"დიესიენ ქაჯებმა ამ ბიჭს და უნდა დეიჭირონ, მარა უჩინოა და ვერ ხედვენ" _ ცრურწმენები გურიაში

ისტორია

"დიესიენ ქაჯებმა ამ ბიჭს და უნდა დეიჭირონ, მარა უჩინოა და ვერ ხედვენ" _ ცრურწმენები გურიაში

2018 სექ 3 16:04:10

"შეიქნა ჩხუბი. იძრო ბიჭმა ყამა. სხრიფა და სხრიფა ქაჯები. პაწია კიდო და ყველას გაჟუჟავდა, მარა ქე გუუტყდა ყამა. დარჩა ცარიელი. დიესიენ ქაჯებმა ამ ბიჭს და უნდა დეიჭირონ, მარა უჩინოა და ვერ ხედვენ. რაღა ექნა ბიჭს. გადმეიღო ისევ მისი მშვილდისარი და შიებრძოლა დარჩენილ ქაჯეფს. საღამორელე ჩხუბი გათავდა. ქაჯები გასხრიფა, მარა თვითონაც დეიჭრა...("უჩინმაჩინის ქუდი")

ქართველების ემოციური და ინტელექტუალური სამყარო, თუ სხვადასხვა მოგონებებს დავეყრდნობით, გაჯერებული იყო ზღაპრების, მითოსის და ფანტაზიების ტვირთით. მძიმე რეალობას რომ გაქცეოდნენ, ადამიანები "ფანტასტიკურ ატმოსფეროში" იხარშებოდნენ. მიუხედავად მძლავრი ქრისტიანული მრწამსისა, ცრურწმენა ყველა სოციალურ წრეში იყო გავრცელებული. გურია და გურულებიც არ იყვნენ გამონაკლისი. "ჩემი ბავშვობის ხანაში, _ იგონებდა ნოე ჟორდანია, _ ლანჩხუთის მცხოვრებთ, ალბათ, მთელ გურიასაც, ქონდათ წარმოდგენა ქვეყნიერებაზე სავსებით ზღაპრულათ და საწაულებრივათ. საერთო აზრი იყო: ქვეყანა დასახლებულია უჩინარი სულებით, რომლებიც ებრძვიან ადამიანებს... ჭინკა, ქაჯი, ეშმაკი, დევი, კუდიანი, მზაკვავი და სხვა. ბავშვებს ყავთ მიჩენილი ჭინკა, ხოლო დიდებს ყველა დანარჩენი..."

ბარონი დე ბაი (ეს ის ფრანგი მოგზაურია, გურულები გასკონელებს რომ შეადარა) წერდა: "მიუხედავად იმისა, რომ ისინი (გურულები) მართლმადიდებლურ სარწმუნოებას მისდევენ, მათ შემოინახეს მრავალი წარმართული ზნე-ჩვეულება; ცრუმორწმუნეობის წეს-ჩვეულებები ძალიან მრავლადაა გურულებთან, ისევე, როგორც მათ მეზობელ მეგრელებთან, ლაზებთან და იმერლებთან.

გურულებს სწამთ კატის, შავი მამლისა და მერცხლის. ერთი კატის მოკვლისათვის ფიცს სდებენ სიკვდილამდე ააშენონ ცხრა ეკლესია. მათი რწმენით, შავი მამლის სისხლი ეფექტური წამალია და მერცხალი განხილულია, როგორც ღვთაებრივი ქათამი, ერთადერთი საჭმელი, რომლითაც ღმერთი იკვებება.

მცენარეთა შორის თაყვანს სცემენ მუხას. თითოეული ინდივიდი იბადება გარკვეული ვარსკვლავის ქვეშ, რომელიც უწესებს მას თავის ხასიათს. გრძნეულებს ანიჭებენ კატის ფორმის მიღების უნარს. გველი წმიდათაწმიდაა. ოჯახის უფროსს ჩუმად, ყოველ დილით, მისთვის ერთი ჭიქა რძე გამოაქვს, რადგან ფიქრობს, რომ ის იცავს და ზრდის მის ქონებას”.

აპოლონ წულაძის მიხედვით, გურულებს "სწამდათ ავი თვალი, ავი ფეხი, კუდიანი და ქარჩავ-მზაკვავი.” ბევრი ყოფილა იმის მაგალითი, რომ რომ კუდიანობაში დადანაშაულებულ დედას შვილი გაშორებია. ისიც საინტერესოა, რომ ქარჩხავ-კუდიანი, უმეტესწილად, "ეშმაკის სულის მიმყიდველი" მოხუცი ქალები იყვნენ (თითოოროლა კაციც ყოფილა გარეული, თუმცა გენდერული თანასწორობა დარღვეული იყო). თურმე ზოგიერთი ქალი ან კაცი რომ მოხუცდებოდა, ზაკვავად იქცეოდა, კუდი გამოებმეოდა, თვალიც უჭრიდა უწინდებურად, ღონე ეძლეოდა და შეეძლო (ეს სურვილისამებრ ხდებოდა) ნებისმიერ გარეულ და შინაურ ფრინველად თუ პირუტყვად გადაქცევა. ამ სახით ისინი "დასტრიალებენ ქვეყანას, რომ ვნება მოუტანონ”. კუდიანებს საკუთარი გაწვრთნილი ცხოველებიც ჰყოლიათ - მგელი და ტურა. დასავლეთ საქართველოს ზოგიერთ ადგილას კუდიანობას ტურიანობას ეძახდნენ, კუდიან ქალს კი ტურა-ქალს. "მამის სოფელში კუდიანობას ტურაობას ეძახდენ. შამევიდოდა ეს კუდიანი, ამეიყვანდა ბავშვს აკვნიდან და ძირს აგორებდა. მერე მამა დაღადრა, პირი დაუღადრა, როცა ბუხრიდან ჩამოდიოდა”. ყვებოდა ერთი ქალბატონი შუა განახლებიდან. ამ ავი სულების ხელმძღვანელი როკაპი ყოფილა (არსებობს ვარაუდი, რომ როკაპი მიღებულია სიტყვიდან როსკიპი, სპარსული "რუსფი”-დან. სულხან-საბა ორბელიანის მიხედვით როსკიპი ნიშნავს ურიდად მეძავს).

ჩოხატაურის მუზეუმში დაცულია ისტორია ერთი ხანშისეული ქალბატონისა, რომელსაც დასწამეს კუდიანობა. საწყალი გახურებული ვირის ნალით დადაღეს უკანალზე და შუბლზე. მის შესახებ ხალხი ლაპარაკობდა, რომ "ღამით მგელზე შეჯდება და ჭაჭვეთში მიდის როკაპთან. თავის შვილიშვილს ღამით ენას ამოართმევს, დაამუნჯებს და შემდეგ ისთევლე ჩაუდგამსო”. ჭაჭვეთს გურულები იმ გამოგონილ ზღვისპირა ქვეყანას უწოდებდნენ, სადაც მიუვალ კლდეებსა და გამოქვაბულებში როკაპი ბინადრობდა. გადმოცემის თანახმად, "კუდიანებს ზარი ქონდენ. იმ ზარს რომ დაკრავდა, ყველა შეიყრიდა თავს. როკაპი იყო იმ კუდიანების უფროსი. როკაპი საცა დოუსახელებდა, იქინა შეიყრიდენ თავს (ეს ხდებოდა პირველი სექტემბრის ღამეს. კუდიანებს აუცილებლად რაიმე საჩუქარი უნდა მიეტანათ როკაპისთვის: ცხოველი, ადამიანთა გულები და კიდევ სხვა რამ. _ ი.მ.). როკაპი იმფერი გლახა შესახედავი იყო!” _ ყვებოდა ერთი მოხუცი ქალბატონი.

გურულების წარმოდგენაში როკაპი "ერთი მეტად გადაბერებული, მახინჯი დედაკაცი, ყველა გრძნობებით სავსე, რომელსაც უთვალავ-უანგარიშო ქვეშევრდომები ყავს დედამიწაზედ”. თურმე, როცა როკაპი ბრაზდებოდა, ის აღებდა უშნო პირს, საიდანაც მოჩანდა გრძელი და შავი ღრჯოლები. როცა კუდიანი (კაცი ან ქალი) მიდიოდა როკაპთან, ის ქვას ურტყამდა კბილებში. თუ დარტყმა ძლიერი იყო, როკაპი გახარებული რჩებოდა. ქვის დარტმა ეს იგივე მისალმება ყოფილა. ავი სულები უფრო ჩვილ ბავშვებს ეტანებოდნენო, ამბობდნენ ძველები (ბუკისციხეში ერთი კუდიანი ყოფილა, რომელმაც თოთო ბავშვს ჭიპზე ხელი დაადო და ის ადგილი გაშავდა).

ავი სულები გურულებს უმეტესად ეშმაკებისა და ჭინკების სახით ჰყავდათ წარმოდგენილი. მათი აზრით, ეშმაკი ადამიანში იყო, ხოლო ჭინკა _ ცხოველში. ეშმაკი ჭინკაზე უფრო საშიში ყოფილა, რადგან ჭინკას ადამიანისთვის დიდი ზიანის მიყენება არ შეეძლო. უხილავი, იგი ცხენს ლოკავდა თურმე, ფაფარს უწნავდა ისე, რომ მერე ვერ გამოხსნიდი. ჭინკები სხვადასხვანაირად გამოიყურებოდნენ. მაგ., ცეცხლივით თვალებიანი კვიცი სახით, ან მწერის, მაიმუნის და თაგვის სახე მიეღო ან კიდევ საკუთარი, ჭინკური სახე არ დაემალა: "ჭინკა დაბალი ქალი იყო, დაბალნული, თმაი მისხელე შავი, შავი თმით შებალნული”, იხსენებდა ერთი მოხუცი, რომელსაც ეს შებალნული ჭინკა ბაღნობაში შეხვედრია.

ჭინკებს ფეხის ტერფები ადამიანებისაგან განსხვავებული აქვთ _ ქუსლები წინ აქვთ და თითები კი უკან. მიუხედავად მცირე ზომისა "ადამიანმა რომ "მეიკაკიოს” ზურგზე ჭინკა, ვერ ზიდავს, მან რომ "მოგიკაკიოს” მხარზე, გაგაფრენს სადღაც”. ჭინკების შესანიშნავი აღწერილობა დაგვიტოვა ნოდარ დუმბაძემ: "ჭინკა სამნაირი არსებობს. ერთს აცქვეტილი ყურები, თხის ჩლიქები, თხისავე წვერი, ცეროდენა რქები და ელვადაკრული, ელამი თვალები აქვს. ძალიან ჰგავს თხას, მაგრამ ჭინკაა, რა ხმაზეც უნდა, იმ ხმაზე ლაპარაკობს: ქალის ხმაზე, კაცის ხმაზე, ბავშვის ხმაზე, ცხოველების ხმაზე, ჩიტისაზე აღარაფერს ვამბობ.

მეორე ჭინკა კუდიანია და უკუღმართი შებრუნებული ტერფები, მოკაუჭებული ცხვირი, ერთი კბილი, შუბლზე ზურმუხტივით მწვანე, ერთადერთი თვალი და ბალნით შემოსილი ტანი აქვს. მესამე ჭინკას ოთხი ხელ-ფეხი აქვს. ექვსექვსი თითით გაწყობილი. ორი სახე და ოთხი თვალი, ზურგი არა აქვს, სამაგიეროდ ორი მუცელი აქვს და ორი ჭიპი. წინიდანაც და უკნიდანაც იცქირება. ერთნაირად გარბის წინ და უკან...” ჭინკებს წყალში ჭყუმპალაობა უყვარდათ თურმე (შეიძლება ახლაც უყვართ). "ერთხელ ოზურგეთიდან მივდივართ ლანჩხუთში ოთხი ბავშვი; გვყავდა ერთი ცხენი და ზედ ვჯდებოდით მორიგეობით ორ-ორი. ნატანებს გაღმა ვიყავით, რომ მზე ჩადიოდა... მივადექით მდინარეს, როგორც კი შევდექით ხიდზე მომესმა ძახილი: ვერ წახვალთო და რაღაცამ წყალში მოადინა ტყაპუნი, ნაპირიდან გადახტა. ჭინკა დაგვხვდაო - დავიძახეთ და შეშინებულებმა მოვკურცხლეთ უკან... მივდივართ ყველა ფეხით შეშინებული, დაფიქრებული. შემოგვხვდა ერთი თოხიანი კაცი და გვკითხა: სად მიხვალთ აქეთ, აკი ორაგვისაკენ მიხვიდოდითო. ჩვენც უამბეთ რაც მოხდა, მან მოგვიგო: მეისპო მისი სახელი, იმ ხიდესთან მართლა იცის ყოფნა, წამოდით მე გაგიყვანთ, თუ გაბედა შემოტევა ამ თოხის ყუას შიგ შუაგულში მივახეთქებო. გავყევით გულის ფანცქალით. მივედით ხიდთან, გვეშინოდა ზედ შედგომა, წინამძღოლი გვიჯავრდება, კინაღამ თოხის ყუა ჩვენ არ მოგვარტყა, გავედით როგორც იყო მშვიდობით და მოვკურცხლეთ. ორი კვირა დედაჩემი მატარებდა მოლაზონთან "შეშინებულის" გამოსალოცავათ”, - ნოე ჟორდანიას მოგონებებიდან.

ჭინკებს საჭმლის მადაც კაი ჰქონდათ თურმე, მაგრამ განსაკუთრებით უყვარდათ ბალახი "ოქროსყურა”... ერთი ბუკისციხელი მოხუცი ყვებოდა: "ბაბუაჩემის გადმოცემით, მის დროს ხალხში გავრცელებული იყო ხმა, რომ სოფელში არიან ავი სულები, კუდიანები და რომ საჭიროა მათი გამოცნობა და დაშანთვა, რათა ყველამ იცოდეს, რომელია, ამისთვის შემჩნეულ ხალხს მოუყრიდნენ თავს სუფსის ნაპირზე, ხიდთან ცეცხლი იყო დანთებული, იქ გურიის ტბაა. ტბას იმიტომ ეძახიან, რომ მდორედ მოდის წყალი და შემომრგვალებულია. აქ იყო მთავარი ხალხისაგან შექმნილი კომისია (აქ იკრიბებოდა ყველა _ თავადიდან დაწყებული უკანასკნელ გლახამდე დამთავრებული _ ი. მ.). თითო-თითოს გეიტანდნენ ხიდზე. გააძრობდნენ და გადააგდებდნენ წყალში. თუ დაძირავდა, მაშინ არ იყო მავნე და თავისუფლდებოდა. თუ არ დაძირავდა, მაშინ ის იყო კუდიანი და დაშანთავდნენ.” ამან საგონებელში ჩამაგდო, თუ რისთვის იყო მსგავსი რთული რიტუალის ჩატარება, რადგან ეს ამბავი შეეძლოთ მარტივად გადაეწყვიტათ - ენახათ აქვს თუ არა კუდი გამობმული და გათავდებოდა საქმე! გურულების აზრით, დადაღვის შემდეგ კუდიანი საშიში აღარ იყო ხალხისთვის და ის საზოგადოების უბრალო (კუდიან ან უკუდო) წევრად რჩებოდა ისევ. ტ. მამალაძის (Народные обычаи и поверья гурийцев) თქმით, ერთხელ თურმე დაუდაღავთ კუდიანობაში ეჭვმიტანილი, რომელმაც შემდეგ იჩივლა, ჩაატარეს გამოძიება და აღმოჩნდა რომ სულაც არ ყოფილა კუდიანი. დამნაშავეები დასაჯეს - ეს იყო უკანასკნელი მსგავსი შემთხვევა გურიაში.

"სამოცი წელიწადიც არ იქნება მას შემდეგ, რაც გადავარდა ჩვენში ამგვარი ბრალდებული კაცების "დადაღვაო”, _ წერს "ივერია” და გამოდის, რომ უკანასკნელად ეს რიტუალი, დაახლოებით, 1810-იანებში შესრულებულა. ბევრი სათავისოდ იყენებდა კუდიანობის ამბავს. ამის დასტურია ნოე ჟორდანიას მოგონება: "ლანჩხუთში ხმა გავარდა _ ნათლისმცემელში მცხოვრები ერთი მოლაზონი ტურაზე იჯდა და მიაჭენებდაო. ეს იყო უტყუარი ნიშანი იმის, რომ ის კუდიანია. მოახდინეს ყრილობა, 30 ქალმა და კაცმა დაამოწმა _ ჩვენი თვალით ვნახეთ ტურაზე იჯდაო. დედაკაცი გადაასახლეს "პრიგოვორით" საზოგადოებიდან. მთელ ამ საქმეს მეთაურობდა ერთი ჭკვიანი გლეხი ოფონა ბოლქვაძე. გავიდა ათ წელზე მეტი. მე შინ ვარ თფილისიდან ჩამოსული. მამა ჩემთან მოვიდა ეს ოფონა, მუსაიფის დროს ჩემი თანდასწრებით მამამ კითხა: ოფონა, მითხარი თუ კაცი ხარ, ძველი ამბავია, მართლა დაინახე რომ ის მოლაზონი ტურაზე იჯდაო? ოფონას გაეცინა და უპასუხა: ნიკო ჭკვიანი კაცი ხარ და ასეთ აბდლურს რაფერ მკითხავ. ადამიანის ტურაზე ჯდომა ვის გაუგონია. იმ დედაკაცმა შემაწუხა, ჩემი კარის მეზობელი იყო, სულ მწყევლიდა და გადავწყვიტე რამენაირათ თავიდან მომეშორებია. ერთ დღეს ადრე ადვექი, იყო ნისლი, დავინახე მოლაზონი მიდიოდა შუკაში და დავუცაცხანე. უცებ მოუფიქრებლათ შევძახე - ტურაზე ზის, ტურაზე. გადმოცვივდნენ მეზობლები, მოლაზონი შეშინდა და მირბის გამწარებული, ხალხი უყურებს შორიდან და "დაინახა", რომ მართლა ტურაზე იჯდაო. მე გამეცინა, სწორეთ ახალ-გაცნობილი ვიყავი თეორიას მასიურ გალიუცინაციაზე. მაგრამ იმ დროს, როცა ეს ამბავი მოხდა, მე ღრმათ მწამდა მთელ ხალხთან ერთად მისი სინამდვილე”.

კუდიანების განდევნა და მათგან თავის დაცვა კი შემდეგნაირად ხდებოდა (ტ. მამალაძის მიხედვით) - გურულებს აუცილებლად უნდა ჩაეტარებინათ რიტუალი სახელწოდებით "შებეჭდვა”: პირველი სექტემბრის ღამის წინ იღებდნენ ცვილს და მას ჯვარედინად მიაკრავდნენ ოჯახის ყველა წევრს თმაზე, ასევე შინაურ ცხოველებსაც და მცენარეზეც, მაგ. სიმინიდს ტაროზე, ღომზე. ეს პრევენცია 100 პროცენტიან გარანტიას იძლეოდა თურმე. ამას გარდა, ოჯახის რომელიმე მამაკაცი გადიოდა ყანაში, ნათესებში, დგებოდა შუაში და მთელი ძალით გაჰყვიროდა: ჯვარი აქა, ჯვარი აქა! შენი სვი და შენი ჭამე; ჩვენსას ჯვარი დაგვიწერე! უუუ, კუდიანებო! იწყებდნენ თოფის სროლას, შემდეგ შემოუსხდებოდნენ გაწყობილ სუფრას, დაილოცებოდნენ და ღმერთს დახმარებას სთხოვდნენ, რათა კუდიანებისაგან დაეცვა ოჯახი. ახლა მოვუსმინოთ გაზეთ "ივერიას" (1877), რომელიც შელოცვის სხვა ვარიანტს გვთავაზობს: "სახლის უფროსი შუაღამეს გამოდის გარეთ, ეზოში, გამოაქვს თავისი სასროლი იარაღი, გასძახის და თან ამ სიტყვებს წარმოთქვამს: მიღმართელნო, მოღმართელნო, შორებელნო, ახლობელნო, თქვენ სვით და თქვენ ჭამეთ ჩემსას ჯვარი დამიწერეთ, ჯვარი აქა, ჯვარი აქა.’ შემდეგ წერილის ავტორი აგრძელებს: "თან ისე დაიწივლებს, რომ ტანში ჟრუანტელი ამივლ-ჩამივლის და მოყვება სროლას”.

ავი სულებისაგან დასაცავად ადამიანები ასევე ასანთს ატარებდნენ თურმე. ღამე ვინც გარეთ გავიდოდა, აუცილებლად ხელში ნიგუზალს დაიჭერდა და დანას ან მაკრატელს ჩაიდებდა ჯიბეში. ცრურწმენა მყარად იყო გამჯდარი ხალხის ძვალ რბილში, გასაკვირი არაა, რომ ამ რწმენამ ხალხურ შემოქმედებაშიც შეაღწია, კერძოდ კი ცეკვაში. შემონახულია ნიკო ბერძენიშვილის წერილი ვინმე ჩოხატაურელ ლუკა ბერძენიშვილისადმი, სადაც ის სთხოვს გაიხსენოს და მიაწოდოს ინფორმაცია "ქაჯურ ცეკვაზე”, რომელსაც თურმე ლუკა და ბიძამისი ასრულებდნენ. "ეს არ იყო არც "ლეკური, არც ბაღდადური” არც სხვა ცნობილი ცეკვა, _წერს ბატონი ნიკო, _ იქ მოტივიც სხვა იყო და თამაშობაც. სამწუხაროდ, ეს მე მაშინ ვნახე, როცა ჯერ კიდევ 7-8 წლის თუ ვიქნებოდი. ამბობდნენ მაყურებლები (ეს იყო აღდგომის "სათამაშო” ჩოხატაურში, იქ სადაც შემდეგ "საპარასკევო” იყო): არსენე და გლახუნე ქაჯურს ცეკვავენო”. ჩემთვის არ არის ცნობილი, მოჰყვა თუ არა ამას რაიმე შედეგი...

ცრურწმენას კარგი და სასიკეთო რომ არაფერი მოჰქონდა ეს ფაქტია. ის მხოლოდ განხეთილებას თესავდა ხალხში. კუდიანობაში დადანაშაულებული პირი თუ მივიდოდა მეზობელთან რაიმე საქმეზე, მის დანახვაზე მეზობელი სამჯერ გადააფურთხებდა, პირჯვარს გადაიწერდა და სამჯერ წარმოთქვამდა: "დალახვროს ღმერთმაო”. გადმოცემებისა და დოკუმენტების თანახმად ამის გამო "ხშირად სისხლის ღვრაც ხდებოდა ხოლმე. მადლობა ღმერთს, რომ ეს უმეცრული რწმენა თანდათან გამოდის ხალხის ზნეობიდამ ამ უკანასკნელ დროს”-ო, წერს ავტორი. და მართლაც სულ ცოტა ხანში, გურიაში იწყება განმანათლებლობის ნაღდი ბუმი, იხსნება ბიბლიოთეკები და სამკითხველოები, გურულების უზარმაზარი პროცენტი წიგნის კითხვას იწყებს, ეს კი რუსეთის ხელისუფალთ ათქმევინებს კიდეც - გურულები წიგნის კითხვამ გადარიაო, სხვანი კი გურიას საქართველოს საფრანგეთს შეადარებენ... ეპილოგის მაგივრად. ეს ამბავი კაი ხნის წინათ მომხდარა: კინოსტუდია "ქართულ ფილმში” უცხოელი და ქართველი კინემატოგრაფისტები ბჭობენ "ვეფხისტყაოსნის” ერთობლივი პროექტის გადაღების შესახებ. თინათინს ოდრი ჰეფბერნი ითამაშებსო, ნესტან-დარეჯანს სოფი ლორენი, ტარიელს რიჩარდ ჰარისი თუ შონ ქონერი, ავთანდილს კი პიტერ ო’ტულიო და ასე შემდეგ. _ კაი, ბატონო, მარა ქართველები ვიღას ითამაშებენო? - გამოთქვა ვიღაცამ უკმაყოფილება. _ როგორ თუ ვის? ამდენ ქაჯს თამაში არ უნდა? _ უპასუხა იქვე მყოფმა ნოდარ დუმბაძემ.

გამოყენებული ლიტერატურა:

ნოე ჟორდანია _ "ჩემი წარსული";

ნათელა კაპანაძე _ "ხალხური ყოფა და აღზრდის წეს-ჩვეულებანი გურიაში";

"გურია, მასალები გურიის ეთნოგრაფიული შესწავლისათვის";

აპოლონ წულაძე _ "ეთნოგრაფიული გურია";

ნოდარ დუმბაძე _ "ჭინკები";

Мамаладзе Т. Народные обычаи и поверья гурийцев // Сборник материалов для описания местностей и племен Кавказа.Т. XVII, отд. II. Тифлис, 1893




 ახალი ამბები
  • საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური კინოლოგიური სამსახურის განახლებას იწყებსსაქართველოში სამუშაო ვიზიტით გერმანიის ტექნიკური დახმარების ფედერალური სამსახურის (THW) შემფასებელი მისია იმყოფება. საერთაშორისო შემფასებლები საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის  კინოლოგიის სამსახურის მომზადების დონეს შეამოწმებენ და ქართულ მხარეს მაშველი ძაღლების სამსახურის განვითარების გეგმის შემუშავებაში  დაეხმარებიან _ აღნიშნულია განცხადებაში, რომელსაც შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამახური ავრცელებს. უწყების ცნობით, THW-ის  წარმომადგენლები განსაკუთრებულ საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების მთავარი სამმართველოს სწრაფი რეაგირების ბაზაზე იმყოფებოდნენ, სადაც ნანგრევებში მოყოლილი ადამიანების ძიება-გადარჩენის კინოლოგიური ოპერაციების იმიტაცია მოეწყო. გერმანიის ტექნიკური დახმარების ფედერალური სამსახური INSARAG -ის კვალიფიკაციის მიღების პროცესში ქართული მხარის მენტორი ქვეყანაა და შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურს რამდენიმე მიმართულებით ეხმარება. საძიებო-სამაშველო ოპერაციებისთვის გაწვრთნილი ძაღლები მნიშვნელოვნად შეუწყობენ ხელს სამსახურის ეფექტურობას  საძიებო სამუშაოების  დროს. შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ძაღლების გადამზადებას განსაკუთრებულ ყურადღებას დაუთმობს. უახლოეს მომავალში დაგეგმილია კინოლოგიური სამსახურის გაძლიერება ახალი ცხოველებით. მოეწყობა და განახლდება ვოლიერები, გაუმჯობესდება მათი საცხოვრებელი და საწვრთნელი პირობები. გერმანულ მხარესთან კინოლოგიური სამსახურის  განვითარების კუთხით თანამშრომლობა მომავალშიც ... ...
  • ოზურგეთში საპენსიო ჯილდოზე 174 პედაგოგი გავიდა“174 პედაგოგი გავიდა საპენსიო ჯილდოზე და 105 ახალი პედაგოგი მივიღეთ საჯარო სკოლაში“, _ ამის შესახებ ინფორმაცია “გურია ნიუსს“ ოზურგეთის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსმა ლელა იმედაშვილმა მიაწოდა. 2019 წლის მაისში ცნობილი გახდა, რომ განათლების მინისტრის მიხეილ ბატიაშვილის გადაწყვეტილებით, განათლების რეფორმის შემდეგ ეტაპზე, საპენსიო ასაკის ღვაწლმოსილ პედაგოგებს, რომელთაც არ ექნებათ მინიმალური კომპეტენციის დადასტურებისა და სტატუსის ამაღლების სურვილი, ეძლევათ პრივილეგია, ნებაყოფლობითი არჩევანის საფუძველზე, 2019 წელს სახელმწიფოსგან ერთჯერადი ფულადი ჯილდო - ორი წლის ჯამური ხელფასი მიიღონ. ამის შესახებ მინისტრმა ბრიფინგზე განაცხადა.  ამასთან, მთელი სიცოცხლის განმავლობაში შეუნარჩუნდებათ ჯანმრთელობის დაზღვევის პაკეტი  (საჯარო სკოლების მასწავლებელთა ჯანმრთელობის სადაზღვევო ვაუჩერის პირობების ... ...
  • რამდენი პირველი კლასელია ოზურგეთშიოზურგეთის მუნიციპალიტეტის 42 საჯარო სკოლაში ახალი სასწავლო წლის დაწყება საზეიმო ღონისძიებით აღინიშნა. ოზურგეთის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსის, ლელა იმედაშვილის მიერ მოწოდებული ინფორმაციით, ოზურგეთში წელს 683 პირველ კლასელმა დაიწყო სწავლა. “გურია ნიუსი“, ასევე, დაინტერესდა, პირველ კლასში დაფიქსირდა თუ არა ერთი ან ორი მოსწავლე. ლელა იმედაშვილის თქმით, ასეთი შემთხვევა მხოლოდ გომის საჯარო სკოლაში დაფიქსირდა, სადაც ორი ... ...
  • "გურიის მოამბის" რედაქტორის მიმართ გახორციელებული მუქარის საქმე გახსნილია _ ვინ არის ბრალდებულიშინაგან საქმეთა სამინისტროს გურიის პოლიციის დეპარტამენტისა და კიბერდანაშაულთან ბრძოლის სამმართველოს თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1986 წელს დაბადებული ბ.მ. მუქარის ფაქტზე ამხილეს. დანაშაული 1 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებით დადგინდა, რომ მხილებული, სოციალური ქსელი "ფეისბუქის" მეშვეობით, საინფორმაციო სააგენტო „გურიის მოამბის“ რედაქტორს შვილების სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა. სამართალდამცველებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, მალევე დაადგინეს და მუქარის ფაქტზე ამხილეს ახალგაზრდა მამაკაცი, რომელიც ჩადენილ დანაშაულს აღიარებს. პოლიციამ ნივთმტკიცებად ამოიღო ბ.მ.-ს კუთვნილი კომპიუტერი, საიდანაც მან მუქარის ტექსტი გააგზავნა. გამოძიება გრძელდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, რაც სიცოცხლის მოსპობის ან ჯანმრთელობის დაზიანების მუქარას გულისხმობს. დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზა. ამავე თემაზე: "გურიის მოამბის" რედაქტორი: შვილების ლიკვიდაციით ... ...
  • ,,ტუტუცი ნაგავი ხარ, ადრე გეძველბიჭა“ - მამუკა მდინარაძე გიგა ბოკერიას,,ტუტუცი ნაგავი ხარ, ადრე გეძველბიჭა“ , _ ამ სიტყვებით ქართული ოცნების თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ პარლამენტის დღევანდელ სხდომაზე ევროპული საქართველოს ერთ-ერთ ლიდერს გიგა ბოკერიას მიმართა.  ბოკერია-მდინარაძის დაპირისპირების მიზეზი შოთა ხაბარელის კითხვა გახდა, რომელიც მან გიგა ბოკერიას დაუსვა. ხაბარელმა საკუთარ გამოსვლაში ქართველი სპორტსმენების მიღწევებზე ისაუბრა და ამ მიმართულებით ხაზი გაუსვა ხელისუფლების მიერ გატარებულ პოლიტიკას. შოთა ხაბარელმა ბოკერიას კითხვით მიმართა, ქართველი სპორტსმენების მიღწევები არის თუ არა ხელისუფლების დამსახურება. კითხვის დასმის დროს გიგა ბოკერია სხდომათა დარბაზში არ იმყოფებოდა. მას შემდეგ, რაც ბოკერია სხდომაზე დაბრუნდა, სიტყვით გამოსვლისთვის დრო ითხოვა და აღნიშნა, რომ სპორტსმენების მიღწევა თავად მათი დამსახურებაა და არც მოქმედი და არც წინა ხელისუფლების დამსახურება არ არის. ამის შემდეგ მამუკა მდინარაძემ გიგა ბოკერიას მოუწოდა, კითხვის არსი სწორად გაეგო და პასუხი ისე გაეცა, რის შემდეგაც ერთმანეთს „ტუტუცი“ უწოდეს. ბოკერიამ მდინარაძეს მიმართა: „თითი სხვისკენ გაიქნიე, უზრდელი ტუტუცი ხარ“, რაზეც, თავის მხრივ, მდინარაძემ ბოკერიას მიმართა: „ტუტუცი ნაგავი ხარ, ადრე გეძველბიჭა“. დეპუტატების დაპირისპირებაში საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე ჩაერთო. მან გიგა ბოკერიას მიმართა, რომ მამუკა მდინარაძეს პერსონალურ შეურაცხყოფას აყენებდა და კორექტულობისკენ ... ...

არქივი

ზაფრანი

საკვები, რომელიც ხანგრძლივი სიცოცხლის საწინდარია

ადამიანის ჯანმრთელობა პირდაპირ კავშირშია კვებასთან....

მუდმივად დაამატეთ სოდა თქვენს ყავას

სოდას უამრავი სასარგებლო თვისება გააჩნია....

სიმართლე სანთლების შესახებ

ზოგიერთი სურნელოვანი სანთელი ორგანიზმისთვის მავნებელი...

სანამდე მივყავართ უძილობას

გარკვეული მიზეზების გამო, ხშირად გიწევთ...

როგორ უნდა მოხიბლოთ ქალი

ვერძი – ქალი ვერძების დიდ...

ქალები, რომელთა შეყვარებასაც მწარედ ინანებთ

ვერძი - მამაკაცური პლანეტა მარსი,...
კარმიდამო ჩემი

როგორ გახდა იდეალური დედა იდეალური მეწარმე

ქალი, რომლის ცხოვრება საგანგებოდ შექმნილი...

საზამთრო გურიის პირობებში

ზოგადად, დასავლეთ საქართველოში საზამთროს მოყვანა...

შევარჩიოთ ტყემლის ჯიშები და მეტი ყურადღება დავუთმოთ მის გაშენებას

ტყემლის კულტურა საქართველოში უძველესი დროიდან...

სახის მოვლის ნატურალური საშუალებები

მუდამ სილამაზესა და სიკოხტავეზე მოფიქრალ...

როგორ ვუმკურნალოთ კბილებს

ხილისა და ბოსტნეულის წვენების სასიკეთო...

ჭარბი ტენიანობის მიზეზებზე მუდმივად უნდა ვისაუბროთ

თხილის კულტურის სიდამპლის და სოკოვანი...

როგორ მოვიქცეთ ჭექა-ქუხილის დროს?

წელიწადის დროებსა და თვეებს შორის,...

სეზონის შესაფერი სამუშაოებისთვის მზადყოფნა აუცილებელია

ზოგს თოხნა და სარეველებისგან ბოსტნის...

უკრაინული გოგრა _ საუკეთესო თვისებების მქონე საკვები აგრარული კულტურა

წარმატებულმა მეურნემ ნოდარ დიასამიძემ, რომელიც...