ამბები იმერლებისა და იმერეთის შესახებ

ისტორია

ამბები იმერლებისა და იმერეთის შესახებ

2019 ივლ 8 11:49:05

,,დასავლეთის ქართველები ხასიათით უფრო ცოცხლები, აქტიურები და მოხერხებულები არიან. ისინი საარსებო საშუალებათა მოპოვების დიდ უნარს იჩენენ, მრავალ ხელობას ეწევიან ფულის საშოვნელად.

იმერლები თავისუფლად ტოვებენ თავიანთ ქვეყანას მატერიალური მდგომარეობის შესაქმნელად, მიდიან ცოტაოდენი ფულის საშოვნელად, რათა ოჯახებს მიაშურონ მაშინ, როდესაც საკმაო რაოდენობის თანხას დააგროვებენ. ქართველი თუ შეგხვდებათ საქართველოს გარეთ, ეს უსათუოდ იმერელი იქნება. იმერლები საქმეშიც ერკვევიან და თავიანთ ქონებას ჭკვიანურად განაგებენ. გლეხების განთავისუფლება დიდი სიკეთე იყო მათთვის. შრომით მოპოვებულ ფულს მიწის შესაძენად იყენებენ. ოცდაათი წლის განმავლობაში ქუთაისის გუბერნიაში გლეხებმა შეიძინეს 8 მილიონი მანეთის მიწები, და ეს ხელისუფლების დაუხმარებლად. ამათგან ორმა მესამედმა გამოისყიდა მიწის ის ნაწილი, რომელიც მათ მიეკუთვნათ ბატონყმობის გაუქმების დროს”, წერდა ბარონი დე ბაი.

შალვა მაღლაკელიძე, ცნობილი სამხედრო და საზოგადო მოღვაწე, ვერმახტის ქართველი გენერალი იგონებდა, რომ მამამისის, ნიკოს ოცნება იყო მისი შვილი კადეტთა სკოლაში ენახა. როცა შალვა ექვსი წლის გახდა დახმარებისთვის მამამ მიმართა ნაუმ ლორთქიფანიძეს. ახლა მოვუსმინოთ მაღლაკელიძეს: ,,(ლორთქიფანიძე) იყო პირველი იურისტი და (მამამ) უთხრა, მე და შენს პატარა ძმას ალექსანდრეს ერთი ძუძუ გვაქვს ნაწოვი, დედაჩემისო. დამეხმარე, მინდა რომ ჩემი ბიჭი კადეტთა კორპუსში მომიწყოო. შენ რომ პატარაობისას პაგონები გეკეთა და „ჩესტს“ რომ იღებდიო, ისე მინდა ჩემს შვილსაც ჰქონდესო. ხარჯს არ დავერიდებიო. – ნიკოია გასულელდიო – უპასუხნია ნაუმ ლორთქიფანიძეს – შენ შვილს ვინ მიიღებს კადეტთა კორპუსშიო. ეს ჩვენთვის არის, თავადაზნაურებისთვისო. შენ გლეხიკაცი ხარ და მეტრიკაც არა გაქვსო, მეტრიკა ხომ უნდა მიიტანოო. ფულს გავიღებ, ნაუმ-ჩემოო – უპასუხნია მამაჩემს. ფული არ ჭრისო, უთქვამს ლორთქიფანიძეს, ღირსება ჭრისო. ყაძახი ხარ შენ, ყაძახიო. მე შენ გირჩევ, შეძლებული კაცი ხარ, ვენახი გაქვს, სამოყიანი თოხი უყიდე, მიეცი ხელშიო. სამოყიანი თოხი არის თქვენი, ყაძახების საქმეო”. თუმცა შალვას მამამ, ნიკომ ოცნება ვერ აისრულა, მაგრამ მისი შვილი მაინც ცნობილი სამხედრო პირი გახდა.

ერთხელ აკაკი წერეთელი სუფრაზე მიიწვიეს. სადღეგრძელოს შემდეგ თამადამ სავსე ყანწი პოეტს გადასცა. აკაკიმ ღვინო ოდნავ მოსვა და ისევ უკან გადასცა მიმწოდებელს. - უკაცრავად, მარა ღვინის სმა არ შემიძლიაო. მაშინ თამადამ მოულოდნელად მთელი ყანწი ღვინო მის კისერში ჩაუშვა. რაც ვერ დალიე, შენვე უნდა შეიშროო! სმა თუ არ შეგეძლო სუფრაზე რატომ ჯდებოდიო? შენი გულისთვის კანონს ვერ დავარღვევთ და კანონი კი ასე მოითხოვსო! პოეტმა ხუმრობაში გაატარა ეს შეურაცხყოფა და სუფრამაც ექსცესების გარეშე ჩაიარა. ცოტა ხანში წერეთელს სტუმრები ეწვივნენ, მათ შორის ის თამადაც ერია. პოეტი მიუჯდა საწერ მაგიდას და ლექსის წერა დაიწყო. ცოტა ხანში მიუბრუნდა იქვე მჯდომ თამადას, კალამი გადასცა და უთხრა: ლექსი დაამთავრეო. როგორო, _ გაოცდა სტუმარი, _ მე ლექსის წერა არ ვიციო. როგორ თუ არ იციო! აბა, რას მიუჯექი საწერ მაგიდასო? _ მიუგო აკაკიმ და მთელი სამელნე თავზე გადაასხა. გადარეული თამადა ფეხზე წამოვარდა, აკაკიმ კი მშვიდად მიუგო _ მეც შენს კანონებს ვხმარობო და შენი გულისთვის ხომ არ დავარღვევო. 

XIX საუკუნის ოციანი წლებიდან ევროპულ ბაზრებთან ურთიერთობაში თვალსაჩინო როლს ასრულებდნენ ქუთაისელი ვაჭრები.  თურმე 1824-28 წლებში ლაიფციგში ჩატარებულ სააღდგომო ვაჭრობაში ქუთაისელები მუდმივად მონაწილეობდნენ. მათგან ყველაზე ცნობილნი იყვნენ იაკობ ანდრონიკაშვილი, პავლე თუმანიშვილი, გრიგოლ მეფისაშვილი. ქუთაისიდან ლაიფციგში რეგულარულად დადიოდნენ ნიკო ნიკოლაძის მამა იაკობი და ბიძა გრიგოლი. თავად ნიკოლაძე ამის თაობაზე წერდა: ,,გრიგოლი და მამაჩემი იმ ხანებში საქსონიაშიც ყოფილან. ლაიფციგის იარმუკაში, სანამ კიდევ შეიძლებოდა საზღვარგარეთიდან რუსეთში საქონლის შემოტანა. იმ დროიდან ჩვენს ოჯახში ინახებოდა ჭურჭელი საქსონიის ხელობისა მუქი ლურჯი საღებავებით”. საინტერესოა, რომ ქუთაისის ბაზარზე საქონლის უმრავლესობა ევროპაში იყო დამზადებული: ფარჩა, მაუდი, მიტკალი, შაქარი, რომი, ასევე ძვირიანი ღვინო _ შამპანური, მადერა, ბორდო. ასევე მრავალად მოიპოვებოდა თურქული ნაწარმი: ფეხსაცმელი, სარკეები, ჭურჭელი, ყავა, ჩაი და სხვა. ვაჭარი სტეფანე თუმანიშვილი იმის გარდა რომ თურქეთსა და ევროპის ბევრ ქვეყანაში ვაჭრობდა, ამავე დროს იყო პირველი, ვინც იმერეთში აბრეშუმის ჭია გაავრცელა.




 ახალი ამბები
  • კახა სიორიძე ოზურგეთში „ლელოს“ უხელმძღვანელებს„გურია ნიუსის“ ინფორმაციით, ოზურგეთში საზოგადოებრივი მოძრაობის „ლელოს“ ოფისის გახსნა იგეგმება. ჩვენს მიერ მოპოვებული ინფორმაციით, ოზურგეთში ახალდაფუძნებულ მოძრაობას შპს “ასკანგელ ალიანსის“ ყოფილი გენერალური დირექტორი კახა სიორიძე უხელმძღვანელებს. კახა სიორიძემ ჩვენს მიერ მოპოვებული ინფორმაცია დაადასტურა. „დიახ გიდასტურებთ, რომ “ლელოს“ ოფისი იხსნება ოზურგეთში. დანარჩენი დეტალები შემდეგ კვირაში იქნება  ცნობილი“,_გვითხრა კახა სიორიძე. „ლელოს“ ახალი ოფისის გახსნა ოზურგეთში შემდეგ კვირაშია დაგეგმილი. სწორედ გახსნის დროს გახდება ცნობილი ვინ იქნება კახა სიორიძესთან ... ...
  • სამტრედიაში მომხდარ მკვლელობის ფაქტზე მუხლი გადაკვალიფიცირდასამტრედიაში მომხდარ მკვლელობის ფაქტზე მუხლი გადაკვალიფიცირდა. მამაკაცს, რომელმაც სამტრედიაში ცოლი მოკლა,17-წლამდე პატიმრობა ელის. შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის სამტრედიის სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1992 წელს დაბადებული გ.ა. სამტრედიაში, ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს. უწყების ცნობით,გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს სამტრედიის ფილიალის მოქალაქეთა მომსახურების დარბაზში, განქორწინების პროცედურის დაწყებამდე, ცოლს - 1994 წელს დაბადებულ ს.ბ.-ს ცივი იარაღით სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა. დაჭრილი ქალი შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა. სამართალდამცველებმა გ.ა. მომხდარიდან მალევე, ცხელ კვალზე, სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს სამტრედიის ფილიალის მოქალაქეთა მომსახურების დარბაზშივე დააკავეს. პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი - დანა შემთხვევის ადგილიდან ნივთმტკიცებად ამოიღო. გამოძიება ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ის 11 პრიმა 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს. აღნიშნული დანაშაული 13-დან 17 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ... ...
  • სიახლე ოზურგეთში _ დასაქმების ბირჟამ ფუნქციონირება დაიწყოახლახან, ოზურგეთელმა ნუგზარ რუხაძემ შრომის ბირჟა გახსნა. ის არაერთ ხელმძღვანელ თანამდებობაზეა ნამუშევარი და როგორც თავად ამბობს, კარგად ერკვევა , თუ რა პროფესიის ადამიანები სჭირდება ქალაქს და როგორ დაასაქმოს ისინი ისე, რომ მოსახლეობას მლესავის, ელექტროშემდუღებლის თუ უბრალოდ, დამხმარე მუშის საჭირობის დროს, პრობლემა არ შეექმნას. _ ხშირად გვესმის, რომ ხალხი სამუშაოს ეძებს და დასაქმების შანსი არ არის. არადა, ბევრჯერ პირიქითაა: ადამიანები ეძებენ ელექტრომონტიორს, კაფელის ხელოსანს თუ მლესავს და ვერ პოულობენ. ამიტომ დავისახე მიზნად, თავი მოვუყარო მაღალი კლასის და დავასაქმო  საჭიროების  მიხედვით. ჩვენ უკვე აღრიცხვაზე ავიყვანეთ სანტექნიკოსები, დურგლები, მეთუნუქეები, ელექტროშემდუღებლები, მღებავები, სახლის მშენებლები, პიანინოს ამწყობები,  უბრალოდ, ტვირთის გადამზიდავები და მიწის დამბარავებიც კი. ზოგს აწი მივიღებთ. მთავარია, თავის პროფესიაში ერკვეოდნენ კარგად და  შესაბამისად, დასაქმებისას კარგ ანაზღაურებასაც მიიღებენ, ჩვენ უკვე დავიწყეთ მუშაობა, _ თქვა „გურია ნიუსთან“ ინდმეწარმე ნუგზარ რუხაძემ. დასაქმების ბირჟა ოზურგეთში, რკინიგზის სადგურში, პირველ სართულზეა განთავსებული და მასში უკვე ბევრი სხვადასხვა პროფესიის ადამიანი გაწევრიანდა.      ... ...
  • ჩოხატაურელი მხატვარი გურამ მიქაძე გარდაიცვალაჩოხატაურელი მხატვარი გურამ მიქაძე გარდაიცვალა, _ ამის შესახებ ფეისბუქის საკუთარ გვერდზე  ჩოხატაურის სამხატვრო სკოლის დირექტორმა მზია კვინტრაძემ დაწერა. "წავიდა ჩვენგან უნიჭიერესი მხატვარი, უანგარო და ერთგული მეგობარი გურამ მიქაძე. ღმერთმა ნათელში ამყოფოს მისი სული", _ წერს გურამ მიქაძის ... ...
  • მკვლელობა სამტრედიაში _ მამაკაცს, რომელმაც ცოლი მოკლა,15-წლამდე პატიმრობა ელის სამტრედიაში მომხდარ მკველობასთან დაკავშირებით შსს-მ გამოძიება სსკ-ის 108-ე მუხლით (განზრახ მკველობა) დაიწყო, _ ამის შესახებ "გურია ნიუსს" უწყების პრესსამსახურში განუცხადეს. მათივე ინფორმაციით, სავარაუდო ბრალდებული უკვე დაკავებულია. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, მამაკაცს 7-დან 15-წლამდე პატიმრობა ელის. შეგახსენებთ, მკველობა სამტრედიაში ცოტა ხნის წინ მოხდა. ახალგაზრდა მამაკაცმა ცოლს სასიკვდილო ჭრილობა ცივი იარაღით რამდენჯერმე ... ...

არქივი

ზაფრანი

სიზმრის ახსნა

ორსულობა სიზმრები ორსულობის შესახებ შეიძლება...

მკურნალი პროდუქტები

დამწვრობისას გიშველით ალოე ვერა. დღეში...

„წყალგარეული“ ღვინის მომავალი

სამხრეთ აფრიკელმა მეღვინეებმა ბევრი იფიქრეს,...

ჯონ ლენონის ნივთები დღესაც სარფიანად იყიდება

მას შემდეგ, რაც დიდი ბრიტანელი...

ლუდი გონების სამსახურში

როგორც ამერიკელმა და ახალზელანდიელმა მეცნიერებმა...

ბრიტანელები ჰიტლერის ფოტოებით დაინტერესდნენ

ცოტა ხნის წინ, ამერიკის შეერთებულ...
კარმიდამო ჩემი

ფუტკრის რძე _ ოცდამეერთე საუკუნის ჯადოსნური წამალი

საქართველოს ბუნება ყოველგვარ პირობას ქმნის...

როგორ დავიბრუნოთ ფუტკრის მართვე

გაზაფხულის მოახლოებისთანავე ნებისმიერმა მეფუტკრემ თუ...

მსხვილნაყოფა ციტრუსი _ "ოიუ" (Citrus Oiu)

საქართველოს მოსახლეობისთვის ციტრუსოვანი კულტურებიდან ყველაზე...

"გვაქვს უთვალავი ფერითა!"

ოზურგეთელი, პროფესიით ფარმაცევტი და ხელოვანი...

"დეკემბერა" საოცარი საშობაო ყვავილია

ალბათ, არც ერთი ყვავილის შესახებ...

როგორია ტყის მარწყვი და რა სასარგებლო თვისებები გააჩნია

გაზაფხულის დადგომისთანავე, ადამიანებს უდიდესი სურვილი...

პროდუქტები, რომელიც საუზმეზე არ უნდა მიირთვათ

დიეტოლოგებმა შეადგინეს პროდუქტების სია, რომელიც...

როგორ გაისუფთავონ ფილტვები მწეველებმა

ცოტა ხნის წინ ბრიტანულ მასმედიაში...

შქმერული

დღეს ერთ-ერთი საუკეთესო ქართული კერძის...

"მოხრაკულა" დილით განსაკუთრებით საამოა

„მოხრაკულა“ _ ერთერთი ძველი ქართული...