,,ახალგაზრდა ქალბატონებს გთხოვთ, კინოთეატრში თავსაბურავები მოიხადეთ” _ თბილისური ამბები

ისტორია

,,ახალგაზრდა ქალბატონებს გთხოვთ, კინოთეატრში თავსაბურავები მოიხადეთ” _ თბილისური ამბები

14 ოქტ. 2019, 12:38:32

1846 წლის 6 ნოემბრის დილას, საათის ათზე, ალექსანდრე ჭავჭავაძე გაემზადა ვორონცოვთან წასასვლელად. რაღაც დღეობა იყო და მისალოცავად წასვლა ურჩია მისმა მეუღლემ.

,,მშვენიერი ყარაბაღული ცხენი შეაბა მის ,,ადინაჩკას“ (ერთკაციანი ეტლი) ქუჩერმა (მეეტლე) და ალექსანდრე დაეშვა პარადის ფორმით მორთული ჭავჭავაძის ქუჩით. როცა ის დაუხლოვდა გოლოვინის პროსპექტს, უეცრივ ერთმა დედაკაცმა სახლიდან საპნიანი წყალი გამოიტანა და ქუჩაზე გადაღვარა, სწორედ იმ დროს, როდესაც იმას გაუსწორდა ალექსანდრეს ეტლი. ცხენი დაფრთხა, წაართვა თავი ქუჩერს. შეშინებულმა ქუჩერმა მოსძახა ალექსანდრეს: ,,კნიაზო, მე ამის დაჭერა არ შემიძლია, თავს უშველეო“. _ ალექსანდრემ იფიქრა ქუჩრის მიშველება, წამოიწია და რომ უნდა სწვდომოდა აღვირს, მისი გრძელი შინელის მარჯვენა კალთა მოჰყვა ბორბალს და ზედ დაეხვია, ფეხზე წამომდგარი ალექსანდრე ძირს გადმოაგდო. ეს გადმოვარდნა სასიკვდილო შეიქმნა, დაეცა თავით. გრძნობამიხდილი ალექსანდრე შეიყვანეს სახლში საცა ცოტა ხანი იცოცხლა. ის მოკვდა იმავე ღამეს.

სიკვდილის წინ ვორონცოვმა თავისი მეუღლით ინახულა ავადმყოფი. რამდენიმე დღის შემდეგ თბილისმა დიდი პატივისცემით დამარხა ის. მთელი მოქალაქეობა თავისი ამქრებით და ბაირაღებით გაჰყვა მას საუკუნო განსასვენებელთან”, - ავტორი იონა მეუნარგია.

თბილისში 1906-1914 წლებში გამომავალი გერმანული გაზეთი ,,კაუკაზიშე პოსტი” (1908, #37) წერდა: ,,...თბილისს, რომლის მცხოვრებნი ესოდენ უჩივიან უფულობას, უყვარს გართობა და დროსტარება. არამარტო კლუბები, თეატრები, ცირკი და კინემატოგრაფის დარბაზებია ყოველ საღამოს გადაჭედილი, არამედ რესტორნები და ლუდხანებიც”. მაშინ მაღალი წრის წარმომადგენელი ქალბატონები უზარმაზარი შლაპებით დაბრძანდებოდნენ კინოში, რომელსაც არ იხდიდნენ, რაც უკანა რიგების უკმაყოფილებას იწვევდა, რადგან შლაპა მთელ ეკრანს უფარავდა. ადმინისტრაციის მხრიდან სხვადასხვა მოწოდების მიუხედავად მანდილოსნები მაინც განაგრძობდნენ შლაპებით ფილმების ყურებას, სანამ ერთმა მოხერხებულმა კინოთეატრის მფლობელმა განცხადება არ გამოაკრა: ,,ახალგაზრდა ქალბატონებს გთხოვთ კინოთეატრში თავსაბურავები მოიხადეთ”, განცხადებამ გასჭრა.

თვითნასწავლი მხატვარი კარაპეტ გრიგორიანცი გვამცნობს: ,,თუ არ ვცდები, 1880 წელს ადესიდან ჩამოსულ ურიებმა სასტუმრო გრანტოტელის ქვეშ ერთი თვალი მაღაზია დაიქირავეს და აქეთ იქით განცხადება გააკრეს, რომ ამა და ამ დღიდან ამა და ამ ადგილას შეგიძლიათ პირადად ინახულოთ ერთი იშვიათი გასაოცარი ქალი, რომელსაც ნახევარი არშინი წვერი აქვს. რომელიც დამტკიცებულია ადესელი ექიმების შემოწმებული და დამტკიცებული ქაღალდებითა. ამგვარმა იშვიათმა ამბავმა მთელი საზოგადოება მიიზიდა და მოხიბლა, ეს საქმე იმით იყო გასაოცარი, რომ გავლილ საუკუნოებშიაც არსად არა თქმულა და არც გაგონილა, არც სადმე წერებულა. გარდა ამისა შემსვლელთაგანს თუ სდომნოდა ქალის ასოს გასინჯვა, უნდა 100 მანეთი მიეცა და გაესინჯა. საუბედუროთ, ჩვენი ქალაქის ხალხი მხოლოდ იმათს დაკუმენტების წაკითხვით ირწმუნებდა, რომ ნამდვილათ ქალია. ეს ურიები მთელს წლის განმავლობაში დიდი ძალი ფული შეაქუჩეს და ისევ ადესაში დაბრუნდნენ. ერთს მშვენიერ დღეს, როდესაც ის ქალი დამთვრალა და ერთს ბაღში ჩასძინებია, უნახავთ, რომ ეს შემოწმებული ქალი არის ნამდვილი ვაჟკაცი”.




 ახალი ამბები
  • ზესტაფონის პროფესიული კოლეჯი „კონსტრუქტ2“ საშემოდგომო მიღებისთვის ემზადება ზესტაფონის პროფესიულ კოლეჯში „კონსტრუქტ2“ პროფესიული განათლების მიღების მსურველთათვის, ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებისა და სხვა დაინტერესებული პირებისთვის ღია კარის დღე გაიმართა. აღნიშნულ ღონისძიებას საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე თამარ ქიტიაშვილი დაესწრო და საზოგადოებას სიტყვით მიმართა. „კოლეჯი „კონსტრუქტ2“ წარმოადგენს კერძო და საჯარო პარტნიორობის საუკეთესო მაგალითს. სწორედ ეს განაპირობებს კოლეჯში მომზადებული კადრის დარგთან და ბაზრის მოთხოვნებთან შესაბამისობას. კოლეჯი ნერგავს პროფესიული განათლების რეფორმის მიმართულებით ყველა სიახლეს და წარმოადგენს საერთაშორისო ხარისხის განათლების კერას ზესტაფონში“,_ განაცხადა თამარ ქიტიაშვილმა. ღონისძიებაზე დაინტერესებულმა პირებმა ინფორმაცია მიიღეს კოლეჯში მოქმედი პროფესიული პროგრამების შესახებ, აგრეთვე, რეგისტრაციის პროცესზე, პროფესიულ ტესტირებასა და შემდგომი დასაქმების შესაძლებლობებზე. სტუმრებმა, რომელთა შორის ზესტაფონის მერი,  გიორგი გოგლიჩიძე იყო, კოლეჯის ინფრასტრუქტურა და სტუდენტების მიერ შექმნილი ნამუშევრების გამოფენა დაათვალიერეს. კოლეჯი „კონსტრუქტ2“  საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და დეველოპერული კომპანია m²-ის ერთობლივი წარმატებული პროექტია. კოლეჯი ახორციელებს როგორც საკვალიფიკაციო, ასევე მოკლევადიან პროგრამებს, მათ შორის, მომზადების 11 პროგრამას სამშენებლო მიმართულებით და ორწლიან საგანმანათლებლო პროგრამას – „შრომის უსაფრთხოება და გარემოს დაცვითი ტექნოლოგიები“. აღნიშნული პროგრამა სრულად არის დაფინანსებული სამინისტროს მიერ. კოლეჯის სტუდენტები უზრუნველყოფილია საერთო საცხოვრებლითაც. კოლეჯში სწავლება მოიცავს როგორც თეორიულ და პრაქტიკულ კურსს, ასევე, ანაზღაურებად სტაჟირებას. წარმატებულ კურსდამთავრებულებს m² და მისი შვილობილი კომპანია BK Construction საკუთარ მშენებლობებზე ასაქმებს. მიმდინარე წლის 10 აგვისტომდე პროფესიულ პროგრამებზე რეგისტრაცია მთელი საქართველოს მასშტაბით ... ...
  • გურიაში "ევროპული საქართველოდან" მაჟორიტარობისთვის ხათუნა გოგორიშვილი იბრძოლებს„ევროპული საქართველოს“ წარდგინებით, გურიის საარჩევნო ოლქში მაჟორიტარი დეპუტატის მანდატის მოპოვებას პარტიის სახელით ხათუნა გოგორიშვილი შეეცდება, _ კანდიდატი პარტიის ლიდერებმა ამ წუთებში ... ...
  • გიგი უგულავამ და გიგა ბოკერიამ საკუთარი კანდიდატურები წარადგინესდღეს „ევროპულმა საქართველომ“ რეგიონებში მაჟორიტარების სია ოფიციალურად წარადგინა, რითაც პარტიამ, ფაქტობრივად, წინასაარჩევნო კამპანია დაიწყო. პარტიის ლიდერებმა გიგა ბოკერიამ და გიგი უგულავამ თავად წარადგინეს საკუთარი თავი, თუ სად იბრძოლებენ ისინი მაჟორიტარი დეპუტატის მანდატის მოსაპოვებლად. ბოკერია სენაკი-ფოთი-ხობის საარჩევნო ოლქში შეეცდება ამომრჩევლის ნდობის მოპოვებას, ხოლო გიგი უგულავა ზუგდიდში იბრძოლებს ... ...
  • ვინ არიან დეპუტატები, რომლებსაც პარლამენტში 2019 წელს სიტყვით გამოსვლის უფლებით არ უსარგებლიათპარლამენტის მონიტორინგის ფარგლებში, „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველომ” 2019 წლის პირველი იანვრიდან 2019 წლის 31 დეკემბრამდე პერიოდში საკანონმდებლო ორგანოს საქმიანობა შეაფასა. როგორც ორგანიზაციის ანგარიშშია აღნიშნული, 2019 წელი პოლიტიკურად აქტიური და დაძაბული იყო. როგორც ორგანიზაციაში ამბობენ, მიუხედავად იმისა, რომ გაიზარდა სიტყვით გამომსვლელი დეპუტატების რაოდენობა, კვლავ პრობლემად რჩება დეპუტატების აქტივობა, რომლებიც საერთოდ არ სარგებლობენ ამ უფლებით, კერძოდ საანგარიშო პერიოდში სიტყვით გამოსვლის უფლებით საერთოდ არ უსარგებლია 21 დეპუტატს, ესენია: ირაკლი აბუსერიძე (უმრავლესობა, მაჟორიტარი), ლევან ბეჟანიძე (უმრავლესობა, მაჟორიტარი), რუსლან გაჯიევი (უმრავლესობა, მაჟორიტარი), მახირ დარზიევი (უმრავლესობა), მუხრან ვახტანგაძე (უმრავლესობა, მაჟორიტარი), ზაზა კედელაშვილი („ევროპული საქართველო”), თეიმურაზ კოხრეიძე (უმრავლესობა), იოსებ მაკრახიძე (უმრავლესობა, მაჟორიტარი), სამველ მანუკიანი (უმრავლესობა), ენზელ მკოიანი (უმრავლესობა, მაჟორიტარი), გიორგი მოსიძე (დამოუკიდებელი წევრი, მაჟორიტარი), რომან მუჩიაშვილი (უმრავლესობა, მაჟორიტარი), რამაზ ნიკოლაიშვილი (დამოუკიდებელი წევრი), რუსლან პოღოსიანი (უმრავლესობა), დიმიტრი სამხარაძე (უმრავლესობა), ერეკლე ტრიპოლსკი (უმრავლესობა), გოდერძი ჩანქსელიანი (უმრავლესობა, მაჟორიტარი), არჩილ ხაბაძე (უმრავლესობა), ირაკლი ხახუბია (უმრავლესობა, მაჟორიტარი), ელგუჯა გოცირიძე (უმრავლესობა, მაჟორიტარი), ვიქტორ ჯაფარიძე (უმრავლესობა)“,- ... ...
  • „ფასი მიფრინავს“ _ ოზურგეთში ერთი კილოგრამ თხილს ოთხ ლარად იბარებენდღეს, ადრე დილიდან, ოზურგეთში ერთ კილოგრამ თხილს ოთხ ლარად იბარებენ. _ კაია, ფასი მიფრინავს, მარა თხილს რომ კარგად არ ასხია ყველგან, ესაა ცუდი. ათ კილოგრამში 40 ლარი ავიღე, ერთ  ტომარა პურის ფქვილსაც  ვიყიდი და სხვა პროდუქტისთვისაც მეყოფა, _ გვითხრა სოფელ ნაგომრის მკვიდრმა ნუნუ წიტაიშვილმა. მიმღებ პუნქტებში, ზოგან გაცალკევებული აქვთ ფასები _ „ბერძნულას“  4 ლარად იბარებენ, „გულშიშველას“ კი _ 3,80 ლარად. თუმცა,  უმეტესად ერთი კილოგრამის ფასი 4 ლარია. _ სავარაუდოდ, ფასი მალე მოიმატებს, შესაძლოა, დღის ბოლომდეც აიწიოს, _ გვითხრა თხილის ადგილობრივ ბიზნესში ჩართულმა პირმა, რომელმაც ვინაობის დასახელება არ ისურვა. წელს, გურიაში, თხილის მოსავლის ხარისხი, გასულ წლებთან შედარებით, საუკეთესოა. თუმცა, მსხმოიარობა დაბლობ ადგილებში მინიმალურია, რასაც წლევანდელი ადრიანი ყინვებით ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ იცი თუ არა ფეხბურთის ისტორია

ვის გაუტანა 1986 წელს მარადონამ...

ტესტი _ აქვს თუ არა თქვენს ერუდიციას ფართო ჰორიზონტი

ეიფელის კოშკი ზაფხულში 15 სანტიმეტრით...

ტესტი _ რა იცი ჰოლივუდის ვარსკვლავების შესახებ

ლეონარდოს დი კაპრიოს სახელი ლეონარდო...

ტესტი _ რამდენად ფართოა შენი ცოდნის არეალი

მე-20 საუკუნის რომელი პოლიტიკური მოღვაწე...

ტესტი _ გაქვს თუ არა კარგი ზოგადი განათლება?

რომელ ცნობილ მეცნიერს მიენიჭა 1921...

კარმიდამო ჩემი

დროა, მივეჩვიოთ ბუნებრივი რესურსების ეკონომიურად ხარჯვას

პლანეტის გლობალური კლიმატური ცვლილებები ბევრ...

როგორ მოვრწყოთ ვარდები _ ნუ გამოვიყენებთ სუფთა წყალს

ყვავილები, განსაკუთრებით, ვარდები, ყველას უყვარს....

ჩითილების მომზადება კოშტების და ნახერხის დახმარებით

ჩვენი გამოცდილი მეურნეები, სხვადასხვა ხალხურ...

რომელი მცენარეა ფშატი?

ჩვენი არა ერთი მკითხველის გვთხოვს,...

ხალხური მედიცინა დეზინფექციისთვის

სისუფთავის ხარისხი იქ, სადაც ადამიანი...

"საშობაო ლიქიორის" მომზადების ყველაზე შედეგიანი მეთოდი

ძალზე პოპულარული, "საშობაო ლიქიორის" მომზადების...

ყაბაყის ტორტი

საჭირო მასალა: ორი ცალი ყაბაყი,...

სტაფილოს სალათი ცერეცოთი

საჭირო მასალა: სამი ცალი სტაფილო,...

სოკოს სალათი შებოლილი ქათმის ხორცით

ეს უგემრიელესი სალათი უნდა მოვამზადოთ...