,,ანი" და ,,ბანი" გურულად

ისტორია

,,ანი" და ,,ბანი" გურულად

15 ივნ. 2020, 12:23:43

არაერთხელ მითქვამს, რომ ჩვენს საზოგადოებას (მათ შორის ხელისუფლებაშიც) განათლება აკლია, ამიტომაცაა რომ ვიმკით ასეთ მოსავალს. განათლების ფასი ყველაზე კარგად გურულებმა იცოდნენ, იმიტომაც იყო უამრავი სკოლა, ბიბლიოთეკა და სამკითხველო გახსნილი ამ ულამაზეს კუთხეში, რასაც იმპერიის მასშტაბითაც კი ვერავინ დაიკვეხნიდა. რა ეპითეტებით არ ამკობდნენ გურიას ,,უკულტურესი კუთხე”, ,,საქართველოს საფრანგეთი” და მრავალი სხვა...


თუა რა პრიორიტეტს ანიჭებდნენ განათლებას, კარგად მოჩანს ლანჩხუთის რაიონის მაგალითზეც.

ლანჩხუთში პირველდაწყებითი ტიპის სკოლა პირველად 1873 წელს გაიხსნა. ამ სკოლის პირველი მასწავლებლები იყვნენ დავით კერესელიძე, კონსტანტინე კალანდარიშვილი, მღვდელი გიორგი ბარამიძე, მღვდელი გიორგი ორაგველიძე და სხვები. შემდეგ ეს სკოლა გადაკეთდა ორკლასიან სკოლად.

,,დროების” (#34, 1875) კორესპონდენტი კალანდარიშვილი მიმოიხილავს რა გურიის სკოლების მდგომარეობას წერს: ,,კარგი შკოლა არის დაბა ლანჩხუთის, აშენებული საზოგადოების ხარჯით და მასწავლებლებიც რიგიანი ჰყავს უფალ ინსპექტორს დაყენებული. ეს შკოლა აკურთხეს წარსულის 1874 წელს, ოქტომბრის თვეში”. ამ სკოლამ წერა-კითხვა შეასწავლა და საფუძვლიანი ცოდნა მისცა რაიონის მოსახლეობის საკმაოდ მოზრდილ ნაწილს.

ხსენებული სკოლის გარდა, 90-იანი წლებში ლანჩხუთში კერძო სკოლაც გაიხსნა მასწავლებელ ავთანდილ იოსელიანის მიერ, მაგრამ დიდხანს არ უმუშავია. უფრო ხანგრძლივი და ნაყოფიერი მუშაობით ცნობილი იყო მღვდელი ესტატე ცინცაძის მიერ გახსნილი სამრევლო სკოლა.

,,ივერია” 1900 წელს იუწყებოდა: ,,სკოლა, როგორც სავაჟო, ისე საქალებო, სამკითხველო და სავაჭრო ამხანაგობა, აი ის უძვირფასესი საუნჯენი ჩვენი სოფლისა, რითაც ასე თავგამოდებით ამაყობს მთელს გურიაში და პირველობას ჩემულობს ლანჩხუთი.
აქაურ სკოლას რომ თვალი გადაავლოს უცხომ მის ყურადღებას მიიპყრობს ის შენობა, რომლის მსგავსი არც ერთ გურიის დაბა-სოფელში არ მოიპოვება. ეს არის სკოლა, რომელსაც ორი წლის განმავლობაში ხელმძღვანელობდა სკოლის თავდადებული მუშაკი და ცნობილი პედაგოგი არსენ წითლიძე, რომელმაც მცირე ხნის განმავლობაში ასეთი ძვირფასი საუნჯე შესძინა სოფელს თავისი შრომით, რასაც არ დაივიწყებს ლანჩხუთი.”

არსენ წითლიძე მაღალი, მოსული, წარმოსადეგი კაცი ყოფილა, ჭაღარაშერეული, შოთი თმა ჰქონდა. შეკრეჭილ წვერ-ულვაშს ატარებდა, ხავერდოვანი ბოხი ხმით მსმენელს იზიდავდა. ასევე, კარგი მომღერალიც ყოფილა. 
დიდ დახმარებას უწევდა ლანჩხუთსა და ცალკეულ სოფლებს იქაური ინტელიგენცია. მათ შორის იყო ნიგოითის მკვიდრი თავადი მაჭუტაძე, რომელმაც თავის მეუღლე ანა ტარსეისთან ერთად არაერთი კეთილი საქმე განახორციელა. მათ ნიგოითის ახალ სასწავლებლის ასაგებად შესწირეს საუკეთესო ადგილი და უფასოდ ამარაგებდნენ საკუთარი ტყიდან და მამულებიდან ხის და ქვის მასალით.
1899 წელს ლანჩხუთში გაიხსნა მეორე სასწავლებელი – ქალთა ორკლასიანი სკოლა. უნდა აღინიშნოს, რომ ასეთი ტიპის სასწავლებელი მხოლოდ ოზურგეთში იყო. ,,ივერია” ამ მოვლენას სათანადოდ გამოეხმაურა: ,,ძლივს აუსრულდა სწავლა-განათლების მოყვარულ ლანჩხუთელებს საქალებო სკოლის დაარსების სურვილი. ვერ წარმოიდგენთ რა სიხარულით მიეგება ხალხი ამ ფრიად კეთილ საქმის განხორციელებას. სკოლის დაარსების პირველსავე დღეს 70-ზედ მეტი მოსწავლე პატარა ქალი შეგროვდა და ამაზე მეტი კიდევ შინ ზუზუნით გაბრუნდა უალაგობის გამო. სკოლაში სავალდებულო საგნებს გარდა ასწავლიან: საეკლესიო გალობასა და ჯერ-ჯერობით ქარგვასა და ქსოვას...

ამჟამად სკოლას საკუთარი შენობა არა აქვს, მაგრამ სკოლის დამაარსებელსა და მმართველს მღვდელ ეპიფანე ჩხაიძეს მოლაპარაკება აქვს უკვე ხალხთან, რომ სკოლას საკუთარი შენობა აუგონ... ასე რომ სკოლა ორკლასიანი იქნება, რომელიც შეძლებს აწინდელ დედებს იმდენი ცოდნა შესძინოს, რომ თავიანთ შვილებს სახლშივე გააცნონ რა არის ,,ანი” და ,,ბანი”.

ქალთა სამრევლო სკოლაში ასწავლიდნენ კატო ფხაკაძე, ელიბო და ოლღა ჯუღელები, მარო გრიგოლაშვილი, ნინა ჯუღელი, ლიდა ჩომახიძე, აგრაფინა მურადოვა და სხვები. მღვდელი ეპიფანე ჩხაიძე თითქმის ყველა სკოლაში ასწავლიდა საღვთო რჯულს.
სოფელ მამათში ახალგაზრდობის სწავლა-აღზრდის საქმეს საფუძველი ჯერ კიდევ 1862 წელს ჩაუყარეს ნაქირავებ გლეხთა ოჯახებში. პირველ მასწავლებლებად უმუშავიათ იაკინთე შევარდნაძეს, გიგო შარაშენიძეს, ფარნა ჭეიშვილს, ეგნატე დარახველიძეს, გიორგი შევარდნაძეს, ბარნაბა მენაბდეს, მოსე სამსონიას, კირილე რუხაძეს, სპირიდონ ჯანჯღავას და სხვებს.

1895 წლის ,,ივერიას” ცნობით აცანაში სწავლა-განათლებას სულითა და გულით ეტანებოდნენ. აქ ერთკლასიანი სკოლა არსებობდა, რომელიც ორ კლასიანად უნდა გადაეკეთებინათ. დაარსებული იყო აგრეთვე სამრევლო სკოლა მღვდელ ს. ჩხაიძის და მღვდელ ათანასე ტუსკიას მეთაურობით. 

ჩიბათში სკოლის დაარსება დაკავშირებულია ანტონ ნაკაშიძის სახელთან, რომელიც ლანჩხუთში პოლიციის ბოქაულად მსახურობდა. მისმა აქტიურმა მოღვაწეობამ სასურველი შედეგი გამოიღო და დაახლოებით 1872 წელს ჩიბათში სკოლა გაიხსნა. 1875 წელს ქუთაისის გუბერნიის სახალხო სკოლების ზედამხედველმა ტროემ დაიარა გურიის სკოლები და განსკუთრებით მოეწონა ნიგოითის, ლანჩხუთის, ჯურუყვეთის, ჩოჩხათის, ჯუმათის და ძიმითის სკოლები.

მასწავლებელი კ. კალანდარიშვილი გაზეთ ,,დროებაში” (1875, #34) წერდა: ,,გურიის რამოდენიმე შკოლის მასწავლებლებს გვაქვს ამხანაგობა და ყრილობა ერთმანეთში, თავისუფალ უქმ დღეებს ერთ დანიშნულ ადგილზე, რომ მოვილაპარაკოთ სხვადასხვა შკოლის სასარგებლო საქმეზედ, აგრეთვე სამასწავლებლო საგნებზედ. ამნაირი კრება ხშირად გვაქვს ჩვენ დაბა ლანჩხუთის, ბახვის, ნიგოითის, ჩიბათის და ჯურუყვეთის შკოლების მასწავლებლებს, არცერთ ჩვენს კრებას არ ჩაუვლია უსარგებლოდ”.

1901 წლის 4 მარტი სუფსის მაცხოვრებლებისათვის ღირსშესანიშნავი დღე იყო. ამ დღეს სუფსელებმა ადმინისტრაციის, სამოსწავლო უწყებისა და თავადაზნაურთა წარმომადგენლების თანდასწრებით განაჩენი დაადგინეს, რომ დაარსონ ორკლასიანი სასწავლებელი. ,,ივერია” წერს: ,,შუადღისას ყველანი წიგნთსაცავის ეზოში შეიკრიბნენ და განაჩენს ერთხმივ მოაწერეს ხელი. სხვათა შორის, თავადმა ვახტანგ გურიელმა ფრიად საგრძნობი სიტყვით მიჰმართა შეკრებილს საზოგადოებას... გურგენიძემ მშვენიერ ადგილზედ ერთი ქცევა მიწა შემოსწირა სკოლის შენობის დასადგმელად”.

1913 წელს რაიონში 30-მდე დაწყებით და ერთი საშუალო ტიპის სკოლა იყო, რომლებშიც 2000-მდე მოსწავლე ირიცხებოდა. 1914 წლისათვის 30 დაწყებით სკოლა და ორი სამოქალაქო სასწავლებელი არსებობდა 2200 მოსწავლითა და 70 მასწავლებლით.
ლანჩხუთის მცხოვრები სერგო ჩხაიძე იხსენებდა: ,,1912 წელს, სასკოლო ასაკის რომ გავხდი, შემიყვანეს სკოლაში, რომელიც კერძო სახლში, სოფრომ ბარამიძის ოჯახში მდებარეობდა (დღევანდელი ფოსტის წინ). სასწავლებელში ხუთი ჯგუფი იყო. ჩემი მასწავლებლები იყვნენ: კოწია ჭუბაბრია, კირილე წილოსანი, მელიტონ ბარამიძე, ვანო ქართველიშვილი და სხვები. სწავლა რუსულ ენაზე მიმდინარეობდა, რაც, რა თქმა უნდა გვიჭირდა, მაგრამ უკმაყოფილებას თუ გამოთქვამდი, კუთხეში მარილზე ან სიმინდზე დაჩოქება გელოდა.

1917 წელს რევოლუცია რომ დაიწყო, მე-5, ე.ი. ბოლო ჯგუფში ვიყავი. მისი დასრულების შემდეგ გადმოვედი ,,გოროდის” სკოლაში, რომელიც იმ დროისათვის ერთადერთი არასრული საშუალო სკოლა იყო ლანჩხუთში. აქ სწავლა ქართულად მიმდინარეობდა. ეს უკვე 1918 წელია. მყავდა ძლიერი მასწავლებლები: ილარიონ ჩომახიძე, მიხაკო კვაჭაძე, ეფროსინე იმნაძე, საღვთო სჯულს გვიკითხავდა მღვდელი ეპიფანე ჩხაიძე.
20-იანი წლების ლანჩხუთის კულტურულ ცხოვრებაში დიდი ადგილი ეჭირა ქოხ-სამკითხველოებს, რომელიც თითქმის ყველა სოფელში ამოქმედდა. ლანჩხუთში კი ცენტრში, წმინდა გიორგის ტაძრის შესასვლელ ჭიშკართან მდებარეობდა. მისი გამგე იყო პლატონ ჟორდანია. სამკითხველოებში ყოველთვის მრავლად იყო ახალგაზრდობა, რაც არ მოსწონდა ხელისუფლებას, განსაკუთრებით ნოე ჟორდანიას მთავრობის დამარცხების შემდეგ. 1921 წელს ლანჩხუთში მივლინებული დამსჯელი რაზმის ხელმძღვანელის, გვარად (საშა) ობოლაძის მითითებით, დაანგრიეს წმ. გიორგის სახელობის ეკლესია. როგორც კონტრრევოლუციონერთა თავშეყრის ადგილი. მღვდელი ეპიფანე ჩხაიძე და სამკითხველოს გამგე პლატონ ჩხაიძე გადაასახლეს ციმბირში, სადაც ისინი უგზო-უკვლოდ დაიკარგნენ”.




 ახალი ამბები
  • ავარია ნასაკირალზე _ ოზურგეთი-ჩოხატაურის გზაზე მოძრაობა შეზღუდულიაროგორც "გურია ნიუსს" ატყობინებენ, ამ წუთებში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა ოზურგეთი-ჩოხატაურის ცენტრალური გზის ნასაკირალის მონაკვეთზე. ერთმანეთს მსუბუქი ავტომანქანა და ფორდტრანზიტი შეეჯახა. მსუბუქად დაშავებდა ერთი ადამიანი. როგორც გვითხრეს გზაზე გადაადგილება შეზღუდულია. ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები. შსს-ს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება დაწყებულია 276-ე მუხლის მეორე ... ...
  • ქურდობა ოზურგეთის ერთ-ერთ მარკეტშიდღეს, ოზურგეთში, ერთ-ერთ მარკეტში ქურდობა მოხდა.  ფაქტის მხილველთა  თქმით, პირმა გაიტაცა ალკოჰოლური სასმელები.  მომხდარ ქურდობის  ფაქტზე, შსს ასეთ კომენტარს აკეთებს: „მარკეტიდან პირმა გაიტაცა კონიაკი.  საქმე აღძრულია სისხლის სამართლის 177-ე მუხლით, ქურდობის ფაქტზე“, _ გვითხრეს შსს ... ...
  • გიორგი სიორიძე: ამომრჩევლის დაბალი აქტივობა მხოლოდ „ოცნებას“ აძლევს ხელსამომრჩევლის დაბალი აქტივობა მხოლოდ „ოცნებას“ აძლევს ხელს მოვუწოდებ „ლელოს“ მხარდამჭერებს სიფრთხილისა და აქტიურობისკენ, _ ამის შესახებ პოლიტიკური გაერთიანება „ლელო საქართველოსთვის“ გურიის მაჟორიტარმა კანდიდატმა გიორგი სიორიძემ სპეციალურ ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით, არჩევნებამდე 10 დღეზე ოდნავ მეტი ხნით ადრე იქმნება ვითარება, როცა კორონავირუსის პანდემიის შედეგად საარჩევნო პროცესს იძულებით ისედაც გამოაკლდება ათეულობით ათასი ამომრჩეველი. „ჩვენს თვალწინ ვითარდება შემაშფოთებელი პროცესი, როცა კორონავირუსის პანდემია ახალი ძალით უტევს საზოგადოების ჯანმრთელობასა და ქვეყნის ეკონომიკას. ფაქტია, მძიმე ეპიდემიოლოგიური ვითარება, რაც ბოლო ერთი თვის განმავლობაში განსაკუთრებით გართულდა, ნეგატიურად აისახება 31 ოქტომბრის უმნიშვნელოვანესი არჩევნების მიმდინარეობაზეც. ფაქტია ისიც, რომ „ოცნების“ ნაქებმა პანდემიურმა კრიზისმენეჯმენტმა ჩაილურის წყალი დალია და დღეს ვდგავართ იმ რეალობის წინაშე, როცა ამომრჩეველთა სოლიდური ნაწილი ინფიცირებისა თუ კარანტინში და თვითიზოლაციაში ყოფნის გამო მონაწილეობას ფიზიკურად ვერ მიიღებს არჩევნებში. ბუნებრივია, არსებობს მოსახლეობის ასევე სოლიდური ნაწილიც, რომელიც დაინფიცირების რისკის გამო უბრალოდ თავს აარიდებს საარჩევნო უბანზე მისვლას. ასეთი ვითარება და შედეგად არჩევნების დღეს  მოქალაქეთა მხრიდან დაბალი აქტივობის დაფიქსირება ერთადერთ პოლიტიკურ ძალას აძლევს ხელს და ეს ძალა მმართველი პარტია „ქართული ოცნებაა“. ჩვენ ნათლად ვხედავთ, რომ ხელისუფლება ძალაუფლების შესანარაჩუნებლად მიდის ყველაფერზე. ცხადია, ის ბოლომდე და უკანონოდ გამოიყენებს ადმინისტრაციულ რესურსს და შესაძლოა, ვირუსით დაინფიცირების დიდი რისკის ქვეშაც კი ძალდატანებით აიძულოს მისი მომხრეები, რომ მივიდნენ უბნებზე, ხმა მისცენ და ამის შესახებ სხვადასხვა ფორმით შემდგომ „უპატაკონ“ კოორდინატორსა თუ უფრო მაღალი იერარქიის პარტიულ ბოსებს. ერთადერთი საშუალება, რომ არ მივცეთ „ოცნებას“ არჩევნების დღეს კოვიდის შიშით მანიპულირების საშუალება და ამით შედეგებზე არსებითი გავლენის მოხდენა და პრაქტიკულად არჩევნების გაყალბება, არის ის, რომ მაქსიმალური სიფრთხილითა და  რეგულაციების ზედმიწევნით დაცვით მივიდეთ საარჩევნო ურნასთან და ხმა მივცეთ ორპოლუსიანი პოლიტიკის ორივე მეტასტაზის დასრულებას. ანუ, ავირჩიოთ წარმატებული პროფესიონალების გუნდი. ავირჩიოთ ახალი ძალა, ახალი იმედი. ავირჩიოთ „ლელო საქართველოსთვის“, - განაცხადა გიორგი სიორიძემ. მისი თქმით, არჩევნებამდე დარჩენილი პერიოდს „ლელო“ მაქსიმალურად გამოიყენებს მთელ საქართველოში სააგიტაციოდ. „მე გურიაში, მაჟორიტარობის სხვა კანდიდატები თავიანთ ოლქებში, პარტიის სხვა წევრები სრულიად საქართველოში არჩევებამდე დარჩენილ პერიოდს გამოვიყენებთ მაქსიმალურად, რათა ჩვენს ამომრჩეველს კიდევ ერთხელ ავუხსნათ, თუ რატომ უნდა ენდონ „ლელოსა“ და მის მაჟორიტარებს. მე დარწმუნებული ვარ, ამომრჩეველი „ლელოს“ „მარშალის გეგმაში“ კარგად ხედავს საქართველოს ჩიხიდან გამოსვლისა და განვითარების კონკრეტულ, რეალურ პროგრამას, რომელიც გააზრებულია პრაქტიკულად ყველა სასიცოცხლო მიმართულების მიხედვით. დ დარწმუნებული ვარ იმაშიც, რომ საქართველოს ამომრჩეველი „ლელოს“ ფართოდ გაუღებს კარს ქართულ პოლიტიკაში. იმაშიც დარწმუნებული ვარ, რომ პოლიტიკურად ყოველთვის აქტიური გურიის ამომრჩეველი არც ამჯერად დარჩება მოვლენების მიღმა, არ შეუშინდება მძიმე პანდემიურ ფონს და მაქსიმალური სიფრთხილითა და რეგულაციების ზედმიწევნით დაცვით თავის გადამწყვეტ სიტყვას იტყვის „ოცნების“ ოპოზიციაში გაშვებისა და „ლელოს“ ხელისუფლებაში მოსვლის საქმეში. ყველას მოგიწოდებთ, 31 ოქტომბერს ვიყოთ ფრთხილები, ამასთანავე  ძალიან აქტიურები  და შევასრულოთ ჩვენი სამოქალაქო ვალდებულება, - მივიდეთ არჩევნებზე“, - აღნიშნა ბრიფინგზე გიორგი სიორიძემ.   ... ...
  • ჩოხატაურის მერიაში მუშაობა შეუფერხებლად გრძელდებაჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერიის ერთ-ერთ თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა. “გურია ნიუსის“  წყაროს ინფორმაციით, სწორედ ამიტომ, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერი და მერიის თანამშრომლები თვითიზოლაციაში გადავიდნენ. ამ ინფორმაციის გადამოწმების გარდა, “გურია ნიუსი“ დაინტერესდა, თუ რა რეჟიმით აგრძელებს ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერია მუშაობას.  _ არ ვიმყოფები თვითიზოლაციაში, რადგან საფინანსო სამსახურის უფროსთან, რომელსაც კორონავირუსი დაუდგინდა, იმ დღეებში კონტაქტი არ მქონია. მერია აგრძელებს ფუნქციონირებას, ნაწილი თანამშრომლებისა, პირველ რიგში, საფინანსო სამსახური, გადასულია დისტანციურ რეჟიმზე. საფინანსო სამსახურის უფროსიც დისტანციურად მუშაობს კლინიკიდან, რისთვისაც განსაკუთრებულ მადლობას იმსახურებს,“ _ გვითხრა მუნიციპალიტეტის მერმა ირაკლი ... ...
  • "ქართული ოცნების" ლანჩხუთის საარჩევნო შტაბი განცხადებას ავრცელებს"ქართული ოცნების" საარჩევნო შტაბი საჯარო განცხადებას ავრცელებს და განმარტავს, რომ ვირუსთან დაკავშირებით, შტაბის წევრებზე, ჩატარებული ტესტირების ყველა პასუხი უარყოფითია. "გაცნობებთ, რომ ქვეყანაში არსებული მდგომარეობიდან გამომდინარე, "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" ლანჩხუთის საარჩევნო შტაბის ყველა წევრმა გუშინ გაიკეთა ტესტირება კოვიდ 19-ზე. საბედნიეროდ, პასუხი უარყოფითია. შტაბის წევრებს ყველა 48 საათში ჩაუტარდება ტესტი, რომ რაიმე არ გამოგვეპაროს და ვიყოთ მაქსიმალურად დაცულები. შტაბის მუშაობას ხელი არ შეეშლება, რადგან ყველა სავალდებულო რეგულაცია ზედმიწევნით იყო და არის დაცული. კიდევ ერთხელ ვიმეორებთ, გუშინ შტაბის ყველა წევრის ტესტის პასუხი უარყოფითია!!!" - წერია "ოცნების" ადგილობრივი ორგანიზაციის მიერ სოციალურ ქსელში გავრცელებულ განცხადებაში. ცნობისთვის, ლანჩხუთის მერს, ალექსანდრე სარიშვილს კოვიდინფექცია გასულ შაბათს დაუდასტურდა და იგი მკურნალობას საკუთარ სახლში ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ რა იცი ჰოლივუდის ვარსკვლავების შესახებ

ლეონარდოს დი კაპრიოს სახელი ლეონარდო...

ტესტი _ გაქვს თუ არა კარგი ზოგადი განათლება?

რომელ ცნობილ მეცნიერს მიენიჭა 1921...

ტესტი _ როგორ იცნობ საქართველოს ისტორიას

სად დაამარცხა თამარ მეფემ რუმის...

ტესტი _ როგორ იცნობ გარე სამყაროს?

რომელ ცხოველს შეუძლია უწყლოდ გაძლება...

ტესტი _ ხარ თუ არა "უგზო-უკვლოდ" განათლებული? (მეორე ვარიანტი)

რა დასტრიალებდა თავს მაურისიო ბაბილონიას...

ტესტი _ რა გახსოვს სკოლიდან?

გამოქვაბულში ქვევიდან ზევით აღმართულ წარმონაქმნებს...

კარმიდამო ჩემი

დროა, მივეჩვიოთ ბუნებრივი რესურსების ეკონომიურად ხარჯვას

პლანეტის გლობალური კლიმატური ცვლილებები ბევრ...

როგორ მოვრწყოთ ვარდები _ ნუ გამოვიყენებთ სუფთა წყალს

ყვავილები, განსაკუთრებით, ვარდები, ყველას უყვარს....

ჩითილების მომზადება კოშტების და ნახერხის დახმარებით

ჩვენი გამოცდილი მეურნეები, სხვადასხვა ხალხურ...

რომელი მცენარეა ფშატი?

ჩვენი არა ერთი მკითხველის გვთხოვს,...

ხალხური მედიცინა დეზინფექციისთვის

სისუფთავის ხარისხი იქ, სადაც ადამიანი...

"საშობაო ლიქიორის" მომზადების ყველაზე შედეგიანი მეთოდი

ძალზე პოპულარული, "საშობაო ლიქიორის" მომზადების...

ყაბაყის ტორტი

საჭირო მასალა: ორი ცალი ყაბაყი,...

სტაფილოს სალათი ცერეცოთი

საჭირო მასალა: სამი ცალი სტაფილო,...

სოკოს სალათი შებოლილი ქათმის ხორცით

ეს უგემრიელესი სალათი უნდა მოვამზადოთ...