She Said Yes _ ბერა ცოლთან ერთად ახალ კლიპში
2019 მარ 16 12:02:08
She Said Yes - ასე ეწოდება ბერა ივანიშვილის ახალ კლიპს, რომელიც მომღერალმა YouTube-ზე გამოაქვეყნა. კლიპი სასიყვარულო ისტორიაზე გვიყვება და მასში ბერას მეუღლე ნანუკა გუდავაძე მონაწილეობს.
გამოქვეყნებიდან მალევე მუსიკალურმა ვიდეომ პოპულარობა მოიპოვა და ათასობით ნახვა დააგროვა. ბერას ახალი ნამუშევარი უკვე 300 ათასამდე გულშემატკივარმა ნახა.