ჯუმათის საეპისკოპოსო _ ეპარქია გურიის სამთავროში

ისტორია

ჯუმათის საეპისკოპოსო _ ეპარქია გურიის სამთავროში

17 მარ. 2016, 15:29:25

ჯუმათის საეპისკოპოსო  დაარსდა XV საუკუნის 70-იან წლებამდე შემოქმედის ეპარქიასა და ხინოწმინდის საეპისკოპოსოსთან ერთად. მოიცავდა ზემო გურიას, მდინარე რიონსა და სუფსას შორის მდებარე ტერიტორიას. ჯუმათელის რეზიდენცია იყო ჯუმათის მთავარანგელოზის ეკლესია.

პირველი ჯუმათელი მღვდელმთავრების ვინაობა ცნობილი არ არის. პირველი, ვინც წყაროებში გვხვდება არის სიმონ ჩხეიძე (ჩხეტიძე), რომელიც როსტომ გურიელის დროს (1534-1566) იყო ეპისკოპოსი. სიმონი იხსენიება როსტომის, მისი მეუღლე თინათინისა და ძის, გიორგის მიერ გაცემულ სიგელში. ჩხეტიძზების გვარის სასულიერო თანამდებობებზე დაწინაურება იმერეთის მეფე ბაგრატ III-ს უკავშირდება. ჩხეტიძეები მეფის მომხრე ფეოდალებს ეკუთვნოდნენ. XVI საუკუნის დასაწყისში მათ დასავლეთ საქართველოს ხუთ საეპისკოპოსო კათედრა ეჭირათ.

XVII საუკუნის დასაწყისიდან 1639 წლამდე ჯუმათის ეპისკოპოსი იყო მალაქია II, შემდგომში დასავლეთ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი და გურიის მთავარი. 1640 წელს ეპისკოპოსი გახდა ნიკოლოზ მანველიშვილი. 1658 წელს შემოქმედისა და ჯუმათის ეპისკოპოსი იყო მალაქია II გურიელი, 1660 წელს ჯუმათის ეპისკოპოსად იხსენიება ვინმე სესიაშვილი. სესიაშვილი მონაწილეობდა ქაიხოსრო I გურიელის წინააღმდეგ მოწყობილ ლაშქრობაში, რომელიც ვამეყ III დადიანმა მოაწყო.

1676 წლამდე ჯუმათელი ეპისკოპოსი იყო მაქსიმე მაჭუტაძე. 1676 წელს ის აღმოსავლეთ საქართველოში გადავიდა ძმასთან, ონოფრე მაჭუტაძესთან ერთად. ისინი თუთა გურიელის ამალაში იყვნენ, რომელიც ლევან ბატონიშვილის ცოლი გახდა. მაქსიმე ბოლნისის ეპისკოპოსი იყო 1688-1701 წლებში და ჯუმათელის ტიტულსაც ინარჩუნებდა. მაგრამ მისი ჯუმათლობა ფიქტიური იყო, ეპარქიას რეალური მღვდელმთავარი ესაჭიროებოდა.

ეპისკოპოსად დაინიშნა მაქსიმე II შარვაშიძე, რომელსაც "დიდ ჯუმათელს"უწოდებდნენ. ის ეპისკოპოსი იყო 1677-1685 წლებში. მაქსიმე და გიორგი III გურიელი გორში მყოფ კაპუცინელ მისიონრებს, მკურნალობისა და ქირურგიის მცდონე პატრებს სთოხვდნენ გურიაში ჩასვლას და ჰპირდებოდნენ მათ თეატინელების დანატოვას მამულებს, ეკლესიას, საქონელსა და ერთ სოფელს, სადაც 20 მოსახლე იყო.

შემდეგი ეპისკოპოსი იყო იოანე ბერიძე. XVIII საუკუნის დასაწყისში ჯუმათის ეპისკოპოსი იყო გაბრიელ ჩიქვანი, რომელიც ამავდროულად ჭყონდიდელ-გაენათელიც იყო. ის ჭყონდიდის ეპისკოპოსი იყო 1701-1714 წლებში. სავარაუდოდ ჭყონდიდის კათედრასთან ერთად დაკარგა ჯუმათის კათედრაც.

მომდევნო ეპისკოპოსი იყო ერკეთის წინამძღვარი მაქსიმე III შარვაშიძე. ის XVIII საუკუნის 40-50-იან წლებში მოღვაწეობდა. მის შემდეგ მისივე ძმისწული გენათელი ექვთიმე გახდა ეპისკოპოსი. იგი 1736 წელს უკვე იყო ჯუმათელი ეპისკოპოსი და შემდგომ მიიღო გენათელობა. 1767 წელს ის მხოლოდ ჯუმათელ ეპისკოპოსად იხსენიება.

რუსეთ-ოსმალეთის ომმა 1768-74 წლებში გურიაზე ცუდი ზეგავლენა იქონია და გურიის საეპისკოპოსოები რამდენიმე წელი დაქვრივებული იყო. 1777 წელს ჯუმათის ეპისკოპოსად დაინიშნა სიმონ აბაშიძე, რომელიც 1778 წლამდე იყო მღვდელმთავარი. 1780 წლის 1 აგვისტოს ჯუმათის ეპისკოპოსად დაადგინეს ხინოწმინდელყოფილი იოანე. 1788-1794 წლებში ჯუმათის ეპისკოპოსი იყო იოსებ თაყაიშვილი.

თაყაიშვილი ამავე დროს შემოქმედელის ტიტულსაც ატარებდა, რადგან 1788 წლიდან შემოქმედის ეპარქია კი პრაქტიკულად გაუქმებული იყო და გურიაში მხოლოდ ჯუმათის საეპისკოპოსი იყო დარჩენილი. მის შემდეგ ჯუმათელი ეპისკოპოსი იყო მაქსიმე IV ნიჟარაძე, რომელიც 1811 წლის 13 სექტემბრამდე დგა კათედრას სათავეში. ამ დროს საეკლესიო მამულები საერო პირებმა დაისაკუთრეს. ჯუმათის კათედრის აღდგენის შემდეგაც გრძელდებოდა ყმა-მამულის მიტაცება. ამ ნიადაგზე ჯუმათელ მაქსიმე IV-ს კონფლიქტი ჰქონდა დავით გიორგის ძე გურიელთან და ვახტანგ გურიელთან.

მათ ძალით წაურთმევიათ საჯუმათლო მამულები, აზნაურნი და გლეხნი. როდესაც მიტაცებული დააბრუნეს, მაქსიმე უკვე გარდაცვლილი იყო. 1811-1827 წლებში ეპისკოპოსი იყო ნიკოლოზ II შერვაშიძე, ერისთავ ქაიხოსრო შერვაშიძის ძე.

იყო რუსული ორიენტაციის და დიდი როლი შეასრულა მამია V გურიელის რუსული პოლიტიკისკენ გადახრაში. გურიის სამთავროს რუსეთის მიერ მიერთების შემდეგ მან შეხედულება შეიცვალა და 1827 წელს იყო იმ თავადაზნაურთა სიაში, რომელიც მთავარმმართებელ ერმოლოვს სთხოვდა რუსული ორიენტაციის მქონე გურიის სამმართველო საბჭოს გაუქმებას.

ნიკოლოზ ჯუმათელის გარდაცვალების შემდეგ, 1827 წელს ჯუმათის საეპისკოპოსო გაუქმდა. გურიის ეკლესიები დროებით სამართავად ჩააბარეს შემოქმედის არქიმანდრიტ არსენ მგალობლიშვილს. 1833 წელს ჯუმათის და შემოქმედის ეპარქიები გააუქმეს და იმერეთისას შეუერთეს.

მიუხედავად ამისა, ფაქტობრივად გურიის ეკლესიებს მაინც არსენი მართავდა გარდაცვლაებამდე, 1842 წლამდე. 1844 წლის 1 აპრილს გურიაში ახალი საეკლესიო კათედრა _ გურიის ეპარქია შემოიღეს, კათედრით ჯუმათში. 1885 წლის 12 ივნისს გურია-სამეგრელოს ეპარქია გაერთიანდა.

1844 წელს დაარსდა გურიის ეპარქია. გურიის ეპისკოპოსიც ჯუმათში იმყოფებოდა. 1885 წელს გურიის ეპარქია სამეგრელოს ეპარქიას შეუერთეს. 1963 წელს აღდგა შემოქმედის ეპარქია, რომელიც ჯუმათის ეპარქიის ტერიტორიასაც მოიცავდა.

გამოყენებულია ვიკიპედიას მასალები




 ახალი ამბები
  • სპეციალური პენიტენციური სამსახურის განცხადება ადვოკატ კობაიძის მორიგ არაკომპეტენტურობასთან დაკავშირებით (R)2020 წლის 30 სექტემბერს ადვოკატმა ალექსანდრე კობაიძემ სოციალური ქსელის მეშვეობით გაავრცელა მორიგი სიცრუე სპეციალურ პენიტენციურ სამსახურთან დაკავშირებით. “საკარანტინო რეჟიმში ამუშავებთ (პენიტენციური დაწესებულებების თანამშრომლებს) და დაფასება ნოლი!!! ხელფასები მაინც მოუმატეთ“, - მიმართა მან აწ უკვე ყოფილ იუსტიციის მინისტრს. მას შემდეგ, რაც 2018 წლის ივლისში პენიტენციური სისტემა იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში გადავიდა, პატიმართან ერთად პენიტენციური სისტემის თანამშრომელიც გახდა განსაკუთრებული ზრუნვის საგანი. სისტემის თანამშრომლების შრომის ანაზღაურება მას შემდეგ ყოველწლიურად იზრდება. მაგალითად, N8 პენიტენციური დაწესებულების ინსპექტორ-კოტროლიორის თანამდებობრივი სარგო დღეს არის 1530 ლარი (რაც 2018 წლის ივლისისთვის არსებულ სარგოს 410 ლარით აღემატება), ოპერატიული მორიგის - 1920 ლარი (რაც 2018 წლის ივლისისთვის არსებულ სარგოზე 735 ლარით მეტია), ხოლო მთავარი ინსპექტორის - 1850 (რაც 2018 წლის ივლისისთვის არსებულ სარგოს 585 ლარით აღემატება) და ა.შ. ასევე დაწესებულებებისა და სამუშაოს სპეციფიკის შესაბამისად, გაზრდილია სხვა თანამშრომელთა შრომის ანაზღაურება, მათ შორის 2020 წლის თებერვალში განხორციელებული ოპტიმიზაციის შედეგად, გაიზარდა ყველა პენიტენციური დაწესებულების სამედიცინო პერსონალის შრომითი ანაზღაურება. რაც შეეხება ბოლო თვეებში პენიტენციურ დაწესებულებებში ე.წ. ყაზარმულ რეჟიმში მომუშავე თანამშრომლებს. შეგახსენებთ, კოვიდ-19-ის შესაძლო გავრცელების პრევენციის მიზნით, მიმდინარე წლის 5 მარტიდან პენიტენციურ სისტემაში განსაკუთრებული პირობები ამოქმედდა. 29 მარტიდან კი პენიტენციური დაწესებულებების თანამშრომლები ყაზარმულ რეჟიმზე გადავიდნენ. ამ შრომის ასანაზღაურებლად, მოცემული პირები ყოველთვიურად იღებენ შესაბამის დანამატს. თავდაპირველად, სამი თვის განმავლობაში ეს იყო 100%-იანი დანამატი. მოგვიანებით, ახალი სამუშაო გრაფიკის დამტკიცების შემდეგ (რაც გულისხმობს ყაზარმულ რეჟიმში ყოფნას როტაციის პრინციპით) დაწესებულებების თანამშრომლებს ყოველთვიურად ეძლევათ დანამატი სარგოს 20%-ის ოდენობით. ვინაიდან ეპიდსიტუაცია არ იძლევა პენიტენციურ სისტემაში განსაკუთრებული პირობების მოხსნის შესაძლებლობას, ხოლო გაცემული დანამატების ოდენობამ კანონით დაშვებულ ზღვარს მიაღწია, საქართველოს იუსტიციის მინისტრმა გამოიყენა მისთვის პატიმრობის კოდექსით მინიჭებული უფლება და გამოსცა ბრძანება, რომლის შესაბამისად, ყაზარმულ რეჟიმში მყოფ თანამშრომლებს დაუწესდათ ყოველთვიური დანამატი, არაუმეტეს მათი სრული თანამდებობრივი სარგოს ზღვრული ოდენობისა. შედეგად, მოცემული პირები დანამატს განსაკუთრებული პირობების მოქმედების პერიოდში დაუბრკოლებლად იღებდნენ და ღებულობენ. შესაბამისად, ადვოკატ კობაიძის განცხადება იმასთან დაკავშირებით, თითქოს პენიტენციური დაწესებულებების თანამშრომლების შრომა არ ფასდება და პენიტენციური სამსახურის და იუსტიციის სამინისტროს ხელმძღვანელობა მათზე არ ზრუნავს, არის სიცრუე და საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მორიგი მცდელობა, რასაც ადვოკატი კობაიძე კვლავ საკუთარი პოლიტიკური მიზნების მისაღწევად იყენებს. ... ...
  • HRC-ის მიმართვა წინასაარჩევნო პერიოდში გამოვლენილ ძალადობრივ ფაქტებთან დაკავშირებით"ადამიანის უფლებათა ცენტრი შეშფოთებულია 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების წინასაარჩევნო პერიოდში გამოვლენილი ძალადობრივი ინციდენტებით, რაც ზიანს აყენებს მშვიდობიან და სამართლიან საარჩევნო გარემოს. განსაკუთრებით შემაშფოთებელია ჟურნალისტებზე პროფესიული საქმიანობის შესრულების დროს დაფიქსირებული თავდასხმის ფაქტები", _ აღნიშნულის შესახებ ადამიანის უფლებათა ცენტრი განცხადებას ავრცელებს.  "ადამიანის უფლებათა ცენტრი მიმართავს საგამოძიებო ორგანოებს, უმოკლეს დროში გამოიძიოს 2020 წლის 27 სექტემბერს, ბოლნისში, „ქართული ოცნებისა“ და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრებს შორის მომხდარი დაპირისპირებისას და 2020 წლის 29 ოქტომბერს, მარნეულში, ჟურნალისტებზე განხორციელებული ძალადობის ფაქტები. მხოლოდ ამ გზით არის შესაძლებელი, მოხდეს სამომავლოდ მსგავსი ფაქტების პრევენცია, რათა პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებმა და  აქტივისტებმა შეძლონ საკუთარი საქმიანობის მშვიდობიან წინასაარჩევნო გარემოში წარმართვა, ხოლო ჟურნალისტებს ჰქონდეთ საშუალება, უსაფრთხო სამუშაო პირობებში განაგრძონ საქმიანობა.  გავრცელებული ინფორმაციით, 2020 წლის 27 სექტემბერს, ბოლნისში, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის მხარდამჭერებსა და მათ მაჟორიტარობის კანდიდატს, კახა ოქრიაშვილს თავს დაესხნენ „ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატის, გოგი მეშველიანის ძმა და მათი მხარდამჭერები. საპირისპიროდ, „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები აცხადებენ, რომ კონფლიქტი ფიზიკურ დაპირისპირებაში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პროვოკაციული ქმედებებისა და ძალადობის შედეგად გადაიზარდა, აქტივისტებს ხელკეტებითა და ქვებით დაესხნენ თავს, რის შედეგადაც რამდენიმე დაშავებული საავადმყოფოში გადაიყვანეს. ასევე, „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერ კოლონაში მოძრავი ერთ-ერთი ავტომობილის მძღოლი აცხადებს, რომ მის ავტომობილს ქვა ესროლეს და დააზიანეს.  2020 წლის 29 ოქტომბერს, „მთავარი არხის“ 2 ჟურნალისტსა და 2 ოპერატორს, ასევე საზოგადოებრივი მაუწყებლის ოპერატორს მარნეულში ფიზიკურად გაუსწორდნენ. „მთავარი არხის“ ჟურნალისტს თავი აქვს გატეხილი. ამასთან, დაზიანებულია ორივე მაუწყებლის ტექნიკა.  პრობლემურია, რომ საზოგადოებას ინციდენტების შესახებ ინფორმაცია განსხვავებულად მიეწოდება სხვადასხვა ტელევიზიის მიერ და იშვიათია კონკრეტული მედიასაშუალებების მიერ ინციდენტების დაბალანსებული გაშუქება, რაც ხელს უწყობს საზოგადოების პოლარიზებას. მნიშვნელოვანია, რომ ტელევიზიებმა დაიცვან მაუწყებლობის შესახებ კანონის მოთხოვნა და ახალი ამბების გამოშვებებში ყველა ფაქტი თუ შეხედულება დაბალანსებულად, არადისკრიმინაციულად და პლურალისტულად გააშუქონ.  ადამიანის უფლებათა ცენტრი მიმართავს:  ხელისუფლებას და საგამოძიებო ორგანოებს:  . დროულად და ეფექტურად გამოიძოს პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლების, მათთან დაკავშირებული აქტივისტებისა და მხარდამჭერების მიმართ განხორციელებული ზეწოლისა და მუქარის, ასევე პოლიტიკური პარტიების კამპანიისთვის ხელშეშლის ფაქტები.  .  სწრაფად და ეფექტიანად გამოიძიოს ჟურნალისტებზე განხორციელებული ძალადობისა და ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელის შეშლის ფაქტები.  პოლიტიკურ პარტიებს:  .  არ დაუშვან ოპონენტი პოლიტიკური პარტიების კანდიდატებისა და მხარდამჭრების მიმართ ზეწოლა, მუქარა და ძალადობა; .   წინასაარჩევნო კამპანია და შესაბამისი აქტივობები განახორციელონ კანონით დადგენილ ჩარჩოებში, მშვიდობიანი ფორმებით;  მედიასაშუალებებს:  .  კეთილსინდისიერად შეასრულონ საზოგადოების წინაშე აღებული პასუხისმგებლობა და საინფორმაციო გამოშვებებში, მაქსიმალურად უზრუნველყონ ყველა ფაქტის თუ შეხედულების დაბალანსებულად, არადისკრიმინაციულად და პლურალისტულად გაშუქება.  .  ფაქტების გადმოცემისას თავი შეიკავონ ინფორმაციით თვითნებური მანიპულირებისაგან, რაც კიდევ უფრო მნიშვნელოვანია მაშინ, როდესაც საქართველოს მედიაგარემო უკიდურესად პოლარიზებულია და ტელევიზიების ნაწილი ამა თუ იმ პოლიტიკურ ძალას ემხრობა, რაც მათ სარედაქციო პოლიტიკაში მკაფიოდ ჩანს, _ ნათქვამია ადამიანის უფლებათა ცენტრის ... ...
  • "წყალი რომ მოდის, სიხარულისგან გული მიჩქარდება!"ხმამაღალი განცხადებები, რომ გახორციელებული ინფრასტრუქტურული სამუშაოების შემდეგ ლანჩხუთის რიგ სოფლებში, მათ შორის ჯუნეწერში, მოსახლეობას 24-საათიანი, ხარისხიანი წყალმომარაგება ექნებოდა, არაერთხელ გაკეთდა. მაგალითისთვის გასული წლის დეკემბერში გურიის მხარისა და მუნიციპალიტეტის ოფიციალურ გვერდებზე გამოქვეყნდა ინფორმაცია, რომ "ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ცხრა სოფელში (სოფ. ჯუნეწერი, გვიმბალაური, ტაბანათი, ახალსოფელი, ღრმაღელე, წყალწმინდა, შრომისუბანი, გულიანი, წიაღობანი), გახორციელდა 1470 გრძივი მეტრი წყალმომარაგების სამუშაოები. პროექტის ღირებულება 1 101 329 ლარს შეადგენს. სამუშაოების დასრულების შემდეგ, ადგილობრივ მოსახლეობას 24-საათიანი, ხარისხიანი წყალმომარაგება ექნება. სულ ლანჩხუთში გახორციელდა 16,5 კმ წყალმომარაგების ქსელის მოწყობის სამუშაოები; დაიხარჯა 2 248 000 ლარი, წყლის მიწოდება გაუუმჯობესდა 1380 ოჯახს". თუმცა, ირკვევა, რომ შესრულებული სამუშაოებისა და გახარჯული ათასობით ლარის მიუხედავად, სოფლებში ისევ აქტუალურია წყლის მიწოდების პრობლემა. "ერთი დღე გვაქვს წყალი და ისიც _ ღამით. თანაც ხალიჩის გარეცხვას თუ ნახევარი საათი სჭირდება, სამი საათი დასჭირდა. ასეთი უპასუხისმგებლო კომპანია არც ერთ ტენდერს არ იმსახურებს! ყველაფერს აქვს საზღვარი", _ წერს სოციალურ ქსელში სოფელ ჯუნეწერის მკვიდრი ნინა ბარამიძე. მისივე ინფორმაციით, სათავე ნაგებობაზე წყალი არის და პრობლემას დაზიანებული მილები ქმნის. "ხშირად დავდივარ თუნდაც გასაწმენდად. ფაქტია, ძველი მილები უკეთესი იყო, ერთი დღე ნორმალურად გვქონდა წყალი. ყველგან დახეთქილია მილები. გზებზე მოთხრიშინებს წყალი", _ წერს ნინა ბარამიძე, რომელიც ტენდერში გამარჯვებული კომპანიის მიერ შესრულებული სამუშაოებით უკმაყოფილოა. სოფელ ჯუნეწერში მოსახლეობას რომ უწყლობა აწუხებთ და მისი ონკანში წამოსვლის მოლოდინში ღამეების თევა უწევთ, ამას სოფლის სხვა მცხოვრებლებიც ადასტურებენ: "რამდენიმე თვეა, ღამის ცვლაში ვმუშაობ. ველოდები სარეცხი მანქანა როდის გამოირთვება. თან დილით ადრე უნდა ავდგე, ბავშვები მყავს სკოლაში გასაშვები. ყოველ მეორე ღამეს ვათენებ. მართლა რამე უნდა ვიღონოთ, საღამოს რვა საათზე მოდის წყალი და მთელ სოფელს ონკანი ღია აქვს, წყალს ნაკადი სულ არ აქვს. ასე გაგრძელება აღარ შეიძლება. წყალი რომ მოდის, გული სიხარულისგან მიჩქარდება. წარმოგიდგენიათ, 21-ე საუკუნეში წყლის მოსვლა რომ გაგიხარდება?!" შექმნილ ვითარებაში სამუშაოების შემსრულებელი კომპანიის დადანაშაულებას, არამართებულად მიიჩნევს ლანჩხუთის საკრებულოს ყოფილი წევრი რომან ბიწაძე: "მესმის, მომხმარებელს აინტერესებს ჰქონდეს წყალი, რაშიც იგი ყოველთვის მართალია. მაგრამ იგივე მომხმარებელი ყოველთვის არ არის მართალი, როცა პროექტის წარუმატებლობაში ერთპიროვნულად მშენებელს ადანაშაულებს. უნდა ინახოს პროექტი, რამდენად სწორად იყო შედგენილი. შედარდეს პროექტი გაკეთებულს, თუ პროექტიდან გადახვევაა (ნებართვების გარეშე) პასუხისმგებლობა ამ შემთხვევაში დაეკისრება მშენებელს. მთავარი პასუხისმგებელი ამ პროცესებში მაინც დამკვეთია, რადგან პროექტის ხარისხს და შესრულებული სამუშაოების ხარისხს ის უნდა აკონტროლებდეს. მაგალითად, ბაზარში ცუდ ყველს რომ შემოგვაპარებენ, ჩვენ უფრო დამნაშავეები ვართ, ვიდრე ყველის გამყიდველი", _ ამბობს რომან ბიწაძე. შექმნილ ვითარებაში, ასევე, სამუშაოების შემსრულებელი კომპანიის ბრალეულობას ვერ ხედავს სოციალური ქსელის ერთ-ერთი მომხმარებელი მამუკა ხიტირი, რომლის თქმითაც, ის იმ კომპანიაში მუშაობდა, რომელმაც ჯუნეწერში წყლის სისტემის რეაბილიტაციის სამუშაოები განახორციელა. მისი თქმით, პრობლემას წყლის დებეტის სიმწირე ქმნის: "კომპანიები რა შუაშია, როცა წყლის დებეტი არ არის საკმარისი. ეგ შემსრულებელ კომპანიას კი არა, დამკვეთს უნდა მოეთხოვოს. რას უკვეთავს და რატომ უკვეთავს არასწორ პროექტს. აქ საუბარია არასაკმარის წყლის დებეტზე და არა უხარისხოდ შედუღებულ წყლის მილებზე. არ არის დებეტი საკმარისი. მერწმუნეთ, დათვლილი მაქვს ეგ ძალიან ბევრჯერ, როცა ვმუშაობდი მაგ კომპანიაში". სოფელ ჯუნეწერში მოსახლეობისთვის წყლის მიწოდებასთან დაკავშირებით შექმნილ პრობლემასთან დაკავშირებით "გურია ნიუსი" კომენტარისთვის მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსს ლევან ჩხაიძეს დაუკავშირდა. მისი თქმით, სოფლის მოსახლეობას ზაფხულის პერიოდში წყალი გრაფიკით მიეწოდებოდა, რომელსაც სოფლის წარმომადგენელი განსაზღვრავდა. ჩხაიძისვე თქმით, პრობლემას მოსახლეობის მხრიდან წყლის დაუდევრად მოხმარება ქმნის: "ვერ ვიტყვი, რომ სოფლის მოსახლეობას წყალი მხოლოდ ღამის საათებში მიეწოდება. წყლის დებეტის არასაკმარისი რაოდენობის გამო, ზაფხულის პერიოდში გრაფიკი იყო შედგენილი, რომელსაც სოფლის წარმომადგენელი აგვარებდა და ამის მიხედვით ხდებოდა მიწოდება. ზაფხულის პერიოდში ყველას მოშვებული აქვს ბოსტნების სარწყავად წყალი, ამიტომაც იქმნება პრობლემა, სხვა არანაირი ხარვეზი არაა", _ გვითხრა ლევან ჩხაიძემ.  საგულისხმოა, რომ წყლის მიწოდებასთან დაკავშირებული პრობლემები ლანჩხუთში ბევრ სოფელს აწუხებს. "ეგეთი ვითარებაა ლანჩხუთის ბევრ სოფელში. მაგალითად, ტელევიზიით გავიდა სიუჟეტი ლესაში წყალი გააკეთეს და 24-საათიანიაო, სინამდვილეში სამი დღე არის წყალი და სამი დღე _ არა. ასეა გვიმბალაურშიც გზის ერთ მხარეს გამოიყვანეს, მეორე მხარეს არა, ისიც საცოდავად მოდის", _ ამბობენ უწყლობით შეწუხებული ... ...
  • "ყველაფერი კორონას ბრალია?!" _ ჟრიამულს მონატრებული ოზურგეთის კულტურის და დასვენების პარკიოზურგეთის კულტურისა და დასვენების პარკი ახალგაზრდობის ერთ-ერთი საუკეთესო თავშეყრის, საინტერესო ღონისძიებების და გართობის ცენტრალური ადგილი იყო. პანდემიის მსოფლიო პრობლემად გამოცხადების შემდეგ, რიტმი აქაც შეჩერდა, თუმცა, ეს შეჩერება მხოლოდ ვირუსის გამოძახილი არ იყო _ აქტიური მოძრაობა, რატომღაც სრულ უმოქმედობაში გადავიდა ცალკეული მიმართულებების მხრივ. გასულ წელს, ოზურგეთის მაჟორიტარი დეპუტატის, არჩილ თალაკვაძის მიერ, ოზურგეთში ორი პარკისა და ერთი სკვერის (სამკუთხა პარკი თეატრთან, 9 აპრილის ბაღი პოლიციასთან და კულტურის და დასვენების პარკი, რომელიც მოცულობით ორ ჰექტარ ფართობზეა განთავსებული) რეაბილიტაცია დაანონსდა. ცნობილია, რომ მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ, ზემოთ აღნიშნული სამივე პარკის რეაბილიტაციისთვის, საუბარი იყო სამი მილიონი ლარის გამოყოფაზე. თუმცა, მოგვიანებით, იმავე ფონდის მიერ, გაიყო ეს პროექტი და მხოლოდ სამკუთხა პარკის რეაბილიტაცია დაიგეგმა. რაც შეეხება ახალგაზრდობისთვის ყველაზე მიმზიდველ და საინტერესო _ ოზურგეთის კულტურის და დასვენების პარკს, აქ უნდა გაკეთებულიყო ატრაქციონები, ამფითეატრი, ხოლო ადმინისტრაციული შენობისთვის განსაზღვრული კორპუსი თავიდან უნდა აშენებულიყო. რა ხდება დღეისთვის? როგორც ოზურგეთელი ახალგაზრდები ამბობენ, მათ იმედი გაუცრუვდათ და, ჯერჯერობით, პასუხის სრულყოფილად გამცემი არავინაა. კულტურის და დასვენების პარკი დღეისთვის სრულად რეაბილიტაციას საჭიროებს, პირველ რიგში, ეს ეხება განათების ქსელს, რომელსაც საერთო არაფერი აქვს სტანდარტულ განათებასთან _ პარკის უმეტესი ნაწილი მუდამ ჩაბნელებულია. ამფითეატრი პარკში რაც შეეხება მანქანებს, ატრაქციონებს, ცნობილ მატარებელს _ ყველაფერი მწყობრიდაანაა გამოსული. კერძოდ, ყველამ იცის, რომ ატრაქციონები, ისიც მეორადი, "ნაციონალური მოძრაობის" ხელისუფლებაში მოსვლისას დამონტაჟდა და მერე არ შეცვლილა. დიდი ხანია, შესაკეთებლადაა მატარებელი, ლიანდაგი ჟანგისფერია. ატრაქციონთა ნაწილი რეაბილიტაციას საერთოდ არ ექვემდებარება და ცალკე საკითხია, რომ ის ახლებით უნდა ჩანაცვლდეს. აქ მხოლოდ მატარებლების ლიანდაგები დარჩა რაც შეეხება ავტოდრომს, უნდა შეეძინათ ახალი მანქანები _ თითოეულის ღირებულება 250 ევროთი იყო განსაზღვრული. როგორც "გურია ნიუსისთვის" გახდა ცნობილი, მუნიციპალური განვითარების ფონდმა არსებული პროექტი, რომლის მიხედვით სამი პარკის რეაბილიტაცია უნდა მომხდარიყო, ფაქტობრივად, გახლიჩა და დღეისთვის მხოლოდ სამკუთხა პარკის გაკეთება დაისახა მიზნად. ტენდერი უკვე ჩატარდა და ოზურგეთის სახელმწიფო თეატრის გვერდით მდებარე ამ პარკის სარეაბილიტაციო პროცესიც დაწყებულია. თავის მხრივ, ეს მისასალმებელი ფაქტია, მაგრამ გაცილებით ცუდი და საგანგაშოა კულტურის და დასვენების პარკის რეაბილიტაციის შეჩერება. ჩვენთვის ცნობილია ისიც, რომ 2020 წლის დასაწყისში, მუნიციპალური განვითარების ფონდიდან, აღნიშნულ საკითხზე ინფორმაცია გამოითხოვა დემოკრატიული ჩართულობის ცენტრის ოზურგეთის ოფისის კოორდინატორმა, გიგი მახარაძემ. "გურია ნიუსთან" საუბრისას გიგი მახარაძემ აღნიშნა, რომ მუნიციპალური განვითარების ფონდში მხოლოდ სამკუთხა პარკის რეაბილიტაციის შესახებ მისცეს დაზუსტებული პასუხი: _ ჩვენ გვითხრეს, რომ დანარჩენ ორ პარკში, მათ შორის, კულტურისა და დასვენების პარკში, რეაბილიტაცია ჯერ არ იწყება და უფრო მეტიც _ ბიუჯეტში ჯერ თანხა არ არის არც გათვალისწინებული და არც მოძიებული. თუ რატომ შეჩერდა ამ პროექტის სრულად გახორციელება, მიზეზი, არსებული სიტუაციაც უნდა იყოს _ პანდემიას ვგულისხმობ. დაზუსტებით არ ვიცი, _ გვითხრა მახარაძემ. მიუხედავად მსოფლიოში არსებული პანდემიის გამო გამკაცრებული რეგულაციების გარემოს შექმნისა, ინფრასტრუქტურული სამუშაოები, როგორც ვიცით, არსად შეჩერებულა. პირიქით, უდიდესი ინტერესი ღვივდება ყოველდღე მწვანე სივრცეების მიმართ. მათ შექმნასა და განვითარებაზე იწერება და დგება მრავალი პროექტი. როგორც ოზურგეთის მერიაში ამბობენ, მუნიციპალური განვითარების ფონდმა დამოუკიდებლად გადაწყვიტა პროექტის გაყოფა. როგორც მერიაში გვითხრეს, ფაქტობრივად, მათ ადგილობრივი ხელისუფლებისთვის არც უკითხავთ, ისე გადაწყვიტეს, გაეყოთ პროექტი, მიზეზად კი პანდემიის პრობლემა დასახელდა. როგორც გავარკვიეთ, პროექტი, რომლითაც თეატრის გვერდით მდებარე სამკუთხა პარკი უნდა რეაბილიტირდეს, მილიონ 700 ათასი ლარის ღირებულების სამუშაოებს მოიცავს. კულტურის და დასვენების პარკის რეაბილიტაციის საკითხი კი კვლავ პრობლემად რჩება, რაც უკვე დროს ვეღარ უძლებს და სასწრაფოდ მოსაგვარებელია. საკითხის ირგვლივ ვესაუბრეთ ა(ა)იპ "მოსწავლე-ახალგაზრდობის და კულტურის ცენტრის" დირექტორს თამარ ნადირიძეს. სამწუხაროდ და ჩვენდა გასაკვირად, მან მოკლე გაგვცა: _ ამ პროექტის შესახებ, დეპუტატის ბიუროში იკითხეთ, _ გვითხრა ნადირიძემ. ნადირიძის ამგვარი პასუხის გამო გაკვირვების მიზეზი ისაა, რომ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის წინა მოწვევის საკრებულოში ყოფნისას, როგორც დეპუტატი, ყოველ საკითხზე ოპოზიციურ აზრებს აფიქსირებდა და არაერთხელ, პროტესტის ნიშნად, ხმაურით დაუტოვებია სხდომა. ჩვენ კი, ჟურნალისტები, ვერ ავუდიოდით მისი კომენტარების, საპროტესტო აზრების მოსმენას და ჩაწერას?! გვიკვირს, რომ ნადირიძე ახლა თითქმის მდუმარედაა და თავად არ სვამს საკითხს ახალგაზრდობის თავშეყრის ამ უპირველესი კერის მწყობრში ჩასაყენებლად! ზაფხულის განმავლობაში, როცა პანდემიის მიუხედავად, მთელი მსოფლიო მწვანე სივრცეს ეტანებოდა, იმართებოდა ღონისძიებები, შესაძლებელი იყო თუ არა აღნიშნულ ა(აიპ)-ს, სადაც რამდენიმე ანსამბლი ფინანსდება ჩვენი ბიუჯეტიდან, გაემართა საზაფხულო კონცერტები? საინტერესოა, რაში იღებენ ადამიანები ხელფასებს და რატომ გაჩნდა ახალი ტერმინი _ "ახალგაზრდა პენსიონერები"? "გურია ნიუსთან" საუბრისას, ბევრი რესპონდენტი, ვინც წუხს პარკის დღევანდელი მდგომარეობის გამო, აღნიშნავს, რომ თანამდებობაზე მყოფმა ყველა პირმა თავისი წილი პასუხისმგებლობა უნდა იტვირთოს საკითხის მოსაგვარებლად. რა მდგომარეობაა დღეს ოზურგეთის კულტურის და დასვენების პარკში და ასრულებს თუ არა ის თავის ფუნქციას, ნაწილობრივ მაინც? პარკის ტერიტორია ორ ჰექტარ ფართობს მოიცავს და ამ დროისთვის აქ ყველაზე ცოცხალი თავშეყრის ადგილი ერთია _ "ტენისის მაგიდის" ირგვლივ, სადაც გვიან ღამემდე ერთობიან ახალგაზრდები. უახლოეს წარსულში, ოზურგეთის მერიის კულტურის სამსახურის მიერ, აქ ეწყობოდა კინოჩვენებები, შემდეგ კი იმართებოდა დისკუსიები ამა თუ იმ კინოფილმის შესახებ. ასევე, ეწყობოდა "ზაფხულის საღამოები" აღნიშნული სამსახურის მიერ, თუმცა, ახლა ეს ყველაფერი შეჩერებულია. როგორც ახალგაზრდები ამბობენ, სასწრაფოდ უნდა მოხდეს პარკის რეაბილიტაცია და ყველა უნდა ჩაერთოს ამ საქმეში _ დაწყებული მუნიციპალური განვითარების ფონდიდან, რათა პარკი არ დაემსგავსოს 90-იანი წლების შავ-თეთრ სამყაროს: _ რაზეა საუბარი, როცა მატარებელი ექვსი თვეა, შესაკეთებლადაა წაღებული და რა უქნეს, არავინ იცის? ვის რად უნდა ეს უმოქმედო და უფუნქციო რელსები, რომელიც ყოველდღე იჟანგება? მართალია, აქ გაკეთდა წიგნების თარო, არის მწვანე საფარი, მაღალი სეგმენტის ნარგავები, მაგრამ ეს კმარა? აქ უნდა გაკეთდეს თანამედროვე ახალგაზრდული თავშეყრის ადგილი, სადაც სამკითხველოები, ტრენაჟორები, სპორტული ბაქნები, ატრაქციონები იქნება განთავსებული. ეს ჩვენი მოთხოვნაა! ყველაფერი კორონას ბრალი არაა და ნურც დავაბრალებთ, _ გვეუბნებიან ახალგაზრდები, რომლებიც ამჯერად ვინაობას არ ასახელებენ და აპირებენ, უახლოეს მომავალში, ერთად დაგეგმონ შეხვედრა აღნიშნული პრობლემის ირგვლივ, სადაც პერსონალურად ისაუბრებენ კონკრეტულ მწვავე პრობლემებზე და იმედოვნებენ, რომ დააჩქარებენ პარკის რეაბილიტაციის საქმეს. "გურია ნიუსი" გააგრძელებს ამ მწვავე საკითხის გაშუქებას მანამ, ვიდრე ოზურგეთის კულტურისა და დასვენების პარკის სრული რეაბილიტაცია არ ... ...
  • "ყველაზე მეტად ცოცხი და ზეთი გაძვირდა" _ ფასების ზრდის თავისებურება ოზურგეთშიპანდემიის პერიოდს რომ ფასების ზრდა მოჰყვებოდა და მოჰყვა, ეს უჩვეულო ამბად არავის მიაჩნია. თუმცა, მოქალაქეთა უკმაყოფილება გარკვეულ მოსაზრებას შეიცავს, თუ როგორ და რატომ ხდება ფასების მატება, რაც ასე ულმობლად ურტყამს მათ ბიუჯეტს. _ ფასები რომ არ "გაიქცეს" თავის ჭკუაზე, მთავრობა, აღმასრულებელია თუ საკანონმდებლო, იმთავითვე უნდა იდგეს პრობლემის მოსაგვარებლად. რას ნიშნავს ის, რომ ერთ დღეს, დილიდან რომ ჰქონდათ შაქარი, მოულოდნელად, შუადღისას არსად იყო, დიდ მარკეტებში განსაკუთრებით. უცებ როგორ გაქრა ყველგან?! ეს იმას ნიშნავს, რომ ფასის გაზრდას ელოდებიან და მომდევნო დილით რომ აწეული ფასი დაგვხვდება, იტყვიან, რომ ფასმომატებული შემოიტანეს. რომ შემოიაროთ ახლა მაღაზიები, ყველას ექნება დასაწყობებული, მაგრამ ჩხრეკას ხომ ვერ ჩაატარებ? ელოდებიან მომდევნო დღეს, რომ ერთად გააძვირონ. დღეს თუ აქა-იქ, პატარა მაღაზიებში, ზოგ სასურსათო წერტილში იყიდით 1,70 ლარად ერთ კილოგრამ შაქარს, დიდ მაღაზიებს რატომ არ უნდა ჰქონდეთ? _ გვეუბნებიან რიგითი მოქალაქეები, რომლებიც უკმაყოფილებას გამოთქვამენ შაქრის გაძვირების გამო. 23 სექტემბრისთვის ოზურგეთში ერთი კილოგრამი შაქარი 1,80 ლარი ღირდა, თუმცა, ყველა მაღაზიაში არ იყო და ხალხი ვარაუდობს, რომ ფასს კიდევ უფრო გაზრდიან: _ სასურსათო პროდუქტებს შორის ყველაზე ძალიან ზეთი გაძვირდა, საყოფაცხოვრებო ნივთებს შორის კი _ ცოცხი. გასაკვირია, რატომ გაძვირდა ესენი ყველაზე ძალიან? ცოცხი 8 ან ცხრა ლარი ღირს. ერთი ბოთლი ზეთის ფასი კი იწყება 4,20 ლარიდან, როცა ერთ ლიტრს სამ ლარადაც იყიდდი. ახლა სულერთია, რა ხარისხის და დასახელებისაც უნდა იყოს, ერთი ბოთლის ფასი 4 ლარზე მეტია, საშუალოდ კი, 4,50 ლარიდან იწყება. არ გვითხრათ ახლა, ეს ბიზნესიაო. იმდენს კი ვხვდებით, რომ მთავრობაა ვალდებული, წინასწარ დაიჭიროს თადარიგი და არ გაგვიძვირონ არაფერი, პროდუქტები განსაკუთრებით, _ გვეუბნებიან ოზურგეთელი მოქალაქეები: ნინია ოგანოვა, ხათუნა ლომჯარია, მანანა ტყეშელაშვილი, მანანა მახარაძე და სხვები. ისინი წუხან, რომ დილიდან ბაზარში წამოვიდნენ და სირბილში ეხარჯებათ დრო, უფრო "იაფიან მაღაზიის" მისაგნებად, თუმცა, როგორც თქვეს, საბითუმოებშიც მაღალი ფასებია. თავის მხრივ, დიდ მარკეტებში ამბობენ, რომ არ შეეფერება სიმართლეს ის მოსაზრება, თითქოს ვინმე საწყობში მალავს შაქარს ან სხვა პროდუქტს. ოზურგეთის ბაზარში არსებულ მაღაზიებში მოვაჭრე გამყიდველთა უმეტესობა ამბობს, რომ მხოლოდ შაქარი და ზეთი გაძვირდა. ამბობენ იმასაც, რომ შაქრის ფასი, შესაძლოა, კიდევ გაიზარდოს _ ბევრი ამას საშემოდგომო მოვლენად თვლის და ამბობს, რომ, როცა ღვინის დაყენების სეზონი იწყება, შაქრის ფასი ყოველ წელს მატულობს. _ მარტო შაქარი კი არა, ყველაფერი გაძვირდა. ახლახან რომ ჩავედით ბათუმში და სხვადასხვა საყოფაცხოვრებო პროდუქცია ავიღე, ვიანგარიშე და 18%-ია მომატებული. ღმერთმა იცის, გაძვირებული შემოიტანეს თუ იქვე გააძვირეს სასწრაფოდ. რაკი ვირუსი გააქტიურდა, გააქტიურდნენ ადვილად ფულის შოვნის მსურველებიც. ეს რომ ასე ხდება ასეთ დროს, მთავრობამ ჩვენზე კარგად იცის. ამიტომ იქაც საჭიროა ე. წ. რეგულაციები, _ გვეუბნებიან ბაზარში მოქმედი მაღაზიების გამყიდველები. რაც შეეხება პურსა და პურის ფქვილს, ჯერჯერობით, არ გაზრდილა გამომცხვარი პურის ფასი. პურის ფქვილის ღირებულება კი, გაიზარდა. ერთი 25 კილოგრამიანი ტომარა 32-33 ლარი ღირს. ცოტა ხნის წინ კი 29 ლარად შეიძლებოდა შეძენა. ჩვენ არაერთხელ ვცადეთ წისქვილკომბინატ "გულისტანის" მენეჯერთან დაკავშირება, თუმცა, მარინა ჩხაიძემ გვითხრა, რომ შეხვედრებზე იმყოფება და სხვა დროს გვიპასუხებდა. ამასობაში კი პურის ფქვილის ფასის კვლავ მატებაზე საუბრობენ. მოქალაქეებს ყველაზე მეტად სურსათზე ფასების ზრდა აწუხებთ _ კვლავინდებურად ძვირია ხორცი (ერთი კილოგრამი 17 ლარი ღირს), ერთი კილოგრამი ყველის ფასი 9-10 ლარია, ხოლო ერთი ლიტრი რძე 2,50 ლარი ღირს. თუ მოასწრებ და დილით ადრე სოფლებიდან ჩამოსულ ხალხს დახვდებით, შესაძლებელია, ერთი ლარით უფრო იაფად შეიძინოთ ესა თუ ის პროდუქტი. თუმცა იქაც გაწევ-გამოწევაა, რადგან მყიდველ-გადამყიდველებს ცალკე აქვთ ერთმანეთში დავა, "ოპტავოი" ხალხი ვართ და ხელს ნუ გვიშლითო. ცოცხალი ფრინველით და ცხოველით მოვაჭრეთა თქმით, ცოტათი გაიაფდა გოჭის ღირებულება. _ თუ მაგას გაიაფება ჰქვია, დღეისთვის ცოცხალი წონით, გოჭის ფასი ერთ კილოგრამი ათი ლარია. წინა კვირაში კი 12 ლარი იყო. ახალი ქათამი 15 ლარი ღირს, დედალი 20-25 ლარი. შედარებით იაფია იხვი _ ზრდასრულის ყიდვა 12-14 ლარადაა შესაძლებელი, _ გვითხრეს ბაზრის ტერიტორიაზე საგანგებოდ გამოყოფილ სივრცეში, სადაც შინაური ფრინველითა და ცხოველით მოვაჭრეები არიან განთავსებული. _ ყველა პენსიონერი და ასაკოვანი ხალხი  ვართ. სულ არ გვინდა, აქ ვიდგეთ და ამ სუნსა და ყვირილში ვატარებდეთ სიბერის დღეებს, მაგრამ შეგვიქმნა ვინმემ უკეთესი პირობები? დღევანდელი პენსიით თავის რჩენა ვის შეუძლია? შვილიშვილს თვეში ორჯერ შოკოლადი არ უნდა ვუყიდოთ? ასაკოვან ადამიანს ეს თანხა წამლებში სჭირდება, _ ხელისუფლების მიმართ საყვედურს გამოთქვამენ აქ მომუშავე ქალბატონები. რაც შეეხება ლარის და დოლარის კურსს, 26 სექტემბრისთვის, ოზურგეთში, ერთი დოლარის ყიდვა 3,60 ლარი ხოლო გაყიდვა 3, 66 ლარი იყო: _ დიახ, ძალიან გაუფასურდა ლარი. ვერ ხედავთ? ჩვენ კი არ ვშვებით ამას, ასეთია მოცემულობა. ბანკებში შედით, უფრო ძვირს დაგიფასებენ. ჩვენ ცოტა ნაკლებში ვყიდით. "ზემოთ" ჰკითხეთ, ჩვენ ნუ გვეკითხებით, _ ბაზარში მომუშავეთა მსგავსად, მთავრობისკენ მიგვითითეს ოზურგეთის "სავალუტო ბირჟაზე" დასაქმებულებმა. ქვეყანაში საკვები პროდუქტებსა და მედიკამენტებზე ფასების ზრდას მმართველ გუნდში გამოეხმაურნენ _ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე სოფო კილაძემ აღნიშნა, რომ საკითხის მოსაგვარებლად აღმასრულებელმა და საკანონმდებლო ხელისუფლებამ ყველაფერი უნდა გააკეთოს: "ფასების ზრდა, რა თქმა უნდა, პირდაპირ აისახება მოქალაქეების ჯიბეზე, განსაკუთრებით, ღარიბი მოქალაქეების ჯიბეზე. ეს არის ძალიან მძიმე ტვირთი და მგონია, რომ ამ შემთხვევაში აღმასრულებელმა ხელისუფლებამ, საკანონმდებლოსთან ერთად, ყველანაირი ბერკეტი უნდა გამოიყენოს. თუმცა, უნდა ვთქვათ ისიც, რომ არიან გარკვეული არაკეთილსინდისიერი ბიზნესის წარმომადგენლები, რომლებიც ცდილობენ ამ პანდემიის დროს, გაჭირვებული პერიოდში მოითბონ ხელი თვითონ და სხვა მოქალაქეების გაღარიბების ხარჯზე", _ განაცხადა სოფო კილაძემ. ფასების ზრდას ოპოზიციის წარმომადგენლები "ქართული ოცნების" არასწორ ეკონომიკურ პოლიტიკას უკავშირებენ _ "ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერის, დავით ბაქრაძის თქმით, მთავრობას მეტი უნდა გაეკეთებინა იმისთვის, რომ მოსახლეობას ინფლაცია და ფასების მატება მძიმე ტვირთად არ დასწოლოდა. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, ფასების ყველაზე მკვეთრი ზრდა სურსათისა და უალკოჰოლო სასმელების კატეგორიაშია, რომლებმაც 14.7%-ით მოიმატა. გაძვირებულია ხილი, რძე, კვერცხი, თევზეული. ავეჯის, საოჯახო ნივთებისა და სახლის მოვლის კატეგორიაში ფასები 8.3%-ით გაიზარდა, ხოლო ჯანდაცვაში ფასები 6.1%-ით არის ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ გაქვს თუ არა კარგი ზოგადი განათლება?

რომელ ცნობილ მეცნიერს მიენიჭა 1921...

ტესტი _ იცნობ თუ არა ქართულ მხატვრობას?

გამოიცანი, ვისია ეს ნახატი

ტესტი _ რამდენად ერკვევი სხვადასხვა სფეროში

რომელია ყველაზე პატარა სახელმწიფო მსოფლიოში?

ტესტი _ რა არის გამოსახული ამ ისტორიულ ფოტოზე?

ისრაელის მიერ პალესტინის დაბომბვა თუ...

ტესტი _ როგორ იცნობ საქართველოს ისტორიას

სად დაამარცხა თამარ მეფემ რუმის...

ტესტი _ რა გახსოვს სკოლიდან?

გამოქვაბულში ქვევიდან ზევით აღმართულ წარმონაქმნებს...

კარმიდამო ჩემი

დროა, მივეჩვიოთ ბუნებრივი რესურსების ეკონომიურად ხარჯვას

პლანეტის გლობალური კლიმატური ცვლილებები ბევრ...

როგორ მოვრწყოთ ვარდები _ ნუ გამოვიყენებთ სუფთა წყალს

ყვავილები, განსაკუთრებით, ვარდები, ყველას უყვარს....

ჩითილების მომზადება კოშტების და ნახერხის დახმარებით

ჩვენი გამოცდილი მეურნეები, სხვადასხვა ხალხურ...

რომელი მცენარეა ფშატი?

ჩვენი არა ერთი მკითხველის გვთხოვს,...

ხალხური მედიცინა დეზინფექციისთვის

სისუფთავის ხარისხი იქ, სადაც ადამიანი...

"საშობაო ლიქიორის" მომზადების ყველაზე შედეგიანი მეთოდი

ძალზე პოპულარული, "საშობაო ლიქიორის" მომზადების...

ყაბაყის ტორტი

საჭირო მასალა: ორი ცალი ყაბაყი,...

სტაფილოს სალათი ცერეცოთი

საჭირო მასალა: სამი ცალი სტაფილო,...

სოკოს სალათი შებოლილი ქათმის ხორცით

ეს უგემრიელესი სალათი უნდა მოვამზადოთ...
free polls