ჩოხატაურელები ტექსელის აჯანყებაში

ისტორია

ჩოხატაურელები ტექსელის აჯანყებაში

2019 ივნ 3 12:30:41

73 წლის წინ, 1945 წლის 13-18 მაისს, ტექსელის აჯანყებაში ჩოხატაურელები _ ერკეთელი ლადო კობიძე და ბუქსიეთელი გივი ანთიძე მონაწილეობდნენ.

1968 წლის ოქტომბრის ერთ მზიან დღეს, უჩვეულო ხალხმრავლობა იყო სოფელ ერკეთის კლუბში, რომლის საკმაოდ დიდი შენობა, ახალი ფილმის ნახვის მსურველთა მეოთხედსაც ვერ იტევდა. ეს ფილმი "ჯვარცმული კუნძული" იყო.

დარბაზში, წინა ორ რიგში, ჯერ კიდევ ჭარმაგი მამაკაცები ისხდნენ, _ მკერდზე მედლებით, კუშტი გამოხედვით, მკაცრად შეზღუდული მოძრაობით. გადიოდა მძიმე კადრები, დარბაზშიც მძიმე სიჩუმე იწვა. უცებ, მეორე რიგის ბოლო სკამიდან წამოიჭრა მაღალი, შავგვრემანი მამაკაცი, მივარდა ეკრანს და ყვირილი დაიწყო:

_ მიდით, ბიჭებო! მიდი, ვახტანგა! მიდი, შალიკო! მიდი, გივია! აგერ ვარ, გივიაააა... _ ხმას აუწია, სახეზე ხელები აიფარა და ატირდა. გარეთ გამოიყვანეს. ფილმი გრძელდებოდა, ბევრმა არ იცოდა, რა ხდებოდა, არც მე ვიცოდი...

ხმამაღლა ტიროდა კაცი, მაგრამ ცრემლი არ ჩანდა! ეს კაცი, ტექსელის აჯანყების მონაწილე, ლადო თომას ძე კობიძე იყო!

მე მაშინ სკოლაში ახალმისული ვიყავი, სოფელს ნაკლებად ვიცნობდი. მერე კი დავახლოვდით, მაგრამ ლადო კობიძე ძნელად მისაახლოებელი კაცი გამოდგა. არ უყვარდა ბევრი ლაპარაკი _ არც საკუთარ თავზე და, მით უფრო, ომზე. ცოტა რამ მაინც ვათქმევინე: "1939 წლის სამხედრო სამსახურში გამიწვიეს. ვიყავი ფინეთის ომის მონაწილე. ხარკოვში უმცროს მეთაურთა სკოლა დავამთავრე, სერჟანტის წოდებით. 1940 წელს ლატვიაში გადაგვიყვანეს. მერე _ ლიტვაში, შემდეგ _ ესტონეთში. 1942 წლის 22 ივნისს თითქმის ამოწყდა ჩვენი ნაწილი... მძიმედ დაჭრილი, 8 თვე ყაზანში ვიყავი. გადავრჩი. სახლში გამომიშვეს შვებულებით. ჩემთან მოდიოდნენ ფრონტიდან გამოქცეული, გაყაჩაღებული ადამიანები. არ წახვიდე, გერმანელები გაიმარჯვებენ და ბედნიერად ვიცხოვრებთო, _ მეუბნებოდნენ. არ ვისურვე ეს და ომში დავბრუნდი. ქერჩში აღმოვჩნდი. მოვექეცით რკალში და ტყვედ ჩავვარდით..."

ჩერდება, აღარ უნდა ლაპარაკი! მერე თავადვე აგრძელებს.

_ გვცემდნენ, გვაშიმშილებდნენ, ჟლეტდნენ ებრაელებს. მშიერი ხალხი კაცის ხორცს ჭამდა!!! ერთ ღამეს სადღაც წაგვიყვანეს. დილას, კუნძულ ტექსელზე აღმოვჩნდით 822 ქართველი.

1945 წლის 5 აპრილს დაიწყო აჯანყება. იმ ღამეს 400 გერმანელი მოვსპეთ. დაიღუპა ვახტანგ ბალანჩივაძე, გიორგი ნინიკაშვილი, შალვა ლოლაძე, ვასო გუჯაბიძე და... (დუმილი ძალიან ხანგრძლივი აღმოჩნდა...)

მოგვიანებით გავბედე _ კიდევ ვინ?

_ კიდო, გივიე ანთიძე, აგერ ბუქსიეთიდან... _ თავი ჩაკიდა. დაკოჟრილი ხელის თითები ერთმანეთში გადაკვანძა. ძვლებმა ტკაცუნი დაიწყო.

ალბათ, იმ გივიას ხედავდა ეკრანზე! აღარ ღირდა საუბრის გაგრძელება...

ამ საუბრიდან ნახევარ საუკუნეზე მეტი გავიდა! ლადო კობიძე ცოცხალი აღარაა. მას, თავისი არსებობით, უთქმელი არაფერი დაუტოვებია, მაგრამ იმ ბუქსიეთელ გივიაზე გაწყვეტილი სიტყვა მაინც მაწუხებდა.

იმ თაობის ჩოხატაურს რა დაავიწყებს ჩვენი რაიონის ორ გამორჩეულ შვილს _ ლადო კობიძეს და გივი ანთიძეს, მეორე მსოფლიო ომის ერთ-ერთი ყველაზე მძიმე ეპიზოდის, ტექსელის აჯანყების მონაწილეებს...

...და მეც ვამჯობინე შეწყვეტილი საუბარი გუბაზეულის ხეობის შვილებს გავაგრძელებინო.

ლამარა მამალაძე, პედაგოგი: "ფაშიზმზე გამარჯვებიდან, მალე მერვე ათეული შესრულდება. ამ ხნის მანძილზე, ბევრი ვინმე დასდგომია ბუქსიეთის გზას და შეუღია იმ ეზოს ჭიშკარი, რომლიდანაც ოჯახმა და სოფელმა, სამხედრო სავალდებულო სამსახურში გააცილა 18 წლის გივი ანთიძე. რას იფიქრებდნენ მაშინ, თუ ეს გივის ეზოდან ბოლო გადასვლა იყო და იგი აქ აღარასოდეს დაბრუნდებოდა!"

ქალბატონი ლამარა გივი ანთიძის ძმისშვილის, მალხაზ ანთიძის მონათხრობს გვიყვება:

"ამ ეზოში 6 და-ძმა გაიზარდა. უფროსი გივი იყო, 1922 წელს დაბადებული. ხევის საშუალო სკოლა დაამთავრა. ომმა სამხედრო სამსახურში მიუსწრო, მაშინვე ხაზზე მოხვდა და ტყვედ ჩავარდა. მძიმე გზა გაიარა იმ საშინელებათა თანხლებით, რაც წილად ერგოთ კუნძულ ტექსელზე გადარეკილებს.

ბიძაჩემი ტექსელი აჯანყების აქტიური მონაწილე იყო. ეს აჯანყება ექვსი დღე-ღამე მიმდინარეობდა და 1945 წლის 18 მაისს დასრულდა. ამ გაუგონრად უთანასწორო ბრძოლაში 530 ქართველი დაეცა, რომელთა შორის იყო ბიძაჩემი, გივი ზაქროს ძე ანთიძე. ცნობა დაღუპვის შესახებ არ მიგვიღია, მაგრამ გადარჩენილთაგან გავიგეთ, რომ ის დაკრძალეს ჰოლანდიაში, დენბურგის ძმათა სასაფლაოზე".

ლამარა მამალაძე: "ბუქსიეთში გივი ანთიძის სახლის კარები არ დაკეტილა. მისი ძმის, იმბურგის შვილები, კერას არ აციებენ. სახლში ინახება გივის გადიდებული ფოტო და შთამომავლობა კრძალვით უყურებს მის მართლაც უღმერთოდ ლამაზ სახეს. გიას შვილმა, გიორგიმ, დაუზარებლად გამიწია დახმარება ფოტომასალების მოწოდებაში. მალხაზის შვილები, მარიამი და ლევანი ნიჭიერი, წინაპართა სახელის პატივისმცემლები, ახალგაზრდები არიან".

მაგიდაზე გაშლილი ფოტოსურათებიდან ორი შევარჩიეთ. ერთი, ლადო კობიძეს ეკუთვნის _ ჯერ ბრძოლით, შემდგომ პატიოსანი შრომით დაღლილ ვაჟკაცს. იგი დაბრუნდა და მშობლიური ქვემო ერკეთის სასაფლაოზეა დაკრძალული. მას აქვს უფლება, იძინოს მშვიდად, რადგან თავის ოთხ შვილს _ ნარგიზას, იურის, ლილის და ქეთინოს შეუძლიათ, ამაყად თავაწეულებმა იარონ. აქვე მადლობას ვუხდით სოსო კობიძეს, თავისი გვარის წარსულის ერთგულ მაძებარს და პატივისმცემელს, მასალების შეგროვებისა და მოწოდებისათვის.

... და ამ ყველაფერს თქვენთვის ვწერთ ახალგაზრდებო! თქვენ უნდა იცნობდეთ მათ!

 რუსუდან ბერიშვილი




 ახალი ამბები
  • საპენსიო სააგენტო მოსახლეობას სიფრთხილისკენ მოუწოდებსსაპენსიო სააგენტო მოსახლეობას სიფრთხილისკენ მოუწოდებს. სოციალურ ქსელში გამოჩნდა კიბერთაღლითების მიერ შექმნილი ყალბი ვებ-გვერდები, რომელსაც საპენსიო სააგენტოსთან არანაირი კავშირი არ აქვს.ვებ-გვერდზე მომხმარებლებს საბანკო ბარათის მონაცემების შეყვანას თხოვენ. ყალბი ვებ-გვერდები უკანონოდ იყებენენ საპენსიო სააგენტოს სიმბოლიკას. თაღლითური სქემის შესახებ საპენსიო სააგენტომ მიმართა შინაგან საქმეთა სამინისტროს. მიმდინარეობს გამოძიება. საპენსიო სააგენტო მოსახლეობას სიფრთხილისკენ მოუწოდებს და განმარტავს, რომ სააგენტოს ოფიციალური ვებ-გვერდის მისამართია pensions.ge, სადაც საბანკო მონაცემების შეყვანა არ არის გათვალისწინებული. საპენსიო ანგარიშის შესამოწმებლად საჭიროა მხოლოდ პირადი ნომერი და დამსაქმებლის მიერ მოწოდებული საწყისი ერთჯერადი პაროლი, თუ სისტემაში პირველად შედიხართ, ან თქვენი პირადი პაროლი. ... ...
  • რუსთავი-თბილისის მიმართულებით მგზავრობა გაძვირდა დღეიდან რუსთავი-თბილისის მიმართულებით 11-დან 6 მარშრუტზე მგზავრობა 30 თეთრით გაძვირდა და 1,8 ლარი გახდა. რაც შეეხება დანარჩენ 5 მარშრუტს, ფასი ჯერჯერობით, უცვლელია. ახალი ტარიფის გადახდა მგზავრებს დღეიდან მეტროს სადგურ „დიდუბის“, რკინიგზის სადგურის, მეტროს სადგურ „ვარკეთილისა“ და სპორტის სასახლის მიმართულებით მგზავრობისას უწევთ. მგზავრობის ღირებულება 1.50 ლარი რჩება რუსთავი, ძველი ბაზარი - თბილისი, მოსკოვის გამზირი; რუსთავი, ძველი ბაზარი - თბილისი, ისთ ფოინთი; რუსთავი, შარტავას გამზირი - თბილისი, ლილო; რუსთავი, მეტალურგიული ქარხანა - თბილისი, გლდანი; რუსთავი, მე-19 მიკრო რაიონი - თბილისი, უნივერსიტეტის მაღლივი ... ...
  • პატრიარქი: ადამიანის სულში ცვლილებებია და საჭიროა ყურადღება, რომ მიწიერმა არ გაიტაცოსსაქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ სამების საკათედრო ტაძარში ფერისცვალების დღესასწაულთან დაკავშირებით მრევლს ქადაგებით მიმართა. მისი თქმით, მნიშვნელოვანია ადამიანმა სრულყოფილებასა და სულიერებაზე იზრუნოს. „ერთ მდგომარეობაში არაფერი ჩერდება, ყველაფერი მოძრაობს, იცვლება. ძველი რომაელები ამბობდნენ, დრონი იცვლებიან და ჩვენ ვიცვლებით მასთან ერთადო. დღეს, როცა ასეთი ცვლილებებია ადამიანის სულში, ბუნებაში, გონებაში, საჭიროა დიდი ყურადღება, რომ მიწიერმა, ხორციელმა არ გაიტაცოს ადამიანი. ადამიანი ან მაღლა ადის სრულყოფის კიბეზე, ან დაბლა ჩადის. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ავიდეთ მაღლა და შევხვდეთ უფალს“,  - აღნიშნა პატრიარქმა. 19 აგვისტოს მართლმადიდებელი ეკლესია მაცხოვრის ფერისცვალებას აღნიშნავს. ამ დღეს ტაძრებში წირვა-ლოცვა სრულდება. სადღესასწაულო ლიტურგია სამების საკათედრო ტაძარში 10:00 საათზე ... ...
  • ამ ეტაპზე "რუსთავი 2"-ის მყიდველი არ გამოჩენილა - სალიაამ ეტაპზე რუსთავი 2-ის მყიდველი არ გამოჩენილა - ამის შესახებ განცხადება, არხის გენერალურმა დირექტორმა პაატა სალიამ ქრონიკასთან საუბრისას გააკეთა. მისი თქმით, თუ მყიდველი დღესაც არ გამოჩნდა, კონკრეტულ გეგმებს საზოგადოებას დღეს გააცნობს.  "ამ ეტაპზე მყიდველი არ გამოჩენილა. ჩვენი პირობა იყო რომ საჯაროდ გამოჩენილიყო აღნიშნულის თაობაზე. თუ არ გამოჩნდება მსურველი მაშინ გეგმების შესახებ დღესვე გავაცნობთ. საუბრები გაკოტრების შესახებ არის გადაჭარბებული. ასეთი რამ არ იგეგმება, მაგრამ იგეგმება კონკრეტული ღონისძიებები, რაც კომპანიის ვალების გასტუმრებაში შეუწყობს ხელს",- განაცხადა ... ...
  • ყიდულობს თუ არა ვანო ჩხარტიშვილი "რუსთავი 2"_ს _ ბიზნესმენის ექსკლუზიური კომენტარიგავრცელებული ინფორმაციით, ტელეკომპანია რუსთავი 2_ს, რომლის გაყიდვის შესახებ განცხადება ხალვაშმა რამდენიმე დღის წინ გაავრცელა, მყიდველი უკვე გამოუჩნდა. როგორც ამბობენ, ტელეკომპანის ბიზნესმენი ვანო ჩხარტიშვილი ბიძინა ივანიშვილის დავალებით ყიდულობს. თუმცა, გურია ნიუსისთვის მიცემულ ექსკლუზიურ კომენტარში ჩხარტიშვილი ამას ურყოფს: _ სისულელეა და ამაზე არ გავაკეთებ კომენტარს, _ გვითხრა ჩხარტიშვილმა და დააკონკრეტა, რომ ტელევიზიის ყიდვას არ ... ...

არქივი

ზაფრანი

როგორ ზრუნავენ სილამაზეზე ზოდიაქოს ნიშნის ქალები

ალბათ, დაკვირვებიხართ, რომ სუსტი სქესის...

როგორი ცოლი სჭირდება მამაკაცს ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით

სრულიად საქალეთი და მამაკაცური სამყაროს...

ბავშვი, მშობელი, ასტროლოგია

ალბათ დაკვირვებიხართ იმ ფაქტს, რომ...

რეკორდული წაგება

იშვიათად მოიძებნება ადამიანი, რომლის გარემოცვაში...

ხუთი ყველაზე უცნაური პროფესია

ქოქოსის პალმის სპეციალისტი მისი დანიშნულებაა...
კარმიდამო ჩემი

უკრაინული გოგრა _ საუკეთესო თვისებების მქონე საკვები აგრარული კულტურა

წარმატებულმა მეურნემ ნოდარ დიასამიძემ, რომელიც...

უნდა გავაჩაღოთ ხელოვნურად შექმნილი დამღუპველი ტენიანობის წინააღმდეგ ბრძოლა

არაერთხელ გამოთქმულ თვალსაზრისს, ბუნებაში ადამიანის...

მოვამზადოთ მოხარშული ატმის წვენი

 ზაფხულში ხილის წვენის და კომპოტების...

ზაფხული და სალათები

სალათს, რომლის სეზონი განსაკუთრებით ზაფხულშია,...

აკეთე მარტივად _ 10 საყოფაცხოვრებო ხრიკი დიასახლისებისთვის

სახლის გენერალური დალაგება-დასუფთავება საკმაოდ დიდ...

პიტნის სამკურნალო თვისებები

ამ საოცრად სურნელოვანი და არომატული...

"ჩემი პატარა ვენეცია" მაქვს" _ რას საქმიანობს 80 წლის პურის...

ამირან პეშკოვი ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ...