ბრძოლა სამშობლოსათვის

ისტორია

ბრძოლა სამშობლოსათვის

17 ივნ. 2020, 11:01:16

სიმონ გოგიბერიძე, მაგარი გურული კაცი, 1924 წლის აჯანყებას მიუძღვნა პარიზში გამოცემული წიგნი ,,ბრძოლა სამშობლოსათვის”, სადაც ის წერს: 

,,გურიაში შეთქმულთა აჯანყება კი არ მომხდარა. ეს იყო მთელი რევოლუცია და ქ. ოზურგეთის გამოკლებით მთელი გურიის მიწა-წყალზედ საქართველოს რესპუბლიკის დროშა თავისუფლად ფრიალებდა...

ქართველი ერის ისტორია ეს მუდმივი, შეუწყვეტელი ბრძოლაა არსებობისათვის, თავისუფლებისათვის. ჩვენს წარსულში ხშირად გვქონია შავი დღეები, როცა ქართველი ერი მოსპობაზედ იყო მისული და ამ დროს ერთი ნაწილი ქართველებისა, მტერთან შეგუების გზას ადგებოდა, ხან სპარსელობდა, ხან კი თურქობდა, ხან მონგოლი იყო, ხან რუსი და ყოველივე ამას უდიდეს გონიერ ხერხად სთვლიდა. თავი ერის მსხნელად მოჰქონდათ. ქართველი ერი რომ ამ პოლიტიკას გაჰყოლოდა, დღეს ჩვენ ყველაფერი ვიქნებოდით გარდა ქართველებისა. საბედნიეროდ იყო კიდევ სხვა ქართველობა ,,გიჟი”, ,,უანგარიშო”, ,,წინდაუხედავი” მუდამ შეთქმული, მუდამ აჯანყებული, მოუსვენარი, მტრის რიცხვისაგან თითქმის მუდამ ძლეული, მაგრამ მაინც გაუტეხელი... აი, ამ ხალხს უნდა ვუმადლოდეთ, რომ ჩვენ კი არ მოვისპეთ, არამედ ჩვენი მტრების მოსპობას და დაგლახებას მოვესწარით”.




 ახალი ამბები
  • ავარია ნასაკირალზე _ ოზურგეთი-ჩოხატაურის გზაზე მოძრაობა შეზღუდულიაროგორც "გურია ნიუსს" ატყობინებენ, ამ წუთებში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა ოზურგეთი-ჩოხატაურის ცენტრალური გზის ნასაკირალის მონაკვეთზე. ერთმანეთს მსუბუქი ავტომანქანა და ფორდტრანზიტი შეეჯახა. მსუბუქად დაშავებდა ერთი ადამიანი. როგორც გვითხრეს გზაზე გადაადგილება შეზღუდულია. ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები. შსს-ს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება დაწყებულია 276-ე მუხლის მეორე ... ...
  • ქურდობა ოზურგეთის ერთ-ერთ მარკეტშიდღეს, ოზურგეთში, ერთ-ერთ მარკეტში ქურდობა მოხდა.  ფაქტის მხილველთა  თქმით, პირმა გაიტაცა ალკოჰოლური სასმელები.  მომხდარ ქურდობის  ფაქტზე, შსს ასეთ კომენტარს აკეთებს: „მარკეტიდან პირმა გაიტაცა კონიაკი.  საქმე აღძრულია სისხლის სამართლის 177-ე მუხლით, ქურდობის ფაქტზე“, _ გვითხრეს შსს ... ...
  • გიორგი სიორიძე: ამომრჩევლის დაბალი აქტივობა მხოლოდ „ოცნებას“ აძლევს ხელსამომრჩევლის დაბალი აქტივობა მხოლოდ „ოცნებას“ აძლევს ხელს მოვუწოდებ „ლელოს“ მხარდამჭერებს სიფრთხილისა და აქტიურობისკენ, _ ამის შესახებ პოლიტიკური გაერთიანება „ლელო საქართველოსთვის“ გურიის მაჟორიტარმა კანდიდატმა გიორგი სიორიძემ სპეციალურ ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით, არჩევნებამდე 10 დღეზე ოდნავ მეტი ხნით ადრე იქმნება ვითარება, როცა კორონავირუსის პანდემიის შედეგად საარჩევნო პროცესს იძულებით ისედაც გამოაკლდება ათეულობით ათასი ამომრჩეველი. „ჩვენს თვალწინ ვითარდება შემაშფოთებელი პროცესი, როცა კორონავირუსის პანდემია ახალი ძალით უტევს საზოგადოების ჯანმრთელობასა და ქვეყნის ეკონომიკას. ფაქტია, მძიმე ეპიდემიოლოგიური ვითარება, რაც ბოლო ერთი თვის განმავლობაში განსაკუთრებით გართულდა, ნეგატიურად აისახება 31 ოქტომბრის უმნიშვნელოვანესი არჩევნების მიმდინარეობაზეც. ფაქტია ისიც, რომ „ოცნების“ ნაქებმა პანდემიურმა კრიზისმენეჯმენტმა ჩაილურის წყალი დალია და დღეს ვდგავართ იმ რეალობის წინაშე, როცა ამომრჩეველთა სოლიდური ნაწილი ინფიცირებისა თუ კარანტინში და თვითიზოლაციაში ყოფნის გამო მონაწილეობას ფიზიკურად ვერ მიიღებს არჩევნებში. ბუნებრივია, არსებობს მოსახლეობის ასევე სოლიდური ნაწილიც, რომელიც დაინფიცირების რისკის გამო უბრალოდ თავს აარიდებს საარჩევნო უბანზე მისვლას. ასეთი ვითარება და შედეგად არჩევნების დღეს  მოქალაქეთა მხრიდან დაბალი აქტივობის დაფიქსირება ერთადერთ პოლიტიკურ ძალას აძლევს ხელს და ეს ძალა მმართველი პარტია „ქართული ოცნებაა“. ჩვენ ნათლად ვხედავთ, რომ ხელისუფლება ძალაუფლების შესანარაჩუნებლად მიდის ყველაფერზე. ცხადია, ის ბოლომდე და უკანონოდ გამოიყენებს ადმინისტრაციულ რესურსს და შესაძლოა, ვირუსით დაინფიცირების დიდი რისკის ქვეშაც კი ძალდატანებით აიძულოს მისი მომხრეები, რომ მივიდნენ უბნებზე, ხმა მისცენ და ამის შესახებ სხვადასხვა ფორმით შემდგომ „უპატაკონ“ კოორდინატორსა თუ უფრო მაღალი იერარქიის პარტიულ ბოსებს. ერთადერთი საშუალება, რომ არ მივცეთ „ოცნებას“ არჩევნების დღეს კოვიდის შიშით მანიპულირების საშუალება და ამით შედეგებზე არსებითი გავლენის მოხდენა და პრაქტიკულად არჩევნების გაყალბება, არის ის, რომ მაქსიმალური სიფრთხილითა და  რეგულაციების ზედმიწევნით დაცვით მივიდეთ საარჩევნო ურნასთან და ხმა მივცეთ ორპოლუსიანი პოლიტიკის ორივე მეტასტაზის დასრულებას. ანუ, ავირჩიოთ წარმატებული პროფესიონალების გუნდი. ავირჩიოთ ახალი ძალა, ახალი იმედი. ავირჩიოთ „ლელო საქართველოსთვის“, - განაცხადა გიორგი სიორიძემ. მისი თქმით, არჩევნებამდე დარჩენილი პერიოდს „ლელო“ მაქსიმალურად გამოიყენებს მთელ საქართველოში სააგიტაციოდ. „მე გურიაში, მაჟორიტარობის სხვა კანდიდატები თავიანთ ოლქებში, პარტიის სხვა წევრები სრულიად საქართველოში არჩევებამდე დარჩენილ პერიოდს გამოვიყენებთ მაქსიმალურად, რათა ჩვენს ამომრჩეველს კიდევ ერთხელ ავუხსნათ, თუ რატომ უნდა ენდონ „ლელოსა“ და მის მაჟორიტარებს. მე დარწმუნებული ვარ, ამომრჩეველი „ლელოს“ „მარშალის გეგმაში“ კარგად ხედავს საქართველოს ჩიხიდან გამოსვლისა და განვითარების კონკრეტულ, რეალურ პროგრამას, რომელიც გააზრებულია პრაქტიკულად ყველა სასიცოცხლო მიმართულების მიხედვით. დ დარწმუნებული ვარ იმაშიც, რომ საქართველოს ამომრჩეველი „ლელოს“ ფართოდ გაუღებს კარს ქართულ პოლიტიკაში. იმაშიც დარწმუნებული ვარ, რომ პოლიტიკურად ყოველთვის აქტიური გურიის ამომრჩეველი არც ამჯერად დარჩება მოვლენების მიღმა, არ შეუშინდება მძიმე პანდემიურ ფონს და მაქსიმალური სიფრთხილითა და რეგულაციების ზედმიწევნით დაცვით თავის გადამწყვეტ სიტყვას იტყვის „ოცნების“ ოპოზიციაში გაშვებისა და „ლელოს“ ხელისუფლებაში მოსვლის საქმეში. ყველას მოგიწოდებთ, 31 ოქტომბერს ვიყოთ ფრთხილები, ამასთანავე  ძალიან აქტიურები  და შევასრულოთ ჩვენი სამოქალაქო ვალდებულება, - მივიდეთ არჩევნებზე“, - აღნიშნა ბრიფინგზე გიორგი სიორიძემ.   ... ...
  • ჩოხატაურის მერიაში მუშაობა შეუფერხებლად გრძელდებაჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერიის ერთ-ერთ თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა. “გურია ნიუსის“  წყაროს ინფორმაციით, სწორედ ამიტომ, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერი და მერიის თანამშრომლები თვითიზოლაციაში გადავიდნენ. ამ ინფორმაციის გადამოწმების გარდა, “გურია ნიუსი“ დაინტერესდა, თუ რა რეჟიმით აგრძელებს ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერია მუშაობას.  _ არ ვიმყოფები თვითიზოლაციაში, რადგან საფინანსო სამსახურის უფროსთან, რომელსაც კორონავირუსი დაუდგინდა, იმ დღეებში კონტაქტი არ მქონია. მერია აგრძელებს ფუნქციონირებას, ნაწილი თანამშრომლებისა, პირველ რიგში, საფინანსო სამსახური, გადასულია დისტანციურ რეჟიმზე. საფინანსო სამსახურის უფროსიც დისტანციურად მუშაობს კლინიკიდან, რისთვისაც განსაკუთრებულ მადლობას იმსახურებს,“ _ გვითხრა მუნიციპალიტეტის მერმა ირაკლი ... ...
  • "ქართული ოცნების" ლანჩხუთის საარჩევნო შტაბი განცხადებას ავრცელებს"ქართული ოცნების" საარჩევნო შტაბი საჯარო განცხადებას ავრცელებს და განმარტავს, რომ ვირუსთან დაკავშირებით, შტაბის წევრებზე, ჩატარებული ტესტირების ყველა პასუხი უარყოფითია. "გაცნობებთ, რომ ქვეყანაში არსებული მდგომარეობიდან გამომდინარე, "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" ლანჩხუთის საარჩევნო შტაბის ყველა წევრმა გუშინ გაიკეთა ტესტირება კოვიდ 19-ზე. საბედნიეროდ, პასუხი უარყოფითია. შტაბის წევრებს ყველა 48 საათში ჩაუტარდება ტესტი, რომ რაიმე არ გამოგვეპაროს და ვიყოთ მაქსიმალურად დაცულები. შტაბის მუშაობას ხელი არ შეეშლება, რადგან ყველა სავალდებულო რეგულაცია ზედმიწევნით იყო და არის დაცული. კიდევ ერთხელ ვიმეორებთ, გუშინ შტაბის ყველა წევრის ტესტის პასუხი უარყოფითია!!!" - წერია "ოცნების" ადგილობრივი ორგანიზაციის მიერ სოციალურ ქსელში გავრცელებულ განცხადებაში. ცნობისთვის, ლანჩხუთის მერს, ალექსანდრე სარიშვილს კოვიდინფექცია გასულ შაბათს დაუდასტურდა და იგი მკურნალობას საკუთარ სახლში ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ ყველაზე, ყველაზე...

იცი თუ არა გეოგრაფია

ტესტი _ რა გახსოვს სკოლიდან?

გამოქვაბულში ქვევიდან ზევით აღმართულ წარმონაქმნებს...

ტესტი _ იცი თუ არა ფეხბურთის ისტორია

ვის გაუტანა 1986 წელს მარადონამ...

ტესტი _ რამდენად ფართოა შენი ცოდნის არეალი

მე-20 საუკუნის რომელი პოლიტიკური მოღვაწე...

ტესტი _ იკვებებით თუ არა სწორად?

ყოველდღე ჭამთ უმ ბოსტნეულს, სალათებს?

ტესტი _ რა იცი ჰოლივუდის ვარსკვლავების შესახებ

ლეონარდოს დი კაპრიოს სახელი ლეონარდო...

კარმიდამო ჩემი

დროა, მივეჩვიოთ ბუნებრივი რესურსების ეკონომიურად ხარჯვას

პლანეტის გლობალური კლიმატური ცვლილებები ბევრ...

როგორ მოვრწყოთ ვარდები _ ნუ გამოვიყენებთ სუფთა წყალს

ყვავილები, განსაკუთრებით, ვარდები, ყველას უყვარს....

ჩითილების მომზადება კოშტების და ნახერხის დახმარებით

ჩვენი გამოცდილი მეურნეები, სხვადასხვა ხალხურ...

რომელი მცენარეა ფშატი?

ჩვენი არა ერთი მკითხველის გვთხოვს,...

ხალხური მედიცინა დეზინფექციისთვის

სისუფთავის ხარისხი იქ, სადაც ადამიანი...

"საშობაო ლიქიორის" მომზადების ყველაზე შედეგიანი მეთოდი

ძალზე პოპულარული, "საშობაო ლიქიორის" მომზადების...

ყაბაყის ტორტი

საჭირო მასალა: ორი ცალი ყაბაყი,...

სტაფილოს სალათი ცერეცოთი

საჭირო მასალა: სამი ცალი სტაფილო,...

სოკოს სალათი შებოლილი ქათმის ხორცით

ეს უგემრიელესი სალათი უნდა მოვამზადოთ...