საიდან იღებს სათავეს ლელოს თამაშის ტრადიცია

ისტორია

საიდან იღებს სათავეს ლელოს თამაშის ტრადიცია

2016 მარ 24 13:53:38

ლელობურთი გურიაში ყოველწლიურად, აღდგომის დღესასწაულზე  იმართება. თამაშში ერთმანეთს  ზემო და ქვემო შუხუთის მცხოვრებლები უპირისპირდებიან. 

თამაშის მთავარი ატრიბუტი 16 კილოგრამიანი ბურთია, რომელსაც სოფლის მღვდელი ხალხში აგდებს.

ამის შემდეგ იწყება ბრძოლა, სადაც, როგორც გურულები ხუმრობენ, არავის ინდობენ. როგორც ქვემო, ასევე, ზემო შუხუთის მაცხოვრებლების მიზანი ბურთის საზღვარს იქით გადატანაა. 

წინასწარ არავინ იცის, როდის დასრულდება თამაში, რომელსაც არც წესები აქვს და არც _ დრო.

საბოლოოდ, როცა ბურთი რომელიმე მხარეს გადავა, როცა ტანსაცმელშემოხეული ადამიანები ღობეებს მიესვენებიან, გამარჯვებულის ვინაობაც ირკვევა. ტრადიციის თანახმად, ლელო იმ წელს გარდაცვლილი ყველაზე ახალგაზრდა ადამიანის საფლავზე მიაქვთ.

ისტორული წყაროების მიხედვით ლელოს ტრადიცია სათავეს შუხუთფერდის ბრძოლიდან იღებს. ეს იყო  ბრძოლა რუსეთის იმპერიისა და ოსმალეთის იმპერიის ჯარებს შორის ყირიმის ომის (1853-1856) დროს. ბრძოლა გაიმართა 1854 წლის 20 მაისს, გურიის სოფლების ნიგოითისა და შუხუთის მიდამოებში და რუსეთის იმპერიის ძალების გამარჯვებით დასრულდა.

1854 წელს ოსმალებმა ფართო ფრონტით დაიწყეს შეტევა ბათუმიდან, ანაკლიიდან და სოხუმიდან. ოსმალების ბათუმის კორპუსს, რომელსაც სელიმ-ფაშა მეთაურობდა, ოზურგეთ-ქუთაისის გავლით თბილისის მიმართულებით უნდა ემოქმედა. სელიმ-ფაშა 34 ათასი მებრძოლით მდინარე ჩოლოქს, რუსეთისა და ოსმალეთის იმპერიების საზღვარს მიადგა.

სელიმ-ფაშას რაზმი შედგებოდა მოხალისეთაგან (ბაში-ბუზუკები), რომლებსაც ეთნიკურად ქართველი ჰასან-ბეგი თავდგირიძე მეთაურობდა. რუსეთის იმპერიის მხრიდან ახალციხე-გურიის რაზმის უფროსად დანიშნული იყო გენერალ-ლეიტენანტი ივანე ანდრონიკაშვილი. ნიგოითიდან ქუთაისისკენ მიმავალ გზას იცავდა პოდპოლკოვნიკი ნიკოლოზ ერისთავი 2 ბატალიონითა და 4 ქვემეხით. ოსმალები შეიარაღებულნი იყვნენ ინგლისური იარაღით, ხოლო რუსების რეგულარული ჯარი და ქართველებით დაკომპლექტებული მილიცია _ კაჟიანი თოფებით.

სელიმ-ფაშას 12-ათასიანმა რაზმმა გადაკვეთა მდინარე ჩოლოქი, შემდეგ მდინარე სუფსა, ბრძოლით გაიარა სოფლები აკეთი, მამათი, ლანჩხუთი და შეუტია თავად მაჭუტაძეების სასახლეს ნიგოითში. 27 მაისს ნიკოლოზ ერისთავი მოულოდნელად თავს დაესხა მტერს და ხელჩართული ბრძოლა გაუმართა. ოსმალებმა რიცხობრივი უპირატესობა ვერ გამოიყენეს და უკუიქცნენ. რუსეთის იმპერიის რეგულარულმა ჯარმა და ქართველთა მილიციამ მტერს მძიმე მარცხი მიაყენა. ჰასან-ბეგ თავდგირიძე ბრძოლის ველზე აზნაურმა ერასტი ჭყონიამ მოკლა. სელიმ-ფაშამ მოკლულთა და დაჭრილთა სახით 3 ათასი მებრძოლი დაკარგა, ერისთავის რაზმმა _  600.

ნიგოითის ბრძოლამ საშუალება მისცა გენერალ ანდრონიკაშვილს ოზურგეთისკენ დაძრულიყო. სელიმ-ფაშამ ქალაქი მიატოვა და ჩოლოქის მარცხენა მხარეს, გაღმა ქაქუთში დაბანაკდა, რასაც მოჰყვა ჩოლოქის ბრძოლა.

ნიგოითის ბრძოლა და ჰასან-ბეგ თავდგირიძის სიკვდილი ასახულია ხალხურ სიმღერაში "ხასანბეგურა".




 ახალი ამბები
  • პოლიციამ მოქალაქე დროებით დააკავაპოლიციამ ერთერთი მოქალაქე დააკავა, თუმცა, იგი შემდგომ გაუშვეს. აღნიშნული მოქალაქე ასვლას ცდილობდა სცენაზე სადაც ოპოზიონერი ლიდერები სიტყვით ... ...
  • "ვართ მის გვერდში და ვიქნებით მის გვერდში უღალატო ხალხი" _ აქციის მონაწილეები ჩოხატაურიდანდღეს თბილისში პატრიოტთა ალიანსმა საპროტესტო აქცია გამართა, რომელსაც სხვადასხვა კუთხიდან ჩამოსული მოქალაქეები, მათ შორის გურიის წარმომადგენლებიც დაესწრნენ. როგორც ჩოხატაურის ერთ- ერთმა მაცხოვრებელმა, ვანო მახარაძემ უთხრა, გურულები პატრიოტთა ალიანსის გვერდზე არიან. "ვართ მის გვერდში და ვიქნებით მის გვერდში უღალატო ხალხი", _  გვითხრა მახარაძემ. კითხვაზე კი მოხდება თუ არა გურიაში პატრიოტთა მობილიზება, მახარაძე გვპასუხობს,  რომ გურიაში მობილიზება უკვე ... ...
  • “ქართული ოცნების“ უმრავლესობა ვერ შეძლებს მუშაობას, სანამ არ გადადგება მთავრობა _ უგულავა“ქართული ოცნების“ უმრავლესობა ვერ შეძლებს მუშაობას და ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ მანამდე ვერ შეძლონ მუშაობა, სანამ არ გადადგება მთავრობა და პარლამენტი განიხილავს ერთადერთ საკითხს, და ეს საკითხი იქნება უმოკლეს ვადაში პროპორციულზე გადასვლა. ჩვენ ივანიშვილის აღარ გვჯერა, ისევე, როგორც საქართველოს აბსოლუტურ უმრავლესობას. არსებობს ძალიან მოკლე გზა, იმისთვის, რომ ეს განიხილონ, ორ კვირაში არის შესაძლებელი. სხვა შემთხვევაში, ასეთი პროტესტი გავრცელდება კანცელარიაზეც, მერიაზეც, სხვა ქალაქებში და რაიონებში. საქართველოს მთელს ტერიტორიაზე, ქართული ოცნების პოლიტიკოსები, ვერ შეძლებენ ასე მართვას“, - აცხადებს გიგი ... ...
  • გიორგი ვაშაძე : ჩვენ მოვახდინეთ შესავლელის პიკეტირება, ეს არ არის კანონდარღვევა!ჩვენმა აქციამ შედეგი გამოიღო, ჩვენ მოვახდინეთ შესავლელის პიკეტირება, ეს არ არის კანონდარღვევა, ამის უფლება ჩვენ კონსტიტუციით ... ...
  • დავით თარხან-მოურავმა ფეხის ტრავმა მიიღოდავით თარხან-მოურავმა ფეხის ტრავმა მიიღო, _ ამის შესახებ ინფორმაციას “პატრიოტთა ალიანსის“ ერთ-ერთი ლიდერი ირმა ინაშვილი ავრცელებს.   “მან ფეხის ტრავმა მიიღო, რის გამოც გადახვევა დასჭირდა.“- თქვა ირმა ინაშვილმა. დავით თარხან-მოურავი ახლა თავს კარგად გრძნობს და მან აქციის მონაწილეებს სიტყვით ... ...

არქივი

ზაფრანი

როგორ გამოვავლინოთ ნიჭიერი ბავშვი

არ დაგეგმოთ შვილებს მომავალი შეეცადეთ...

აუცილებელი წასაკითხი მამებისთვის

ახალშობილს უნდა ეძინოს დედის საწოლში...

ბეკონი ჯანმრთელობისთვის სახიფათო ყოფილა

შვედი მეცნიერების მტკიცებით, ბეკონის საკვებად...

როგორ დავალევინოთ წამალი პატარას

წამლის დალევა პატარებს არ უყვართ,...

მერილინ მონროს სილამაზის საიდუმლო

 რა იყო ის საიდუმლო, რომლის...

რატომ უნდა ვხატოთ

ცოტა ხნის წინ, ამერიკელმა ფსიქოლოგებმა...
კარმიდამო ჩემი

"მოხრაკულა" დილით განსაკუთრებით საამოა

„მოხრაკულა“ _ ერთერთი ძველი ქართული...

საშიშია თუ არა ჯანმრთელობისთვის ლამინატის იატაკი

დღეს მოჭიმული იატაკი და ლამინატი...

როგორ ამოვიცნოთ ნატურალური თაფლი

ნამდვილი თაფლი არომატით გამოირჩევა ხელოვნურად...

უებარი საშუალება სიბერის შესაჩერებლად

მწვანილი ანელებს დაბერების პროცესს, აუმჯობესებს...

უებარი საშუალება გაციების წინააღმდეგ

ზამთრის მოახლოებასთან ერთად ვირუსებისა და...

მარილი _ უნიკალური გამაყუჩებელი საშუალება

თავის ტკივილით უამრავი ადამიანი იტანჯება....

ხურმა _ ჯადოსნური ხილი

ხურმა - ჩვენში დასავლეთ საქართველოში...

საშუალება, რომელიც კიბოს ამარცხებს

ლიკოპენს, რომელიც ბუნებრივი ძლიერი ანტიოქსიდანტია,...

უნიკალური მკურნალი მცენარე

მიუხედავად არაერთი მედიკამენტისა, საზოგადოების გარკვეული...

რას კურნავს მრავალძარღვა

მრავალძარღლვას საუკუნეების განმავლობაში იყენებდნენ, როგორ...

დარწმუნებული ხართ თუ არა, რომ სასმელად ვარგის წყალს მოიხმართ?