„თანამოქალაქეები არიან და უნდა მივხედოთ“_ „კეთილი მანქანა“ ჩოხატაურში

G-NEWS TV

„თანამოქალაქეები არიან და უნდა მივხედოთ“_ „კეთილი მანქანა“ ჩოხატაურში

13 თებ. 2020, 17:16:18

„SAPG – უსახლკარო ცხოველების პროექტი საქართველოში“ საქველმოქმედო გაერთიანებაა, რომელიც მიუსაფარი ცხოველებისთვის სახლებს აშენებს და მათზე ზრუნავს.

მისი ერთ-ერთი დამფუძნებელი, ზაქარია დოლიძე, რამდენიმე დღეა, რაც საქართველოს მასშტაბით მოგზაურობს. გზად შემხვედრ თითოეულ მიუსაფარ ცხოველთან აჩერებს „კეთილ მანქანას“ აპურებს და საჭიროების შემთხვევაში მედიკამენტებით ეხმარება.

ტურნე საქართველოს მასშტაბით თბილისიდან დაიწყო და დღეს უკვე გურიაში იმყოფება, საიდანაც გადანაცვლებას აჭარაში აპირებს.

როდის გაუჩნდა მიუსაფარი ცხოველების დახმარების სურვილი, სად უფრო კრიტიკული სურათი შეხვდა მოგზაურობის დროს და როგორ უნდა მოხდეს მდგომარეობის გამოსწორება_ ამ საკითხების შესახებ ესაუბრა „გურია ნიუსი“ ზაქარია დოლიძეს, რომელიც ტურნეს ფარგლებში ჩოხატაურს ესტუმრა.

„პირადად მე წელიწადზე მეტია, რაც დავინტერესდი შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე. როცა ვნახე, რომ ასეთი საშინელი სიტუაციაა, დავიწყე სახლების კეთება. გავაკეთე პირველი სახლი, დავუდგი ერთ მიუსაფარს, შემდეგ მეორეს, მესამეს და ამ ეტაპზე უკვე 250-ზე მეტი სახლი მაქვს დადგმული. ასე ვაბინავებ და მათ მადლიერებას ვგრძნობ ყოველ დღე და ყოველ წუთს. რაც შეეხება ტურნეს საქართველოს მასშტაბით,  „კეთილი მანქანა“ ასე ჰქვია, რომლის საშუალებითაც ვაპურებთ, ვაბინავებთ და მედიკამენტებით ვუზრუნველყოფთ მიუსაფარ ცხოველებს. შემოვიარე მცხეთა, კასპი, გორი, ხაშური, სამტრედია, ლანჩხუთი, ახლა ჩოხატაურში ჩამოვედი. აქედან ოზურგეთში მივდივარ. იქედან აჭარაში გადავალ და აჭარადან სამეგრელოში. მთელი ამ მასშტაბით უნდა დავაპურო მიუსაფარი ცხოველები,“_ ამბობს ზაქარია ჩვენთან საუბრისას.

ქველმოქმედი მოგზაურის თქმით, კატასტროფული სურათია ავტომაგისტრალებზე, სადაც მიუსაფარი ცხოველებს გამვლელების იმედადაც კი არ შეუძლიათ ყოფნა.

მიუსაფარი ცხოველები ყველგან არიან, მაგრამ არის გარკვეული ადგილები სადაც მათი სიჭარბე შეინიშნება. კრიტიკული სიტუაცია შემხვდა სამტრედიაში, ლანჩხუთში.  ვნახე ძალიან ბევრი ცხოველი, რომელსაც აღენიშნება დაავადებები. კატასტროფული სურათია ავტომაგისტრალებზე. ცხოველები არიან საერთოდ უპატრონოდ და გამვლელის მიერ გადაგდებული ლუკმის იმედადაც კი არ შეუძლიათ ყოფნა“,_ ამბობს ზაქარია დოლიძე.

ზაქარიას თქმით, მიუსაფარი ცხოველები ის თანამოქალაქეები არიან, რომელთაც სიყვარული და მიხედვა ესაჭიროებათ. აუცილებელია ცხოველების ჯანმრთელობის დაცვა და მათზე ზრუნვა, ასევე კასტრაციის გაკეთებაც, რომ შემდგომში მათი რიცხვი აღარ გაიზარდოს.

„ჩემი ლოზუნგია „ჩვენ სიყვარული გადაგვარჩენს“. სიყვარული მოიცავს ჰუმანურ დამოკიდებულებას ერთმანეთის მიმართ, პატივისცემას. ოზურგეთში არის სპეციალური დაწესებულება, სადაც უკეთებენ ამ ცხოველებს კასტრაციას. ამ პროცედურას რომ გაივლის ძაღლი, ის უკვე აღარ მრავლდება, მაგრამ რადგან ეს რაოდენობა უკვე გვაქვს, ჩვენი მისახედია. ჩვენი ქვეყნის და ჩვენი ქალაქის ჩვეულებრივი თანამოქალაქეები არიან და უნდა მივხედოთ. როცა წიხლს დავარტყათ უნდა ვიცოდეთ, რომ გვიკნებს. ამიტომ უნდა ავიტანოთ, უნდა გავასტელიროთ, უნდა ვეცადოთ რომ იყვნენ სუფთად, რომ არ დააბინძურონ გარემო გარკვეული ვირუსებითა და ბაქტერიებით, რაც სახიფათოა“,_ ამბობს ზაქარია დოლიძე.

 

 




 ახალი ამბები
  • ცვლილება "აწარმოე საქართველოში"- რის გამო აღარ მოუწევთ ფერმერებს დედაქალაქში ჩასვლა„აწარმოე საქართველო“ ისევე როგორც სოფლის მეურნეობის პროგრამები უახლოეს ერთ თვეში იუსტიციის სამინისტროს არხებით პირდაპირ მივლენ მოსახლეობასთან. ამის შესახებ პრემიერმა განაცხადა. გახარიას განცხადებით, ფერმერებსა და მეწარმეებს"აწარმოე საქართველოს" პროგრამის დეტალებში გარკვევა რაიონულ ცენტრებში შეეძლებათ იუსტიციის სამინიტროს ადგილობრივ სივრცეში და დედაქალაქში ჩასვლა აღარ ... ...
  • მიკროგრანტების და მცირე მეწარმეების დახმარების პროგრამების ბიუჯეტი იზრდებასაქართველოს პრემიერის განცხადებით, ცვლილებები შედის პროექტ „აწარმოე საქართველოში“. „ამ ცვლილებებს აქვს ბევრი სხვადასხვა მიმართულება. მაგრამ მე გამოვყფ ერთს. მიკროგრანტების და მცირე მეწარმეების დახმარების პროგრამები, რომლებიც ბოლო წლების განმავლობაში ძალზე ეფექტურად მუშაობდა, პროგრამის ბიუჯეტი გაიზარდა 40 მილიონ ლარამდე. გარდა ამისა, მინიმალური საგრანტო თანხა გაიზარდა 20-იდან 30 მილიონ ლარამდე. ეს არის პირდაპირი დახმარება იმ მოქალაქეების, რომლებიც ამ გაურკვევლობის მიუხედავად მზად არიან დაიწყონ ბიზნესი, აიღონ გარკვეული რისკი საკუთარ თავზე და წარმატების შემთხვევაში უკვე დაასაქმონ სხვა ადამიანები“,_ განაცხადა ... ...
  • კორონავირუსი საქართველოში _ StopCov.ge-მ ინფორმაცია განაახლაStopCov.ge-ზე kovid 19-დაკავშირებული ინფორმაცია განახლდა. როგორც მთავრობის მიერ საგანგებოდ შექმნილ ვებგვერდზეა აღნიშნული, საქართველოში კორონავირუსით კიდევ 1 ადამიანი დაინფიცირდა, 4 კი გამოჯანმრთელდა. საერთო ჯამში, ქვეყანაში კორონავირუსი 801 ადამიანს დაუდასტურდა, აქედან 644 უკვე გამოჯანმრთელდა, 13 ადამიანი კი გარდაიცვალა. კარანტინის რეჟიმში 2424 ადამიანი რჩება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი _ 304. შეგახსენებთ, რომ ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი - საყოველთაო კარანტინის რეჟიმი. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით. 21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში ... ...
  • რით დაუდგება სახელმწიფო გვერდში ბიზნესკომპანიებსსაქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას განცხადებით, მომავალში ნაბიჯები უნდა იყოს ფრთხილი და გონივრული ეკონომიკურ კრიზისთან გასამკლავებლად. გახარიას განცხადებით, კრიზისიდან გამომდინარე ადამიანებს უჭირთ. ეს არის გლობალური კრიზისი და შეუძლებელია ცალკე ერთი სახელმწიფო გაუმკლავდეს ამ გამოწვევას. გახარიამ აღნიშნა, რომ კრიზისთან გასამკლავებლად სახელმწიფო მოკლევადიან და გრძელვადიან გეგმებზე მუშაობს. პრემიერ-მინისტრის განცხადებით, საკრედიტო- საგარანტიო სქემა შეიცვლება. „სახელმწიფო გვერდში დაუდგება იმ კომპანიებს, რომლებიც ახალ პროექტებს იწყებენ გვერდში დაუდგება საბანკო სესხით, 90 %-ის გარანტიით, ხოლო იმ კომპანიებს რომლებსაც სესხი უკვე აქვთ აღებული მათ სახელმწიფო გვერდში დაუდგება 30%-ის გარანტიით. ეს არის ამ კომპანიების მდგრადობის და ეფექტურობის დატოვების გარანტია“,_ განაცხადა პრემიერმა. ... ...
  • ამირან გამყრელიძე: შემოდგომისთვის სერიოზულად უნდა მოვემზადოთჩვენ დამშვიდების საშუალებას არ გვაძლევს, რადგან შემოდგომისთვის სერიოზულად უნდა მოვემზადოთ“, _ ამის შესახებ საქართველოს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ, „პირველი არხის“ ეთერში განაცხადა. გამყრელიძის თქმით, ე.წ. საბურთალოს კლასტერიდან 24 დადებითი შემთხვევაა დადგენილი, დაახლოებით 150-ზე მეტი კონტაქტია გამოკვლეული და კვლევა კიდევ გრძელდება. „მიუხედავად იმისა, რომ წინა დღეებში პატარა პიკური ნახტომები იყო - 26, 11, ეს არავითარი პანიკის საფუძველი არ არის, რადგან ეს დაკავშირებული იყო სწორედ იმ ცხელი წერტილების გამოკვლევასთან, როგორიც სოფელი მუშევანია, იქ 19 შემთხვევაა იდენტიფიცირებული. ასევე, უკავშირდება საბურთალოს კლასტერს, მაგრამ, მიუხედავად იმისა, დღეში ოთხი, სამი თუ ათი შემთხვევა იქნება, ჩვენ დამშვიდების საშუალებას არ გვაძლევს, რადგან შემოდგომისთვის სერიოზულად უნდა მოვემზადოთ“, – განაცხადა გამყრელიძემ. შეგახსენებთ, რომ საქართველოში კორონავირუსი 800 ადამიანს დაუდასტურდა, აქედან 640 უკვე გამოჯანმრთელდა, 13 ადამიანი კი ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ რა არის გამოსახული ამ ისტორიულ ფოტოზე?

ისრაელის მიერ პალესტინის დაბომბვა თუ...

ტესტი _ რამდენად ერკვევი სხვადასხვა სფეროში

რომელია ყველაზე პატარა სახელმწიფო მსოფლიოში?

ტესტი _ რა იცი მსოფლიოს ღირშესანიშნაობების შესახებ?

რომელმა ქვეყანამ აჩუქა აშშ-ს თავისუფლების...

ტესტი _ როგორ იცნობ გარე სამყაროს?

რომელ ცხოველს შეუძლია უწყლოდ გაძლება...

ტესტი _ რა იცი ჰოლივუდის ვარსკვლავების შესახებ

ლეონარდოს დი კაპრიოს სახელი ლეონარდო...

ტესტი _ ყველაზე, ყველაზე...

იცი თუ არა გეოგრაფია

კარმიდამო ჩემი

აღვადგინოთ ქართული დაფნა

გასულ საუკუნეში, დაფნა, ჩაისა და...

დროა, მივეჩვიოთ ბუნებრივი რესურსების ეკონომიურად ხარჯვას

პლანეტის გლობალური კლიმატური ცვლილებები ბევრ...

ვუშველოთ ციტრუსოვნებს

25 წლის მანძილზე, დასავლეთ საქართველოს...

საკურა_ იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, მალე სამტრედიაშიც აყვავდება

საკურა-იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, ულამაზესი ალუბლის...

ფუტკრის რძე _ ოცდამეერთე საუკუნის ჯადოსნური წამალი

საქართველოს ბუნება ყოველგვარ პირობას ქმნის...

როგორ დავიბრუნოთ ფუტკრის მართვე

გაზაფხულის მოახლოებისთანავე ნებისმიერმა მეფუტკრემ თუ...

მსხვილნაყოფა ციტრუსი _ "ოიუ" (Citrus Oiu)

საქართველოს მოსახლეობისთვის ციტრუსოვანი კულტურებიდან ყველაზე...

"გვაქვს უთვალავი ფერითა!"

ოზურგეთელი, პროფესიით ფარმაცევტი და ხელოვანი...

"დეკემბერა" საოცარი საშობაო ყვავილია

ალბათ, არც ერთი ყვავილის შესახებ...

როგორია ტყის მარწყვი და რა სასარგებლო თვისებები გააჩნია

გაზაფხულის დადგომისთანავე, ადამიანებს უდიდესი სურვილი...