დუბაიში 340-მეტრიანი ცათამბჯენი იწვის (ვიდეო)
დუბაიში 82-სართულიანი ცათამბჯენი იწვის. შენობიდან ხალხის ევაკუაცია მიდინარეობს. ხანძრის ამსახველი ვიდეო Youtube-ზე გავრცელდა.
დაღუპულების და დაშავებულების შესახებ ინფორმაცია ჯერ არ გავრცელებულა.
340-მეტრიანი ცათამბჯენი მსოფლიოში ყველაზე მაღალსართულიანი საცხოვრებელი სახლია. ეს მეორე ხანძარია - პირველად 2015 წელს გაჩნდა.