ახალი ცნობები გურული მხედრების შესახებ

ისტორია

ახალი ცნობები გურული მხედრების შესახებ

12 იან. 2019, 15:19:36

ფეისბუქი თავისი არსით კომუნიკაციის და ადამიანთა დაახლოების ერთ-ერთი საუკეთესო საშუალება უნდა ყოფილიყო, მაგრამ სინამდვილეში ადამიანებს შორის მხოლოდ სიძულვილს და გათიშულობას ემსახურება, ყოველ შემთხვევაში, აქ, საქართველოში...

მაგრამ ამ ფესიბუქზეც ხანდახან გამონათდება ხოლმე. ამას წინათ დავუმეგობრდი ბატონ კახა გაგოშაშვილს, რომლის ნათესავი ამერიკაში გადახვეწილი ქართველი იოსებ ესტატეს ძე ლომაძე ყოფილა, რომელმაც იქ გადაიკეთა სახელი და გახდა Joseph E. Lomas. მან დატოვა მოგონებანი, რომლის ერთი ნაწილი გურული მხედრების გამოსვლას ეხება. გთავაზობთ ამონარიდს მოგონებიდან ჩემი კომენტარებით:

,,ამერიკაში ცირკიც მოძრავი იყო. ერთი ასეთი კარგად ცნობილი ამერიკის უდიდესი ცირკი 1912 წელს ეწვია ქალაქ დენვერს. ცირკი ბუფალო ბილი, რომელიც წარმოადგენდა დასავლეთის ველურებს და რომელშიც რამდენიმე ათეული სახელმწიფოების წარმომადგენლობა ღებულობდა მონაწილეობას თავიანთ ქვეყნების ფორმებში გამოწყობილ სახეობით. ამერიკა თავიანთ კარგათ ცნობილ ცხენებზე მოთამაშე კაუბოებს (ძროხის მწყემსები) გარდა წარმოდგენილი იყო ინდიელებით ერთი ასეული თავიანთ ტომთშორის ომების წარმოდგენით და დღემდე ისე შეიარაღებული და აბარგული ძირბუდიანად ქალებით, ბავშვებით და ყველაფრით, რაც რამე გააჩნდათ ომების დროს, რომელიც გადაუტანიათ და დღეს გასართობად იყენებენ ცირკის მაყურებლები...

ასე გამოვიდენ ინგლისის, გერმანიის, საფრანგეთის, იტალიის, იაპონიის და სხვების, მათ შორის რუსეთის კაზაკების როლში ჩერქეზულ ჩოხა ახალუხში გამოწყობილი ქართველები, ოცდაათამდე კაცი, როლებიც ცხენებზე კარგად თამაშობდენ. მათ რუსეთის კაზაკებს (Russian Cusaks - ასეა ტექსტში- ი.მ.) ეძახდენ. ცხენებზე თამაში ძლიერ მოეწონათ ამერიკელებს, მაგრამ ცეკვა და გურული "ყია ყუა" არ მოეწონათ (დაახლოებით ასევე აღწერს გურულების სიმღერას პარიზული Petit Joarnal,, რომელიც შემდეგ გაზეთმა ,,ივერიამ” (#58, 1893) გადმობეჭდა. მაშინ საუბარი იყო პირველ გუნდზე რომელიც საფრანგეთის გავლით ამერიკაში მიემგზავრებოდა: ,,...სთქვეს თავიანთი სიმღერა, რომელსაც რაღაც უცნაური მელოდია ჰქონია, თუმცა სიმღერა წყნარი იყო, მაგრამ შიგადაშიგ საშინლად გაჰკიოდნენ...” - ი. მ.)  და გასაგონად ამბობდენ "კავკასიელი ველურები არიანო" და როცა ქართულ-კახური ჰარალე შემოსძახეს, ისე მოეწონათ, რომ ფეხზე მდგომნი ტაშს დიდხანს უკრავდენ (მაგრამ იცნობდენ, როგორც კაზაკებს). სცენაზე თეთრი ბედაურით გამოვიდა გურული ლამაზი ძნელაძის ქალიშვილი (გურული მოჯირითეების ჩემს სიაში ძნელაძის ქალი არ ფიგურირებს, ეს პირველად გავიგე. შესაძლებელია რომ ავტორს გვარი შეეშალა - მაშინ, 1912 წელს, შოუში მონაწილეობდა სამი გურული ციცა, ერთ-ერთი იყო ქრისტინე ცინცაძე -ი.მ.) რომელსაც გამოყვა მეორე თეთრ ბედაურზე მჯდომი სამოცდა ხუთი წლის კაცი, ცირკის დამაარსებელი პოლკოვნიკი ვილლიამ კოდი (რომელსაც ბუფალო ბილს (Bufallo Bill) ეძახდენ ვაიომინგის შტატში გარეულ კამეჩების ჯოგზე ნადირობის გამო წარსულ ხანებში).

ვეებერთელა ბედაურზე მჯდომ და მოთამაშე ამ პატარა ლამაზ გოგონას მაყურებლები განცვიფრებაში მოყავდა. სცენაზე გოგოს მიაწოდეს ვაშლით სავსე კალათი. გოგო გაჭენებულ ცხენიდან თითეულად ვაშლს ჰაერში ისვრიდა. გოგოს გვერდზე პარალელურად გაჭენებულ ცხენზე მჯდომი მოხუცი პოლკოვნიკი ჰაერში ვაშლებს მის ნასროლ რევოლვერის ტყვიით აპობდა (ესეც ახალი ამბავია, როგორც წესი ბაფალო ბილი ვინჩესტერიდან ესროდა სამიზნეს, რომლისთვისაც გამოყენებული იყო სპეციალურად ჩამოსხმული შუშის ბურთულები და არა ვაშლები -ი.მ.). რამდენიმედ გაპობილი ვაშლები მაყურებლებში ცვიოდა და დიდ გაკვირვებას იწვევდა. მე მის მაყურებელს, ჩემი მემამულეს წარმატება მესიამოვნა, მაგრამ ყველაფერი საწყენად დამრჩა, რომ საქართველოს არ იცნობდენ და ქართველები კაზაკების სახელით გამოდიოდენ”.





 ახალი ამბები
  • NCDC: იმ პირებისთვის, ვინც „ფაიზერის“ პირველი დოზა მიიღო, ვაქცინის მეორე დოზა დარეზერვებულია „ფაიზერის კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინის მეორე დოზის მისაღებად რეგისტრაცია წარმატებით გაიარა 8000-ზე მეტმა ადამიანმა, რომელთაც ამ ვაქცინის პირველი დოზა უკვე მიღებული აქვს“,_ ამის შესახებ ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, გარკვეული ტექნიკური შეზღუდვები დაკავშირებულია 30.04-3.05-ის პერიოდში ვაქცინაციის შეჩერებასთან, სააღდგომო არდადეგების გამო. ყველა იმ პირისთვის, ვინც მიიღო პფაიზერის ვაქცინის პირველი დოზა, დარეზერვებულია ვაქცინის მეორე ... ...
  • "მთელი სოფელი გლოვობს" _ 17 წლის გოგო ქამრით ჩამომხრჩვალი იპოვესსაზარელი ტრაგედია მოხდა გორში, სოფელ მეჯვრისხევში. ადგილობრივების ინფორმაციით, 17 წლის გოგო ქამრით ჩამომხრჩვალი, საკუთარ სახლში ნახეს. "მთელი სოფელი გლოვობს. უპატიოსნესი გოგო იყო. რა მოხდა, არ ვიცით", _ აცხადებენ ადგილობრივები. სუიციდის ფაქტს ადასტურებს "გურია ნიუსთან" მერის წარმომადგენელი მეჯვრისხევში _ გიორგი ნარიკაშვილის თქმით, შემთხვევა ორი დღის წინ მოხდა: "უცნობია მიზეზი. მიმდინარეობს გამოძიება", _  ამბობს ... ...
  • როდის აღდგება წყლის მიწოდება ხიდისთავშიჩოხატაურის მუნიციპალიტეტში ხიდისთავის თემს წყალი უკვე რამდენიმე დღეა არ მიეწოდება. „სარემონტო სამუშაობია, გადართვები მიმდინარეობს.  ამიტომ დავცალეთ ცენტრალური მილი. დღეს გავავსებთ ბასეინს და ხვალ დილიდან იქნება წყალი“,_ გვითხრა მერის წარმომადგენელმა ხიდისთავის თემში, ზურა მათითაიშვილმა. ამავე თემაზე: რატომ არ მიეწოდება წყალი ... ...
  • ვარლამ გოლეთიანი კერძო საკუთრების წინააღმდეგ?„მიწის საკითხი არის ჩვენთვის წითელი ხაზი. მიწასთან დაკავშირებით პრობლემა გვაქვს რამდენიმე მიმართულებით. 381 ჰექტარი სამუდამო მფლობელობაშია თურქული კომპანიისთვის და აბსოლუტურად მიუღებლად მიგვაჩნია ჩვენი კოლექტიური რესურსის ასე გასხვისება კერძო პირზე“ - „ნამახვანჰესის“ მშენებლობის მოწინააღმდეგეთა აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი, ვარლამ გოლეთიანის ამ პოზიციამ საზოგადოების სხვადასხვა წრეებში აზრთასხვადასხვაობა გამოიწვია. როგორც გოლეთიანი ამბობს, მიუღებელია, როდესაც  ისეთი დიდი ტერიტორია, როგორიცაა მაგალითად, ხეობა კერძო პირის ხელში გადადის. გოლეთიანი უკვე მერამდენედ და ხაზგასმით ამბობს, რომ მისი ეს პოზიცია უშუალოდ თურქულ კომპანიას არ ეხებას: „ქართველი კერძო პირიც რომ იყოს, იგივენაირად პრობლემა გვაქვს ამაზე. არ შეიძლება, როდესაც გეოგრაფიული არეალი დიდი ტერიტორია, ხეობა გადადის რომელიმე კერძო პირის ხელში, ეს არის მიუღებელი“, – ამბობს გოლეთიანი. გოლეთიანის თქმით, სტრატეგიული ობიექტები თუკი აშენდება ქვეყანაში,  სახელმწიფომ უნდა ააშენოს და მფლობელი იყოს ქართული საზოგადოება. კიდევ ერთი საინტერესო გზავნილი რომელიც ვარლამ გოლეთიანს ეკუთვნის და რომელიც მან ერთ-ერთი სატელევიზიო გადაცემის ეთერში განაცხადა ჰესის მშენებლობის პირობებს ეხება. „თუკი ამ პირობებით, როგორც არის სხვაგან, განვითარებად ქვეყნებში, მოხდებოდა გადაცემა, მაგალითად, 30-წლიანი სარგებლობის უფლებით ააშენებდა კომპანია „ენკა“ ნამახვანში პირობითად რომ ვთქვათ, ჰიდროელექტროსადგურს და შემდეგ დაუბრუნებდა ჰიდროელექტოსადგურს სახელმწიფოს, ბუნებრივია, ამ ნაწილში კითხვა აღარ გვექნებოდა“, – აღნიშნა ვარლამ გოლეთიანმა. ... ...
  • რას განიხილავენ ოპოზიციის ლიდერები "ლეიბორისტული პარტიის" ოფისში ცოტა ხნის წინ "ლეიბორისტული პარტიის" ოფისში, ოპოზიციის ერთობლივი შეხვედრა დაიწყო. როგორც ოპოზიციის ლიდერებმა შეხვედრის დაწყებამდე განაცხადეს,  შეხვედრაზე განიხილავენ 15 მაისს დაგეგმილ აქციასა და სამოქმედო გეგმას. განსახილველი თემა აქციის გარდა, ასევე არის „ქართული ოცნების“ ნაბიჯი - კრისტიან დანიელსონის მიერ შემოთავაზებული წინადადების ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ გაქვს თუ არა კარგი ზოგადი განათლება?

რომელ ცნობილ მეცნიერს მიენიჭა 1921...

ტესტი _ როგორ იცნობ საქართველოს ისტორიას

სად დაამარცხა თამარ მეფემ რუმის...

ტესტი _ ყველაზე, ყველაზე...

იცი თუ არა გეოგრაფია

ტესტი _ იცნობ თუ არა ქართულ მხატვრობას?

გამოიცანი, ვისია ეს ნახატი

კარმიდამო ჩემი

"კალისტო 1920 "_ გურიაში "გემოვანის" პური გამოჩნდა

პური ერთ-ერთი უძველესი საკვებია და...

ერთი ნაჩუქარი ბაჭიით დაწყებული საქმე: "ბოცვრის მოშენება ყველა ოჯახმა უნდა შეძლოს"

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ შუაამაღლებაში მცხოვრები,...

ზღმარტლი _ მცენარე, რომელიც იმსახურებს ყურადღებას

მუშმულას და უნაბის შემდეგ, ჩვენს...

გავამზეუროთ ქოთნის ყვავილები

ახლა, ადრიან გაზაფხულზე, მზიან, თბილ...

ქათმის მხალეული

მრგვალად მოხარშული (და არა შემწვარი)...

ბადრიჯნის უხორცო ჩანახი

ერთი კილოგრამი (ან რამდენიც გსურთ)...

უნაბი _ ძვირფასი ხეხილოვანი და სამკურნალო მცენარე

უნაბის ნაყოფი გემოთი და გარეგნობით...

მუშმულა _ საუკეთესო მცენარე, რომელიც უყურადღებოდ არ უნდა დარჩეს

 მუშმულა (იაპონური ზღმარტლი) განთქმულია ნაყოფის...

ჩავატაროთ თხილის "ცისფერი წამლობა"

ჩვენი მკითხველები აქტიურად გვეხმაურებიან და...

გურიაში კივს საშიში დაავადება გაუჩნდა

გურიაში, კერძოდ კი, ოზურგეთში, კივის...