,,ამერიკელები ლანჩხუთში“

ისტორია

,,ამერიკელები ლანჩხუთში“

2019 აგვ 22 16:44:24

ამას წინათ იუმორისტულ ჟურნალში (,,ეშმაკის მათრახი”, #25, 1908) გადავაწყდი წერილს სათაურით _ ,,ამერიკელები ლანჩხუთში“, რომლის ავტორი პიტნა (ამ ფსევდონიმით, რამდენადაც მე ვიცი, წერდა ცნობილი საზოგადო მოღვაწე აპოლონ წულაძე) საკმაოდ ცუდად მოიხსენიებს ცნობილ მოჯირითე დიმიტრი ცინცაძეს, რომელიც საისტორიო წყაროებს შემორჩა როგორც კაპიტანი დიმიტრი; ის უცხოეთი 1896-1911 წლებში ჯირითობდა. გთავაზობთ ამ წერილს:

,,ლანჩხუთელი ნამამასახლისევი დიმიტრაი უწინ ქურდი და ხუნხუზი (ორგანიზებული ბანდის წევრი ჩინეთში, ამ სახელს ქართველი რევოლუციონერები და ტერორისტებიც იყენებდნენ - ი.მ.) რომ იყო იგი და ახლა იმფერი დიმიტრობა დეიჩემა, რომ დიმიტრაი მგელაძე (ცნობილი პოლიციელი-ი.მ.) მასთან მონაგონი არაა, დიმიტრაი გელაძე დიმიტრა ცინცაძემ იჩერში ჩააგდო, გააფასა, ჩაარემიზა...

შვიდი, რვაი წელიწადი იქნება დიმიტრაი ამერიკაში წევიდა, საცხა დიდი ცირკიაო, იმაში თამაშობდა - ცხენზე სკიპაჭულობას შობოდა, ჩამევიდა ახლა, მარა რა ჩამევიდა, გადიდკაცებული, გაჭკვიანებული ფრანგის კონწოლივით, გრაინცის ენაზე ჩუუკარტიჩკებია მისი ვიზიტნი კარტიჩკა, დუუწერია ზედ ,,რუსინ, კაზაკ, კაპიტან დიმიტრი ბებურიჩ ცინცაძეო”. კიდევ კაი გურია რომ არ მოიჯაყა და გურული ვარო არ გაამჟღავნა. მოგვიყარა თავი ვინც ლანჩხუთში პაწეი შეხედულათ კი ვარგოდით და ცხენზე შეჯდომა უნადოთ შეგვეძლო, გვითხრა: წამოდით ჩემთან ამერიკაში და გაგაკეთებთო, მარა ათი კაცის მეტს ვერ წევიყვანო, დივეტორღეთ ერთი მეორეს, ვისესხეთ, ვივალეთ და ამ სიკეთიზა ქრთამათ მივეცით ათმა კაცმა ას-ასი მანეთი, მერე თქვა მივიწერე ამერიკაში და ნება მომცეს ოცი კაცი წაგიყვანოთო. კიდევ იშონა ჩვენსავით აბდალაი ათი კაცი, მიიღო კიდევ ათასი მანათი, უნაგერი აქაური აზიატსკი კაი გაწყობილი უნდა წამეიღოვო. ამით ერთი შვიდი კაცი მუიტყუა. ერთს უთხრა, აქედგან რას ათრევ უნაგირს, მე მაქვს იქინეი შენდა და ხუთ თუმნათ მოგცემ, ოღონდ ეს სხვას არ უთხრა და არ მომამდუროო. ასე ერთი უნაგირი შვიდი გზობა გაყიდა და შვიდი ხუთი თუმანი შეგვაქუჩა. დავყიდეთ თუ რამე გაგვაჩდა, მაგალითად ნიკო ჭყონიამ, პაწე ნიკომ დიდი არ გეგონოს, გაყიდა ორი ძროხა, უღლათ კამბეჩები, ერთი ცხენი, ექვსი ქცევა ტყეი. მე გავყიდე ოდა, სახლი, ხარი, ურემი, ესოფა შვიდობაძემ ძროხა, ხარი, ურემი, სხვა კიდევ დააგირავა, ესე ჯორბენაძე სტრელჩიკი იყო ბათუმში დაკარგა-დიეთხუა ადგილს, გაყიდა ყორიფელი, ისესხა სამასი ტლიკვი მანეთი, ილიკო გიორგაძემ გაყიდა ნემეცკი ძროხა, დღეში თექსმეტ-თექსმეტ ყველს იწველებოდა, მოსე მშვიდობაძემ მოშალა მთელი საცხოვრებელი, გაყიდა, ცოლი გამომთხოვს ჩააბარა, იასონ ანთაძემ გაყიდა ერთი უღელი მარჩენალი კამბეჩები, სხვა კიდევ ისესხა ორი აბაზის კვალობაზე. ასე ბევრმა დაკარგა მთელი საცხოვრებელი იმ იმედით, რომე აწი გავკეთდებით, თვეში ასოცი მანეთი გვექნებაო. ევედით ქუთაისში, გავაძვირეთ სირმა, გამევეწყვეთ კუბოსავით, დავხარჯეთ სამ-სამი თუმანი, ევიღეთ ბაშფორთები, გამოვაწყვეთ უნაგირები, გამოვემშვიდობეთ ცოლშვილს და გავემგზავრეთ გრაინცაში. სტანციაში დიმიტრიმ გვითხრა, მომეცით თითომ შვიდ-შვიდი თუმანი და ყველაის ბილეთს მე ევიღებ პირდაპირო. მივართვით, იმან თურმე მარტვაი ბალაჯარამდე ეიღო, აგი რა ვიცოდით, რაფერ გვეფსებოდა თვალი... დუუფშტვინა პოეზდმა, დუუფშტვინეთ  ჩვენც, შემოვძახეთ ხმა მაღლა ხასანბეგურაი და გავწიეთ. ევედით ბალაჯარაში და ამ რიგათ დიმიტრიანებ შევიქენით ოცდახუთი კაცი. აქანაი ქარ გაგვიშპა საცხა ჩვენი კაპიტანი, ცამ ჩაყლაპა თუ მიწამ, მისი ასავალ-დასავალი ვეფერი ვერ გევიგეთ. ხან აღმა ვსტკუცეთ ტელეგრამა, ხან დაღმა, მარა არსად არ გამოჩდა. რაღას ვიზამდით, მოგვენთო ცეცხლი გულზე, ევედით ბაქოში, ვისესხეთ გზის ფული და ცხვირ დაშვებული წამევედით შინ. იქითობას ხომ ხასანბეგურას ვმღეროდით, აქეთობას წამუუზარეთ და მეგრული ვაი-დედავ ჩქიმი ბრალი, ჩქიმი ცოდვა ვიმღერეთ: ,,ჩქიმი ცხენი, ჩქიმი ძროხა, ჩქიმი კამბეჩი, ჩქიმი ვექსილი დასახსნელი, მოჯაყული, მოკიცხული, ვაი საბრალო, საბრალო, საღა გავაპჭყირო თვალი!”

 

შემდეგ ნომერში (#6, 1914) ცინცაძის შესახებ გამოცანა-ლექსიც დაიბეჭდა:

ლანჩხუთელებს.

გამოცანას მოგახსენებთ

იმედია ახსნით ყველა

ინგლისი და ამერიკა

ბარე სამხელ გადათელა

ერთხელ იყო ოცდა ორ კაცს

რო წაჰკიდა ხათაბელა

ნიუორკში წასაყვანად

გამოაწყო სირმით ყველა

ფულათ ფოლიც ბევრი მისცა

ყელიც ძალზედ გაისველა

ბაქოს ახლოს მიატოვა

მან გაიქცა თავს უშველა...

მაგრამ მალე დაგვიბრუნდა

შეგვეპარა ვითომც მელა

და ახლა კი ჩოხით, ჯაჭვით

დასეირნობს ნელა, ნელა. ავტორი ქესტუმ!




 ახალი ამბები
  • ლისაბონში ვებპროგრამირების სამიტზე ორი ოზურგეთელი მიემგზავრება“გურია ნიუსის“ ინფორმაციით, ყოველწლიურ ვებპროგრამირების სამიტზე, რომელიც ყოველწლიურად ლისაბონში ტარდება, წელს ოზურგეთიდან ორი ქალი თამო ონიანი და იაკო თავდიშვილი მიეგზავრება. წელს, აპრილსა და მაისში სოციალური მედიისა და ვებპროგრამირების ტრენინგი ჩატარდა, რომელიც გაეროს ქალთა ფონდის ეგიდით მიერ ჩატარდა და ემსახურებოდა ქალთა ეკონომიკურ გაძლიერებას საქართველოში. პროექტი ჩატარდა დასავლეთ საქართველოში 5 რეგიონში, მათ შორის გურიაში, კონკრეტულად ოზურგეთში და ლანჩხუთში. კონკურსში მონაწილეობდა 11 ადამიანი, აქედან ოთხი იყო ოზურგეთელი _ იაკო თავდიშვილი, თამო ონიანი, სოფო კალანდაძე, მერი ეძიეშვილი. საბოლოო ჯამში, გამოვლინდა ოთხი გამარჯვებული, რომელიც ლისაბონში მიემგზარება ყოველწლიურ ტექნოლოგიების ვებსამიტზე. თამო ონიანი და იაკო თავდიშვილი პირველად არიან მსგავსი ტიპის შეხვედრაზე. “ეს არის ძალიან პრესტიჟული და საკმაოდ მნიშვნელოვანი სამიტი. სასიხარულოა, რომ სამიტზე პირველად გურიიდან ორი ქალი მიეგზავრება. საქართველოდან სამიტზე წლებია ესწრებიან ქალები", _ გვითხრა პროექტის ერთ-ერთმა ტრენერმა ხათუნა ... ...
  • ოზურგეთელი მონიკა ახვლედიანი უკრაინაში საერთაშორისო ფესტივალში მიიღებს მონაწილეობას28 ოქტომბერს, საქველმოქმედო ასოციციას “გურიას“ ბენეფიციარი მონიკა ახვლედიანი საერთაშორისო მუსიკალურ ფესტივალზე მიეგზავრება. მონიკას უკვე დაწყებული აქვს მზადება და ფესტივალზე სპეციალურად მომზადებულ სიმღერებს შეასრულებს. უკრაინში ჩასატარებელ კონკურსამდე ქუთაისში ჩატარდა სიმღერის, ცეკვისა და ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალი “ივერია ბრილიანტი“ (შესარჩევი ტური) და “გურიას“ ბენეფიციარებმა სხვადასხვა საპრიზო ადგილები დაიკავეს. პირველი ადგილი მონიკა ახვლედიანს ერგო და აქედან გამომდინარე, მიიღო მოწვევა უკრაინიდან.  “ჩემს ცხოვრებაში ძალიან ამაღელვებელი და სასიხარულოა, რომ უკრაინაში უნდა წარვადგინო ჩემი ქვეყანა, საქართველო. სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოდიან შშმ პირები და დარწმუნებული ვარ, საინტერესო და კარგი ფესტივალი ჩატარდა”, _ გვითხრა მონიკა ... ...
  • ოზურგეთში, ღია დიალოგის რეჟიმში, მოსახლეობასთან შეხვედრა გაიმართა (R)ღია დიალოგის რეჟიმში, ოზურგეთში მოსახლეობასთან შეხვედრა გაიმართა. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე იური ნოზაძე და გურიის მხარის რწმუნებული ზურაბ ნასარაია სოფელ ჯუმათის, ზვანის უბნისა და გრიბოედოვის ქუჩის მაცხოვრებლებს შეხვდნენ. ხელისუფლების წარმომადგენლებმა პრობლემების გადაჭრის გზებზე მოსახლეობასთან ერთად იმსჯელეს. ადგილობრივებს ინფორმაცია დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, მუნიციპალურ და სოფლის მეურნეობის პროგრამებზე მიაწოდეს. მოსახლეობისთვის პრიორიტეტული სკვერის, წყალმომარაგების, კანალიზაციის სისტემის მოწყობის და შიდა საუბნო გზების მოწესრიგების საკითხია. აღინიშნა, რომ რამდენიმე საკითხი ეტაპობრივად მოგვარდება, დამუშავდება და სამოქმედო გეგმაში აისახება. შეხვედრებს ოზურგეთის მერი კონსტანტინე შარაშენიძე, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე გიორგი ღურჯუმელიძე და მპგ „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ოზურგეთის საოლქო ორგანიზაციის წევრები ესწრებოდნენ. ... ...
  • გენერალურმა პროკურატურამ პატიმრების შეწყალების ფაქტზე გამოძიება დაიწყოსაქართველოს გენერალურმა პროკურატურამ პატიმრების შეწყალების ფაქტზე გამოძიება დაიწყო. პროკურატურის ინფორმაციით, გამოძიება სამსახურებრივი უფლებამოსილების შესაძლო ბოროტად გამოყენების ფაქტზე მიმდინარეობს. „საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ დაიწყო გამოძიება მსჯავრდებულების: რამაზ დევაძის, ასლან ბეჟანიძის, ზურაბ ნადირაძის და სხვა პირთა შეწყალების პროცესში სამსახურებრივი უფლებამოსილების შესაძლო ბოროტად გამოყენების ფაქტზე, დანაშაული გათვალისწინებული სსკ-ის 332-ე მუხლის 1-ლი ნაწილით. საზოგადოებას პერიოდულად მივაწვდით ინფორმაციას გამოძიების მიმდინარეობისა და შედეგების შესახებ“, _ ნათქვამია პროკურატურის ... ...
  • ანზორ ჩუბინიძე: ჩემი სამსახურის თანამშრომელს არანაირი იარაღი, არც ლეტალური და არც არალეტალური არ ქონიასახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსი ანზორ ჩუბინიძე 20 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით გენერალურ პროკურატურაში დაიკითხა. როგორც ანზორ ჩუბინიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, მან გამოძიებას ყველა კითხვაზე გასცა პასუხი. „20-21 ივნისის მოვლენებზე გამოვიკითხე და რაც მკითხეს, ვუპასუხე. რა დონეზე ვმონაწილეობდი, როგორ ვიყავით ჩართულები და პირადად ჩემთან ქონდათ გარკვეული კითხვები ჩემი მონაწილეობის შესახებ. მე ვარ სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ხელმძღვანელი, პარლამენტის შენობა არის დაცვის სპეციალური სამსახურის დასაცავი ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ობიექტი და აქ კითხვა არაა, თუ რატომ ვიყავი იქ. მე მითითებებს გავცემდი მხოლოდ და მხოლოდ სდსს თანამშრომლებზე. რა თქმა უნდა, არ გავცემდი არანაირ ბრძანებას სროლაზე“, – განაცხადა ანზორ ჩუბინიძემ. ამასთან სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსის თქმით, ის პასუხისმეგებლობისგან გაქცევას არ აპირებს. ​ „რაც შეეხება იმას, რომ სდსს-ის თანამშრომლები იყვნენ განლაგებული პარლამენტის სხვადასხვა შესასვლელთან, ეს ასე იყო და იქნება, სანამ მე ვიქნები ხელმძღვანელი სდსს-ის. ჩემი სამსახურის თანამშრომელს არანაირი იარაღი, არც ლეტალური და არც არალეტალური არ ქონია. არავინ გაექცევა პასუხისმგებლობას, მათ შორის არც მე, თუ დადგება ეს საკითხი. გამოძიება აუცილებლად მივა ბოლომდე და ყველა კითხვას პასუხი გაეცემა“, – განაცხადა ანზორ ჩუბინძემ. ... ...

არქივი

ზაფრანი

საკვები, რომელიც ხანგრძლივი სიცოცხლის საწინდარია

ადამიანის ჯანმრთელობა პირდაპირ კავშირშია კვებასთან....

მუდმივად დაამატეთ სოდა თქვენს ყავას

სოდას უამრავი სასარგებლო თვისება გააჩნია....

სიმართლე სანთლების შესახებ

ზოგიერთი სურნელოვანი სანთელი ორგანიზმისთვის მავნებელი...

სანამდე მივყავართ უძილობას

გარკვეული მიზეზების გამო, ხშირად გიწევთ...

როგორ უნდა მოხიბლოთ ქალი

ვერძი – ქალი ვერძების დიდ...

ქალები, რომელთა შეყვარებასაც მწარედ ინანებთ

ვერძი - მამაკაცური პლანეტა მარსი,...
კარმიდამო ჩემი

როგორ გახდა იდეალური დედა იდეალური მეწარმე

ქალი, რომლის ცხოვრება საგანგებოდ შექმნილი...

საზამთრო გურიის პირობებში

ზოგადად, დასავლეთ საქართველოში საზამთროს მოყვანა...

შევარჩიოთ ტყემლის ჯიშები და მეტი ყურადღება დავუთმოთ მის გაშენებას

ტყემლის კულტურა საქართველოში უძველესი დროიდან...

სახის მოვლის ნატურალური საშუალებები

მუდამ სილამაზესა და სიკოხტავეზე მოფიქრალ...

როგორ ვუმკურნალოთ კბილებს

ხილისა და ბოსტნეულის წვენების სასიკეთო...

ჭარბი ტენიანობის მიზეზებზე მუდმივად უნდა ვისაუბროთ

თხილის კულტურის სიდამპლის და სოკოვანი...

როგორ მოვიქცეთ ჭექა-ქუხილის დროს?

წელიწადის დროებსა და თვეებს შორის,...

სეზონის შესაფერი სამუშაოებისთვის მზადყოფნა აუცილებელია

ზოგს თოხნა და სარეველებისგან ბოსტნის...

უკრაინული გოგრა _ საუკეთესო თვისებების მქონე საკვები აგრარული კულტურა

წარმატებულმა მეურნემ ნოდარ დიასამიძემ, რომელიც...