არასაახალწლო საკითხავი

გიორგი გირკელიძის ბლოგი

არასაახალწლო საკითხავი

9 იან. 2020, 22:00:12

ამ დღეებში ჩემი კოლეგის და ძალიან საინტერესო ავტორის, ეკა ქევანიშვილის წიგნი _ “არაფერი დედაჩემის შესახებ“ გამოვიდა...

იმ დღეს, როცა წიგნი ვიყიდე, სასამართლოში ერთ–ერთი პროცესის გასაშუქებლად მოვხვდი და სანამ სხდომა დაიწყებოდა, ბარემ წიგნის კითხვა დავიწყე.

როგორც წესი, მკითხველებს განსაკუთრებით ის მოთხრობა დაგვაინტერესებს ხოლმე, რომლის სახელის დარქმევაც ავტორმა მთელი წიგნისთვის გადაწყვიტა. ამიტომ კითხვა ამ მოთხრობით _ ''არაფერი დედაჩემის შესახებ'' დავიწყე.

მოთხრობა დედა-შვილის წერილებისგან შედგება. ამბავი ერთი შეხედვით ნაცნობია: ტრადიციულად მზრუნველი და შვილზე მოფიქრალი დედის სახე და ახალგაზრდული პროტესტით, ბრაზით სავსე შვილი. მოთხრობაც სწორედ ასე ვითარდება _ დედა შვილზე დარდობს, ათას წვრილმან შეკითხვას უსვამს მას, თან საკუთარ პრობლემებზე, დარდზე, იღბალსა თუ უიღბლობაზე უყვება.

შვილი კი ზუსტად ისეთია, როგორიც თითოეული ჩვენგანი ვიყავით ახალგაზრდობაში _ მშობლების წარუმატებლობის გამო ბრაზით სავსენი, მთების გადადგმის მსურველები, როცა გინდა, მთელი შენი ცხოვრება ერთი ხელის მოსმით შეცვალო.

ამ ვითარებაში დედის წერილები უმწეობით და იმ ოჯახური სიყვარულით გავსებს, რომელსაც გაურბიხარ.

ეს გოგო სწორედ ის გოგოა, რომელთა მსგავსებსაც სურთ ერთბაშად შეძლონ ყველაფერი და სამყარო უკეთესობისკენ შეცვალონ. თუნდაც იმიტომ, რომ დედას აღარ ჰქონდეს იმის დარდი, რით იკვებება და როგორ ცხოვრობს მისი შვილი დედაქალაქში, აღარ ეძებდეს გზებს, როგორ იშოვოს ფული, რომ შორს მყოფ ქალიშვილს გაუგზავნოს.

დედაც, სავარაუდოდ, ის ქალია, რომელსაც წარსულში ზუსტად ასეთი ოცნებები და მიზნები ჰქონდა და ახლა ცდილობს, შვილმა იცხოვროს უკეთ, უფრო წარმატებულად, უფრო რაციონალურად.

სასამართლო პროცესზე, რომლის დაწყების წინაც ამ მოთხრობას ვკითხულობდი, ბრალდებული 20 წლის ბიჭი იყო, მას ბრალი საკმაოდ მძიმე დანაშაულში _ 80 წლის მეზობლის ქალის მკვლელობასა და გაქურდვაში ედება.

სანამ მოთხრობას ვკითხულობდი, სასამართლოს ფოიეში შუახნის ქალი მოზარდ გოგოსთან ერთად შემოვიდა. როგორც მერე გავიგე, ბრალდებული ბიჭის დედა და უმცროსი და ყოფილან.

დარბაზში მხოლოდ დედა შეუშვეს, და კი არასრულწლოვნების გამო ფოიეში დატოვეს. ქალი მთელი პროცესის მანძილზე ჩუმად იყო, ასე ჩუმადვე მოისმინა პროკურორის უმძიმესი საბრალდებო სიტყვა მისი შვილის წინააღმდეგ. თუმცა, ცხადია, სახეზე საშინელი განცდები ეტყობოდა.

მე სასამართლო დარბაზში ვიჯექი, პროცესს ჩვეულებისამებრ თვალყურს ვადევნებდი, თუმცა, რატომღაც ფიქრების დიდი ნაწილი დარბაზის გარეთ, ფოიეში დარჩენილი მოზარდისკენ მქონდა, რომელსაც, ალბათ, ძალიან უნდოდა, ძმა ენახა. ვფიქრობდი გოგოზე, რომელსაც წინ საკმაოდ მძიმე ცხოვრება ელოდება, რადგან დიდი შანსია, რომ საზოგადოება ტრადიციულად ძმის მძიმე დანაშაულის სარკეს მის დასაც მიუშვერს და შიგ ჩახედვას მოსთხოვს; მთელი ცხოვრების მანძილზე ამ კლიშესთან ბრძოლა მოუწევს, რომელსაც ჰქვია იყო მეზობელი ქალის მკვლელის და, ოჯახის წევრი და მთელი ცხოვრება ამტკიცო, რომ ძმისგან განსხვავებით, შენ წესიერი და ჰუმანური მოქალაქე ხარ.

სასამართლოში რომ ვკითხულობდი, იმ მოთხრობის გმირ გოგოს სულ სხვანაირი დარდი ჰქონდა, სასამართლოს ფოიეში დარჩენილ გოგოს – სხვანაირი. მათი სამყარო სრულიად განსხვავებულია. რას ვიზამთ, ცხოვრებაში ბევრნაირი გოგოები არსებობენ, ბევრნაირი ცხოვრებით და ტკივილებით. ყოველ მათგანს აქვს უფლება ებრძოლოს ამ დარდებს და ისინი გამარჯვებებად გარდაქმნას. ვფიქრობ, მიუხედავად მთელი რიგი სიმძიმეებისა, ეს მაინც შესაძლებელია.

დასასრულს, მოთხრობის ავტორს წერის დიდ ძალას ვუსურვებ _ ასეთმა მწერლებმა ბევრი უნდა წერონ, რადგან ვინ იცის, სად წავლენ მათი მოთხრობები, ვის მისცემენ ძალას, ვის _ იმედს, ვის _ სტიმულს. მით უმეტეს, რომ ჩვენ ირგვლივ ბევრი გოგო არსებობს, რომელთაც ცხოვრება იქ არ უშვებს, სადაც მათ სურს, ასეთ გოგოებს ცხოვრება ფოიეში ტოვებს. ეკა ქევანიშვილის მოთხრობები კი სწორედ მათთვისაა _ ფოიეში დარჩენილებისთვის.




 ახალი ამბები
  • საზარელი ავარია ანაკლია-განმუხურის გზაზე - არიან გარდაცვლილებიცოტა ხნის წინ ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა ანაკლია-განმუხურის გზაზე. არსებული ინფორმაციით, მსუბუქი ავტომობილი გზიდან გადავიდა და ხეს შეასკდა. როგორც „გურია ნიუსს“ ერთ-ერთმა თვითმიხლველმა განუცხადა,  გარდაცვლილია სამი ადამიანი. ადგილზე მობილიზებულია პოლიცია და სასრაფო დახმარების ბრიგადები. "გურია ნიუსი" დეტალების გარკვევას ამ წუთებში, შსს-ში ... ...
  • ოხანაშვილი: „ნაციონალური მოძრაობა" და მათი სატელიტები ცდილობენ ბაჩალიაშვილის ოჯახის ტრაგედიით მანიპულირებას"„ნაციონალური მოძრაობა", მისი სატელიტი პარტიები და პარტიული ტელევიზიები უმძიმეს „მორალურ" ქმედებებს სჩადიან   და საზოგადოების თვალში ცდილობენ, რომ საზოგადოებას რაიმე შინაარსობრივ დღის წესრიგზე კი არ ესაუბრონ არამედ,  ოჯახის ტრაგედიით მანიპულირებაზე  ესაუბრონ",_ამის შესახებ განცხადება იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა გააკეთა. ოხანაშვილმა აღნიშნა, რომ მათი ქცევა ახალი არ არის. "ეს ჩვენთვის არახალია. ეს არის დღის წესრიგი, რაც ეს კიდევ ერთხელ მიუთითებს, რომ ამ გაკოტრებულ ჯგუფებს არაფერი აქვთ საზოგადოებასთან სალაპარაკო. ისინი იყენებენ   ოჯახის ტრაგედიებს, ახდენენ მანიპულაციას, ახდენენ ფაქტების დამახინჯებას და ამით, „ნაციონალური მოძრაობა" და მათი სატელიტები ცდილობენ საკუთარი პარტიული ტელევიზიებით საზოგადოების თვალში კითხვის ნიშნები დასვან გამოძიებასთან მიმართებაში", - განაცხადა  ... ...
  • ვოლსკი: ბაჩალიაშვილის საქმესთან დაკავშირებით გამოძიებას ჯერჯერობით ვერ მივედავებით„არც ერთი თემა, რომელიც კითხვის ნიშნის ქვეშ არის, არ არის მხოლოდ ოჯახის და ჭირისუფლის ინტერესში, რომ პასუხი გაეცეს. საზოგადოებას აინტერესებს ამ კითხვებზე პასუხი. გამოძიებას ამასთან დაკავშირებით ჯერჯერობით  ვერ მივედავებით იმიტომ, რომ  კონკრეტული განცხადებები არ გაუკეთებია და რაიმე შედეგებზე ჯერჯერობით არ გავსულვართ", - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ,  გიორგი ვოლსკიმ. მისივე თქმით, კითხვები ბევრია და ამ კითხვებზე პასუხს კომპეტენტური გამოძიება გასცემს. „დანარჩენი,  ყველა პოლიტიკური ინსინუაცია, რასაკვირველია, გამოძიებასაც უშლის ხელს და იმ მიმართულებას ემსახურება, რასაც ჰქვია დესტრუქცია, სტრესული ატმოსფეროს შექმნა და როგორმე დესტაბილიზაციის მიღწევა წინასაარჩევნო პერიოდში ჰქვია", – განაცხადა გიორგი ... ...
  • გლდანის საპატიმროში სამლოცველო მოეწყო (R)N8 პენიტენციური დაწესებულების ტერიტორიაზე სამლოცველო მოეწყო, რომელიც სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია II-ის ლოცვა-კურთხევით, წმინდა გიორგის სახელობის იქნება. სამლოცველო მარტვილისა და ჭყონდიდის მიტროპოლიტმა მეუფე გრიგოლმა დაწესებულების მოძღვართან და სასულიერო პირებთან ერთად აკურთხა.  საზეიმო წირვა-ლოცვას დაწესებულების თანამშრომლები და მსჯავრდებულები დაესწრნენ. ღონისძიების დასასრულს, საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის ლოცვა-კურთხევით, სამლოცველოს საჩუქრად საეკლესიო ნივთები და ლიტერატურა გადაეცა. ამ დრომდე N8 პენიტენციურ დაწესებულების ტერიტორიაზე სამლოცველო სივრცე არ არსებობდა. ფართი დაწესებულების დირექტორისა და სპეციალური პენიტენციური სამსახურის ხელშეწყობით მოიძებნა და მასში ბრალდებულებისა და მსჯავრდებულებისათვის, ასევე თანამშრომლებისათვის, სამლოცველო ... ...
  • ,,თბილისის ცენტრალური საავადმყოფოს" დირექტორი და ექიმი დააკავესთბილისის პროკურატურის საგამოძიებო სამმართველოს თანამშრომლებმა, სამსახურეობრივი გულგრილობის, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით თაღლითობისა და უკანონო საექიმო საქმიანობის ფაქტზე, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, ,,თბილისის ცენტრალური საავადმყოფო“-ს დირექტორი გ.ლ. და ამავე კლინიკის ექიმი ვ.ყ. დააკავეს, ხოლო უკანონო საექიმო საქმიანობის ფაქტზე მ.ხ.-ს მიმართ დაუსწრებლად იქნა გამოტანილი დადგენილება ბრალდებულად პასუხისგებაში მიცემის შესახებ. „საქმეზე ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2018 წლის ზაფხულში მოქალაქე ნ.ც.-მ შესაბამისი სამედიცინო მომსახურების მიღების მიზნით, კლინიკა - შპს ,,თბილისის ცენტრალურ საავადმყოფო“-ს მიმართა, სადაც მას კონსულტაცია ექიმმა ვ.ყ.-მ გაუწია. პაციენტი- ნ.ც. და მისი ოჯახის წევრები დაარწმუნა, რომ პაციენტისათვის ჩატარებული გამოკვლევის შედეგები იტალიაში გადააგზავნეს და მათი რეკომენდაციით უნდა ჩატარებულიყო ქირურგიული ოპერაცია, რომელსაც ასევე იტალიიდან მოწვეული ექიმები გააკეთებდნენ. თუმცა, აღნიშნული ოპერაცია , შპს ,,თბილისის ცენტრალურ საავადმყოფო“-ში 2018 წლის 18 სექტემბერს ექიმმა ვ.ყ.-მ თავად გაუკეთა პაციენტს, ისე რომ მას არ გააჩნდა დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის დამადასტურებელი სახელმწიფო სერტიფიკატი სპეციალობით ,,ორთოპედია-ტრავმატოლოგია“, ასევე მან ოპერაციაზე დაიხმარა მ.ხ. რომელსაც ასევე არ გააჩნდა სახელმწიფო და/ან დროებითი სერტიფიკატი არც ერთ სპეციალობაში და იგი საავადმყოფოში ხელშეკრულების საფუძველზე კონსულტანტის თანამდებობაზე მუშაობდა. გამოძიებით ასევე დადგენილია, რომ ოპერაციის შემდეგ ნ.ც.-ს ტკივილები განუახლდა, რის გამოც პაციენტმა აღნიშნულ საავადმყოფოს ისევ მიმართა. ვ.ყ-მ დაიყოლია პაციენტი და მისი ოჯახის წევრები განმეორებითი ოპერაციის ჩატარებაზე, იმ არგუმენტით, რომ ეს იტალიელი სპეციალისტების რეკომენდაცია იყო და რომ ოპერაციას იტალიიდან მოწვეული ექიმები თავად ჩაატარებდნენ. ნ.ც.-ს განმეორებითი ოპერაცია 2018 წლის 10 დეკემბერს გაუკეთდა და ისევე როგორც პირველი ოპერაცია იტალიელი სპეციალისტების ნაცვლად, შესაბამისი ლიცენზიის არმქონე ვ.ყ.-მ და მ.ხ-მ ჩაატარეს. ექიმების მიერ გამოვლენილი უყურადღებობისა და დაშვებული შეცდომების გამო პაციენტის მდგომარეობა გართულდა და იგი დღემდე კომატოზურ მდგომარეობაში იმყოფება. გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ პაციენტისთვის ჩატარებული ორივე ოპერაციის დროს კლინიკას გ.ლ. ხელმძღვანელობდა, რომელმაც ჯეროვნად არ შეასრულა თავისი სამსახურებრივი მოვალეობა. ნ.ც.-ს მიმართ დაგეგმილ ოპერაციას, მის მიმდინარეობას, ექიმების შესაბამისი ლიცენზიის არსებობის კონტროლის საკითხს, ასევე პაციენტის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას მოეკიდა დაუდევრად. ვ.ყ.-ს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ და მესამე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით, 246-ე მუხლის I ნაწილით წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად ექვსიდან ცხრა წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გ.ლ.-ს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 2201-ე მუხლის მეორე ნაწილით წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად ორიდან ხუთ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. შეეხება მ.ხ.-ს, იმის გათვალისწინებით, რომ მას საქართველოს ტერიტორია დატოვა და უარს აცხადებს საგამოძიებო ორგანოში გამოცხადებაზე, მის მიმართ დაუსწრებლად იქნა გამოტანილი დადგენილება სისხლის სამართლის კოდექსის 246-ე მუხლის I ნაწილით, რაც სასჯელის სახედ და ზომად სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. საქართველოს პროკურატურა სამივე ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახედ პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით, თბილისის საქალაქო სასამართლოს მიმართავს“,_ აცხადებენ ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ რა არის გამოსახული ამ ისტორიულ ფოტოზე?

ისრაელის მიერ პალესტინის დაბომბვა თუ...

ტესტი _ რა გახსოვს სკოლიდან?

გამოქვაბულში ქვევიდან ზევით აღმართულ წარმონაქმნებს...

ტესტი _ გაქვს თუ არა კარგი ზოგადი განათლება?

რომელ ცნობილ მეცნიერს მიენიჭა 1921...

ტესტი _ იკვებებით თუ არა სწორად?

ყოველდღე ჭამთ უმ ბოსტნეულს, სალათებს?

ტესტი _ ყველაზე, ყველაზე...

იცი თუ არა გეოგრაფია

კარმიდამო ჩემი

დროა, მივეჩვიოთ ბუნებრივი რესურსების ეკონომიურად ხარჯვას

პლანეტის გლობალური კლიმატური ცვლილებები ბევრ...

როგორ მოვრწყოთ ვარდები _ ნუ გამოვიყენებთ სუფთა წყალს

ყვავილები, განსაკუთრებით, ვარდები, ყველას უყვარს....

ჩითილების მომზადება კოშტების და ნახერხის დახმარებით

ჩვენი გამოცდილი მეურნეები, სხვადასხვა ხალხურ...

რომელი მცენარეა ფშატი?

ჩვენი არა ერთი მკითხველის გვთხოვს,...

ხალხური მედიცინა დეზინფექციისთვის

სისუფთავის ხარისხი იქ, სადაც ადამიანი...

"საშობაო ლიქიორის" მომზადების ყველაზე შედეგიანი მეთოდი

ძალზე პოპულარული, "საშობაო ლიქიორის" მომზადების...

ყაბაყის ტორტი

საჭირო მასალა: ორი ცალი ყაბაყი,...

სტაფილოს სალათი ცერეცოთი

საჭირო მასალა: სამი ცალი სტაფილო,...

სოკოს სალათი შებოლილი ქათმის ხორცით

ეს უგემრიელესი სალათი უნდა მოვამზადოთ...