საშოვარს შეწირული არდადეგები

გიორგი გირკელიძის ბლოგი

საშოვარს შეწირული არდადეგები

14 ნოე. 2019, 21:26:42

წლების წინ, როცა სკოლაში დავდიოდი, დიდი არდადეგების შემდეგ პირველი სასკოლო დავალება თემის მომზადება იყო “როგორ გაატარეთ ზაფხულის არდადეგები“. ჩვენც ვწერდით სად დავისვენეთ, რამდენი ახალი მეგობარი შევიძინეთ, რა წავიკითხეთ ან რა ფილმი ვნახეთ.

სკოლის დამთავრების შემდეგ, ამ თემის დაწერაზე აღარ მიფიქრია, მაგრამ როდესაც ჟურნალისტი გავხდი, არაერთხელ დამიწერია იმ ბავშვების შესახებ, რომლებიც სწავლის დროს სკოლაში დადიან, არდადეგებზე კი, სამუშაოდ  მეზობელ თურქეთში გადადიან.

ეს ბავშვები ბევრს არ ლაპარაკობენ  მედიასთან, სხვა საფიქრალი და სხვა ოცნებები აქვთ. არიან ისეთებიც, რომლებიც სწავლის გაგრძელებას აპირებენ და  პარალელურად მუშაობას გეგმავენ. ამის შესახებ ისე მიყვებიან, გეგონებათ, მათი მომავალი ზეცაში დაიწერა და გზიდან გადახვევა არ შეიძლება.

ხშირია შემთხვევები, როცა  ზაფხულის  არდადეგები დაწყებული არ არის, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფლიდან კი ადამიანები ჩაის საკრეფად თურქეთში გადასვლას იწყებენ. მშობლებს ბავშვები თან მიჰყავთ. ყველას არ აქვს იმის საშუალება, რომ ბავშვები მშობლიურ სოფელში დატოვოს, არაფერს ვამბობ დასასვენებლად წასვლის  ფუფუნებაზე.

თუ ადრე ბავშვებს სამუშაოდ წასვლის სურვილი არ ჰქონდათ,  ახლა  ამ მხრივ სხვა მდგომარეობაა.

“ჯიბის ფულისთვის გადავდივართ,“ - მეუბნება მეთერთმეტე კლასელი ბიჭი ნიკა (ნიკა, პირობითი სახელია), რომელიც უკვე წლებია,  დასვენების ნაცვლად, თურქეთში სამუშაოდ დადის.

მასთან ერთად, ინტერვიუზე, კიდევ ორი მეთერთმეტეკლასელი დამთანხმდა.

“დღის განმავლობაში ორ საათს ვმუშაობ. ყოველ შემთხვევაში, მე ასე ვარ,“ - ვხვდები, რომ ამით მძიმე შრომის შემსუბუქეში ჩემი დარწმუნება სურს. ამაში, მალევე ვრწმუნდები - იქვე მყოფი მისი მეგობარი მეუბნება, რომ სამუშაო დილის 5 საათზე იწყება და დასვენებისთვის მხოლოდ    2 საათი აქვს. ბავშვების უმრავლესობა ინტერნეტით, თამაშით, ქალაქში სიარულით დაღლილი თაობაა, რომელიც მეორე დილის 5 საათამდე იძინებს იმ იმედით, რომ  ხელფასს მალე აიღებს.

“კი, არ გვეხალისება ჩაის კრეფა,  არც გვსიამოვნებს, მაგრამ  ჩვენი ფული გვაქვს და ჩვენ თითონ ვყიდულობთ ტანსაცმელს, ტელეფონს, სხვადასხვა ნივთს, რაც გვჭირდება“; “სწავლას გავაგრძელებ, მაგრამ მუშაობას თავს არ დავანებებ, რადგან ჩემი ფული მაქვს. სწავლის დამთავრებისას მანქანა მინდა ვიყიდო.“ “ისეთებს ნახავთ სამუშაოზე, რომ მათთვის, დამატებითი დატვირთვა არ შეიძლება, მაგრამ რა ქნან, უჭირს ხალხს. აქ უნდა იყვნენ და დაისვენონ. არის შემთხვევები მშობლებს სპეციალურად მოჰყავთ შვილები, რათა  აჩვენონ, რა მდგომარეობაში უწევთ  მუშაობა. არ ამუშავებს, აჩვენებს ყოველდღიურ საქმეს და მერე არჩევნის გაკეთებას ურჩევს: მუშაობა ჯობია თუ სწავლა...“ - მეუბნებიან ჩემი რესპონდენტები.

თქვენთვის ბავშვობა რასთან ასოცირდება? - ამ კითხვაზე მხოლოდ ერთმა მიპასუხა:

“ ბავშვობა ტკბილი მოგონება უნდა იყოს და არა ჩაის ბუჩქებში გატარებული წლები. მაგრამ...“

რესპონდენტები ჩქარობენ, აშკარად გაურბიან კითხვებს. საუბრის დროს  იცინიან. ეს სიცილი უფრო ნერვიულია, ვიდრე  ბუნებრივი... რა უნდა თქვა ქვეყანაში, სადაც კანონმდებლები, ხელისუფლებისა და ოპოზიციის დიდი ნაწილი სხვა საქმეებით არიან დაკავებული და ყველაზე პატარა რეგიონში მცხოვრები ბავშვებისთვის  დრო აღარ რჩებათ.

თურქეთში სამუშაოდ მოსიარულე არასრულწლოვნებიდან 76.7% სკოლაში ოფიციალურად დარეგისტრირებულია (არ არის დარეგისტრირებული 17% და სკოლის ასაკის აღარ არის 5.8%). მათში სკოლის რეგულარული გაცდენის ტენდენცია არ იკვეთება, რადგან 65% გაკვეთილებს თითქმის არ აცდენს. სასწავლო პროცესში ნაკლებად ჩართული არასრულწლოვნების თითქმის ნახევარი (47%) სკოლაში რეგულარულად სიარულს ვერ ახერხებს იმის გამო, რომ ოჯახის სამეურნეო საქმეებშია ჩართული. ასევე აღსანიშნავია, რომ 14.5%-ს სწავლის მიმართ ინტერესი აქვს დაკარგული. ასეთია “ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირის“ მიერ მომზადებული კვლევის შედეგი, რომელიც 2015 წელს, გურიის რეგიონში ჩატარდა.

კვლევაში ასევე წერია, რომ თურქეთში სამუშაო მიგრაციის გამოცდილებას არასრულწლოვნები პირველად, ძირითადად, 15-17 წლის ასაკში იღებენ (86% შემთხვევაში). პირველი ვიზიტისას ისინი საზღვარს, როგორც წესი, მშობელთან, ან ოჯახის სხვა წევრთან ერთად კვეთენ, თუმცა, მომდევნო ვიზიტებისას მშობელთან ერთად საზღვრის გადაკვეთის პროცენტული წილი თანდათან იკლებს და პირველ ვიზიტთან შედარებით, მესამე ვიზიტისას მშობლის თანხლება 20%-ით, მეხუთე ვიზიტისას კი – 40%-ით მცირდება. საზღვრის გადაკვეთისას არასრულწლოვნებს შემთხვევათა 15% არ აქვთ მშობლის ნოტარიულად დამოწმებული თანხმობა (საზღვრის გადაკვეთის შესახებ), რაც მათ ყოფნას თურქეთის ტერიტორიაზე თავიდანვე არალეგალურს ხდის.

არასრულწლოვნების დროებითი შრომითი მიგრაციის ძირითადი ადგილი თურქეთის შავიზღვისპირა ქალაქებია – ორდუ და რიზე, რომლებიც საქართველოს საზღვართან მეტ–ნაკლებად ახლოსაა. ისინი ამ ქალაქებში, როგორც წესი, მიკროავტობუსით ან ავტობუსით მიემგზავრებიან. არასრულწლოვნების სამუშაო ვადა უფრო ხშირად 3-4 კვირაა. თუმცა, აღსანიშნავია, რომ თითოეული ვიზიტის შემდეგ სულ უფრო მეტი ახალგაზრდა რჩება სამუშაოდ უფრო მეტი დროის განმავლობაში.

და ბოლოს, ახლა შემოდგომა და სწავლის დროა; ეს დრო მანამ გაგრძელდება, ვიდრე ჩაის კრეფის ახალი სეზონი დადგება. ოზურგეთელი ბავშვები ისევ მოემზადებიან თურქეთში გადასასვლელად. სკოლაში მისულები კი, ზაფხულის ისტორიების ნაცვლად, იმ ამბებზე მოჰყვებიან, რომელიც მათ და მათ თანატოლებს ჩაის პლანტაციებში გადახდათ.

ფოტო ეკუთვნის: www.rizevizyon.com




 ახალი ამბები
  • "გადაწყვეტილება შეიცვალა" _ ჩოხატაურელი და ლანჩხუთელი ბავშვები სწავლას მერხებთან გააგრძელებენცოტა ხნის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ გურიის რეგიონში ყველა საჯარო სკოლა ონლაინ სწავლებაზე გადავიდოდა. თუმცა, ცოტა ხნის წინ გადაწყვეტილება შეიცვალა და ცნობილი ხდება, რომ ჩოხატაურელი და ლანჩხუთელი ბავშვები სწავლას ისევ მერხებთან გააგრძელებენ. "საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, კორონავირუსის პანდემიით გურიის რეგიონში შექმნილი ვითარების გამო, ონლაინ სწავლების რეჟიმზე უნდა გადასულიყო რეგიონის ყველა საჯარო სკოლა. თუმცა, გადაწყვეტილებაში ჩაერია განათლების სამინისტრო და ვინაიდან, ჯერჯერობით, ჩოხატაურისა და ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში ვირუსი ისე ფართო მასშტაბით არაა გავრცელებული, როგორც ოზურგეთშია, გადაწყდა, რომ ლანჩხუთისა და ჩოხატაურის საჯარო სკოლის ყველა მოსწავლე მერხებთან გააგრძელებს სასწავლო პროცესს", _ გვითხრა ჩოხატაურის რესურსცენტრის ხელმძღვანელმა შორენა ... ...
  • გურიაში ყველა სკოლა დისტანციურ სწავლებაზე გადადისსაკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, გურიის რეგიონის ყველა სკოლა გადადის დისტანციურ სწავლებაზე. აღნიშნული გადაწყვეტილების მიხედვით მასწავლებლებს მიეცათ დავალება, რომ მოსწავლეები სკოლაში არ მისვლის შესახებ გააფრთხილონ, შეადგინონ ცხრილი საგნის მასწავლებლებთან შეთანხმებით, გაითვალისწინონ რომ 5 საათიან საგანს ექნება 3 ონლაინგაკვეთილი, 4 საათიანს-3, 3 საათიანს-2,  2 საათიანს - ... ...
  • "ქედს ვიხრი ჩვენი გმირების ხსოვნის წინაშე და ვუსამძიმრებ მათ ოჯახებს" _ ზურაბ ნასარაია (R)სოხუმის დაცემის 27-ე წლისთავთან დაკავშირებით გურიაში მხარისა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა, ვეტერანებთან ერთად დაღუპული გმირების ხსოვნას პატივი მიაგეს. ხელისუფლების წარმომადგენლებმა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში დაღუპულ გმირთა მემორიალი და ეროვნული გმირის, ზაზა დამენიას საფლავი გვირგვინებით შეამკეს. "საბრძოლო მოქმედებების დროს გურიიდან 40 ჯარისკაცი დაიღუპა და უგზო-უკვლოდ სამი მებრძოლი დაიკარგა. ქედს ვიხრი ჩვენი გმირების ხსოვნის წინაშე და ვუსამძიმრებ მათ ოჯახებს,“ - განაცხადა გურიის სახელმწიფო რწმუნებულმა, ზურაბ ნასარაიამ. ... ...
  • არჩილ თალაკვაძე: ოკუპაცია აუცილებლად დასრულდება„ოკუპაცია არის დროის და საერთაშორისო სამართლის წინააღმდეგ და აუცილებლად დასრულდება. მავთულხლართებით ხელოვნურად გაყოფილი საზოგადოება გაერთიანდება", - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ გმირთა მემორიალთან განაცხადა. არჩილ თალაკვაძემ აღნიშნა, რომ 27 სექტემბერი არის ერთ - ერთი ყველაზე  ტრაგიკული დღე ქვეყნის ისტორიაში. მისი თქმით, ტერიტორიული მთლიანობა და ქვეყნის დეოკუპაცია უმთავრესი  პრიორიტეტია. „მე მჯერა, რომ დემოკრატიული განვითარებით, მშვიდობიანი პოლიტიკით საერთაშორისო მხარდაჭერის მობილიზებით შევძლებთ ქვეყნის გაერთიანებას და შევძლებთ ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას. მჯერა, რომ დევნილები დაბრუნდებიან სახლში, დღეს ჩვენი ამოცანა არის მაქსიმალურად ვიზრუნოთ მათზე და შევუქმნათ ღირსეული პირობები, სანამ დაბრუნება იქნება შესაძლებელი. მიუხედავად იმისა, რომ არაერთი გამოწვევა არსებობს, ტერიტორიული მთლიანობა, ქვეყნის დეოკუპაცია რჩება ჩვენს უმთავრეს პრიორიტეტად და ამოცანად და ამისთვის ვაკეთებთ ყველაფერს. დღეს ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები თითოეული ადამიანი გრძნობს, რომ ოკუპაცია არის დროის და პროგრესის წინააღმდეგ, ჩვენ აუცილებლად შევძლებთ მოვახდინოთ ჩვენი ქვეყნის დეოკუპაცია, ეს რჩება ჩვენს ძირითად ამოცანად,"- განაცხადა არჩილ ... ...
  • 27 სექტემბერი სოხუმის დაცემის დღეა (R)დღეს სოხუმის დაცემიდან 27 წელი გავიდა. ამ დღესთან დაკავშირებით, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორმა, ვლადიმერ იმნაძემ, პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასთან, თავდაცვის მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან, თბილისის მერთან, კახა კალაძესთან და მთავრობის წევრებთან ერთად, გმირთა მოედანზე, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულ გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკო და სამშობლოს ერთიანობისთვის დაღუპული მებრძოლების ხსოვნას პატივი კიდევ ერთხელ მიაგო. „დღევანდელი დღე არის უმძიმესი ტკივილის დღე. ჩვენ ყველას კარგად გვესმის, რომ ეს უმძიმესი ტრაგედიაა ქართველებისთვის და აფხაზებისთვისაც. ამ ომში გამარჯვებული არ არსებობს და ეს ომი ტრაგედიაა ჩვენთვის ყველასთვის ... დღეს საქართველოს ტერიტორიების 20 პროცენტი ოკუპირებულია და შესაბამისად, ჩვენ ყოველდღიურად უნდა ვიშრომოთ იმისთვის, რომ ჩვენი შვილებისთვის, აფხაზებთან ერთად, აფხაზებმა, ქართველებმა, ჩვენ, ყველამ ერთად, ვიცხოვროთ ეკონომიკურად ძლიერ, სამართლიან, ევროპულ, განათლებულ სახელმწიფოში. ეს ჩვენი მოვალეობაა ჩვენი შვილების წინაშე და დარწმუნებული ვარ, ჩვენ ამას გავაკეთებთ", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ. სამშობლოსათვის დაღუპულთა ხსოვნისადმი პატივის მისაგებად, გმირთა მოედანზე, ასევე, იმყოფებოდნენ, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორის პირველი მოადგილე, ნიკოლოზ კვეზერელი, მოადგილე, ჯანდრი უბირია, უწყების თანამშრომლები, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები, ვეტერანთა არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანები, აფხაზეთის ომში დაღუპულთა და უგზო-უკვლოდ დაკარგულთა ოჯახის წევრები, მოქალაქეები. დღესვე ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის წარმომადგენლებმა ჟიული შარტავას საფლავი გვირგვინით შეამკეს და ეროვნული გმირის ხსოვნას პატივი მიაგეს. სოხუმის დაცემის 27 წლისთავთან დაკავშირებით და აფხაზეთის ომში დაღუპულთა ხსოვნის პატივის მისაგებად, ყველა სახელმწიფო უწყების შენობაზე სახელმწიფო დროშები დაშვებულია . სამხედრო დაპირისპირება აფხაზეთში 1992 წლის 14 აგვისტოს დაიწყო. საქართველოს ერთიანობისთვის აფხაზი სეპარატისტების, ჩრდილო- კავკასიელი კონფედერატების, კაზაკებისა და რუსული შენაერთების წინააღმდეგ ბრძოლა, 13 თვე და 13 დღე გაგრძელდა და 1993 წლის 27 სექტემბერს, სოხუმის დაცემით დასრულდა. ქართული მხარის მიერ, ამ დრომდე, დაუზუსტებელი მონაცემებით, 10 ათასზე მეტი ქართველი ჯარისკაცი და მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა; 300 ათასი კი საკუთარ ქვეყანაში, დევნილად იქცა.   https://www.youtube.com/watch?v=OCYG-dpU0yA&feature=share&fbclid=IwAR2CGxpA6dgwV8HsnCG3h4-a1POARx_LlWPKLdTKt61XM7rEAXKvkBSkDDE ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ იცი თუ არა ფეხბურთის ისტორია

ვის გაუტანა 1986 წელს მარადონამ...

ტესტი _ როგორ იცნობ საქართველოს ისტორიას

სად დაამარცხა თამარ მეფემ რუმის...

ტესტი _ აქვს თუ არა თქვენს ერუდიციას ფართო ჰორიზონტი

ეიფელის კოშკი ზაფხულში 15 სანტიმეტრით...

ტესტი _ იცნობ თუ არა ქართულ მხატვრობას?

გამოიცანი, ვისია ეს ნახატი

ტესტი _ რა იცი მსოფლიოს ღირშესანიშნაობების შესახებ?

რომელმა ქვეყანამ აჩუქა აშშ-ს თავისუფლების...

კარმიდამო ჩემი

დროა, მივეჩვიოთ ბუნებრივი რესურსების ეკონომიურად ხარჯვას

პლანეტის გლობალური კლიმატური ცვლილებები ბევრ...

როგორ მოვრწყოთ ვარდები _ ნუ გამოვიყენებთ სუფთა წყალს

ყვავილები, განსაკუთრებით, ვარდები, ყველას უყვარს....

ჩითილების მომზადება კოშტების და ნახერხის დახმარებით

ჩვენი გამოცდილი მეურნეები, სხვადასხვა ხალხურ...

რომელი მცენარეა ფშატი?

ჩვენი არა ერთი მკითხველის გვთხოვს,...

ხალხური მედიცინა დეზინფექციისთვის

სისუფთავის ხარისხი იქ, სადაც ადამიანი...

"საშობაო ლიქიორის" მომზადების ყველაზე შედეგიანი მეთოდი

ძალზე პოპულარული, "საშობაო ლიქიორის" მომზადების...

ყაბაყის ტორტი

საჭირო მასალა: ორი ცალი ყაბაყი,...

სტაფილოს სალათი ცერეცოთი

საჭირო მასალა: სამი ცალი სტაფილო,...

სოკოს სალათი შებოლილი ქათმის ხორცით

ეს უგემრიელესი სალათი უნდა მოვამზადოთ...
free polls