ამერიკის ბობოქარი 60-იანი წლები

ისტორია

ამერიკის ბობოქარი 60-იანი წლები

4 ივნ. 2020, 13:05:36

1960-იანი წლები დაიწყო ყველაზე ახალგაზრდა პრეზიდენტის ჯონ კენედის არჩევით. ახალგაზრდებმა დაიჯერეს, რომ კენედის მეთაურობით ამერიკაში შესაძლებელია ყველანაირი გარდაქმნა. მეორე მსოფლიო ომის შემდგომმა ორმა ათეულ წელში მომხდარმა ამბებმა _ ცივმა ომმა, ზესახელმწიფოების დაპირისპირებამ და ქვეცნობიერმა შიშმა მოსალოდნელი მსოფლიო კატაკლიზმის წინაშე ყოველი ადამიანის გონება-გულში შეაღწია. ასეთი სწრაფი სოციალურ-პოლიტიკური ცვლილებების, უზრუნველყოფილი და მომხმარებელთა მზარდ საზოგადოების სამყაროში გაიზარდა და დავაჟკაცდა 60-იანელთა თაობა. მარტო ომის საწინააღმდეგო პროტესტი არ ყოფილა იმდროინდელი მთავრობის თავის ტკივილი.

1963 წლისთვის გაიჟღერა ერთმა იქამდე მიძინებულმა პრობლემამ _ შავკანიანთა ანუ აფრო ამერიკელთა პრობლემამ. შავკანიანთა ლიდერები დაიღალნენ იმის ცქერით, თუ როგორ ჰკლავდნენ, გაზით წამლავდნენ, ხელკეტებით სცემდნენ და აპატიმრებდნენ მათ მოძმეებს. ერთ-ერთი ლიდერი, რომელიც ძალისმიერი მეთოდების მომხრე იყო აცხადებდა: ,,მათ გვასწავლეს მოკვლა ვიეტნამში, ახალა დადგა ბრძოლის დრო შეერთებულ შტატებში. ჩვენ არ დაგვიტოვეს ალტერნატივა გარდა იმისა, რომ იარაღით ხელში მოვიპოვოთ სახლები, მიწები და მაღაზიები და ჩვენვე ვაკონტროლოთ ეს საზოგადოება”.  შავკანიანთა ამერიკელების ბრძოლამ თანასწორობისათვის 1960-იანი წლების შუაში კულმინაციურ წერტილს მიაღწია.  მაშინ გამოჩნდა შავკანიანი ლიდერი მარტინ ლუთერ კინგი, რომელმაც მიიქცია საზოგადოების ყურადღება თავისი მჭერმეტყველებით და შავკანიანებს ღირსების გრძნობა გაუღვივა: შავკანიანები აშშ-ს ისეთივე სრულუფლებიანი მოქალაქეები არიან, როგორც სხვები. კინგს სჯეროდა რომ რასობრივ სეგრეგაციის დაძლევა არაძალადობრივი პროტესტის გზით შეიძლებოდა, მათგან განსხვავებით ვინც შავკანიანთა მიერ ძალაუფლების მოპოვების საჭიროებას ნებისმიერი, მათ შორის ძალისმიერი გზით ქადაგებდა. 1963 წელს მოეწყო მასობრივი მიტინგები, რომელთა შორის ყველაზე დიდი ე. წ. ,,ვაშინგტონის მარში” იყო. მაშინ 200 ათასზე მეტი ადამიანი შეიკრიბა ქვეყნის დედაქალაქში, რათა დაედასტურებინა თავისი მხარდაჭერა ყველა ადამიანის თანასწორობისათვის. ამ დღის კულმინაციური წერტილი მართინ ლუთერ კინგის გამოსვლა გახდა, რომელმაც ისტორიული სიტყვები წარმოთქვა: ,,მე ვოცნებობ, რომ ერთ მშვენიერ დღეს ჯორჯიის წითელ მთებზე ყოფილი მონების შვილები და ყოფილი მონათმფლობელების შვილები ერთად მიუსხდნენ ძმობის მაგიდას”.

1963 წლის ნოემბერში მომხდარმა კენედის მკვლელობამ მთელი ამერიკა შესძრა და შოკში ჩააგდო. სამოქალაქო ომის შემდეგ უპრეცენდენტო არეულობამ ამერიკის 128 ქალაქი მოიცვა. ადგილი ჰქონდა ძალადობას სამხრეთის შტატებში, მაგალითად როცა ალაბამაში შავკანიანთა ეკლესია ააფეთქეს და მას ოთხი ბავშვის სიცოცხლე შეეწირა. 1964 წელს ჰარლემი გადაიბუგა. 1965 წელს ლოს ანჯელესის შემოგარენში მდებარე ქალაქ უოთსში მომხდარმა არეულობამ ქალაქი ლამის მიწასთან გაასწორა. უოთსის არეულობა, რომელიც 6 დღის განმავლობაში გრძელდებოდა, ყველაზე მძაფრი იყო 1992 წლის ლოს ანჯელესის გამოსვლებამდე. მაშინ შეტაკებებში 34 ადამიანი დაიღუპა, 1032 დაშავდა და 3952 დაპატიმრებულ იქნა. 1967 წელს ამერიკა სულ ახლოს იდგა ნაღდ რევოლუციასთან. ვიეტნამის ომმა ამერიკაში გადაინაცვლა. პოლიციელები და სამხედროები ებრძოდნენ სნაიპერებს, ბომბისტებს და მაროდიორებს. არეულობები და უწესრიგობანი ხდებოდა ყველა დიდ ქალაქში _ ჩიკაგოში, ნიუ იორკში, ქლივლენდში, ბოსტონში და ბაფალოში. ჩიკაგოში წესრიგის ოთხი ათასი გვარდიელი იცავდა, ხოლო დეტროიტში 4 700, შეტაკებების შედეგად 41 ადამიანი დაიღუპა, 2250 დაშავადა, 4 ათასი დაპატიმრებულ იქნა, ხოლო ზარალმა 250 მილიონი დოლარი შეადგინა. ,,ქალაქი 1945 წლის ბერლინს ჰგავდა", _ თქვა მოგვიანებით ქალაქის მერმა.

1970 წლის 18 მაისს გვარდიელებმა კენტში ცეცხლი გაუხსნეს სტუდენტებს, რომლებიც მათ ქვებს უშენდნენ: ოთხი გარდაიცვალა და რვა დაიჭრა. 1963-68 წლებში ამ სოციალურ-პოლიტიკურ გამოსვლებში მონაწილეობდა ორ მილიონ ადამიანზე მეტი. დაზარალდა 9 ათასი, დაიღუპა 200. ,,ამერიკას რაღაც საშინელება მოსდიოდა და არავინ იცოდა როგორ და რატომ ხდებოდა ეს”. მნიშვნელოვნად გაიზარდა სისხლის დანაშაულებათა რიცხვიც. მოსახლეობა პანიკამ მოიცვა, ადამიანებს გარეთ გასვლისა ეშინოდათ. 1968 წელს ჩატარებულმა გამოკითხვებმა ცხადყო რომ რესპოდენტთა 65%-თვის დანაშაული და ძალადობა ქვეყნის ყველაზე სერიოზული პრობლემაა. ქვეყანაში გამეფებული ძალადობის გამო გამოკითხულთა 51%-მა პროცენტმა განაცხადა რომ იგი გამოიყენებდა იარაღს თუ ვინმე მის სიცოცხლეს დაემუქრებოდა.  კენედის მოკვლის შემდეგ, ახალი პრეზიდენტი ჯონსონი დაუყონებლივ შეუდგა სამოქალაქო უფლებების დამცავი ღონისძიებების გატარებას. გამოიყენა რა მთელი თავისი ავტორიტეტი, მან დაარწმუნა სენატი შეეწყვიტა დებატები და უზრუნველყო 1964 წლის სამოქალაქო უფლებების აქტის დამტკიცება, რომელიც საზოგადოებრივ ადგილებში კანონგარეშედ აცხადებდა დისკრიმინაციის ყველა შემთხვევას. მომდევნო წელს მან მიაღებინა კანონი, რომელიც ცნობილია 1965 წლის ,,საარჩევნო უფლებების აქტის” სახელწოდებით.

ამ კანონის თანახმად ფედერალურ ხელისუფლებას ეძლეოდა უფლება ხმის მიმცემთა რეგისტრაციის დროს დაენიშნა ზედამხედველი იქ, სადაც ადგილობრივი ოფიციალური პირები შეუძლებლად მიიჩნევდნენ შავკანიანთა რეგისტრაციას. ამ კანონის მიღებიდან ერთი წლის შემდეგ სამხრეთ შტატებში 400 ათასი შავკანიანი იქნა რეგისტრირებული. 1968 წელს ამ რიცხვმა ერთ მილიონს მიაღწია და ამომრჩეველ შავკანიანთა რაოდენობა არსებითად გაიზარდა.  1968 წელს რამდენიმე თვის ინტერვალით მართინ ლუთერ ქინგი და სენატორი რობერტ კენედი მოკლეს. ეს ორი მკვლელობა ბევრი ადამიანისთვის სამოქალაქო უფლებებსა და ომის საწინააღმდეგო მოძრაობაში უდანაშაულობის, იდეალიზმისა და ცვლილებების დასასრულს ნიშნავდა. ბრძოლის სულისკვეთების ზრდამ, რომელთანაც გარდაუვლად იყო დაკავშირებული ბზარის გაჩენა კონსერვატიული განწყობილების გაძლიერების გამო, ერის ფსიქიკას დაასვა დაღი, რომლისგან განკურნებას წლები დასჭირდა და ალბათ, კიდევ დასჭირდება.




 ახალი ამბები
  • ავარია ნასაკირალზე _ ოზურგეთი-ჩოხატაურის გზაზე მოძრაობა შეზღუდულიაროგორც "გურია ნიუსს" ატყობინებენ, ამ წუთებში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა ოზურგეთი-ჩოხატაურის ცენტრალური გზის ნასაკირალის მონაკვეთზე. ერთმანეთს მსუბუქი ავტომანქანა და ფორდტრანზიტი შეეჯახა. მსუბუქად დაშავებდა ერთი ადამიანი. როგორც გვითხრეს გზაზე გადაადგილება შეზღუდულია. ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები. შსს-ს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება დაწყებულია 276-ე მუხლის მეორე ... ...
  • ქურდობა ოზურგეთის ერთ-ერთ მარკეტშიდღეს, ოზურგეთში, ერთ-ერთ მარკეტში ქურდობა მოხდა.  ფაქტის მხილველთა  თქმით, პირმა გაიტაცა ალკოჰოლური სასმელები.  მომხდარ ქურდობის  ფაქტზე, შსს ასეთ კომენტარს აკეთებს: „მარკეტიდან პირმა გაიტაცა კონიაკი.  საქმე აღძრულია სისხლის სამართლის 177-ე მუხლით, ქურდობის ფაქტზე“, _ გვითხრეს შსს ... ...
  • გიორგი სიორიძე: ამომრჩევლის დაბალი აქტივობა მხოლოდ „ოცნებას“ აძლევს ხელსამომრჩევლის დაბალი აქტივობა მხოლოდ „ოცნებას“ აძლევს ხელს მოვუწოდებ „ლელოს“ მხარდამჭერებს სიფრთხილისა და აქტიურობისკენ, _ ამის შესახებ პოლიტიკური გაერთიანება „ლელო საქართველოსთვის“ გურიის მაჟორიტარმა კანდიდატმა გიორგი სიორიძემ სპეციალურ ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით, არჩევნებამდე 10 დღეზე ოდნავ მეტი ხნით ადრე იქმნება ვითარება, როცა კორონავირუსის პანდემიის შედეგად საარჩევნო პროცესს იძულებით ისედაც გამოაკლდება ათეულობით ათასი ამომრჩეველი. „ჩვენს თვალწინ ვითარდება შემაშფოთებელი პროცესი, როცა კორონავირუსის პანდემია ახალი ძალით უტევს საზოგადოების ჯანმრთელობასა და ქვეყნის ეკონომიკას. ფაქტია, მძიმე ეპიდემიოლოგიური ვითარება, რაც ბოლო ერთი თვის განმავლობაში განსაკუთრებით გართულდა, ნეგატიურად აისახება 31 ოქტომბრის უმნიშვნელოვანესი არჩევნების მიმდინარეობაზეც. ფაქტია ისიც, რომ „ოცნების“ ნაქებმა პანდემიურმა კრიზისმენეჯმენტმა ჩაილურის წყალი დალია და დღეს ვდგავართ იმ რეალობის წინაშე, როცა ამომრჩეველთა სოლიდური ნაწილი ინფიცირებისა თუ კარანტინში და თვითიზოლაციაში ყოფნის გამო მონაწილეობას ფიზიკურად ვერ მიიღებს არჩევნებში. ბუნებრივია, არსებობს მოსახლეობის ასევე სოლიდური ნაწილიც, რომელიც დაინფიცირების რისკის გამო უბრალოდ თავს აარიდებს საარჩევნო უბანზე მისვლას. ასეთი ვითარება და შედეგად არჩევნების დღეს  მოქალაქეთა მხრიდან დაბალი აქტივობის დაფიქსირება ერთადერთ პოლიტიკურ ძალას აძლევს ხელს და ეს ძალა მმართველი პარტია „ქართული ოცნებაა“. ჩვენ ნათლად ვხედავთ, რომ ხელისუფლება ძალაუფლების შესანარაჩუნებლად მიდის ყველაფერზე. ცხადია, ის ბოლომდე და უკანონოდ გამოიყენებს ადმინისტრაციულ რესურსს და შესაძლოა, ვირუსით დაინფიცირების დიდი რისკის ქვეშაც კი ძალდატანებით აიძულოს მისი მომხრეები, რომ მივიდნენ უბნებზე, ხმა მისცენ და ამის შესახებ სხვადასხვა ფორმით შემდგომ „უპატაკონ“ კოორდინატორსა თუ უფრო მაღალი იერარქიის პარტიულ ბოსებს. ერთადერთი საშუალება, რომ არ მივცეთ „ოცნებას“ არჩევნების დღეს კოვიდის შიშით მანიპულირების საშუალება და ამით შედეგებზე არსებითი გავლენის მოხდენა და პრაქტიკულად არჩევნების გაყალბება, არის ის, რომ მაქსიმალური სიფრთხილითა და  რეგულაციების ზედმიწევნით დაცვით მივიდეთ საარჩევნო ურნასთან და ხმა მივცეთ ორპოლუსიანი პოლიტიკის ორივე მეტასტაზის დასრულებას. ანუ, ავირჩიოთ წარმატებული პროფესიონალების გუნდი. ავირჩიოთ ახალი ძალა, ახალი იმედი. ავირჩიოთ „ლელო საქართველოსთვის“, - განაცხადა გიორგი სიორიძემ. მისი თქმით, არჩევნებამდე დარჩენილი პერიოდს „ლელო“ მაქსიმალურად გამოიყენებს მთელ საქართველოში სააგიტაციოდ. „მე გურიაში, მაჟორიტარობის სხვა კანდიდატები თავიანთ ოლქებში, პარტიის სხვა წევრები სრულიად საქართველოში არჩევებამდე დარჩენილ პერიოდს გამოვიყენებთ მაქსიმალურად, რათა ჩვენს ამომრჩეველს კიდევ ერთხელ ავუხსნათ, თუ რატომ უნდა ენდონ „ლელოსა“ და მის მაჟორიტარებს. მე დარწმუნებული ვარ, ამომრჩეველი „ლელოს“ „მარშალის გეგმაში“ კარგად ხედავს საქართველოს ჩიხიდან გამოსვლისა და განვითარების კონკრეტულ, რეალურ პროგრამას, რომელიც გააზრებულია პრაქტიკულად ყველა სასიცოცხლო მიმართულების მიხედვით. დ დარწმუნებული ვარ იმაშიც, რომ საქართველოს ამომრჩეველი „ლელოს“ ფართოდ გაუღებს კარს ქართულ პოლიტიკაში. იმაშიც დარწმუნებული ვარ, რომ პოლიტიკურად ყოველთვის აქტიური გურიის ამომრჩეველი არც ამჯერად დარჩება მოვლენების მიღმა, არ შეუშინდება მძიმე პანდემიურ ფონს და მაქსიმალური სიფრთხილითა და რეგულაციების ზედმიწევნით დაცვით თავის გადამწყვეტ სიტყვას იტყვის „ოცნების“ ოპოზიციაში გაშვებისა და „ლელოს“ ხელისუფლებაში მოსვლის საქმეში. ყველას მოგიწოდებთ, 31 ოქტომბერს ვიყოთ ფრთხილები, ამასთანავე  ძალიან აქტიურები  და შევასრულოთ ჩვენი სამოქალაქო ვალდებულება, - მივიდეთ არჩევნებზე“, - აღნიშნა ბრიფინგზე გიორგი სიორიძემ.   ... ...
  • ჩოხატაურის მერიაში მუშაობა შეუფერხებლად გრძელდებაჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერიის ერთ-ერთ თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა. “გურია ნიუსის“  წყაროს ინფორმაციით, სწორედ ამიტომ, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერი და მერიის თანამშრომლები თვითიზოლაციაში გადავიდნენ. ამ ინფორმაციის გადამოწმების გარდა, “გურია ნიუსი“ დაინტერესდა, თუ რა რეჟიმით აგრძელებს ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერია მუშაობას.  _ არ ვიმყოფები თვითიზოლაციაში, რადგან საფინანსო სამსახურის უფროსთან, რომელსაც კორონავირუსი დაუდგინდა, იმ დღეებში კონტაქტი არ მქონია. მერია აგრძელებს ფუნქციონირებას, ნაწილი თანამშრომლებისა, პირველ რიგში, საფინანსო სამსახური, გადასულია დისტანციურ რეჟიმზე. საფინანსო სამსახურის უფროსიც დისტანციურად მუშაობს კლინიკიდან, რისთვისაც განსაკუთრებულ მადლობას იმსახურებს,“ _ გვითხრა მუნიციპალიტეტის მერმა ირაკლი ... ...
  • "ქართული ოცნების" ლანჩხუთის საარჩევნო შტაბი განცხადებას ავრცელებს"ქართული ოცნების" საარჩევნო შტაბი საჯარო განცხადებას ავრცელებს და განმარტავს, რომ ვირუსთან დაკავშირებით, შტაბის წევრებზე, ჩატარებული ტესტირების ყველა პასუხი უარყოფითია. "გაცნობებთ, რომ ქვეყანაში არსებული მდგომარეობიდან გამომდინარე, "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" ლანჩხუთის საარჩევნო შტაბის ყველა წევრმა გუშინ გაიკეთა ტესტირება კოვიდ 19-ზე. საბედნიეროდ, პასუხი უარყოფითია. შტაბის წევრებს ყველა 48 საათში ჩაუტარდება ტესტი, რომ რაიმე არ გამოგვეპაროს და ვიყოთ მაქსიმალურად დაცულები. შტაბის მუშაობას ხელი არ შეეშლება, რადგან ყველა სავალდებულო რეგულაცია ზედმიწევნით იყო და არის დაცული. კიდევ ერთხელ ვიმეორებთ, გუშინ შტაბის ყველა წევრის ტესტის პასუხი უარყოფითია!!!" - წერია "ოცნების" ადგილობრივი ორგანიზაციის მიერ სოციალურ ქსელში გავრცელებულ განცხადებაში. ცნობისთვის, ლანჩხუთის მერს, ალექსანდრე სარიშვილს კოვიდინფექცია გასულ შაბათს დაუდასტურდა და იგი მკურნალობას საკუთარ სახლში ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ რა გახსოვს სკოლიდან?

გამოქვაბულში ქვევიდან ზევით აღმართულ წარმონაქმნებს...

ტესტი _ რამდენად ერკვევი სხვადასხვა სფეროში

რომელია ყველაზე პატარა სახელმწიფო მსოფლიოში?

ტესტი _ აქვს თუ არა თქვენს ერუდიციას ფართო ჰორიზონტი

ეიფელის კოშკი ზაფხულში 15 სანტიმეტრით...

ტესტი _ რამდენად ფართოა შენი ცოდნის არეალი

მე-20 საუკუნის რომელი პოლიტიკური მოღვაწე...

ტესტი _ რა იცი ჰოლივუდის ვარსკვლავების შესახებ

ლეონარდოს დი კაპრიოს სახელი ლეონარდო...

ტესტი _ რა არის გამოსახული ამ ისტორიულ ფოტოზე?

ისრაელის მიერ პალესტინის დაბომბვა თუ...

ტესტი _ როგორ იცნობ გარე სამყაროს?

რომელ ცხოველს შეუძლია უწყლოდ გაძლება...

კარმიდამო ჩემი

დროა, მივეჩვიოთ ბუნებრივი რესურსების ეკონომიურად ხარჯვას

პლანეტის გლობალური კლიმატური ცვლილებები ბევრ...

როგორ მოვრწყოთ ვარდები _ ნუ გამოვიყენებთ სუფთა წყალს

ყვავილები, განსაკუთრებით, ვარდები, ყველას უყვარს....

ჩითილების მომზადება კოშტების და ნახერხის დახმარებით

ჩვენი გამოცდილი მეურნეები, სხვადასხვა ხალხურ...

რომელი მცენარეა ფშატი?

ჩვენი არა ერთი მკითხველის გვთხოვს,...

ხალხური მედიცინა დეზინფექციისთვის

სისუფთავის ხარისხი იქ, სადაც ადამიანი...

"საშობაო ლიქიორის" მომზადების ყველაზე შედეგიანი მეთოდი

ძალზე პოპულარული, "საშობაო ლიქიორის" მომზადების...

ყაბაყის ტორტი

საჭირო მასალა: ორი ცალი ყაბაყი,...

სტაფილოს სალათი ცერეცოთი

საჭირო მასალა: სამი ცალი სტაფილო,...

სოკოს სალათი შებოლილი ქათმის ხორცით

ეს უგემრიელესი სალათი უნდა მოვამზადოთ...