"გურიაში საპატიო ადგილი უჭირავს შემოქმედს, თავისი დიდებული წარსულით" _ თედო სახოკია

ისტორია

"გურიაში საპატიო ადგილი უჭირავს შემოქმედს, თავისი დიდებული წარსულით" _ თედო სახოკია

2016 აგვ 26 13:57:49

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელი შემოქმედი ხუთ თემს აერთიანებს: შემოქმედი, წითელმთა, კვირიკეთი, გონებისკარი, გომი.

მდებარეობს მდინარე ბჟუჟის ნაპირზე, ზღვის დონიდან 190 მეტრზე, ოზურგეთიდან 7 კილომეტრის დაშორებით.

შემოქმედი გურიის ერთ-ერთი ისტორიული სოფელია. იყო შემოქმედის საეპისკოპოსოს ცენტრი. სასოფლო საზოგადოება მოიცავდა საკუთრივ შემოქმედს, წითელმთას, გორისფერდს, მაკვანეთსა და გოგიეთს.

1820 წლის აპრილში იმერეთის აჯანყების დროს შემოქმედში მოკლეს იმერეთის დროებითი მმართველი, პოლკოვნიკი პუზირევსკი, რომელიც გურიაში ლაშქრობდა იქ თავშეფარებულ აჯანყების მეთაურთა დასაპატიმრებლად.

ამის გამო იმავე წლის 24 ივლისს გენერალ ველიამინოვის სარდლობით რუსთა ჯარმა აიღო და მიწასთან გაასწორა შემოქმედის ციხე და სოფელი. 1851-52 წლებში გლეხებმა დიანოს სურგულაძის და გოგია მამაკაიშვილის ხელმძღვანელობით შეიარაღებული გამოსვლა მოაწყვეს.

1874 წელს აქ 160 კომლი ცხოვრობდა, ხოლო ტერიტორია დიმიტრი ქაიხოსროს ძე გურიელს ეკუთვნოდა.

„გურიაში საპატიო ადგილი უჭირავს შემოქმედს, თავისი დიდებული წარსულით, აქ ძველისძველიდან აღმართულია დიდი მონასტერი, სადაც ისხდნენ მიტროპოლიტები, შემოქმედელად წოდებულნი...

სოფლის შუა ადგილას, რომელსაც „ჯვარს“ ეძახიან, რამდენიმე დუქანია ხისა, ზოგი საფართლე, ზოგიც საწვრილმანო, თავში უდგას მშვენიერი შენობა, სოფლის სასამართლო, ანუ ადგილობრივად რომ ვთქვათ „კანცელარია“, იმის გვერდით, მშვენიერსავე შენობაშია მოთავსებული სკოლა, აქვე გახლავთ წიგნსაცავი აქაური მემამულის თავ. კოწია გურიელის მეთაურობით დაარსებული, რომელიც 300 მანეთი დაჯდომიათ. მარცხნივ, მშვენიერი ეზოებიდან მდიდრული სახლები მოსჩანს აქაურ მკვიდრთა“ _ წერდა თედო სახოკია.

1930-40-იან წლებში სოფელში მდინარე ნაბჟუარას შტოზე, სოფლის ცენტრთან ახლოს აგებული იყო მცირე ჰიდროელექტროსადგური „ჩაქუხჰესი“, რომლის სიმძლავრე იყო 42 კვტ/სთ.

1958 წელს სოფელში აშენდა 600 ადამიანზე გათვლილი კულტურის სახლი. 1980 წლის 20-21 სექტემბერს პირველად აღინიშნა „შემოქმედობა“. 1983 წელს სოფელში გაიხსნა ვლადიმერ ნემიროვიჩ-დანჩენკოს ძეგლი და სახლ-მუზეუმი. 1984 წელს აღინიშნა ვარლამ სიმონიშვილის ასი წლის იუბილე და გაიხსნა მისი სახლ-მუზეუმი.

შემოქმედი დუმბაძეთა გვარის მშობლიური იყო. ამ გვარის წარმომადგენლები სასულიერო წოდებას განეკუთვნებოდნენ. ცნობილ დუმბაძეთა შორის იყვნენ ეპისკოპოსი იაკობ შემოქმედელი; გიორგი დუმბაძე მღვდელი და მგალობელი; ანტონ დუმბაძე, მგალობელი და ლოტბარი; მისი შვილები: დავით დუმბაძე, მღვდელი და მგალობელი; ივანე დუმბაძე, სამსონ დუმბაძე, ნიკოლოზ დუმბაძე, იოსებ დუმბაძე რუსეთის არმიის გენერლები; დავით დუმბაძის შვილები: სონია დუმბაძე ემიგრანტი საოპერო მომღერალი და ვასილ დუმბაძე, კომერსანტი და დიპლომატი.

სოფელში, მდინარე ბჟუჟის სამხრეთით, გორაკზე დგას განვითარებული შუა საუკუნეების სამონასტრო კომპლექსი. მონასტერი შედგება სამი ძეგლისგან. მათგან ორი ერთმანეთზე მიდგმული ტაძარია: XII საუკუნის ღვთაების ტაძარი (ბაზილიკა) და XVI საუკუნის გუმბათოვანი ეკლესია “ზარზმა”, რომელიც ვახტანგ I გურიელმა საგანგებოდ ააგო, რათა შიგ დაებრძანებინა ზარზმის მონასტრიდან XVI საუკუნეში გადმოსვენებული ფერიცვალების ხატი. მესამე ძეგლია XVI საუკუნის სამრეკლო, რომელიც 1831 წელსაა აღდგენილი. შემოქმედის მონასტერი იყო შემოქმედელი ეპისკოპოსებისა და გურიელების საგვარეულო საძვალე.

სოფელში იდგა გორისფერდის განვითარებული შუა საუკუნეების ეკლესიისა და გალავნის ნანგრევები. გორისფერდის ეკლესია განვითარებული შუა საუკუნეებით თარიღდებოდა. ეკლესია თავდაპირველად ქვით, შემდეგ კი ხით იყო აგებული.

ირგვლივ ქვის გალავანი ჰქონდა. მეოცე საუკუნის დასაწყისში შემორჩენილი იყო ძველი ეკლესიის გალავანი და ნანგრევები, აგრეთვე კანკელის ფრაგმენტი, რომელზეც გამოსახული იყო სახარების სცენა. ტაძარი თავდაპირველად გუმბათიანი უნდა ყოფილიყო და ის გურიის სხვა ეკლესიებისაგან გამოირჩეოდა განსაკუთრებული არქიტექტურით.

1992 წელს ნაეკლესიარზე აშენდა ახალი ტაძარი.

მომზადებულია ვიკიპედიას მასალების მიხედვით




 ახალი ამბები
  • სემეკმა მიმდინარე კვირაში მოქალაქეებს 54 ათას ლარზე მეტი ჩამოაწერა (R)საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ (სემეკ) მიმდინარე კვირაში გამართულ საჯარო სხდომებზე მოქალაქეებსა და კომპანიებს შორის არსებული დავები განიხილა. საკითხების უმეტესობა მოქალაქეთა სასარგებლოდ დაკმაყოფილდა და ჩამოწერილი თანხების ოდენობამ, ჯამში,  54 887 ლარი შეადგინა. მიმდინარე კვირაში სემეკმა 5 საჯარო სხდომა გამართა და დღის წესრიგებით გათვალისწინებული 99 საკითხი განიხილა. მოქალაქეთა საჩივრები ენერგეტიკისა და წყალმომარაგების სექტორებში მოქმედი კომპანიების წინააღმდეგ მოიცავდა  უსაფუძვლოდ დარიცხულ თანხებს, ხანდაზმულ დავალიანებებს. საჯარო სხდომებზე განსახილველად საკითხები წარადგინეს სემეკის მომხმარებელთა საჩივრების დეპარტამენტისა  და ენერგოომბუდსმენის სამსახურის წარმომადგენლებმა. კომისია შეახსენებს მოქალაქეებს, რომ იმ შემთხვევაში, თუ ელექტროენერგეტიკის, ბუნებრივი გაზისა და წყალმომარაგების სექტორებში მოქმედი კომპანიების მხრიდან ადგილი აქვს მათი უფლებების დარღვევას, მიმართონ სემეკს ან სემეკთან არსებულ ენერგოომბუდსმენის სამსახურს. მოქალაქეებს კონსულტაციების მიღება შეუძლიათ როგორც ქოლ ცენტრში ნომერზე: 16 216, ისე  სემეკის Facebook გვერდზეც. ... ...
  • სახელმწიფო ფონდის ხარჯზე შემცირებული თანხები ლანჩხუთის ბიუჯეტშიბესიკ ტაბიძის ხელმძღვანელობით ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიუროს სხდომა გაიმართა, სადაც ადგილობრივი საკანონმდებლო ორგანოს მორიგი სხდომის თარიღად 25 ივლისი დაანონსდა და წესისამებრ, ბიურომ სწორედ ამ დღისთვის განსაზღვრა, როგორც განსახილველი საკითხები, ასევე, ამ საკითხის მომხსენებლები.  ბიუროზე წარმოდგენილი საკითხების მიხედვით გაირკვა, რომ მომავალი საკრებულოს სხდომის  დღის წესრიგით დეპუტატებს მიმდინარე წლის მთავარ საფინანსო დოკუმენტში ცვლილებების შეტანის თაობაზე მოუწევთ მსჯელობა. მერიის საფინანსო  სამსახურის უფროსის, როლანდ ლაშხიას მიერ წარმოდგენილი საკითხის  მიხედვით,  რეგიონებში გასახორციელებელი პროექტების ფონდიდან  მთავრობის განკარგულებით ლანჩხუთის მუნიციპალიტეტს  185 209 ლარი ერგო  ადმინისტრაციულ ერთეულებში საექიმო ამბულატორიისა და მშენებლობის დასაფინანსებლად. კერძოდ,  ზემონახსენები თანხიდან 20 418 ლარი აკეთის ადმინისტრაციულ ერთეულში გაიხარჯება, 22 030 ლარი _ აცანაში, შუხუთში _ 21 765 ლარი, ნიგოითში კი _ 27 828 ლარი. რაც შეეხება სუფსის ადმინისტრაციულ ერთეულს, აქ საექიმო ამბულატორიის მშენებლობის ტერიტორიის მომზადებისთვის  11 430 ლარია გამოყოფილი, უშუალოდ მშენებლობისთვის კი- 81 828 ლარი.  საფინანსო სამსახურის უფროსის მიერ ხელმოწერილი  განმარტებითი ბარათის მიხედვით,  ირკვევა, რომ რეგიონებში გასახორციელებელი  პროექტების ფონდიდან  გამოყოფილი თანხა  324 265 ლარით შემცირდა, აქედან ეს შემცირება გახორციელდება სახელმწიფო ფონდის, მათ შორის  წყლის სისტემის რეაბილიტაციის, საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი ექსპლუატაცია-რეაბილიტაციის, ასევე, გზების რეაბილიტაციის თანხების შემცირების ხარჯზე.  ამის გარდა, გზების სარეაბილიტაციო სამუშაოები  სახელმწიფო ფონდის ხარჯზე  22 086 ლარითაა შემცირებული. საფინანსო სამსახურის მიერ ბიუროს სხდომაზე წარმოდგენილი განმარტებების მიხედვით, გაირკვა, რომ ადგილობრივი ბიუჯეტის თავისუფალი ნაშთის ხარჯზე  მერია გეგმავს  ხუთი ათასი ლარით გაზარდოს გზის მიმდინარე სამუშაოების დაფინანსება, ხოლო ვიდეო კამარების ინსტალაციისთვის  763 ლარი გამოყოს. ამავე თანხიდან, სახელოვნებო სკოლათა გაერთიანების მოთხოვნის საფუძველზე, დამატებით ოთხი ათასი ლარი უნდა მიიმართოს    სამხატვრო სკოლის შტატგარეშე მუშაკთა დასაფინანსებლად.  სპორტული ღონისძიებების დასაფინანსებლად კი _ 1 100 ლარი. გარდა ბიუჯეტში დაგეგმილი ცვლილებებისა, ბიუროზე  საკრებულოს სხდომისთვის სხვა რიგი საკითხებიც წინასწარ მოთელეს დეპუტატებმა. როგორც გაირკვა,  ცვლილება შეეხება ლანჩხუთის საკრებულოს სივრცით-ტერიტორიული დაგეგმარებისა და ინფრასტრუქტურის კომისიის შემადგენლობის დამტკიცების შესახებ განკარგულებას. ასევე, ცვლილება შედის საკრებულოს 2019 წლის 28 მარტის N18 განკარგულებაში „ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ქონების საპრივატიზაციო ობიექტების ნუსხისა და ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზაციის გეგმის დამტკიცების შესახებ“. საკრებულოს სხდომის გამართვამდე კი ამ საკითხების კიდევ ერთხელ გავლა მოუწევთ დეპუტატებს დარგობრივ ... ...
  • "შეინახეთ კადრები, სადაც სალია ამბობს სარედაქციო პოლიტიკა არ შეიცვლებაო და შემდეგ გავახსენოთ"ძალიან გთხოვთ, შეინახოთ ის კადრები, სადაც სალია ამბობს რომ არხის სარედაქციო პოლიტიკა არ შეიცვლება , _ ამის შესახებ მედიაექსპერტმა ნინია კაკაბაძემ ჟურნალისტებთან ისაუბრა. კაკაბაძის თქმით, პაატა სალია ასე იტყვის რამდენიმე თვის განმავლობაში, თუმცა მათი მთავარი მიზანი სარედაქციო პოლიტიკის შეცვლაა.  "ბუნებრივია, რომ ამას იტყოდა პაატა სალია პირველ დღეს. მეტსაც გეტყვით, ამას იტყვის ერთი თვე, ორი თვე, რომ სარედაქციო პოლიტიკის შეცვლას არ აპირებს, მაგრამ ეს განცხადება, ცხადია, ღიმილის მომგვრელია, რბილად რომ ვთქვათ. რისთვის იბრძოდნენ ისინი?- იბრძოდნენ იმისთვის, რომ შეცვლილიყო ამ არხის სარედაქციო პოლიტიკა. ამას ჩვენ ერთად ვნახავთ. ძალიან გთხოვთ, შეინახოთ ის კადრები, სადაც სალია ამბობს რომ არხის სარედაქციო პოლიტიკა არ შეიცვლება და შემდეგ გავახსენოთ. საბედნიეროდ, გვაქვს უკვე საკმაო მასალა, სადაც ის ამ პოზიციას აფიქსირებს",- თქვა კაკაბაძემ ... ...
  • გრიგორი კარასინი - საქართველოს მიმართ ღვინოზე სანქციების დაწესების თემა დახურულიასაქართველოსთვის ღვინოზე სანქციების დაწესების თემა დღეს დახურულია, - განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ გრიგორი კარასინმა. „რუსეთში, რომელსაც მრავალი წელია თვითონაც სანქციები აქვს დაწესებული, მსგავსი შემზღუდავი ზომების გამოყენებას სხვა ქვეყნების მიმართ ცდილობენ ფრთხილად მოეკიდონ. საქართველოში მიმდინარე მოვლენების ფონზე ივნისის ბოლოს - ივლისის დასაწყისში სახელმწიფო სათათბიროში რუსეთში ქართული ღვინისა და მინერალური წყლის იმპორტის აკრძალვის საკითხი განიხილებოდა. მაგრამ რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა თავშეკავებისკენ და გააზრებული მიდგომისკენ მოგვიწოდა. დაგვავალა გვეხელმძღვანელა ჩვენი ინტერესებით და „ქართველი ხალხის მიმართ პატივისცემით“. ასე რომ, დღეისთვის ღვინის სანქციების თემა საქართველოს მიმართ დახურულია“, _ განაცხადა კარასინმა „რია ნოვოსტისთან“ ... ...
  • IRI-ის კვლევა _ გამოკითხულთა უმრავლესობა საპენსიო რეფორმას მახარს უჭერს “საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის” (IRI) კვლევების ცენტრის მიერ გამოქვეყნებული საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის შედეგების მიხედვით, გამოკითხულთა უმეტესობა საპენსიო რეფორმას მხარს უჭერს. კითხვაზე: როგორ შეაფასებდით პარლამენტის მიერ ინიცირებულ საპენსიო რეფორმას, გამოკითხულთა 36%-მა უპასუხა, რომ უფრო მეტად კეთილგანწყობილია. აღნიშნული რეფორმა ნაწილობრივ მოსწონს 23%-ს, ნაწილობრივ არ მოსწონს 11%-ს. პარლამენტის მიერ ინიცირებული საპენსიო რეფორმის გატარებას არ ეთანხმება გამოკითხულთა 18%, არ იცის ან პასუხი არ აქვს გამოკითხვაში მონაწილე ადამიანების 12%-ს. კვლევა მთელი საქართველოს მასშტაბით 2019 წლის 20 მაისი - 11 ივნისის შუალედში ჩატარდა. (R) წყარო: ... ...

არქივი

ზაფრანი

ახალგაზრდობის შენარჩუნებისთვის

ჰარვარდის უნივერსიტეტის ექიმები, დევიდ სინკლერის...

ქსოვა სტრესს ხსნის

ექიმები ქსოვას ნამდვილ წამალს უწოდებენ,...

რაზე მეტყველებს ადამიანის ნაწერი

სპირალი, წრეები - სხვების პრობლემები...

რა უნდათ ქალებს მამაკაცებისაგან?

მამაკაცები ხშირად ამბობენ, რომ ვერ...

კითხვები, რომელიც აფრთხობს მამაკაცს

მამაკაცები მეტად მგრძნობიარე და ადვილად...

ქალმა არ მოინდომოს თორემ...

ძალიან ბევრი ფიქრობს, რომ ქალმა...
კარმიდამო ჩემი

პიტნის სამკურნალო თვისებები

ამ საოცრად სურნელოვანი და არომატული...

"ჩემი პატარა ვენეცია" მაქვს" _ რას საქმიანობს 80 წლის პურის...

ამირან პეშკოვი ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ...

როგორ ვკვებოთ ქათამი, რომ საუკეთესო კვერცხი მოგვცეს

სოფლის პირობებში, როცა შინაურ ფრინველს...

"საქართველოში მოყვანილი მანდარინის ჩირი მსოფლიოში საუკეთესოა"

ოზურგეთში, სოფელ გურიანთაში მცხოვრები იუზა...

დედამიწაზე სიცოცხლის წარმოშობის საიდუმლო

ბრიტანელმა სწავლულებმა, შესაძლოა, გახსნან მეცნიერების...

ეკონომიური დიეტა

ამბობენ, სწორად შერჩეული რაციონი ძვირი...

რა რაოდენობის მარილი გვჭირდება დღეში

მარილი აუცილებელია, რომ ორგანიზმმა სწორად...

წიწიბურა წნევას არეგულირებს

წიწიბურა ადამიანისთვის ძალიან სასარგებლო და...