18 წლის გოგოს ისტორია, რომელიც მტრის თვითმფრინავებს ძრავის ხმით ცნობდა

ისტორია

18 წლის გოგოს ისტორია, რომელიც მტრის თვითმფრინავებს ძრავის ხმით ცნობდა

14 მაი. 2019, 16:28:05

ლუბა სიხარულიძე ერთ-ერთი მათგანია, ვინც სამამულო ომის დროს საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობდა.  18 წლის იყო, როცა ომი დაიწყო. ახლა ქალბატონი ლუბა 95 წლისაა. იგი ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ შუა ამაღლებაში ცხოვრობს. მას 4 შვილი, 4 შვილიშვილი, 5 შვილთაშვილი და ერთი შვილთაშვილისშვილი ჰყავს. ვეტერანი ქალბატონი ჯანმრთელობას არ უჩივის, ოჯახსაც უვლის და წარსულსაც ხშირად იხსენებს. 


"თავდაპირველად ბათუმში ვცხოვრობდით, მამაჩემი რაიკომის მდივანი იყო. სოფელი გვქონდა აქვე ზემოთ, დობიროზე. როცა სოფელს გაუჭირდა, მამამ დატოვა ქალაქი და სოფელში ჩამოვიდა. აქ დავამთავრე სკოლა, რის შემდეგაც პედაგოგიურ სასწავლებელში ჩავაბარე. მერე მუშაობა დაბლაციხის სკოლაში დავიწყე. და და ძმა მყავდა. და ადრე გარდამეცვალა. ძმა ომში დამეღუპა. ძალიან კარგი ძმა მყავდა,  გამორჩეული იყო მთელ რაიონში. 60 ბიჭში აარჩიეს და ბაქოში, სამხედრო სასწავლებელში გაგზავნეს. სწავლა რომ დაასრულა, ამასობაში ომიც დაიწყო და პირდაპირ  ფრონტზე გაიწვიეს. წავიდა და წავიდა... მას შემდეგ მხოლოდ ფოტოებზე და შინმოუსვლელთა სტენდზე ვხედავ", _ გვიყვება და ცრემლებს ვერ იკავებს შინმოუსვლელის და.

ცოტა ხნის შემდეგ სამხედრო სამსახურში თვითონაც გამოიძახეს. დედას არ უნდოდა ომში გაეშვა ერთადერთი ქალიშვილი.

"მერე მე გამომიძახეს. დედაჩემს არ უნდოდა გავეშვი. _ ბესარიონ, გავყიდოთ, ძროხა და დევირჩინოთ, დევიხსნათ, აი ერთი ბაღანე,  _  ტიროდა დედაჩემი, მაგრამ მამა ვერ დაითანხმა. _ რას ამბობ, თუ ჩემი შვილი არ წავა, აბა, ვინ უნდა წავიდესო, _ ამბობდა მამაჩემი, რომელიც თავადაც შვიდომგამოვლილი იყო, დაწყებული იმპერიალისტური ომიდან.

გადაწყდა ჩემი წასვლა. მთელი სოფელი მაცილებდა. ზოგი ჩურჩხელას მაწვდიდა, ზოგი _  ტკბილეულს, ზოგი _ ფულს, მლოცავდნენ. მე გავრბოდი, არ დამგვიანებოდა. ერთმა ჩოხატაურელმა ახალგაზრდამ დააგვიანა და დარჩა. ასეთ რამეს მე ვერ გავაკეთებდი, ისეთი მშობლების აღზრდილი ვიყავი.

სამხედრო სამსახური თურქეთის საზღვართან მომიწია, იმ თურქეთის, რომელიც მაშინ გერმანიის მოკავშირე იყო და მუდმივად მზად იყო თავს დაგვსხმოდა. მნიშვნელოვანი იყო საბრძოლო ნაწილებს შორის კავშირის დამყარება. მეც ეს პოზიცია მეკავა, ე.წ. "სვიაზისტი" ვიყავი".


როგორც ქალბატონი ლუბა გვიყვება, ძრავის ხმით, სრული სიზუსტით, წამებში შეეძლო მტრის თვითმფრინავის ამოცნობა და ინფორმაციის დროულად  გადაცემა თანამებრძოლებისთვის, რითაც არაერთი სიცოცხლე გადაარჩინა.

"კარგად შემეძლო თვითმფრინავების გამოცნობა. დიდი ალბომი გვქონდა, რომლითაც მე  მასწავლა მეთაურმა, როგორ განმესხვავებინა მტრისა და ჩვენი თვითმფრინავი ერთმანეთისგან. მე მერე სხვებს ვასწავლიდი. ძრავის ხმით შემეძლო ამომეცნო მტრის თვითმფრინავი. ახლაც ათას ხმაში ამოვიცნობ. ერთხელ შორიდან გაისმა თვითმფრინავის ხმა. სილუეტიც კი არ ჩანდა, ისე გადავეცი, რომ ეს გერმანელების თვითმფრინავი იყო. ჩემი მეგობრები შეწუხდნენ, არ თქვა, ლუბაჩკა, მართალი რომ არ აღმოჩნდე, მოგკლავენო, _ მეუბნებოდნენ. მე კი დაბეჯითებით ვიცოდი, რომ არ მეშლებოდა. ჩამოაგდეს შემდეგ და ყველა გაკვირვებული დარჩა".

მიუხედავად იმისა, რომ ომიდან 74 წელი გავიდა, იმ დღეებს ცრემლების გარეშე დღემდე ვერ იხსენებს.

"გოგონები ჩამოიყვანეს მოსკოვიდან, მე ჩამაბარეს. თავიდან ქართველებს ვერ იტანდნენ და ცუდი ხალხი ხართო, _ მეუბნებოდნენ, მაგრამ მერე, როცა კარგად გამიცნეს, მითხრეს _ თუ საქართველოში შენნაირი სიკეთით სავსე, თბილი და მამაცი ადამიანი ერთი კიდევ არის, საუკეთესოები ყოფილხართო. მე მასპინძლად ვთვლიდი თავს და მიუხედავად ასაკისა, დედასავით ვზრუნავდი ამ გოგონებზე. თუ რამ შემეძლო, ყველაფერს ვაკეთებდი. დედაჩემისგან კერვა მქონდა ნასწავლი. "გიმნასტიორკები" და სხვა ტანსაცმელი მოგვცეს, მაგრამ ძალიან დიდი გვქონდა ყველას.

მთხოვეს გოგოებმა, გადაგვიკეთეო. დავაყენე ყველა და ისე მოვარგე, მწკრივში რომ დავდგებოდით, ყველასგან გამორჩეულები ვიყავით. ასე თანდათანობით შევეჩვიეთ ერთმანეთსაც და ომსაც.

ომის დასრულების შემდეგ ქალბატონი ლუბა სოფელში დაბრუნდა და პედაგოგად დაიწო მუშაობა სკოლაში. 30 წელზე მეტხანს ასწავლიდა იგი რუსულ ენას და ლიტერატურას შუაგანახლების საშუალო სკოლაში. ამასობაში, როგორც თავად გვიყვება, "ბედიც მიუვიდა" და დაქორწინდა.

"ბედიც მოვიდა, გავთხოვდი. არაჩვეულებრივი მეუღლე მყავდა, შესანიშნავი ადამიანი იყო. 4 ქალიშვილი შეგვეძინა. ოთხივეს უმაღლესი განათლება მივაღებინე. თავიანთი ოჯახები შექმნეს. 4 შვილიშვილი, 4 შვილთაშვილი და ერთიც შვილთაშვილისშვილი მყავს. ბედნიერი ქალი ვარ, კარგ შთამომავალს ვტოვებ. მართალია, წელს გავჯიუტდი და არ წავყევი ქალაქში გამოსაზამთრებლად, მაგრამ არასდროს მტოვებენ მარტო.

_ ლუბა მასწავლებელი წლების განმავლობაში იყო ჩვენი სოფლის ვეტერანთა საბჭოს თავმჯდომარე, _ საუბარში გვერთვება მერის წარმომადგენელი სოფელ შუა ამაღლებაში, ბატონი ნუგზარ ჯიბლაძე. _ მას აქვს ძალიან კარგად შექმნილი ალბომი, რომელსაც სასოებით უფრთხილდება, იგი უვლის  შინმოუსვლელთა სტენდსაც. დრო მიდის, მაგრამ მის მიერ ნაკეთები საქმე რჩება. მინდა აღვნიშნო, რომ შესანიშნავი პედაგოგი იყო. მისი მოსწავლეების ხელწერასაც გამოარჩევდით და ბევრი რამ, თუ რამე კეთილი და კარგია ჩემში ლუბა მასწავლებლის დამსახურებაცაა. მასწავლებლის, რომელიც ჯერ კიდევ მაშინ იყენებდა იმ მეთოდებს, დღეს რომ თანამედროვე მეთოდებს უწოდებენ. ახლა ლუბა მასწავლებელი "უკანასკნელი მოჰიკანია" ჩვენს სოფელში, _ ამბობს ბატონი ნუგზარი.

ქალბატონი ლუბა კი თავის ასაკს გვახსენებს და კუთხეს გვაჩვენებს, სადაც მისი წარსული იკითხება. ეამაყება თითოეული ჯილდო, მედალი და სიგელი, რომელიც საბრძოლო მოქმედებებში  მონაწილეობისთვის გადასცეს.




 ახალი ამბები
  • ავარია ნასაკირალზე _ ოზურგეთი-ჩოხატაურის გზაზე მოძრაობა შეზღუდულიაროგორც "გურია ნიუსს" ატყობინებენ, ამ წუთებში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა ოზურგეთი-ჩოხატაურის ცენტრალური გზის ნასაკირალის მონაკვეთზე. ერთმანეთს მსუბუქი ავტომანქანა და ფორდტრანზიტი შეეჯახა. მსუბუქად დაშავებდა ერთი ადამიანი. როგორც გვითხრეს გზაზე გადაადგილება შეზღუდულია. ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები. შსს-ს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება დაწყებულია 276-ე მუხლის მეორე ... ...
  • ქურდობა ოზურგეთის ერთ-ერთ მარკეტშიდღეს, ოზურგეთში, ერთ-ერთ მარკეტში ქურდობა მოხდა.  ფაქტის მხილველთა  თქმით, პირმა გაიტაცა ალკოჰოლური სასმელები.  მომხდარ ქურდობის  ფაქტზე, შსს ასეთ კომენტარს აკეთებს: „მარკეტიდან პირმა გაიტაცა კონიაკი.  საქმე აღძრულია სისხლის სამართლის 177-ე მუხლით, ქურდობის ფაქტზე“, _ გვითხრეს შსს ... ...
  • გიორგი სიორიძე: ამომრჩევლის დაბალი აქტივობა მხოლოდ „ოცნებას“ აძლევს ხელსამომრჩევლის დაბალი აქტივობა მხოლოდ „ოცნებას“ აძლევს ხელს მოვუწოდებ „ლელოს“ მხარდამჭერებს სიფრთხილისა და აქტიურობისკენ, _ ამის შესახებ პოლიტიკური გაერთიანება „ლელო საქართველოსთვის“ გურიის მაჟორიტარმა კანდიდატმა გიორგი სიორიძემ სპეციალურ ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით, არჩევნებამდე 10 დღეზე ოდნავ მეტი ხნით ადრე იქმნება ვითარება, როცა კორონავირუსის პანდემიის შედეგად საარჩევნო პროცესს იძულებით ისედაც გამოაკლდება ათეულობით ათასი ამომრჩეველი. „ჩვენს თვალწინ ვითარდება შემაშფოთებელი პროცესი, როცა კორონავირუსის პანდემია ახალი ძალით უტევს საზოგადოების ჯანმრთელობასა და ქვეყნის ეკონომიკას. ფაქტია, მძიმე ეპიდემიოლოგიური ვითარება, რაც ბოლო ერთი თვის განმავლობაში განსაკუთრებით გართულდა, ნეგატიურად აისახება 31 ოქტომბრის უმნიშვნელოვანესი არჩევნების მიმდინარეობაზეც. ფაქტია ისიც, რომ „ოცნების“ ნაქებმა პანდემიურმა კრიზისმენეჯმენტმა ჩაილურის წყალი დალია და დღეს ვდგავართ იმ რეალობის წინაშე, როცა ამომრჩეველთა სოლიდური ნაწილი ინფიცირებისა თუ კარანტინში და თვითიზოლაციაში ყოფნის გამო მონაწილეობას ფიზიკურად ვერ მიიღებს არჩევნებში. ბუნებრივია, არსებობს მოსახლეობის ასევე სოლიდური ნაწილიც, რომელიც დაინფიცირების რისკის გამო უბრალოდ თავს აარიდებს საარჩევნო უბანზე მისვლას. ასეთი ვითარება და შედეგად არჩევნების დღეს  მოქალაქეთა მხრიდან დაბალი აქტივობის დაფიქსირება ერთადერთ პოლიტიკურ ძალას აძლევს ხელს და ეს ძალა მმართველი პარტია „ქართული ოცნებაა“. ჩვენ ნათლად ვხედავთ, რომ ხელისუფლება ძალაუფლების შესანარაჩუნებლად მიდის ყველაფერზე. ცხადია, ის ბოლომდე და უკანონოდ გამოიყენებს ადმინისტრაციულ რესურსს და შესაძლოა, ვირუსით დაინფიცირების დიდი რისკის ქვეშაც კი ძალდატანებით აიძულოს მისი მომხრეები, რომ მივიდნენ უბნებზე, ხმა მისცენ და ამის შესახებ სხვადასხვა ფორმით შემდგომ „უპატაკონ“ კოორდინატორსა თუ უფრო მაღალი იერარქიის პარტიულ ბოსებს. ერთადერთი საშუალება, რომ არ მივცეთ „ოცნებას“ არჩევნების დღეს კოვიდის შიშით მანიპულირების საშუალება და ამით შედეგებზე არსებითი გავლენის მოხდენა და პრაქტიკულად არჩევნების გაყალბება, არის ის, რომ მაქსიმალური სიფრთხილითა და  რეგულაციების ზედმიწევნით დაცვით მივიდეთ საარჩევნო ურნასთან და ხმა მივცეთ ორპოლუსიანი პოლიტიკის ორივე მეტასტაზის დასრულებას. ანუ, ავირჩიოთ წარმატებული პროფესიონალების გუნდი. ავირჩიოთ ახალი ძალა, ახალი იმედი. ავირჩიოთ „ლელო საქართველოსთვის“, - განაცხადა გიორგი სიორიძემ. მისი თქმით, არჩევნებამდე დარჩენილი პერიოდს „ლელო“ მაქსიმალურად გამოიყენებს მთელ საქართველოში სააგიტაციოდ. „მე გურიაში, მაჟორიტარობის სხვა კანდიდატები თავიანთ ოლქებში, პარტიის სხვა წევრები სრულიად საქართველოში არჩევებამდე დარჩენილ პერიოდს გამოვიყენებთ მაქსიმალურად, რათა ჩვენს ამომრჩეველს კიდევ ერთხელ ავუხსნათ, თუ რატომ უნდა ენდონ „ლელოსა“ და მის მაჟორიტარებს. მე დარწმუნებული ვარ, ამომრჩეველი „ლელოს“ „მარშალის გეგმაში“ კარგად ხედავს საქართველოს ჩიხიდან გამოსვლისა და განვითარების კონკრეტულ, რეალურ პროგრამას, რომელიც გააზრებულია პრაქტიკულად ყველა სასიცოცხლო მიმართულების მიხედვით. დ დარწმუნებული ვარ იმაშიც, რომ საქართველოს ამომრჩეველი „ლელოს“ ფართოდ გაუღებს კარს ქართულ პოლიტიკაში. იმაშიც დარწმუნებული ვარ, რომ პოლიტიკურად ყოველთვის აქტიური გურიის ამომრჩეველი არც ამჯერად დარჩება მოვლენების მიღმა, არ შეუშინდება მძიმე პანდემიურ ფონს და მაქსიმალური სიფრთხილითა და რეგულაციების ზედმიწევნით დაცვით თავის გადამწყვეტ სიტყვას იტყვის „ოცნების“ ოპოზიციაში გაშვებისა და „ლელოს“ ხელისუფლებაში მოსვლის საქმეში. ყველას მოგიწოდებთ, 31 ოქტომბერს ვიყოთ ფრთხილები, ამასთანავე  ძალიან აქტიურები  და შევასრულოთ ჩვენი სამოქალაქო ვალდებულება, - მივიდეთ არჩევნებზე“, - აღნიშნა ბრიფინგზე გიორგი სიორიძემ.   ... ...
  • ჩოხატაურის მერიაში მუშაობა შეუფერხებლად გრძელდებაჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერიის ერთ-ერთ თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა. “გურია ნიუსის“  წყაროს ინფორმაციით, სწორედ ამიტომ, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერი და მერიის თანამშრომლები თვითიზოლაციაში გადავიდნენ. ამ ინფორმაციის გადამოწმების გარდა, “გურია ნიუსი“ დაინტერესდა, თუ რა რეჟიმით აგრძელებს ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერია მუშაობას.  _ არ ვიმყოფები თვითიზოლაციაში, რადგან საფინანსო სამსახურის უფროსთან, რომელსაც კორონავირუსი დაუდგინდა, იმ დღეებში კონტაქტი არ მქონია. მერია აგრძელებს ფუნქციონირებას, ნაწილი თანამშრომლებისა, პირველ რიგში, საფინანსო სამსახური, გადასულია დისტანციურ რეჟიმზე. საფინანსო სამსახურის უფროსიც დისტანციურად მუშაობს კლინიკიდან, რისთვისაც განსაკუთრებულ მადლობას იმსახურებს,“ _ გვითხრა მუნიციპალიტეტის მერმა ირაკლი ... ...
  • "ქართული ოცნების" ლანჩხუთის საარჩევნო შტაბი განცხადებას ავრცელებს"ქართული ოცნების" საარჩევნო შტაბი საჯარო განცხადებას ავრცელებს და განმარტავს, რომ ვირუსთან დაკავშირებით, შტაბის წევრებზე, ჩატარებული ტესტირების ყველა პასუხი უარყოფითია. "გაცნობებთ, რომ ქვეყანაში არსებული მდგომარეობიდან გამომდინარე, "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" ლანჩხუთის საარჩევნო შტაბის ყველა წევრმა გუშინ გაიკეთა ტესტირება კოვიდ 19-ზე. საბედნიეროდ, პასუხი უარყოფითია. შტაბის წევრებს ყველა 48 საათში ჩაუტარდება ტესტი, რომ რაიმე არ გამოგვეპაროს და ვიყოთ მაქსიმალურად დაცულები. შტაბის მუშაობას ხელი არ შეეშლება, რადგან ყველა სავალდებულო რეგულაცია ზედმიწევნით იყო და არის დაცული. კიდევ ერთხელ ვიმეორებთ, გუშინ შტაბის ყველა წევრის ტესტის პასუხი უარყოფითია!!!" - წერია "ოცნების" ადგილობრივი ორგანიზაციის მიერ სოციალურ ქსელში გავრცელებულ განცხადებაში. ცნობისთვის, ლანჩხუთის მერს, ალექსანდრე სარიშვილს კოვიდინფექცია გასულ შაბათს დაუდასტურდა და იგი მკურნალობას საკუთარ სახლში ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ რა იცი მსოფლიოს ღირშესანიშნაობების შესახებ?

რომელმა ქვეყანამ აჩუქა აშშ-ს თავისუფლების...

ტესტი _ როგორ იცნობ საქართველოს ისტორიას

სად დაამარცხა თამარ მეფემ რუმის...

ტესტი _ რამდენად ფართოა შენი ცოდნის არეალი

მე-20 საუკუნის რომელი პოლიტიკური მოღვაწე...

ტესტი _ იცი თუ არა ფეხბურთის ისტორია

ვის გაუტანა 1986 წელს მარადონამ...

ტესტი _ ხარ თუ არა "უგზო-უკვლოდ" განათლებული? (მეორე ვარიანტი)

რა დასტრიალებდა თავს მაურისიო ბაბილონიას...

კარმიდამო ჩემი

დროა, მივეჩვიოთ ბუნებრივი რესურსების ეკონომიურად ხარჯვას

პლანეტის გლობალური კლიმატური ცვლილებები ბევრ...

როგორ მოვრწყოთ ვარდები _ ნუ გამოვიყენებთ სუფთა წყალს

ყვავილები, განსაკუთრებით, ვარდები, ყველას უყვარს....

ჩითილების მომზადება კოშტების და ნახერხის დახმარებით

ჩვენი გამოცდილი მეურნეები, სხვადასხვა ხალხურ...

რომელი მცენარეა ფშატი?

ჩვენი არა ერთი მკითხველის გვთხოვს,...

ხალხური მედიცინა დეზინფექციისთვის

სისუფთავის ხარისხი იქ, სადაც ადამიანი...

"საშობაო ლიქიორის" მომზადების ყველაზე შედეგიანი მეთოდი

ძალზე პოპულარული, "საშობაო ლიქიორის" მომზადების...

ყაბაყის ტორტი

საჭირო მასალა: ორი ცალი ყაბაყი,...

სტაფილოს სალათი ცერეცოთი

საჭირო მასალა: სამი ცალი სტაფილო,...

სოკოს სალათი შებოლილი ქათმის ხორცით

ეს უგემრიელესი სალათი უნდა მოვამზადოთ...