,,გაავსე სახლი ყოველი მშრომელისა მზითა და სითბოთი"

ისტორია

,,გაავსე სახლი ყოველი მშრომელისა მზითა და სითბოთი"

17 აპრ. 2020, 13:13:50

,,გაავსე სახლი ყოველი მშრომელისა მზითა და სითბოთი, ბეღელი – პურით, მარანი – ღვინით, ახორი – საქონლით, კარია – ფრინველით და გული სათნოებით”, + ნოდარ დუმბაძე.

უძველესი დროიდან ადამიანი მიწათმოქმედებას მისდევდა, შესაბამისად საჭირო იყო აღებული ჭირნახულის დაბინავება. ამისთვის იგებოდა სხვადასხვა ტიპის ნაგებობები. საქართველოში ამ მხრივ სიუხვით გამოირჩევა მარცვლეულის შესანახი ნაგებობები. მათი არსებობის შესახებ უძველესი წყაროებიდანაა ცნობილი. ერთი ასეთი წყაროა ბერძენი მეცნიერის, მწერლისა და მეომრის ქსენოფონტეს ნაშრომი ,,ანაბაზისი”. ქსენოფონტემ და მისმა 10 ათასმა თანამემამულემ, როგორც სპარსელი უფლისწულის კიროსის მოქირავნეებმა, ძველი წელთაღრიცხვის 401 წელს ილაშქრეს სპარსეთის მეფის არტაქსერქსე მეორეს წინააღმდეგ. ბერძნებმა ბრძოლა წააგეს და მტრულ გარემოში აღმოჩნდნენ. ისინი ჩრდილოეთით შავი ზღვის სანაპიროზე არსებული ბერძნული ახალშენებისაკენ გაემართნენ. სამშვიდობოზე გასვლა მათ უცხო ტერიტორიების გავლით, იქაურ მცხოვრებლებთან მუდმივ ბრძოლებსა და შეტაკებების ფონზე უხდებოდათ. ქსენოფონტი წერდა, რომ მოსონიკების საცხოვრებლებში პურის გალეწილი და წინა წლის გაულეწავი თავთავის მარაგები უნახავთ.

სამეურნეო ნაგებობეზე ამახვილებენ ასევე ყურადღებას უცხოელი მოგზაურები და მეცნიერები: შარდენი, ლამბერტი, კასტელი გიულდენშტადტი, ჰაქსტჰაუზენი და სხვა.

მრავალრიცხოვანი საველე, საარქივო და ლიტერატურული მონაცემების მიხედვით განისაზღვრა სამეურნეო ნაგებობათა ტიპოლოგია, მაგ. მიწისზედა ნაგებობები, როგორიცაა ნალია, ბეღელი, სასიმინდე. დღეს თქვენ ყურადღებას გავამახვილებ ბეღელზე.

,,იმ სოფელში ჯერანზე უკეთესი და შეძლებული გლეხი ორიც არ მოიპოვებოდა. ოროთახიანი, ყავრით დახურული ფიცრის სახლი, მეორე კიდევ ისლით დახურული პატარა ფიცრულა სახლი საჭმლის საკეთებლად, კაი ბეღელი, ფაცხა, ნალია, ოჯახისათვის საჭირო სხვადასხვა პატარა შენობები, ერთი უღელი ხარი, ორი მეწველი ძროხა, ღორები, - ესენი ყველა მოეპოვებოდა ჯერანს და ეს დიდ შეძლებად ითვლება გლეხკაცობაში”, წერდა ეგნატე ნინოშვილი მოთხრობაში ,,პარტახი”.

ბეღელი მთელ საქართველოშია გავრცელებული, არსებობს ერთ და ორსართულიანი ბეღელის ტიპი. ერთსართულიანი შედგება ერთი ან ორი ოთახისაგან. ორსართულიანი ბეღელი შენდებოდა სხვადასხვა გამოყენების და სახის ნაგებობებზე და ეკავა შენობის ზემო სართული. საშუალო ზომის ბეღელი დაახლოებით 10-30 კვადრატული მეტრია. ჩვეულებრივ ბეღელს მოგრძო ოთხკუთხედის ფორმა ჰქონდა. საქართველოს ზოგიერთ კუთხეში დიდი ბეღელის გადატიხრული ოთახი ახალდაქორწინებულთა საცხოვრებლის დანიშნულებითაც გამოიყენებოდა, ასევე, სასტუმროდაც. ამდენად, საქართველოს ამა თუ იმ რეგიონში ბეღელი პატარა ოთახსაც ითავსებდა, რომელსაც ახალდაქორწინებულები თაფლობის თვეში საცხოვრებლად იყენებდნენ.
ცნობილმა მეცნიერმა ვერა ბარდაველიძემ გამოიკვლია, რომ ბეღელი უძველესი ქართული ტერმინია და ლინგვისტური მონაცემების მიხედვით ის ქართულ-ზანურ ენათა ერთობამდე მიდის.
ბეღელი იგებოდა წაბლის, ცაცხვის, თელას ფიცრებისაგან. ყურადღება ექცეოდა იმას, რომ ყოფილიყო ბეღლის მთლიანობა შენარჩუნებული - ის ნაკლებად უნდა ყოფილიყო ,,დაკუწული” - დაჭრილი. ამიტომაც მასალად ფართო და კარგად დამუშავებულ ფიცრებს იყენებდნენ.

,,...ეკვირინემ გასწია სამადაძისკენ შემწეობის სათხოვნელად. უკანასკნელმა უარი არ უთხრა ნათლულის მოხუცებულ ბებიას; ღამით, რომ სხვას არ დაენახა, თავის ურმით გადმოუტანა ორი ტომარა სიმინდი და ბეღელში ჩაუყარა”., დავით კლდიაშვილი, ,,ქამუშაძის გაჭირვება”.
ბეღელი გურიაში, ძირითადად, მარცვლეულის - დაფშვნილი სიმინდის, გაცეხვილი ღომის, ბრინჯის, ფქვილის შესანახი ნაგებობაა, რომელშიც ინახავდნენ აგრეთვე სურსათს, არაყს, თხილს, ჩურჩხელას, სხვადასხვა ხილს.
ბეღელი ქალის საუფროსოს წარმოადგენდა, უფროს ქალს ჰქონდა ბეღლის გასაღები, იქედან რაიმეს გამოტანის უფლება მხოლოდ მას და უფროს მამაკაცს ჰქონდათ. ოჯახის სხვა წევრებისათვის ბეღელში შესვლა შეზღუდული იყო. უცხო პირს, მეზობელსაც კი - ბეღელს ახლოს არ გააკარებდნენ, ოჯახს ბარაქა დაეკარგებაო.
ბეღელი ყველა ოჯახს არ ჰქონდა, როგორც ერთი მთხრობელი იძახდა ,,კარგი ბეღლის აშენება სახლისოდენა ამაგსა და მასალას თხოულობდაო” (ნატანებელი პროკოფი ბოლქვაძის თქმით ,,უბეღლო ოჯახი ოჯახი არ იყო”). ასეთ შემთხვევაში მის მაგივრობას გასწევდა სახლის სხვენი, ე.წ. ,,თავანი”, ,,ოდის თავანი ეს იყო არე ჭერსა და სახურავს შორის, ზამთარში ინახავდნენ ზედ ხილეულ ნაყოფს”.

გურიის ზოგიერთ სოფელში ბეღლის აღსანიშნავად იხმარება ხულა, რომელიც XIX XX საუკუნეების მიჯნაზე ძირითადად, ხმელი და ქერქმაგარი ხილის შესანახი ნაგებობას წარმოადგენდა. ,,ზოგი სიმინდის ნალიაში აწყობდა ღომს. ღომი რომ გახმება ბეღელში მერე შეინახავენ. ბეღელს ხულას უძახიან აქ (ნატანებში-ი.Mმ.), მარა მე მარტო ბეღელი ვიცი”, ნატანებელი კირილე ყალიჩავა.
კალანდაზე ოჯახის მეკვლე თავდაპირველად ბეღელს ესტუმრებოდა, სადაც ე.წ. ,,ბასილის” პური შეჰქონდა, როგორც ხვავისა და ბარაქის სიმბოლო, მხოლოდ ამის შემდეგ გადაინაცვლებდა სახლისკენ. იქ ასეთი საუბარი იმართებოდა:

– რა მოგაქვთ? – გამოსძახეს ოთახიდან ქალებმა ირინემ და თებრონიამა.
– წმიდა ბასილე მამამთავარი მობძანდება, დაიწყო და თანაგრძნობითვე განაგრძო მოხუცმა იესსემ: – თან მოაქვს ღმერთის და ხელმწიფის წყალობა!.. თეთრი და საქონელი, ოქრო და ვერცხლი ბროველი და, ნამუშიერი მრავალი; ასი ურემი სიმინდი, ორასი ბეღელი ღომი; სამასი ჭური ღვინო, ჯოგათ ძროხა-ხარი, ცხრა ბედაური ცხენი, ცხრა ბედაური ქორი, ბროველი ყოველიფერი, კარი გაგვიღეთ?!. (კონსტანტინე გვარამაძე, კალანდა (ეთნოგრაფ. სურათი) გურიის ცხოვრებიდან)

წყარო:
ჯულიეტა რუხაძე, ნანული აბესაძე, სამეურნეო ნაგებობანი საქართველოში.
გულნარა ცეცხლაძე, გურიის მოსახლეობის საოჯახო ყოფა.
ჯულიეტა რუხაძე, ცოცხალი ისტორიები, გურია.
გ. ჯალაბაძე, პურის ბეღელი და კოდი




 ახალი ამბები
  • "გპირდებით, რომ ამ არჩევნების შემდეგ ხალხზე ვიზრუნებთ და არა საკუთარ ინტერესებზე"პოლიტიკური მოძრაობა "დავით ჭიჭინაძე - ტრიბუნას" ლიდერმა დღეს ქუთაისში დასავლეთ საქართველოს შემაჯამებელი შეხვედრა გამართა და ქუთაისს მაჟორიტარობის კანდიდატი ლაშა არსენიძე და ქუთაისის მერობის კანდიდატი კახაბერ ჩახუნაშვილი წარუდგინა. "ერთ რამეს ნამდვილად გპირდებით, რომ ამ არჩევნების შემდეგ აქ მდგომი არცერთი ადამიანი სახელს არ შეირცხვენს და ხალხზე ვიზრუნებთ და არა საკუთარ ინტერესებსა და სიმდიდრეზე", _ აცხადებს დავით ჭიჭინაძე. ... ...
  • "ვრცელდება დეზინფორმაცია თითქოს, სენაკის ბაზაზე მიმდინარეობს დავით ხვიბლიანის წამება"„ვრცელდება დეზინფორმაციაა იმის შესახებ, რომ თითქოს, სენაკის ბაზაზე მიმდინარეობს ბანკზე თავდასხმისას აყვანილი ერთ-ერთი მძევლის, დავით ხვიბლიანის წამება და თავისუფლების უკანონო აღკვეთა“, - ამის შესახებ თავდაცვის სამინისტრო განცხადებას ავრცელებს. „ნაციონალური მოძრაობის“ პარტიული ტელევიზიის „მთავარი არხის“ დირექტორის, ნიკა გვარამიას მიერ გრძელდება ცილისმწამებლური და ღირსების შემლახავი კამპანია მთლიანად საქართველოს თავდაცვის ძალების და მისი ერთ-ერთი სამხედრო მოსამსახურის, დავით ხვიბლიანის მიმართ. კერძოდ, მის მიერ გავრცელებული დეზინფორმაციის თანახმად, სენაკის ბაზაზე მიმდინარეობს ზუგდიდში, ერთ-ერთი ბანკის ფილიალზე განხორციელებულ თავდასხმისას მძევლად აყვანილი ერთ-ერთი პირის, დავით ხვიბლიანის წამება და თავისუფლების უკანონო აღკვეთა. საზოგადოებას ვაცნობებთ, რომ აღნიშნული სამხედრო მოსამსახურე ამ დროისთვის იმყოფება მუშაობის დისტანციურ რეჟიმზე, საკუთარ საცხოვრებელ სახლში და მასზე გავრცელებული შეურაცხმყოფელი განცხადებებისა და ცილისწამების გამო, როგორც ჩვენთვის ცნობილია, გეგმავს მიმართოს სასამართლოს. სამართლებრივ დავას უსაფუძვლო ბრალდებებისა და ცილისწამების გამო, კიდევ ერთი სამხედრო მოსამსახურე, თემურ ხვიბლიანი გეგმავს. პარტიულმა ტელევიზია „მთავარმა არხმა“, 22 ოქტომბერს მომზადებულ სიუჟეტში, თემურ ხვიბლიანი თავდამსხმელად დაასახელა. დავით და თემურ ხვიბლიანების მხრიდან სამართლებრივი დავის დაწყების შემთხვევაში, თავდაცვის სამინისტრო უზრუნველყოფს მათ მხარდაჭერას კანონმდებლობით გათვალისწინებულ ფარგლებში. გავრცელებული ბრალდებები არის ყოვლად წარმოუდგენელი, მიზანმიმართული სიცრუე და თავდაცვის ძალების ავტორიტეტისა და იმიჯის დისკრედიტაციის მორიგი უშედეგო მცდელობა. ეს ფაქტი კიდევ ერთხელ ნათლად აჩვენებს, თუ რამდენად უმნიშვნელოა „ნაციონალური მოძრაობისთვის“ და მასთან დაკავშირებული მედიისთვის, ადამიანის პირადი ღირსება და უდანაშაულობის პრეზუმფციის დაცვა“, - აღნიშნულია თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში. ზუგდიდის ცენტრში, გამსახურდიას ქუჩაზე მდებარე „საქართველოს ბანკში“ შეიარაღებულმა პირმა მძევლები 21 ოქტომბერს აიყვანა. თავდამსხმელი შენობიდან 3 მძევალთან ერთად გამოვიდა. როგორც კადრებში გამოჩნდა, მას შენობის დატოვების დროს ერთი ხელი აწეული ჰქონდა და სავარაუდოდ, ხელში ხელყუმბარა ეკავა. 22 ოქტომბერს, გამთენიისას შსს-მ გაავრცელა განცხადება, რომლის თანახმად, ავთანდილ გალდავას უშუალო ძალისხმევით შეიარაღებული დამნაშავისგან ყველა მძევალი გათავისუფლდა და მათ სიცოცხლეს და ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება. ხოლო დამნაშავის დაკავების მიზნით, სამართალდამცველები ინტენსიურ რეჟიმში აგრძელებენ ოპერატიულ-საგამოძიებო და სამძებრო ... ...
  • ოთხი გარდაცვლილი და ორი დაშავებული _ ავტოსაგზაო შემთხვევა ბაღდათშიოთხი ადამიანი გარდაიცვალა და ორი მძიმედ დაშავდა ბაღდათში, სოფელ დიმში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად. მსუბუქი ავტომობილი, რომელშიც, სავარაუდოდ, ოჯახის წევრები ისხდნენ, გზიდან გადავარდა. მომხდარზე შსს-მ გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით ... ...
  • ზუგდიდში, "საქართველოს ბანკის" ყაჩაღურ თავდასხმაში მონაწილე დამნაშავე პირის ვინაობა დადგენილიაზუგდიდში, "საქართველოს ბანკის" ყაჩაღურ თავდასხმაში მონაწილე დამნაშავე პირის ვინაობა დადგენილია და ის იდენტიფიცირებულია. ამის შესახებ შსს-ს განცხადებაშია ნათქვამი, რომელსაც უწყება 21 ოქტომბერს მომხდარი "საქართველოს ბანკის" ყაჩაღობის ფაქტთან დაკავშირებით ავრცელებს. უწყება მედიას და საზოგადოებას მოუწოდებს, თუ სხვადასხვა წყაროებით მათთვის ცნობილი გახდა დანაშაულის ჩამდენი პირის ვინაობა და ფოტოსურათი, არ გაავრცელონ, რადგან ეს ხელს შეუშლის მიმდინარე საგამოძიებო ღონისძიებებს. "შინაგან საქმეთა სამინისტრომ, ჩატარებული კომპლექსური საგამოძიებო-ოპერატიული და სამძებრო ღონისძიებების შედეგად, ყაჩაღურ თავდასხმაში მონაწილე დამნაშავე პირის ვინაობა დაადგინა და ის იდენტიფიცირებულია. შინაგან საქმეთა სამინისტრო მიმართავს მედიასაშუალებებს და საზოგადოების ყველა წევრს, თუ სხვადასხვა წყაროებით მათთვის ცნობილი გახდა დანაშაულის ჩამდენი პირის ვინაობა და ფოტოსურათი, არ გაავრცელონ აღნიშნული ინფორმაცია, რადგან ეს ხელს შეუშლის მიმდინარე საგამოძიებო ღონისძიებებს. პოლიციის მიერ იდენტიფიცირებული პირის ადგილსამყოფელის დადგენის და მისი დაკავების მიზნით სამართალდამცველების მიერ სპეციალური ოპერატიული, საგამოძიებო და სამძებრო მოქმედებები ამ დრომდე აქტიურად მიმდინარეობს. მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე, 236-ე და 144-ე მუხლებით გრძელდება. შინაგან საქმეთა სამინისტრო ფაქტთან დაკავშირებით დამატებით ინფორმაციას ეტაპობრივად გაავრცელებს",- ნათქვამია ... ...
  • “ოცნებას” კოალიცია დასჭირდება, ნაციონალები სათავეში ვერ მოვლენ” – პაატა ზაქარეიშვილიკონფლიქტოლოგი პაატა ზაქარეიშვილი ფიქრობს, რომ “ქართული ოცნება” არჩევნებზე 45%-ზე მეტს ვერ აიღებს. _ ეს არის ძალიან მინიმალური უპირატესობა, რის გამოც მას შეიძლება მოუწიოს რომელიმე პარტიასთან კოალიციაში შესვლა, რაც ნამდვილად არ არის ტრაგედია და ძალიან ნორმალური პროცესია, _ ამბობს ის “ახალ თაობასთან” ინტერვიუში. მისი აზრით, ოპოზიცია ისეთი ძლიერი იქნება, რომ “ქართულ ოცნებას” გასაქანს არ მისცემს. _ ეს კი ნებისმიერ შემთხვევაში “ოცნების” წარუმატებლობა იქნება. 2016 წლის შედეგებს “ქართული ოცნება” ვერ გაიმეორებს. ამიტომ ყველა ასე შეაფასებს, რომ “ქართული ოცნება” დამარცხდა 2016 წლის ფონზე, როცა ჰქონდა მას საკმაოდ მაღალი რეიტინგი და დიდი წარმატება. როგორც ზაქარეიშვილი ამბობს, "ოცნებას" კოალიცია დასჭირდება. – ოცნებას, რა თქმა უნდა, კოალიცია დასჭირდება! თუ კოალიცია არ დასჭირდება, მისთვის კიდევ უარესი. თუ წავა კოალიციის გარეშე, მაშინ მთელ ოპოზიციას აიმხედრებს მის წინააღმდეგ. დღეს ოპოზიციაში ბევრი გამოცდილი პოლიტიკოსია, “ქართულ ოცნებაში” პოლიტიკოსები არ არიან, იქ არიან მხოლოდ მედროვეები, რომლებიც ბიძინა ივანიშვილს შეჰყურებენ ხელებში და შესციცინებენ თვალებში. აქედან გამომდინარე, ისინი ყველაფერს გააკეთებენ ისე, როგორც ივანიშვილი იტყვის, ივანიშვილმა კი არ იცის, რა გააკეთოს. რომ სცოდნოდა, ამდენ ხანს გააკეთებდა რამეს. “ქართულმა ოცნებამ” სიტუაცია თავად შეიყვანა კრიზისში, ახლა გამოდის და იძახის, მე თუ არ მომცემთ ხმას, ისევ ნაციონალური მოძრაობა მოვაო. ეს ზღაპარია და ნუ ატყუებენ ხალხს! რადგან – თუ 60% გაქვს შენ, “ქართულ ოცნებას”, თუ ამას თავადვე ამბობ და 15% აქვს ნაციონალურ მოძრაობას, როგორ მოვა 15%-იანი პარტია ხელისუფლებაში?! ეს გამორიცხულია. ამიტომ ხალხს ნუ ატყუებენ", _ აღნიშნა ზაქარეიშვილმა. წყარო" "ახალი ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ ხარ თუ არა "უგზო-უკვლოდ" განათლებული? (მეორე ვარიანტი)

რა დასტრიალებდა თავს მაურისიო ბაბილონიას...

ტესტი _ რა იცი მსოფლიოს ღირშესანიშნაობების შესახებ?

რომელმა ქვეყანამ აჩუქა აშშ-ს თავისუფლების...

ტესტი _ რა იცი ჰოლივუდის ვარსკვლავების შესახებ

ლეონარდოს დი კაპრიოს სახელი ლეონარდო...

ტესტი _ რა არის გამოსახული ამ ისტორიულ ფოტოზე?

ისრაელის მიერ პალესტინის დაბომბვა თუ...

ტესტი _ იკვებებით თუ არა სწორად?

ყოველდღე ჭამთ უმ ბოსტნეულს, სალათებს?

ტესტი _ ყველაზე, ყველაზე...

იცი თუ არა გეოგრაფია

ტესტი _ იცი თუ არა ფეხბურთის ისტორია

ვის გაუტანა 1986 წელს მარადონამ...

ტესტი _ აქვს თუ არა თქვენს ერუდიციას ფართო ჰორიზონტი

ეიფელის კოშკი ზაფხულში 15 სანტიმეტრით...

კარმიდამო ჩემი

დროა, მივეჩვიოთ ბუნებრივი რესურსების ეკონომიურად ხარჯვას

პლანეტის გლობალური კლიმატური ცვლილებები ბევრ...

როგორ მოვრწყოთ ვარდები _ ნუ გამოვიყენებთ სუფთა წყალს

ყვავილები, განსაკუთრებით, ვარდები, ყველას უყვარს....

ჩითილების მომზადება კოშტების და ნახერხის დახმარებით

ჩვენი გამოცდილი მეურნეები, სხვადასხვა ხალხურ...

რომელი მცენარეა ფშატი?

ჩვენი არა ერთი მკითხველის გვთხოვს,...

ხალხური მედიცინა დეზინფექციისთვის

სისუფთავის ხარისხი იქ, სადაც ადამიანი...

"საშობაო ლიქიორის" მომზადების ყველაზე შედეგიანი მეთოდი

ძალზე პოპულარული, "საშობაო ლიქიორის" მომზადების...

ყაბაყის ტორტი

საჭირო მასალა: ორი ცალი ყაბაყი,...

სტაფილოს სალათი ცერეცოთი

საჭირო მასალა: სამი ცალი სტაფილო,...

სოკოს სალათი შებოლილი ქათმის ხორცით

ეს უგემრიელესი სალათი უნდა მოვამზადოთ...