ერთხელ გერმანიაში...

ისტორია

ერთხელ გერმანიაში...

2017 დეკ 8 22:53:24

საბჭოთა კავშირის დროს ქართველ ახალგაზრდებს სამხედრო სავალდებულო სამსახურის გავლა სამშობლოს გარეთ უწევდათ. უცხო ქვეყანაში ყოფნა ქართველებისათვის მძიმე გახლდათ. ამის მიუხედავად ჩვენებურები საკუთარ ღირსებას არ კარგავდნენ და სხვადასხვა მოულოდნელ სიტუაციებში აღმოჩენილები, წარმოქმნილ პრობლემებს თავს კარგად ართმევდნენ.

საბჭოთა ჯარში სამხედრო სამსახურის თემა ნებისმიერი ქართული ოჯახისთვის მტკივნეული გახლდათ. ამავდროულად, შინ დაბრუნებული ყოფილი ჯარისკაცები არაერთ სახალისო ისტორიებს ყვებოდნენ.

დღევანდელ წერილში ძველ დროში დაგაბრუნებთ და ყოფილი „დიადი სამშობლოს“ შეიარაღებული ძალების სამყაროს გაგახსენებთ.

ჩვენი „სამხედრო მოგონებების“ პირველი სტუმარი ყოფილი რიგითი ჯარისკაცი თემურ კირთაძე იქნება.

„გასული საუკუნის სამოცდაათიან წლებში გერმანიის დემოკრატიულ რესპუბლიკაში, ქალაქ დრეზდენის სატანკო ნაწილში ვმსახურობდი. ბევრი სამუშაო არ გვქონდა. ჩვენი მოვალეობა გახლდათ, ტანკები მწყობრში ყოფილიყო. ეს იყო და ეს. ჩვენთან ერთი უზბეკი, ვინმე საიდ ყულიევი მსახურობდა. ის დღენიადაგ ანაშას აბოლებდა და ომის დაწყებას ნატრობდა, რომ თავისი ტანკით ბრძოლაში ჩაბმულიყო. ბოლომდე დალაგებული არ იყო და ხშირად დავცინოდით. თუმცა, ის ვერაფერს ხვდებოდა. ყულიევი განსაკუთრებულად აგდებული ჰყავდა პეტროს აბრამიანს, რომელიც საიდს სხვადასხვა ოინს უწყობდა ხოლმე. ერთხელ „კაპტიორკაში“ ვსხედვართ და ვსვამთ. ყულიევი კი ანაშით ბოლდება. ამ დროს აბრამიანი მოვიდა და ყულიევს ეუბნება:

– საიდ, ოცნება აგიხდა!

– რა ოცნება?

– ომი დაიწყო. ფაშისტებმა შემოგვიტიეს და რომ ტრაბახობდი, მტერს გავანადგურებო, აბა, გვიჩვენე შენი ვაჟკაცობა.

საიდი აღეგზნო და პეტროსს ჰკითხა:

– სად არიან ფაშისტები?

– ჩვენგან სამხრეთით ორ კილომეტრში, – მიუგო აბრამიანმა.

საიდი წამოხტა და გარეთ გავარდა. ხოლო რაც შემდეგ მოხდა, მტერსა და ავს... ჩვენგან სამხრეთით ორ კილომეტრში კინოსტუდია „დეფას“ გადასაღები მოედანი იყო, სადაც ომზე იღებდნენ ფილმს და 3 მილიონი მარკის ღირებულების დეკორაციებით იყო გაწყობილი. ყულიევი იქ ტანკით შეიჭრა და ყველაფერი გაანადგურა... საბედნიეროდ, არავინ დაშავებულა, რადგან ყველანი დაიმალნენ.

ყულიევი და აბრამიანი საველე ტრიბუნალმა გაასამართლა და ორივე ციხეში ჩასვეს“.

სამხედრო მოგონებების ესტაფეტას ყოფილი მედესანტე თემურ ნაჭყებია გააგრძელებს.

„პროფესიით მედესანტე ვარ და 1980-1984 წლებში ავღანეთში ვმსახურობდი, სადაც ¹2 საჰაერო-სადესანტო პოლკის მოიერიშეთა ქვედანაყოფს ვმეთაურობდი. 1981 წლის 13 მაისია, ის ისტორიული დღე, როდესაც თბილისის „დინამომ“ თასების თასი მოიგო და, როგორც ფეხბურთის თავგამოდებული ქომაგი, განსაკუთრებულად ველოდი თამაშის დაწყებას. თან, ვლოცულობდი, რომ „ჩეპე“ არ მომხდარიყო და რადიორეპორტაჟისთვის მშვიდად მომესმინა. იმ პერიოდში ქალაქ ყანდაღარში ვიყავით დისლოცირებულები, სადაც ჯოჯოხეთი ტრიალებდა და ცივილიზებულ ცხოვრებაზე, მით უმეტეს, ტელევიზორზე, ოცნებაც კი ზედმეტი იყო. რადიომიმღებიც ძლივს ვიპოვეთ, რომელიც დიდი წვალების მერე, დავაყენეთ შესაბამის ტალღაზე და თამაშის დაწყებამდე საათებს ვითვლიდით. მაგრამ, ხომ გაგიგონიათ: კაცი ბჭობდა, ღმერთი იცინოდაო. ჩვენც ასე დაგვემართა. სწორედ იმ დილას გადაგვისროლეს ახლომდებარე მთებში მოჯაჰედების მსხვილი დაჯგუფების გასანადგურებლად. ისეთი სასტიკი ბრძოლა გაიმართა, დედა შვილს არ აიყვანდა ხელში. თუმცა, ამოცანა შევასრულეთ, მოჯაჰედები გავანადგურეთ, მაგრამ არც ჩვენ დაგვდგომია კარგი დღე – 11 კაცი დაგვიჭრეს, უფროსი ლეიტენანტი, ტაშკენტელი იუსუფ ბადაევი კი მოგვიკლეს. დაჭრილები ჰოსპიტალში გავამწესეთ. საცოდავი ბადაევის ცხედარი კი, თაკარა სიცხეში რომ არ გაფუჭებულიყო, შიშველი დავაწვინეთ სპეციალურ ოთახში, რომელშიც ისე ციოდა, „მაცივარს“ ვეძახდით. მეორე დღეს კი ცინკის კუბოთი სამშობლოში უნდა გაგვეგზავნა. საერთოდ, მიცვალებულებს მაშინვე „ცინკებში“ ვაწვენდით და ისე ვინახავდით გამგზავრებამდე. მაგრამ, ბადაევის შემთხვევაში, ცარიელი კუბო არ აღმოჩნდა და მისი ჩასვენება ამიტომ გადაიდო დილამდე. ამასობაში, ფეხბურთიც დაიწყო და მთელი ჩვენი პირადი შემადგენლობა რადიომიმღებს მივუსხედით რეპორტაჟის მოსასმენად. ალბათ, ყველას ახსოვს ვიტალი დარასელიას ისტორიული გოლი მატჩის დამთავრებამდე 4 წუთით ადრე, რამაც გამარჯვება მოგვიტანა. ჰოდა, ვიტალიმ რომ ის გოლი შეაგდო, ისეთი ყიჟინა და ავტომატების ბახა-ბუხი გავმართეთ სიხარულისგან, ლამის ყაზარმა დაინგრა. ეს გნიასი 2-3 წუთს გაგრძელდა და როცა დავმშვიდდით და გამარჯვების აღსანიშნავად მოვემზადეთ, რაც თამაშის დამთავრებისთანავე უნდა დაგვეწყო, ყაზარმაში შიშველი, „დაღუპული“ ბადაევი შემოვარდა და გვიღრიალა:

– აქ რას სხედხართ, ჩქარა წამოდით, დუშმანებმა შემოგვიტიეს!

მკვდრის დანახვაზე გავშრით და ყველას ენა მუცელში ჩაგვივარდა. უფროსმა ლეიტენანტმა კი, ავტომატს დაავლო ხელი და იარაღასხმული და შიშველი გაემართა საბრძოლველად. რა თქმა უნდა, თავს არავინ დაგვსხმია და „მკვდარს“ ჩვენი ყიჟინა მოეჩვენა თავდასხმად. თავად ბადაევს კი, თურმე, შოკისგან კლინიკური სიკვდილი ჰქონია და, რომ არა კუბოს დეფიციტი და ვიტალი დარასელიას მაცოცხლებელი გოლი, საცოდავ ბადაევს ცოცხლად დავმარხავდით“.

დღევანდელ ისტორიებს ცნობილი ქართველი მსახიობი, ბატონი გურამ ფირცხალავა დაასრულებს.

„ჯარში ყოფნისას მორიგეობა ხშირად მიწევდა. ერთხელაც ავედი სათვალთვალო თუ საყარაულო კოშკურაზე. მიჭირავს ჩემზე გაპიროვნებული ავტომატი და ვოცნებობ: „რა იქნება, ახლა დაიწყოს ომი, შემოვიდეს მტერი, აგერ არ მაქვს ავტომატი (იარაღი დიდი იმედია, საერთოდ), ავტომატიდან გმირობამდე ერთი ნაბიჯია!“ ამ ფიქრებში რომ ვარ მე უბედური, დაახლოებით ღამის 2-3 საათია და, არ განათდა ამ უკუნ ღამეში მთელი ცა?! ნათდება და ციმციმებს თვალის საწიერზე.

„აუუ! გურამჩიკ! მტერი მოდის!“

„მიშველეთ!“ – უნდა ვიყვირო, მაგრამ დროზე დავაჭირე ენას კბილები –  გმირობა რო მინდა, მიშველე გიშველის?

არადა, ანათებს და ანათებს მთელი ცა...

ცოტა კი შევშინდისავით...

რაღა ვქნა ახლა?

ავტომატი – კი, მაგრამ, ვის ვესროლო, რომ არავინ ჩანს?!

საერთოდ, ნადირობის ტრფიალი გახლდით. თავის დროზე სურების ტყეში დათვისთვისაც მისვრია; არ მოხვედრია, მაგრამ მაინც ეწყინა...  თუმცა, ის დათვი ჩემს თვალში მაინც მკვდარია.

ის კი იყო დათვი, მაგრამ, ახლა ვის ვესროლო, კაცო, ცას?! გუმანი მეუბნება, რომ ამერიკელი იმპერიალისტები დაგვესხნენ თავს...

ჩამოვცოცდი კოშკურიდან და ვეცი ოპერატიულ ტელეფონს. უფრო განათდა და განათდა ცა... გადავირიე.

– ალო, ალო!

ყურმილი „კომბატმა“ აიღო.

– ჩტო ტაკოე, კაცო? – მეკითხება „კომბატი“ ნამძინარევი, მშვიდი, მოთენთილი ხმით.

– რა ჩტო ტაკოე, ჩტო ტაკოეს დროა ახლა? – გადავირიე მეგრულად. – ტავარიშ სინიაევსკი („კომბატის“ გვარია), ნებო გარიტ! ნებო გარიტ (ხლებ გარიტო – გიორგი მახარაშვილი რომ ყვიროდა, ისე)! – ჩავძახე ყურმილს.

– კაკოე ნებო, ბლიად?! – შეშინდა „კომბატი“.

– ნაშა, სავეტსკი... გარიტ! კაკ დეისტვოვატ?

ყურმილის იქითა მხრიდან მხიარული ხარხარი მომესმა.

ვიცი ახლა, რომ „კომბატი“ ამ მოულოდნელი ამბით შოკში ჩავარდა და ნერვიული სიცილი დაეწყო...

– და... და... გარიტ!

ისევ ხარხარი:

– ეხ, გრუზინ, გრუზინ... ტი ვ შკოლე ხოდილ?

– რის შკოლა, რა შკოლა, ტავარიშ ნაჩალნიკ... ვრაგ ნა გრანიცე!

– ოი, სმეშნოი ტი... – ისევ ხარხარებს ის კაცი, – ეტო ჟე სევერნოე სიანიე („ჩრდილოეთის ციალი“ – გამახსენდა სკოლაში ნასწავლი)... მაგრამ, სად სკოლის შავ-თეთრი ფურცელი და, სად – „ცეცხლწაკიდებული“ ცა!

მოკლედ, პირველი „ფიასკო“ ვიგემე. დაიკარგა გმირობის აშკარა შანსი.

ახლა მიკვირს:

თუ მკვლელობის მცდელობისთვის კაცს უმაღლეს სასჯელს უსჯიან, გმირობის მცდელობისთვის რატომ არ უნდა მისცენ გმირობა? მაგრამ, რას იზამ, „პატარა კაცსა დიდ კაცთან („კომბატთან”) როდის გასვლია მართალი?“




 ახალი ამბები
  • „საყურიანი ბიჭები ქართველობას არ შეეფერება“ _ ახალგაზრდებს მეტროში ფიზიკურად გაუსწორდნენ (ვიდეო)წუხელ, გვიან ღამით, „რუსთაველის“ მეტროში რამდენიმე ადამიანი ორ ახალგაზრდას ფიზიკურად გაუსწორდა.  „საყურიანი ბიჭები ქართველობას არ შეეფერება“, - ამ სიტყვებით მიმართავდნენ ახალგაზრდებს, რომლებიც სავარაუდოდ მუსიკოსები იყვნენ. მოგვიანებით, ახალგაზრდებს მეტროს გასასვლელში ფიზიკურად გაუსწორდნენ.  ინციდენტზე გამოძიება ხულიგნობისა და ძალადობის მუხლებით დაიწყო.  შსს-ს ცნობით, ფაქტზე გამოძიება მიმდინარეობს სსკ-ის 239-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც ხულიგნობას გულისხმობს, ასევე გამოძიება დაწყებულია სსკ-ის 126-ე მუხლის მეორე ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტით, რაც რასობრივი, რელიგიური, ეროვნული ან ეთნიკური შეუწყნარებლობის ნიადაგზე ჩადენილ ძალადობას გულისხმობს. ინციდენტის ამსახველ ვიდეოს პირველი არხი ... ...
  • ქუთათელ-გაენათელი მიტროპოლიტი კალისტრატე გარდაიცვალაქუთათელ-გაენათელი მიტროპოლიტი მეუფე კალისტრატე, რამდენიმე საათის წინ, ქუთაისის ინტერვენციული მედიცინის ცენტრში გარდაიცვალა. მეუფე კალისტრატემ რამდენიმე დღის წინ მძიმე ოპერაცია გადაიტანა და უგონო მდგომარეობაში იმყოფებოდა. ქუთათელ-გაენათელი მიტროპოლიტი, მეუფე კალისტრატე (მარგალიტაშვილი) 1938 წლის 20 ოქტომბერს, თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ვარდისუბანში დაიბადა. 1982 წლიდან ბეთანიის მონასტრის მორჩილია. ამავე წელს აღიკვეცა ბერად. 1983 წლის აპრილიდან დაინიშნა ალავერდის ჯვართამაღლების სახელობის ტაძრის წინამძღვრად, რამოდენიმე თვეში აკურთხეს ეპისკოპოსად. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის უწმინდესისა და უნეტარესის ილია II-ისა და წმინდა სინოდის გადაწყვეტილებით დაინიშნა ქუთაის-გაენათის ეპარქიის მმართველად. 1989 წლის 8 თებერვალს მეუფე კალისტრატე აღყვანილ იქნა მთავარეპისკოპოსის, 1992 წლის 25 დეკემბერს კი - მიტროპოლიტის ... ...
  • სემეკი საოჯახო ტიპის სასტუმროებისთვის სასმელი წყლის ტარიფის მოდელზე იმსჯელებს20 ივნისის საჯარო სხდომაზე საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია (სემეკ) საოჯახო ტიპის სასტუმროებისთვის სასმელი წყლის ტარიფის მოდელზე იმსჯელებს. აღნიშნულ საკითხზე სემეკმა საჯარო ადმინისტრაციული წარმოება 2019 წლის იანვარში დაიწყო. ამ პერიოდის განმავლობაში რამდენიმე შეხვედრა გაიმართა დარგის ექსპერტებთან და საოჯახო სასტუმროების მფლობელებთან. სემეკი კიდევ ერთხელ განმარტავს, რომ ის პირები, რომლებიც აქირავებენ ბინებს როგორც დღიურად, ისე გრძელვადიან პერიოდში, სხვადასხვა საიტის მეშვეობით, მოხმარებული სასმელი წყლის საფასურს ისევ საყოფაცხოვრებო ტარიფით გადაიხდიან. კომისიის გადაწყვეტილება მხოლოდ საოჯახო ტიპის სასტუმროებს შეეხება. (R) ... ...
  • როგორ გადაჭრა ბათუმმა უწყლობის და ზღვის დაბინძურების პრობლემა ევროკავშირის დახმარებით დაბა ჩაქვში, მრავალსულიან ოჯახში მცხოვრები ნინო ქათამაძე ამბობს, რომ სასმელი წყლის 24-საათიან უწყვეტ მომარაგებასა და სისუფთავეს მისთვის, ისევე როგორც დანარჩენი მოსახლეობისთვის, დიდი მნიშვნელობა აქვს. ამ დასახლებაში ვიდრე წყალმომარაგების ახალ სისტემაზე გადავიდოდნენ, ნინო ამბობს, რომ წყლის ჭავლი ტანსაცმლისა თუ ჭურჭლის სარეცხი მანქანის ჩართვას არ ჰყოფნიდა. წყალი ხშირად წყდებოდა კიდეც. არადა, მთელი ბათუმი, სადაც 165 ათასი ადამიანი ცხოვრობს და ბათუმის შემოგარენიც, სასმელი წყლით სწორედ იმ მდინარის (ჩაქვისწყლის) სათავიდან მარაგდება, რომელიც ნინო ქათამაძის სახლიდან ათეულ მეტრში მიედინება. ჩაქვსა და ბათუმში ცალკე ტექნიკური წყალი არ აქვთ, მოსახლეობას მხოლოდ ერთი - სასმელი წყალი მიეწოდება. „ყოველი გაწვიმება გვაშინებდა. წყალი იმღვრეოდა, ბინძურდებოდა და სასმელად უვარგისი ხდებოდა. გრაფიკით მოგვეწოდებოდა ხან როდის - ხან როდის. ერთი წელია, რაც წყალმომარაგების ახალ სისტემაზე გადავედით და მრიცხველიც დაგვიმონტაჟეს. ახლა 24 საათის განმავლობაში სუფთა წყალი გვაქვს, დიდი შეღავათია,“ - ამბობს ნინო ქათამაძე. ჩაქვის მცხოვრებ ნინო ქათამაძის ოჯახი წყალმომარაგების ახალ სისტემაში ერთი წლის წინ ჩაერთო  ნინოს ოჯახი სასმელი წყლით ახლა ჩაქვის ახალი რეზერვუარიდან მარაგდება,  რომელიც ევროკავშირისა და KFW-ს დაფინანსების ფარგლებში ორი წლის წინ მოეწყო. 2500 კუბური მეტრის მოცულობის ეს რეზერვუარი 1100 აბონენტისთვის წყლის უწყვეტ რეჟიმში მიწოდებას უზრუნველყოფს. რეზერვუარის მშენებლობას 900 823 ევრო დასჭირდა. ცალკე პროექტის ფარგლებში ჩაქვში მეორე, შედარებით მცირე, 900 კუბური მეტრი მოცულობის წყლის სამარაგო რეზერვუარიც აშენდა. ჩაქვის №1 2500 კუბური მეტრის მოცულობის რეზერვუარიდან წყლით 1100 აბონენტი მარაგდება ჩაქვში, ასევე, ბათუმსა და მის შემოერთებულ ტერიტორიაზე კომუნალური ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის ყველაზე დიდ ინვესტიციას გერმანია-საქართველოს ფინანსური თანამშრომლობის პროგრამის ფარგლებში ახორციელებს გერმანიის განვითარებისა და რეკონსტრუქციის ბანკი KFW და ევროკავშირის საინვესტიციო სამეზობლო ფონდი. კომუნალური ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია რამდენიმე წელია მიმდინარეობს. ჩაქვში ჩატარებული სამუშაოები რეაბილიტაციის მესამე ფაზაში შედის. ამ ფაზაში ჩაერთო ევროკავშირის თანადაფინანსებაც. სწორედ KFW-ის დაფინანსებითა და ევროკავშირის გრანტით განხორციელდა პროექტი, რაც წყალმომარაგებისა და ნაწილობრივ წყალარინების (საკანალიზაციო) სისტემების რეაბილიტაციას, ასევე, გამწმენდი ნაგებობის მშენებლობას მოხმარდა ჩაქვის, მახინჯაურისა და მწვანე კონცხის ტერიტორიაზე. პროექტისთვის, რომელიც მოსახლეობის კეთილდღეობაზე, მდინარეებისა და ზღვის წყლის სისუფთავეზე პირდაპირ აისახება, ევროკავშირმა 4 მილიონი ევრო გამოყო. პროექტის ღირებულებამ ჯამში 6 მილიონ 100 ათასი ევრო შეადგინა - 2 მილიონ 100 ათასი ევროს დაფინანსება  KFW ბანკმა და  ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიამ გამოყო. ბათუმის მუნიციპალიტეტის საინვესტიციო პოლიტიკისა და საგრანტო პროგრამების მართვის განყოფილების უფროსი, ჯაბა ტუღუში ამბობს, რომ ამ დასახლებებში წყალმომარაგების ძველ სისტემაზე ბევრი უკანონო დაერთება იყო, რის შედეგადაც მდინარე ჩაქვისწყლის სათავეზე მოპოვებული წყლის დიდი ნაწილი იკარგებოდა. ბათუმის მუნიციპალიტეტის საინვესტიციო პოლიტიკისა და საგრანტო პროგრამების მართვის განყოფილების უფროსი ჯაბა ტუღუში  „ერთ დიდ ქალაქს რომ ეყოფა, იმდენი წყალი იკარგებოდა. წყლის სისტემის რეაბილიტაციასთან ერთად უკანონო დაერთებებიც ჩაიჭრა, რაც მოსახლეობისთვის 24-საათიანი, უწყვეტი წყალმომარაგების გარანტიაა. უკვე მოწესრიგებული ახალი ქსელის საშუალებით მიმდინარეობს მოსახლეობის ეტაპობრივი გამრიცხველიანება. ცხადია, გაუმჯობესდა წყლის ხარისხიც, რაც რეზერვუარების არარსებობის პირობებში შეუძლებელი იყო. ჩაქვის ორივე რეზერვუარი თვითდენით ცენტრალური სათავე ნაგებობიდან მარაგდება წყლით და შემდეგ მოსახლეობაში ნაწილდება,“ - ამბობს ჯაბა ტუღუში. ზურაბ მიქელაძის მოვალეობა რეზერვუარში წყლის დონის და ქლორის შემცველობის მუდმივი კონტროლია. მან წყლის რეზერვუარის ოპერატორის სპეციალური კურსი გაიარა და სხვა პირებთან ერთად დასაქმდა.   ზურაბ მიქელაძემ სპეციალური კურსი გაიარა და ჩაქვის წყლის №1 რეზერვუარის ოპერატორად დასაქმდა გარდა ჩაქვისა, რომელიც ქობულეთის მუნიციპალიტეტს ეკუთვნის, წყალმომარაგების სისტემა სრულადაა განახლებული მწვანე კონცხსა და მახინჯაურშიც. ეს დასახლებები, ჩაქვის ნაწილის მსგავსად, ქალაქ ბათუმის ფარგლებშია მოქცეული. აქ წყალმომარაგების ახალი მილები ზღვის დონიდან 40 მეტრ სიმაღლეზე მცხოვრებ თითოეულ მოსახლესთან ინდივიდუალურადაა მიყვანილი. ამ ეტაპზე მიმდინარეობს აბონენტების ქსელში ჩართვა-გამრიცხველიანების პროცესი. აჭარის გარემოს დაცვის სამმართველოს გარემოს ინტეგრირებული მართვის განყოფილების უფროსის, ნუგზარ პაპუნიძის თქმით, ჩაქვში წლების განმავლობაში ზღვაში კანალიზაციის წყლის უკანონო ჩაშვების 18 ადგილი იყო დაფიქსირებული და ეს დაბა ზღვის სანაპირო ზოლის ერთ-ერთ ყველაზე დამაბინძურებელ მონაკვეთად მიიჩნეოდა. პრობლემა მას შემდეგ აღმოიფხვრა, რაც ევროკავშირისა და KFW ბანკი დაფინანსების ფარგლებში ჩაქვის ჩამდინარე წყლების გამწმენდი ნაგებობა აშენდა ყველაზე მჭიდროდ დასახლებულ ტერიტორიაზე. ევროპული სტანდარტის გამწმენდი ნაგებობის მოსაწყობად 400 ათასზე მეტი ევრო დაიხარჯა. ის 1200 ოჯახს ემსახურება. აქ გროვდება ყველა ჩამდინარე წყალი, სრულად იწმინდება  ბიოლოგიურად, ზედაპირულ წყალში ჩაშვებამდე კი, მოწმდება წმენდის ხარისხი. მსგავსი ნაგებობები აჭარის მთელ ტერიტორიაზე იქნება ზღვის წყლის უმაღლესი ხარისხის გარანტია, რადგან წყალარინების სისტემების გამართული მუშაობა პირდაპირ კავშირშია ზღვისა და მდინარეების წყლის სისუფთავესთან. ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის მიმდინარე პროექტის ფარგლებში ბათუმში აშენდა და ფუნქციონირებს ცენტრალური გამწმენდი ნაგებობა, სადაც მთელი ქალაქის, ასევე, გონიოსა და კვარიათის საკანალიზაციო სისტემები იყრის თავს. 2019 წელს, პირველად, ბათუმის კანალიზაცია ღიად ზღვაში აღარ ჩაედინება. ოპერატორი ჰუსეინ ნემსაძე ჩაქვის გამწმენდ ნაგებობაზე ხუთი  დასაქმებულიდან ერთ-ერთია. როგორც თავად ამბობს, მისთვის მნიშვნელოვანია ასრულებდეს სამუშაოს, რაც მდინარეების, ზღვის, ბუნების დაცვასთანაა დაკავშირებული. აკონტროლებს დანადგარებს და მდინარეში ჩაშვებამდე გაწმენდილი წყლის ხარისხზეა პასუხისმგებელი. ჰუსეინ ნემსაძე - ჩაქვის ჩამდინარე წყლების გამწმენდი ნაგებობის ოპერატორი  გამწმენდი ნაგებობა ჩაქვში უკვე სრულად ფუნქციონირებს. აქ დამონტაჟებული დანადგარებით გაწმენდილი წყლის არც ერთი ნაწილაკის შემცველობა გარემოსთვის საზიანო არ არის.             ჩაქვში, აღმაშენებლის ქუჩაზე, ინდივიდუალური დაერთებები გრძელდება იმ ახალ საკანალიზაციო ქსელზე, საიდანაც დაბინძურებული წყალი გამწმენდ ნაგებობაში იყრის თავს. პარალელურად მიმდინარეობს აბონენტების ჩართვა წყალმომარაგების ახალ სისტემაში. ჩაქვში, აღმაშენებლის გამზირზე აბონენტთა ახალ საკანალიზაციო სისტემაზე გადართვის სამუშაოები მიმდინარეობს ჩაქვის მოსახლეობა განცხადებისა და მიმართვის საფუძველზე უერთდება წყალმომარაგებისა და წყალარინების ცენტრალურ სისტემას, რაშიც მათ ფინანსური რესურსის ხარჯვა არ უწევთ. ყველა ხარჯი პროექტითაა გათვალისწინებული და ძირითადად, მუნიციპალიტეტისა და მუნიციპალური საწარმოს - „ბათუმის წყლის“ მიერ ფინანსდება. აღმაშენებლის გამზირის N36-ში მდებარე საცხოვრებელი კორპუსის მცხოვრები მამია კოჩალიძე ამბობს, რომ ამ და ახლომდებარე სხვა კორპუსების სერიოზული პრობლემა არასტაბილური წყალმომარაგება და მოუწესრიგებელი, არარსებული საკანალიზაციო სისტემა იყო. „მილები სულ იჭედებოდა, ვწვალობდით, ჩვენ ვწმენდდით... ძველ, კომუნისტების დროს მოწყობილ შამბოებზე იყო დაერთებული კორპუსების საკანალიზაციო მილები. ანტისანიტარია იყო... წყლისა და კანალიზაციის ძველი სისტემა აქ, მეზობლად მდებარე კორპუსებთანაც მთლიანად გაუქმდება და სრულად გადავალთ ახალ სისტემაზე,“ - ამბობს მამია კოჩალიძე. „მილები სულ იჭედებოდა, ვწვალობდით, ჩვენ ვწმენდდით“ - ჩაქვის მცხოვრები - მამია კოჩალიძე 24-საათიანი წყალმომარაგება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ჩაქვში, მწვანე კონცხსა და მახინჯაურში. შავიზღვისპირა ამ დასახლებებში მოსახლეობის უმეტესობისთვის მნიშვნელოვან შემოსავლის წყაროს წარმოადგენს საზღვაო ტურიზმი. სწორედ ჩაქვთან, მწვანე კონცხთან და მახინჯაურთანაა დაკავშირებული მტირალას ეროვნული პარკი, ცნობილი პლაჟები, ბათუმის ბოტანიკური ბაღი, რაც განსაკუთრებით იზიდავს ტურისტებს. მუდმივი წყალმომარაგება ზრდის მომსახურების ხარისხს, რაც ეკოლოგიურად სუფთა გარემოსთან და ზღვასთან ერთად არის ამ ადგილებში ტურისტებისა და დამსვენებლების რაოდენობის ზრდის გარანტია. ცხადია, ეს აისახება მოსახლეობის შემოსავლებზეც. ინგა ჯინჭარაძის ოჯახისთვის ტურისტულ სეზონზე ხარისხიანი წყლის უწყვეტ მომარაგებას დიდი მნიშვნელობა აქვს, აქამდე ვერც ეზოს რწყავდა ზაფხულობით ისე, როგორც მწვანე ნარგავებს სჭირდებოდა და მის საოჯახო სასტუმროში დაბინავებულ ტურისტებსაც დისკომფორტი ექმნებოდათ უწყლობისგან. უკვე ერთი წელია, რაც ეს მდოგომარეობა შეიცვალა და წყალი გასუფთავდა, აღარც გრაფიკია დაწესებული. ინგა მწვანე კონცხზე ცხოვრობს.  მწვანე კონცხის მცხოვრები - ინგა ჯინჭარაძე ევროკავშირის საინვესტიციო სამეზობლო ფონდისა და გერმანული KFW-ის  დაფინანსებით ჩაქვში, მახინჯაურსა და მწვანე კონცხზე - წყლისა და წყალარინების ახალი სისტემის მოსაწყობად ჩატარებულ სამუშაოებში არაერთი ადამიანი ჩაერთო, შეიქმნა ახალი სამუშაო ადგილები. მხოლოდ ახალი აბონენტების სისტემაში ჩართვისა და მრიცხველების დამონტაჟების  სამუშაოებისას დასაქმდა 300-350 ადამიანი, ამას ემატება გამწმენდ ნაგებობებსა და წყლის რეზერვუარებზე დასაქმებულთა რაოდენობა. წყლისა და წყალარინების ახალი სისტემის მოსაწყობად ჩატარებულ სამუშაოებში არაერთი ადამიანი ჩაერთო, შეიქმნა ახალი სამუშაო ადგილები.  ჩაქვის, მახინჯაურისა და მწვანე კონცხის წყლისა და წყალარინების ახალი სისტემები, რომლებშიც ევროკავშირისგან გამოყოფილი გრანტი დაიხარჯა, იმ დიდი პროექტის ნაწილია, რომლის მიხედვითაც ბათუმში საბოლოოდ უნდა შეიქმნას თანამედროვე, ევროპული სტანდარტების შესაბამისი და ერთი პულტით მართვადი წყლისა და წყალარინების ერთიანი ქსელი. იქ, სადაც წყალარინების სისტემა მოწესრიგებული არ არის, მოსახლეობა იძულებული ხდება კანალიზაციის მილები უკანონოდ მიუერთოს სანიაღვრეებს, დაბინძურებული წყალი კი, ყოველგვარი გაფილტვრის გარეშე ჩაედინება  ზედაპირულ წყლებში და საფრთხეს უქმნის მდინარეებს, აბინძურებს გარემოს, აუარესებს ზღვის წყლის ხარისხს. ჩაქვში, მწვანე კონცხსა და მახინჯაურში, ასევე, ბათუმს შემოერთებულ სხვა ტერიტორიებზე - ხელვაჩაურში, კახაბერში, მეჯინისწყალსა და ადლია-აეროპორტის დასახლებაში -  წყალარინების ახალი სისტემის სრულად გასამართად მუშავდება ახალი პროექტი, რომელიც დონორებთან, განსაკუთრებით KFW ბანკთან წინასწარი შეთანხმებით, მათივე დაფინანსებით განხორციელდება. ავტორი: ია ბობოხიძე სტატია დაიწერა პროექტის „ევროკავშირის აღმოსავლეთ სამეზობლო“ ფარგლებში.სტატიაში გამოხატული მოსაზრებები ეკუთვნის მხოლოდ და მხოლოდ სტატიის ავტორს ... ...
  • "მე და ბოკერია ორკაციან კამერაში ჩაგვსვით და ცოტა ხანი ნუ შემოიხედავთ" _ ლევან ვასაძე"ერთადერთი თხოვნა მექნება, რომ ორკაციან კამერაში ჩაგვსვით და ცოტა ხანი ნუ შემოიხედავთ, – ამის შესახებ ბიზნესმენმა, ლევან ვასაძემ ვიდეომიმართვისას განაცხადა. როგორც ლევან ვასაძემ აღნიშნა, პირადად შეურაცხყოფას არავის აყენებს, თუმცა, საქმე ეხება ქვეყნის რეპუტაციას. „მე თუ დასაპატიმრებელი ვარ, მაშინ გიგა ბოკერიაც არის დასაპატიმრებელი, ვინც არის იდეოლოგი არეულობის მცდელობისა. ერთადერთი თხოვნა მექნება, ორკაციან კამერაში ჩაგვსვით, ცოტა ხანი ნუ შემოიხედავთ, მერე ნამდვილად გექნებათ ლეგალურად დაკავების მიზეზი. ამას ვამბობ ყოველგვარი იუმორის გარეშე. მე პირად შეურაცხყოფაზე არ გადავდივარ, მაგრამ აქ საქმე ეხება ჩვენი ქვეყნის რეპუტაციას კავკასიის რეგიონში, ეს ხალხი ცდილობს ამ ქვეყნის დანგრევას. ჩვენი ქვეყნის პირველი ევროპელები ზეზვა და მზია. სულ უფრო და უფრო ემგვანებიან არამარტო ქცევით, ახლა უკვე გარეგნობითაც ზეზვას და მზიას. ამდენი წელია, მაგინებენ და მლანძღავენ. ეს არის პასუხი ჩემგან არა პირადი წყენის გამო, არამედ იმიტომ, რომ ცდილობენ ქვეყნის არევას“, – განაცხადა ლევან ... ...

არქივი

ზაფრანი

ეს დიეტა 99% - იან შედეგს იძლევა

ამ დიეტის დროს ერთ კვირაში...

ჩინური მედიცინის რჩევები

ძველი ჩინური მედიცინის მეცნიერულ შესწავლას,...

იაპონური სილამაზის საიდუმლო

გაიკეთეთ სახის და ტანის ნიღაბი,...

5 აკრძალული საკვები

იდეალური ფიგურა და ბრტყელი მუცელი...

10 პროდუქტი დაღლილობის წინააღმდეგ

შვრია _ შვრია შეიცავს მაგნიუმს,...

როგორ ვებრძოლოთ ღამით ჭამას

ეგრეთ წოდებული, "ღამის დიეტის" ავტორი...
კარმიდამო ჩემი

პიტნის სამკურნალო თვისებები

ამ საოცრად სურნელოვანი და არომატული...

"ჩემი პატარა ვენეცია" მაქვს" _ რას საქმიანობს 80 წლის პურის...

ამირან პეშკოვი ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ...

როგორ ვკვებოთ ქათამი, რომ საუკეთესო კვერცხი მოგვცეს

სოფლის პირობებში, როცა შინაურ ფრინველს...

"საქართველოში მოყვანილი მანდარინის ჩირი მსოფლიოში საუკეთესოა"

ოზურგეთში, სოფელ გურიანთაში მცხოვრები იუზა...

დედამიწაზე სიცოცხლის წარმოშობის საიდუმლო

ბრიტანელმა სწავლულებმა, შესაძლოა, გახსნან მეცნიერების...

ეკონომიური დიეტა

ამბობენ, სწორად შერჩეული რაციონი ძვირი...

რა რაოდენობის მარილი გვჭირდება დღეში

მარილი აუცილებელია, რომ ორგანიზმმა სწორად...

წიწიბურა წნევას არეგულირებს

წიწიბურა ადამიანისთვის ძალიან სასარგებლო და...