1905 წლის რევოლუციური ამბებიდან

ისტორია

1905 წლის რევოლუციური ამბებიდან

2018 სექ 13 14:06:08

1905 წელს, როდესაც სიტუაცია უკიდურესად იყო დაძაბული, ბათუმის კომიტეტმა გადაწყვიტა ზოგიერთი აქტიური შავრაზმელი პოლიციელის თავიდან მოშორება. განაჩენი სისრულეში მოიყვანეს: მოკლეს და დაჭრეს რამდენიმე პოლიციელი და გარადავოი. ასევე, გადაწყვეტილი ჰქონდათ ბათუმის პოლიცმეისტერ სკვარცოვის მოკვლა. ტერორისტები შეიკრიბნენ ვინმე იოსებ მამალაძის ბინაზე. როდესაც მოქმედების დრო დადგა, ისინი სახლიდან გამოვიდნენ და ქუჩაში შემთხვევით გადაეყარნენ გარადოავოი გოგელიას, როლმელიც, როგორც ჩანს,  ყველა მათგანს იცნობდა. გოგელია მოკლეს, მაგრამ ტერორისტების გასროლილმა ტყვიამ იმსხვერპლა მათივე ამხანაგი დიომიდე ღლონტი, რომელიც მაშინ შემთხვევით გამოსულიყო ქუჩაში. ეს ცუდათ ენიშნათ, მამალაძე და სხვები ტერორისტებს სთხოვდნენ სკვარცოვზე თავდასხმა გადაედოთ, მაგრამ მათ არაფრის გაგონება არ სურდათ (იოსებ მამალაძე შინაგან საქმეთა სამინისტროს ფონდი),,... როდესაც ეტლი გაუსწორდა პირველ ამხანაგს ეტლის ქვეშ გაგორდა მაკედონიის სისტემის ყუმბარა, მარა არ გასკდა. დაინახეს რა, რომ ყუმბარა არ გასკდა, იძვრეს რევოლვერები და ეტლს დაედევნენ. სროლის ხმაზე გამოცვივდნენ იქვე ახლოს მდგარი სალდათების ერთი ,,ვზვოდი” და დაუშინეს ჩვენს ამხანაგებს. სროლის დროს ვასილა შარაშიძე დაიჭრა ფეხში, ერთმა გამხეცებულმა ჯარისკაცმა დაჭრილი ფეხი მას ნაჯახით დაუჩეჩქა. სილევან ივანიძეს ტყვიამ ფილტვებში გაუარა, დაიჭრა მაჭავარიანიც. სკვარცოვი აღმოჩნდა თავში მსუბუქათ დაჭრილი. ასევე, დაიჭრა ერთი კაზაკი ერთი ქართველი მუსლიმანი სტრაჟნიკი და ერთი ჯარისკაცი“ (1905 წელი ბარიკადები ბათომში, 1925). დაჭრილი ტერორისტები დროგზე დაყარეს და რატომღაც საპატიმროს საავადმყოფოს მაგივრად, ქალაქის საავადმყოფოში გაგზავნეს. მაშინ საავადმყოფოში ზედამხედველად კარლო ჩხეიძე მუშაობდა (ეს ის ჩხეიძეა, რუსეთის სათათბიროს სხდომაზე რეაქციონერ დეპუტატ პურიშკევიჩს რეპლიკაზე ,,რა ენაზე ლაპარაკობს ეს კავკასიელი მაიმუნიო”, რომ უპასუხა _ ,,როდესაც თქვენი წინაპრები ტყეებში დაძრწოდნენ, ჩვენები სახარებას თარგმნიდნენო!”), რომელთანაც მოლაპარაკება გამართეს (მამალაძის მტკიცებით კი, ჩხეიძე დახმარების მაგივრად საავადმყოფოდან გაიქცა). იმავე საღამოს, შეიარაღებულ რევოლუციონერთა ჯგუფი საავადმყოფოს კარებთან მივიდა, საკაცეებზე დაწვენილი ტერორისტები ეზოს უკანა კარებიდან გაიყვანა და სამშვიდობოს გაიყვანა. თავდამსხმელებიდან ყველა უვნებლად გადარჩა, მხოლოდ შარაშიძემ დაკარგა ცალი ფეხი. მოგვიანებით, რსდმპ ბათუმის კომიტეტის ხარჯით შარაშიძეს პროტეზი გაუკეთეს.

კარლო ჩხეიძეს სახელთან დაკავშირებულია ერთი კრიმინალური ეპიზოდი: იყო ასეთი ახალგაზრდა, მაგრამ უკვე ცნობილი რევოლუციონერი პროკოფი დოლიძე ის ორჯერ იჯდა ქუთაისის ციხეში, ციხიდან გამოსვლის შემდეგ დოლიძე შეუერთდა ყაჩაღების ჯგუფს, რომელთაც 1908 წელს ბათუმში მოიტაცა და მოკლა ექიმი ტრიანდაფილიდისი. ამ საქმეს უზარმაზარი რეზონანსი მოჰყვა. სოციალ-დემოკრატიულმა კომიტეტმა როგორც კი გაიგო, რომ დოლიძე ,,ამ სამარცხვინო საქმეში ერია, გასცა განკარგულება ხელი შეეწყოთ მთავრობისათვის ბოროტმოქმედის შეპყრობაში”. დოლიძე, რომელიც იმხანად ლანჩხუთში იმალებოდა, პოლიციას გადასცეს და სასამართლოს განაჩენით სხვა თანამონაწილეებთან ერთად ჩამოახრჩვეს. ქუთაისის საგუბერნიო ჟანდარმერიის სამმართველოს უფროსი თბილისში სწერდა, რომ ექიმის მოტაცების ორგანიზაციას ხელმძღვანელობდა სახელმწიფო სათათბიროს წევრი კარლო ჩხეიძე, რომელიც ბათუმში საავადმყოფოში მუშაობისას ერთ-ერთ გამტაცებელთან, ფერშალ ვიქტორ რამიშვილთან მეგობრული ურთიერთობა ჰქონდა. მოგვიანებით გაირკვა, რომ ჩხეიძესთან დაკავშირებული ეს ჭორები გაავრცელეს ბერძნულმა და თურქულმა დიასპორებმა, რომლებიც ,,იმ დროს მტრულად იყვნენ განწყობილნი ქართული მოსახლეობის მიმართ”.




 ახალი ამბები
  • უმრავლესობის წევრებმა უმრავლესობა დატოვესსაპარლამენტო უმრავლესობის წევრებმა _ თამარ ჩუგოშვილმა, ირინა ფრიუძემ, გიორგი მოსიძემ, დიმიტრი ცქიტიშვილმა, თამარ ხულორდავამ და სოფიო ქაცარავამ მმართველი გუნდი დატოვეს. აღნიშნული განცხადება თამარ ჩუგოშვილმა გააკეთა. „ჩვენთვის ძალიან პრინციპული იყო ეს ცვლილება. არ აქვს მნიშვნელობა რამ გამოიწვია ამ საკონსტიტუციო ცვლილების ჩავარდნა. ჩვენ არ გვაქვს სხვა გზა გარდა იმისა, რომ დავტოვოთ როგორც საპარლამენტო თანამდებობები, ასევე საპარლამენტო უმრავლესობა, ვინაიდან ამ საკონსტიტუციო ცვლილების ჩავარდნა არის ძალიან მძიმე საკითხი, რომელზეც ჩვენ პასუხისმგებლობას ვერ ავიღებთ“, _ განაცხადა თამარ ... ...
  • ცქიტიშვილის თქმით, უმრავლესობა თამარ ჩუგოშვილმა და რამდენიმე დეპუტატმა დატოვადიმიტრი ცქიტიშვილის განცხადებით, უმრავლესობა და ფრაქცია რამდენიმე წევრმა დატოვა. მისი ინფორმაციით უმრავლესობა თამარ ჩუგოშვილმაც ... ...
  • "არავის სჯერა ქვეყანაში, რომ მაჟორიტარები ბიძინა ივანიშვილს არ ემორჩილებიან"დავით ბაქრაძის განცხადებით, ბოლო დღეებში განვითარებული მოვლენებიდან გამომდინარე, ჰქონდა მოლოდინი, რომ პარლამენტი საკონსტიტუციო ცვლილებებს ჩააგდებდა. მისი თქმით, არავის სჯერა ქვეყანაში, რომ მაჟორიტარები ბიძინა ივანიშვილს არ ემორჩილებიან: “ამ გადაწყვეტილებით ქვეყანა მძიმე პოლიტიკურ კრიზისში შევიდა, ჩვენ კარგად გვახსოვს, რას უშვება ივანიშვილი და "ქართული ოცნება" იმ ადამიანებს, მათივე წევრებს, ვინც რამეში არ ეთანხმება. როგორც კი დათო ჭიჭინაძემ დაიწყო ირაკლი კობახიძის კრიტიკა, ის გარიცხეს უმრავლესობიდან და პარტიიდან, როგორც კი ეკა ბესელიამ დაიწყო მოსამართლეების სიის კრიტიკა, ის გარიცხეს უმრავლესობიდან და ამაზრზენად მოექცნენ... ჩვენ კარგად გვახსოვს და ვიცით, როგორ ექცევა ივანიშვილი და უმრავლესობა მისთვის არასასურველ დეპუტატებს... ეს იყო სპექტაკლი, ეს იყო ტყუილი და ამ ტყუილის ფასს დღეს გადაიხდის მთელი საქართველო,“ _ განაცხადა დავით ... ...
  • მიხეილ სააკაშვილი: "ქართველი ხალხი უნდა დაირაზმოს, გააკეთოს მშვიდობიანი მობილიზაცია”„როგორც მოსალოდნელი იყო, ივანიშვილმა ყველა გადააგდო და გააცუცურაკა. ერთი რამე ვიცი _ მალე მოდის გიორგობის დღესასწაული, 23 ნოემბერი და ქართველი ხალხი უნდა დაირაზმოს, გააკეთოს მშვიდობიანი მობილიზაცია. ამ რეჟიმს აღარანაირი ლეგიტიმაცია არ აქვს. ასე რომ, ყველაფერი ჩვენზეა დამოკიდებული. ძალა ერთობაშია, ყველაფერი გამოგვივა“, _ ასე ეხმარეუბა საქართველოს მესამე პრეზიდნეტი მიხეილ სააკაშვილი პარლამენტში მომხდარ მოვლენებს. წყარო: ... ...
  • „ბიძინა ივანიშვილმა მიიტაცა ხელისუფლება _ ეს არის განგაშის ზარი“„ბიძინა ივანიშვილმა მიიტაცა ხელისუფლება _ ეს არის განგაშის ზარი. ამას მოყვება მწვავე პროტესტი, გადაიკეტება ყველაფერი. ჩვენ მას არ მივცემთ უფლებას, მიიტაცოს ხელისუფლება. მან გვითხრა, არ მაინტერესებს ხალხის აზრი ამაზე კი ის მიიღებს პასუხს“, _ თქვა პარლამენტარმა ელენე ... ...

არქივი

ზაფრანი

როგორ გამოვავლინოთ ნიჭიერი ბავშვი

არ დაგეგმოთ შვილებს მომავალი შეეცადეთ...

აუცილებელი წასაკითხი მამებისთვის

ახალშობილს უნდა ეძინოს დედის საწოლში...

ბეკონი ჯანმრთელობისთვის სახიფათო ყოფილა

შვედი მეცნიერების მტკიცებით, ბეკონის საკვებად...

როგორ დავალევინოთ წამალი პატარას

წამლის დალევა პატარებს არ უყვართ,...

მერილინ მონროს სილამაზის საიდუმლო

 რა იყო ის საიდუმლო, რომლის...

რატომ უნდა ვხატოთ

ცოტა ხნის წინ, ამერიკელმა ფსიქოლოგებმა...
კარმიდამო ჩემი

საშიშია თუ არა ჯანმრთელობისთვის ლამინატის იატაკი

დღეს მოჭიმული იატაკი და ლამინატი...

როგორ ამოვიცნოთ ნატურალური თაფლი

ნამდვილი თაფლი არომატით გამოირჩევა ხელოვნურად...

უებარი საშუალება სიბერის შესაჩერებლად

მწვანილი ანელებს დაბერების პროცესს, აუმჯობესებს...

უებარი საშუალება გაციების წინააღმდეგ

ზამთრის მოახლოებასთან ერთად ვირუსებისა და...

მარილი _ უნიკალური გამაყუჩებელი საშუალება

თავის ტკივილით უამრავი ადამიანი იტანჯება....

ხურმა _ ჯადოსნური ხილი

ხურმა - ჩვენში დასავლეთ საქართველოში...

საშუალება, რომელიც კიბოს ამარცხებს

ლიკოპენს, რომელიც ბუნებრივი ძლიერი ანტიოქსიდანტია,...

უნიკალური მკურნალი მცენარე

მიუხედავად არაერთი მედიკამენტისა, საზოგადოების გარკვეული...

რას კურნავს მრავალძარღვა

მრავალძარღლვას საუკუნეების განმავლობაში იყენებდნენ, როგორ...

არის თუ არა თქვენ საცხოვრებელ ადგილას სასმელი წყალი?