

საკურა-იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, ულამაზესი ალუბლის...

ფუტკრის რძე _ ოცდამეერთე საუკუნის ჯადოსნური წამალი

საქართველოს ბუნება ყოველგვარ პირობას ქმნის...

როგორ დავიბრუნოთ ფუტკრის მართვე

გაზაფხულის მოახლოებისთანავე ნებისმიერმა მეფუტკრემ თუ...

მსხვილნაყოფა ციტრუსი _ "ოიუ" (Citrus Oiu)

საქართველოს მოსახლეობისთვის ციტრუსოვანი კულტურებიდან ყველაზე...

"გვაქვს უთვალავი ფერითა!"

ოზურგეთელი, პროფესიით ფარმაცევტი და ხელოვანი...

"დეკემბერა" საოცარი საშობაო ყვავილია

ალბათ, არც ერთი ყვავილის შესახებ...

როგორია ტყის მარწყვი და რა სასარგებლო თვისებები გააჩნია

გაზაფხულის დადგომისთანავე, ადამიანებს უდიდესი სურვილი...