კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა „სულიკო“ იმღერეს
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარანტინში, ინტერნეტით „სულიკო“ იმღერეს.
ვიდეო თეატრის ფეისბუქ გვერდზე გავრცელდა.
სიმღერას ასრულებენ მიკოლა ჟუფერი, რუსლან კირში, ანა კირში, მაქს ბუსელი, ირინა ბასკო.