" ჩემს ცნობილ განტოლებაში მარტივი ცვლილება გავაკეთე" _ აინშტაინის წერილი ღმერთზე

ისტორია

" ჩემს ცნობილ განტოლებაში მარტივი ცვლილება გავაკეთე" _ აინშტაინის წერილი ღმერთზე

2017 მარ 10 09:24:08

“როდესაც მე ფარდობითობის თეორია შევთავაზე, ძალიან ცოტას ესმოდა ჩემი, და იმასაც, რასაც მე ახლა გაგიმხელ კაცობრიობისთვის გადასაცემად, ასევე გადააწყდება გაუგებრობას და მსოფლიოში გამეფებულ ცრურწმენებს.

მე გთხოვ, შეინახო ეს წერილი იმდენ ხანს, რამდენიც საჭირო იქნება _წლები, ათეული წლები, სანამ საზოგადოება არ განვითარდება საკმარისად იმისთვის, რომ მიიღოს ის, რასაც ქვემოთ აგიხსნი

არსებობს ძალიან ძლიერი ძალა, რომელსაც მეცნიერებამ აქამდე ვერ მოუძებნა ახსნა. ეს ძალა მოიცავს და განაგებს სხვა დანარჩენ მოვლენებს, რომლებიც სამყაროში მოქმედებენ. ეს არის ყოვლისმომცველი ძალა-სიყვარული.

როდესაც მეცნიერები სამყაროს ერთიანობის თეორიას ეძებდნენ, მათ დაავიწყდათ ყველაზე ძლიერი და უხილავი ძალა. სიყვარული არის სინათლე, რომელიც ანათებს მას, ვინც გასცემს და უკანვე იღებს მას. სიყვარული-ეს არის მიზიდულობა , რადგან ის აიძულებს ადამიანებს იგრძნონ სხვა ადამიანებისკენ ლტოლვა. სიყვარული-ეს არის ძალა, რადგან ის ამრავლებს ყველაფერს საუკეთესოს, რაც ჩვენშია. რაც ჩვენ ვართ, და ნებას აძლევს ადამიანებს , არ ჩაიძირონ ბრმა ეგოიზმში. სიყვარულისთვის ვცხოვრობთ და ვკვდებით. სიყვარული არის ღმერთ, და ღმერთი არის სიყვარული. ეს ძალა ყველაფრის ახსნას იძლევა და და ცხოვრების აზრს გვაძლევს. ის ცვალებადია, რადგან ზედმეტად დიდხანს ვახდენდით მის იგნორირებას, იქნებ იმიტომ, რომ ჩვენ გვეშინია სიყვარულის.

სიყვარულის გასაგებად მე ჩემს ცნობილ განტოლებაში მარტივი ცვლილება გავაკეთე. თუ ნაცვლად Е = mc2, ჩვენ ვაღიარებთ, რომ მსოფლიოს სამკურნალოდ საჭირო ენერგია მიიღწევა სიყვარულის გამრავლებით სინათლის სიჩქარეზე კვადრატში , მივალთ დასკვნამდე, რომ სიყვარული უძლიერესი ძალაა, რადგან არ გააჩნია საზღვრები.

მხოლოდ სიყვარულით შეგვიძლია ვიპოვოთ ცხოვრების აზრი, შევინარჩუნოთ მსოფლიო და ყოველი მოაზროვნე, ან მგრძნობიარე არსება.  დავეხმაროთ ჩვენს ცივილიზაციას გადარჩენაში. შესაძლებელია, ჩვენ ჯერ კიდევ არ ვართ მზად , რომ შევქმნათ “სიყვარულის ბომბი” -საკმაოდ ძლიერი მოწყობილობა, რათა ბოლომდე გავანადგუროთ ზიზღი, ეგოიზმი, სიხარბე, ყველაფერი, რაც პლანეტას აცარიელებს.

თუმცა, ყოველი ცალკეული ინდივიდი თავის თავში პატარა, მაგრამ ძლიერი სიყვარულის  გენერატორს ატარებს, რომლის ენერგია საკუთარ გათავისუფლებას ელოდება. როცა ჩვენ ვსწავლობთ ამ ენერგიის გაცემას და მიღებას, ძვირფასო ლისერლ, ჩვენ ვამტკიცებთ, რომ სიყვარული ყველაფერს ამარცხებს, და ყველაფრის დაძლევა შეუძლია, რადგან სიყვარული-სიცოცხლის კვინტენსენციაა.

ძალიან ვწუხვარ, რომ ვერ შევძელი გამომეხატა ის, რაც ახლა ჩემს გულშია, რომელიც ჩუმად ფეთქავს მთელი ცხოვრება შენთვის. იქნებ, ძალიან გვიანაა, რომ პატიება გთხოვო, მაგრამ დრო-ფარდობითია. მე უნდა გითხრა,  რომ მიყვარხარ და მადლობელი ვარ, რომ შენი წყალობით მივიღე საბოლოო პასუხი!

შენი მამა, ალბერტ აინშტაინი”

ამერიკული გამოცემების ინფორმაციით,  წერილი, რომელმაც სოციალურ მედიაში უდიდესი პოპულარობა მოიპოვა, პირველად 1992 წელს გამოჩნდა და The Love Letters-ში დაიბეჭდა. თუმცა, აინშტაინის რომელმა შთამომავალმა გადასცა გამომცემლობას  აღნიშნული წერილი, არ სახელდება.

შესაძლებელია ისიც, რომ აინშტაინის შვილიშვილმა, ეველინმა აღმოაჩინა სხვა დანარჩენ წერილებთან ერთად, რომელიც აინშტაინის და მისი მეუღლის მიმოწერას ასახავს. ერთი კი ფაქტია, მეცნიერის ქალიშვილი ლისერლი, რომლისთვისაც მამამ ეს საოცარი წერილი დაწერა, ამას ვერ შეძლებდა… აინშტაინს თავისი ქალიშვილი ლისერლი ბოლოს,  1903 წელს ყავს მოხსენიებული მეუღლისადმი მიწერილ წერილში.  ლისერლი დაბადებიდან ქმედუუნარო იყო და 1903 წელს, ქუნთრუშით გარდაიცვალა 2 წლის ასაკში.

წყარო




 ახალი ამბები
  • სემეკმა მიმდინარე კვირაში მოქალაქეებს 54 ათას ლარზე მეტი ჩამოაწერა (R)საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ (სემეკ) მიმდინარე კვირაში გამართულ საჯარო სხდომებზე მოქალაქეებსა და კომპანიებს შორის არსებული დავები განიხილა. საკითხების უმეტესობა მოქალაქეთა სასარგებლოდ დაკმაყოფილდა და ჩამოწერილი თანხების ოდენობამ, ჯამში,  54 887 ლარი შეადგინა. მიმდინარე კვირაში სემეკმა 5 საჯარო სხდომა გამართა და დღის წესრიგებით გათვალისწინებული 99 საკითხი განიხილა. მოქალაქეთა საჩივრები ენერგეტიკისა და წყალმომარაგების სექტორებში მოქმედი კომპანიების წინააღმდეგ მოიცავდა  უსაფუძვლოდ დარიცხულ თანხებს, ხანდაზმულ დავალიანებებს. საჯარო სხდომებზე განსახილველად საკითხები წარადგინეს სემეკის მომხმარებელთა საჩივრების დეპარტამენტისა  და ენერგოომბუდსმენის სამსახურის წარმომადგენლებმა. კომისია შეახსენებს მოქალაქეებს, რომ იმ შემთხვევაში, თუ ელექტროენერგეტიკის, ბუნებრივი გაზისა და წყალმომარაგების სექტორებში მოქმედი კომპანიების მხრიდან ადგილი აქვს მათი უფლებების დარღვევას, მიმართონ სემეკს ან სემეკთან არსებულ ენერგოომბუდსმენის სამსახურს. მოქალაქეებს კონსულტაციების მიღება შეუძლიათ როგორც ქოლ ცენტრში ნომერზე: 16 216, ისე  სემეკის Facebook გვერდზეც. ... ...
  • სახელმწიფო ფონდის ხარჯზე შემცირებული თანხები ლანჩხუთის ბიუჯეტშიბესიკ ტაბიძის ხელმძღვანელობით ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიუროს სხდომა გაიმართა, სადაც ადგილობრივი საკანონმდებლო ორგანოს მორიგი სხდომის თარიღად 25 ივლისი დაანონსდა და წესისამებრ, ბიურომ სწორედ ამ დღისთვის განსაზღვრა, როგორც განსახილველი საკითხები, ასევე, ამ საკითხის მომხსენებლები.  ბიუროზე წარმოდგენილი საკითხების მიხედვით გაირკვა, რომ მომავალი საკრებულოს სხდომის  დღის წესრიგით დეპუტატებს მიმდინარე წლის მთავარ საფინანსო დოკუმენტში ცვლილებების შეტანის თაობაზე მოუწევთ მსჯელობა. მერიის საფინანსო  სამსახურის უფროსის, როლანდ ლაშხიას მიერ წარმოდგენილი საკითხის  მიხედვით,  რეგიონებში გასახორციელებელი პროექტების ფონდიდან  მთავრობის განკარგულებით ლანჩხუთის მუნიციპალიტეტს  185 209 ლარი ერგო  ადმინისტრაციულ ერთეულებში საექიმო ამბულატორიისა და მშენებლობის დასაფინანსებლად. კერძოდ,  ზემონახსენები თანხიდან 20 418 ლარი აკეთის ადმინისტრაციულ ერთეულში გაიხარჯება, 22 030 ლარი _ აცანაში, შუხუთში _ 21 765 ლარი, ნიგოითში კი _ 27 828 ლარი. რაც შეეხება სუფსის ადმინისტრაციულ ერთეულს, აქ საექიმო ამბულატორიის მშენებლობის ტერიტორიის მომზადებისთვის  11 430 ლარია გამოყოფილი, უშუალოდ მშენებლობისთვის კი- 81 828 ლარი.  საფინანსო სამსახურის უფროსის მიერ ხელმოწერილი  განმარტებითი ბარათის მიხედვით,  ირკვევა, რომ რეგიონებში გასახორციელებელი  პროექტების ფონდიდან  გამოყოფილი თანხა  324 265 ლარით შემცირდა, აქედან ეს შემცირება გახორციელდება სახელმწიფო ფონდის, მათ შორის  წყლის სისტემის რეაბილიტაციის, საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი ექსპლუატაცია-რეაბილიტაციის, ასევე, გზების რეაბილიტაციის თანხების შემცირების ხარჯზე.  ამის გარდა, გზების სარეაბილიტაციო სამუშაოები  სახელმწიფო ფონდის ხარჯზე  22 086 ლარითაა შემცირებული. საფინანსო სამსახურის მიერ ბიუროს სხდომაზე წარმოდგენილი განმარტებების მიხედვით, გაირკვა, რომ ადგილობრივი ბიუჯეტის თავისუფალი ნაშთის ხარჯზე  მერია გეგმავს  ხუთი ათასი ლარით გაზარდოს გზის მიმდინარე სამუშაოების დაფინანსება, ხოლო ვიდეო კამარების ინსტალაციისთვის  763 ლარი გამოყოს. ამავე თანხიდან, სახელოვნებო სკოლათა გაერთიანების მოთხოვნის საფუძველზე, დამატებით ოთხი ათასი ლარი უნდა მიიმართოს    სამხატვრო სკოლის შტატგარეშე მუშაკთა დასაფინანსებლად.  სპორტული ღონისძიებების დასაფინანსებლად კი _ 1 100 ლარი. გარდა ბიუჯეტში დაგეგმილი ცვლილებებისა, ბიუროზე  საკრებულოს სხდომისთვის სხვა რიგი საკითხებიც წინასწარ მოთელეს დეპუტატებმა. როგორც გაირკვა,  ცვლილება შეეხება ლანჩხუთის საკრებულოს სივრცით-ტერიტორიული დაგეგმარებისა და ინფრასტრუქტურის კომისიის შემადგენლობის დამტკიცების შესახებ განკარგულებას. ასევე, ცვლილება შედის საკრებულოს 2019 წლის 28 მარტის N18 განკარგულებაში „ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ქონების საპრივატიზაციო ობიექტების ნუსხისა და ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზაციის გეგმის დამტკიცების შესახებ“. საკრებულოს სხდომის გამართვამდე კი ამ საკითხების კიდევ ერთხელ გავლა მოუწევთ დეპუტატებს დარგობრივ ... ...
  • "შეინახეთ კადრები, სადაც სალია ამბობს სარედაქციო პოლიტიკა არ შეიცვლებაო და შემდეგ გავახსენოთ"ძალიან გთხოვთ, შეინახოთ ის კადრები, სადაც სალია ამბობს რომ არხის სარედაქციო პოლიტიკა არ შეიცვლება , _ ამის შესახებ მედიაექსპერტმა ნინია კაკაბაძემ ჟურნალისტებთან ისაუბრა. კაკაბაძის თქმით, პაატა სალია ასე იტყვის რამდენიმე თვის განმავლობაში, თუმცა მათი მთავარი მიზანი სარედაქციო პოლიტიკის შეცვლაა.  "ბუნებრივია, რომ ამას იტყოდა პაატა სალია პირველ დღეს. მეტსაც გეტყვით, ამას იტყვის ერთი თვე, ორი თვე, რომ სარედაქციო პოლიტიკის შეცვლას არ აპირებს, მაგრამ ეს განცხადება, ცხადია, ღიმილის მომგვრელია, რბილად რომ ვთქვათ. რისთვის იბრძოდნენ ისინი?- იბრძოდნენ იმისთვის, რომ შეცვლილიყო ამ არხის სარედაქციო პოლიტიკა. ამას ჩვენ ერთად ვნახავთ. ძალიან გთხოვთ, შეინახოთ ის კადრები, სადაც სალია ამბობს რომ არხის სარედაქციო პოლიტიკა არ შეიცვლება და შემდეგ გავახსენოთ. საბედნიეროდ, გვაქვს უკვე საკმაო მასალა, სადაც ის ამ პოზიციას აფიქსირებს",- თქვა კაკაბაძემ ... ...
  • გრიგორი კარასინი - საქართველოს მიმართ ღვინოზე სანქციების დაწესების თემა დახურულიასაქართველოსთვის ღვინოზე სანქციების დაწესების თემა დღეს დახურულია, - განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ გრიგორი კარასინმა. „რუსეთში, რომელსაც მრავალი წელია თვითონაც სანქციები აქვს დაწესებული, მსგავსი შემზღუდავი ზომების გამოყენებას სხვა ქვეყნების მიმართ ცდილობენ ფრთხილად მოეკიდონ. საქართველოში მიმდინარე მოვლენების ფონზე ივნისის ბოლოს - ივლისის დასაწყისში სახელმწიფო სათათბიროში რუსეთში ქართული ღვინისა და მინერალური წყლის იმპორტის აკრძალვის საკითხი განიხილებოდა. მაგრამ რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა თავშეკავებისკენ და გააზრებული მიდგომისკენ მოგვიწოდა. დაგვავალა გვეხელმძღვანელა ჩვენი ინტერესებით და „ქართველი ხალხის მიმართ პატივისცემით“. ასე რომ, დღეისთვის ღვინის სანქციების თემა საქართველოს მიმართ დახურულია“, _ განაცხადა კარასინმა „რია ნოვოსტისთან“ ... ...
  • IRI-ის კვლევა _ გამოკითხულთა უმრავლესობა საპენსიო რეფორმას მახარს უჭერს “საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის” (IRI) კვლევების ცენტრის მიერ გამოქვეყნებული საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის შედეგების მიხედვით, გამოკითხულთა უმეტესობა საპენსიო რეფორმას მხარს უჭერს. კითხვაზე: როგორ შეაფასებდით პარლამენტის მიერ ინიცირებულ საპენსიო რეფორმას, გამოკითხულთა 36%-მა უპასუხა, რომ უფრო მეტად კეთილგანწყობილია. აღნიშნული რეფორმა ნაწილობრივ მოსწონს 23%-ს, ნაწილობრივ არ მოსწონს 11%-ს. პარლამენტის მიერ ინიცირებული საპენსიო რეფორმის გატარებას არ ეთანხმება გამოკითხულთა 18%, არ იცის ან პასუხი არ აქვს გამოკითხვაში მონაწილე ადამიანების 12%-ს. კვლევა მთელი საქართველოს მასშტაბით 2019 წლის 20 მაისი - 11 ივნისის შუალედში ჩატარდა. (R) წყარო: ... ...

არქივი

ზაფრანი

ახალგაზრდობის შენარჩუნებისთვის

ჰარვარდის უნივერსიტეტის ექიმები, დევიდ სინკლერის...

ქსოვა სტრესს ხსნის

ექიმები ქსოვას ნამდვილ წამალს უწოდებენ,...

რაზე მეტყველებს ადამიანის ნაწერი

სპირალი, წრეები - სხვების პრობლემები...

რა უნდათ ქალებს მამაკაცებისაგან?

მამაკაცები ხშირად ამბობენ, რომ ვერ...

კითხვები, რომელიც აფრთხობს მამაკაცს

მამაკაცები მეტად მგრძნობიარე და ადვილად...

ქალმა არ მოინდომოს თორემ...

ძალიან ბევრი ფიქრობს, რომ ქალმა...
კარმიდამო ჩემი

პიტნის სამკურნალო თვისებები

ამ საოცრად სურნელოვანი და არომატული...

"ჩემი პატარა ვენეცია" მაქვს" _ რას საქმიანობს 80 წლის პურის...

ამირან პეშკოვი ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ...

როგორ ვკვებოთ ქათამი, რომ საუკეთესო კვერცხი მოგვცეს

სოფლის პირობებში, როცა შინაურ ფრინველს...

"საქართველოში მოყვანილი მანდარინის ჩირი მსოფლიოში საუკეთესოა"

ოზურგეთში, სოფელ გურიანთაში მცხოვრები იუზა...

დედამიწაზე სიცოცხლის წარმოშობის საიდუმლო

ბრიტანელმა სწავლულებმა, შესაძლოა, გახსნან მეცნიერების...

ეკონომიური დიეტა

ამბობენ, სწორად შერჩეული რაციონი ძვირი...

რა რაოდენობის მარილი გვჭირდება დღეში

მარილი აუცილებელია, რომ ორგანიზმმა სწორად...

წიწიბურა წნევას არეგულირებს

წიწიბურა ადამიანისთვის ძალიან სასარგებლო და...