დაგვიანებით დამდგარი 1918 წელი

ისტორია

დაგვიანებით დამდგარი 1918 წელი

26 აგვ. 2020, 14:49:35

თბილისში ახალმა 1918 წელმა მეოთხედი საათით დააგვიანა, ამის მიზეზი კი ეგნატე ნინოშვილის მშობლიურ სოფელში, არჩეულში (ძველი სახელია ჩიქვეთი) დაბადებული როტმისტრი ევგენი აფხაზავა გახლდათ. ახალგაზრდა ოფიცერს შეყვარებული ჰყავდა სოლოლაკში, რომელსაც დაპირდა - ახალ წელს ერთად შევხვდებითო. თუმცა მეგობრებთან ერთად ქეიფმა ისე გაიტაცა, რომ როცა საათს დახედა, თავში ხელი შემოირტყა -ახალი წლის შემობრძანებას სულ რამდენიმე წუთი აკლდა. დაავლო ყვავილების თაიგულს ხელი, შეახტა ფაეტონს და გაქანდა სოლოლაკისაკენ. ბედად აფხაზავას შეყვარებული საკრებულოსთან ახლოს ცხოვრობდა, ევგენი მიეჭრა შენობაზე დამონტაჟებული საათის მეთვალყურე მოხუც მესაათეს, აუხსნა საქმის ვითარება და სთხოვა 15 წუთით გაედაეწია უკან საათი. მოკლედ, აფხაზავა სატრფოთან ერთად შეხვდა 1918 წელს.

სამხედრო სასწავლებლის დამთავრების შემდეგ ევგენი აფხაზავა პირველ მსოფლიო ომში ავსტრიის ფრონტზე იბრძოდა, ოთხჯერ დაიჭრა, წმინდა გიორგის ორდენის სრული კავალერი და უამრავი ორდენის მფლობელი გახდა (უნდა აღინიშნოს, რომ მას სინამდვილეში ჰქონდა ოთხი ჯვარი, მაგრამ არსად არ არის ფიქსირებული პირველი ხარისხის გიორგის ჯვარი). მაგალითად, მეოთხე ხარისხის ჯვარი მან ბრძოლაში გამოჩენილი სიმამაცისათვის მიიღო, როცა პირველი წავიდა შეტევაზე, თან აიყოლია სხვადასხვა ნაწილების ჯარისკაცთა ჯგუფები; გადაუჭრა უკან დასახევი გზა მტერს და ტყვედ აიყვანა მოწინააღმდეგი თითქმის მთელი როტა. მესამე ხარისხის ჯვარით მას სემდეგ დააჯილდოვეს, როცა ის მზვერავად წავიდა, გზა გადაუჭრა მოწინააღმდეგის კავალერისტთა ქვედანაყოფს და რამდენიმე ზუსტი გასროლით ორი დრაგუნი ჩამოაგდო ცხენიდან.
ომიდან დაბრუნებული ევგენი აფხაზავა სხვა ქართველ სამხედროებთან ერთად ქვეყნის სამსახურში ჩადგა.
დგებოდა 1918 წელი. ახლად დაშლილი რუსეთის იმპერიის შემცვლელი საბჭოთა რუსეთი სამხრეთ კავკასიის რეგიონის გასაბჭოებას ლამობდა. ამ მიზნის განხორციელებისათვის კი ოსმალეთის ფრონტზე მყოფი ბოლშევიკი რუსი ჯარისკაცები იქნენ მიჩნეული. ბოლშევიკების ჩანაფიქრით ოსმალეთის ფრონტიდან რუსეთისაკენ მიმავალ ათიათასობით რუს ჯარისკაცს თბილისი უნდა აეღო და ბაქო-თბილისი-ბათუმის რკინიგზა ჩაეგდო ხელში, რასაც რეგიონის გასაბჭოებას მოჰყვებოდა.
ცნობილი იურისტი, პუბლიცისტი და პოლიტიკური მოღვაწე გიორგი გვაზავა წერდა: „როცა ასი ათასი მშიერი და თავზე ხელაღებული ლაშქარი მოჰსწყდა ოსმალეთის ფრონტს და მოადგა თბილისს, მის წითელ დროშას საქართველომ წინ დაუყენა წითელივე დროშა. თბილისი გადარჩა განადგურებას. ეს იყო დიდი ეროვნული საქმე. თბილისის აკლებით და დაკარგვით რუსები და სომხები არაფერს ჰკარგავდნენ, საქართველო კი ჰკარგავდა ყველაფერს.“
თბილისის დაცვა იმდროინდელმა ხელისუფლებამ გიორგი მაზნიაშვილს მიანდო. ,,ნ(ოე). რამიშვილმა მოახდინა საჩქარო კრება, რომელმაც გადასწყვიტა, გამოეწვიათ კახეთიდან აბხაზავას ჯავშნიანი მატარებელი, რომელიც თვალყურს ადევნებდა კახეთში მდგომ ერთ–ერთ რუსულ სამხედრო ნაწილს. აბხაზავას დაევალა წასულიყო ბაქოსკენ, გაძღოლოდა წინ მომავალ 16 ეშელონს და არ მიეცა მათთვის ნება მატარებლიდან გადმოსხმისა“, გენერალ მაზნიაშვილის მოგონებებიდან.
აფხაზავამ ამ ოპერაციისთვის შემოიკრიბა თავის მსგავსი ხელაღებული მებრძოლები: თათართა ცხენოსანი პოლკის (ველური დივიზიიდან) უფროსი, პოლკოვნიკი ლევან მაღალოვი (მაღალაშვილი), ასევე მაყაშვილი, მაკარაშვილი, ანდრონიკაშვილი, ეხვაია, თარხან-მოურავი და სხვები. მათ მაშინვე დაიწყეს მოქმედება და აფხაზავას ხელმძღვანელობით შესაძლებელი გახდა ნავთლუღში შემოსული 16 ეშელონის სადგურ ყარაიასა და ელიზავეტპოლის მიმართულებით გაგზავნა.
9 იანვარს, შამქორის სადგურზე რუსი ჯარისკაცებით სავსე ეშელონებს აფხაზავა თავისი ხალხით დახვდა და ორი ეშელონი განაიარაღა.
მაგრამ მომდევნო საარტილერიო ეშელონების ჯარისკაცებმა უარი თქვეს დანებებაზე და ზარბაზნებიდან ცეცხლი გაუხსნეს ჯავშანმატარებელს. ამ უთანასწორო ბრძოლაში აფხაზავა და მისი რაზმი ბოლომდე იბრძოდა, მაგრამ დაზიანებული ჯავშოსანი ლიანდაგს აცდა და გვერდით გადაწვა. რაზმელები ვაგონებიდან გადმოცვივდნენ. აფხაზავას მარცხენა ხელის ძვალი ყუმბარას დაემსხვრა, ის განაგრძობდა ბრძოლას, თუმცა რუსებმა ის საცერივით დაცხრილეს. შამქორში დაიღუპა აფხაზავას ორი თანაშემწეც - მაყაშვილი და მაკარაშვილი.
აფხაზავას მკვლელობის შემდეგ, ჯავშნოსანი მატარებლის №4-ის უფროსად ვალოდია გოგუაძე დაინიშნა და მას ეშელონების რკინიგზის სადგურ ევლახამდე გაცილება დაევალა. 9 იანვრიდან 12 იანვრის ჩათვლით, ჯავშნოსანი მატარებლის ხელმძღვანელმა და ქართული ჯარის ნაწილებმა შამქორში რუსი ჯარისკაცების 5 ეშელონი განაიარაღა. ამ ოპერაციის შედეგად 15 ათასი შაშხანა, 70 ტყვიამფრქვევი, 20 ზარბაზნი და სხვა სახის აღჭურვილობა ჩამოართვეს ეშელონებს და არსენალში გადაიტანეს.
გასაბჭოების შემდეგ აფხაზავას ოჯახი გააკულაკეს, ევგენის ძმამ მიხეილმა ეს ვერ აიტანა, გაყიდა ბრძოლაში ჯილდოდ მიღებული ევგენის ოქროს ხმალი, შეიარაღდა და ტყეში გავარდა ფირალად. რამდენიმე წლის განმავლობაში ის ბოლშევიკებს ებრძოდა, რამდენიმე კომკავშირელი და კომუნისტი გამოასალმა სიცოცხლეს; ერთ კომკავშირელს, რომელიც აქტიურად მოუწოდებდა მოსახლეობას კოლექტივში შესვლისაკენ, მისივე კუთვნილი თოფი თავზე გადაამტვრია. მიხეილ აფხაზავა დაახლოებით 1936 წელს მოკლეს.

წყარო:
ლამარა გულორდავას წერილი ,,ევგენი აფხაზავა (ლეგენდის დაბრუნება)”.

http://www.nplg.gov.ge/wikidict/index.php

მთხრობელი ბიძინა აფხაზავა.




 ახალი ამბები
  • ზუგდიდში სპეცოპერაცია დასრულებულია, თავდამსხმელი ბანკის შენობიდან სამართალდამცველებმა გამოიყვანესზუგდიდში სპეცოპერაცია დასრულებულია. სამართალდამცველებმა თავდამსხმელი ხელებაწეული გამოიყვანეს. არსებული ინფორმაციით, თავდამსხმელი სამართალდამცველებს ჩაბარდა. ზუგდიდში, „საქართველოს ბანკის“ შენობაში შეიარაღებული პირი შეიჭრა და მძევლები აიყვანა. შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება 179-ე, 236-ე და 144-ე მუხლებით დაიწყო, რაც ყაჩაღობას, იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას და მძევლად აყვანას ... ...
  • ზუგდიდში თავდამსხმელმა კიდევ ერთი მძევალი გაათავისუფლაარსებული ინფორმაციით, ზუგდიდში თავდამსხმელმა კიდევ ერთი მძევალი გაათავისუფლა.  დარჩენილი მძევლების გასათავისუფლებად პოლიცია მუშაობას აგრძელებს. ზუგდიდის ცენტრში, გამსახურდიას ქუჩაზე მდებარე „საქართველოს ბანკში“ შეიარაღებულმა პირმა მძევლები რამდენიმე საათის წინ აიყვანა. მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე, 236-ე და 144-ე ... ...
  • სალომე ზურაბიშვილი: ნებისმიერი დამატებითი დაძაბულობის ხელოვნურად შექმნა დაუშვებელიასაქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ზუგდიდში „საქართველოს ბანკში“ მძევლების აყვანის ფაქტს ეხმიანება. როგორც განცხადებაში წერია, ნებისმიერი დამატებითი დაძაბულობის ხელოვნურად შექმნა დაუშვებელია. „მივმართავ პოლიტიკურ პარტიებს, იმ დროს, როცა ადამიანების სიცოცხლე სასწორზე დევს და სამართალდამცავები, ამ ურთულესი მდგომარეობის მსხვერპლის გარეშე განმუხტვას ცდილობენ, ნებისმიერი დამატებითი დაძაბულობის ხელოვნურად შექმნა დაუშვებელია, ართულებს სამართალდამცავების ამოცანას და საფრთხეს უქმნის მძევლების მშვიდობიან გათავისუფლებას. ასევე, მოვუწოდებ მედიასაშუალებებს, გაითვალისწინონ სამართალდამცავი ორგანოების თხოვნა და ინფორმაცია საზოგადოებას მიაწოდონ ისე, რომ არ შეაფერხონ ოპერატიული მოქმედებები“- აცხადებს სალომე ზურაბიშვილი. ზუგდიდის ცენტრში, გამსახურდიას ქუჩაზე მდებარე „საქართველოს ბანკში“ შეიარაღებულმა პირმა მძევლები რამდენიმე საათის წინ აიყვანა. მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე, 236-ე და 144-ე ... ...
  • „ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბთან ორმხრივი სროლისას ოთხი ადამიანი დაიჭრაცოტა ხნის წინ ქვემო ქართლში, კერძოდ დმანისში, „ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბში შეიარაღებული პირები შეიჭრნენ. დაპირისპირებამ შემდეგ გარე პერიმეტრზე გადაინაცვლა, სადაც იყო ორმხრივი სროლა. არსებული ინფორმაციით, დაჭრილია ოთხი ადამიანი. დაშავებულთაგან ერთ-ერთი, სავარაუდოდ „ქართული ოცნების“ მხარდამჭერია. არსებული ინფორმაციით, თავდამსხმელები ნასვამები იყვნენ. ჯერჯერობით სხვა დეტალები უცნობია. ადგილზე მობილიზებული არიან სამართალდამცველები და მიმდინარეობს აქტიური საგამოძიებო ... ...
  • ხმაური ლანჩხუთში "მედალფას" კლინიკასთან ლანჩხუთში "მედალფას" კლინიკასთან რამდენიმე საათის განმავლობაში ხმაური იყო. კლინიკა რამდენიმე საათის განმავლობაში ვერ ახრეხებდა სასწარაფო დახმარების მიერ გადმოყვანილი პაციენტის მიღებას. პაციენტის ახლობლებს, რომლებიც კლინიკასთან იმყოფებოდნენ, მედიკოსები განუმარტავდნენ, რომ ადგილის არ ქონის გამო ავადმყოფს ვერ მიიღებდნენ. ხმაური და კამათი "მედალფასთან" რამდენიმე საათი გრძელდებოდა, ბოლოს საქმეში კლინიკის ხელმძღვანელის რეზო კვერენჩხილაძის ჩარევის შემდეგ, პაციენტი, რომელსავ კუჭ-ნაწლავის პრობლემა აღენიშნებოდა, სტაციონარში მოათავსეს. "მედალფას" კლინიკის მენეჯერი რევაზ კვერენჩხილაძე პაციენტის ახლობლებს შეხვდა და მათ განუმარტა, რომ შეყოვნება იძულებით იყო. "კლინიკაში გვიწევს კორონავირუსით დაინფიცირებული ორი პაციენტი, იმ ზონაში სხვა პაციენტს ვერ მოვათავსებთ. სანამ ქალბატონს მოიყვანდა სასწრაფო, მანამდე მივიღეთ 44 წლის მამაკაცი, უმძიმესი მდგომარეობით. მისი სიმძიმიდან გამომდინარე, ქუთაისის საავადმყოფოშია გადაყვანილი. ახლა გათავისუფლდა ადგილი და პაციენტს მივიღებთ. ბოდიშს გიხდით ყველას, მაგრამ პანდემიის გამო, ფაქტობრივად, ომში ვართ, ექიმები წინა ხაზზე არიან. გაგვიგეთ, რომ იქნება დაყოვნებები, ჩვენ შესაძლებლობის მაქსიმუმს ვაკეთებთ და გავაკეთებთ", - თქვა კლინიკის ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ შენ და საქართველოს ისტორია

საქართველოს რომელი მეფე დასაჯეს სიკვდილით...

ტესტი _ იცნობ თუ არა ქართულ მხატვრობას?

გამოიცანი, ვისია ეს ნახატი

ტესტი _ ხარ თუ არა "უგზო-უკვლოდ" განათლებული? (მეორე ვარიანტი)

რა დასტრიალებდა თავს მაურისიო ბაბილონიას...

ტესტი _ იკვებებით თუ არა სწორად?

ყოველდღე ჭამთ უმ ბოსტნეულს, სალათებს?

ტესტი _ რამდენად ერკვევი სხვადასხვა სფეროში

რომელია ყველაზე პატარა სახელმწიფო მსოფლიოში?

ტესტი _ რა იცი მსოფლიოს ღირშესანიშნაობების შესახებ?

რომელმა ქვეყანამ აჩუქა აშშ-ს თავისუფლების...

კარმიდამო ჩემი

დროა, მივეჩვიოთ ბუნებრივი რესურსების ეკონომიურად ხარჯვას

პლანეტის გლობალური კლიმატური ცვლილებები ბევრ...

როგორ მოვრწყოთ ვარდები _ ნუ გამოვიყენებთ სუფთა წყალს

ყვავილები, განსაკუთრებით, ვარდები, ყველას უყვარს....

ჩითილების მომზადება კოშტების და ნახერხის დახმარებით

ჩვენი გამოცდილი მეურნეები, სხვადასხვა ხალხურ...

რომელი მცენარეა ფშატი?

ჩვენი არა ერთი მკითხველის გვთხოვს,...

ხალხური მედიცინა დეზინფექციისთვის

სისუფთავის ხარისხი იქ, სადაც ადამიანი...

"საშობაო ლიქიორის" მომზადების ყველაზე შედეგიანი მეთოდი

ძალზე პოპულარული, "საშობაო ლიქიორის" მომზადების...

ყაბაყის ტორტი

საჭირო მასალა: ორი ცალი ყაბაყი,...

სტაფილოს სალათი ცერეცოთი

საჭირო მასალა: სამი ცალი სტაფილო,...

სოკოს სალათი შებოლილი ქათმის ხორცით

ეს უგემრიელესი სალათი უნდა მოვამზადოთ...