უცნობი გურული მხედრის დღიური

ისტორია

უცნობი გურული მხედრის დღიური

31 მარ. 2019, 11:59:44

 (გაგრძელება) ფილადელფიაში ჩევედით მეორეჯერ მოვხთი იქინე ბევრი ნაცნობები დამხთა. გავიცანი ერ გადაბრაწული ციცაი მერილუ. მე მანიკოს ვუძახდი ჩვენებურათ. გადმეკიდა ერ იტალიელი აი ჩემი ქალიაო მანიკომ უთხრა დამთავრდა ჩვენს შორის ყოლისფერი დამეთხუეო, მაშვინ მთლა გასკტა გულზე არ დიეთხუა მე გასუმ მე გაჭუმო უჩივის. რა ბიძია ყრუი ხომ არ ხარ არ უნდიხარ მეთქი ვუთხარი რაცხა მომაძახა იტალიურად. რას პრაწავ მაგ თვალებს მეთქი გამეიწია მომიქნია მუშტი და მომხთა თვალში ეგონა დავეცემოდი. ცალი თვალი დამეფსო მარა უცფათ ვდღლიზე და ვაყრევინე კპილები გამოენთო მისი აფხანიკები ბედად შოვის კაცები იყვენ ორი მექსიკელი და ინდიელი შეიქნა ნამეტარი ბდღვნაი ძლივს გაგვაშორეს.

შიკაგო კაი ქალაქია, ღამით ისეა აბჟღრიალებული რავარც ნიორკი თითქოს ქალაქის თავზე მზეი დუუმაგრებიათო. რაც ამერიკაში ვარ სუნთლა პატარა ქალაქში მიწევდა ცხოვრება, შიკაგო კი გვარიანი მოზრდილია, გარეუბანში იყო საჯინიბო და სავარჯიშო მოედანი. ყველა ცისმარა დღეს ვარჯიში გვქონდა გამოწერილი ვინც არ იცოდენ  ილეთები ქე ვასტავლიდით შოვში აბდლური წესები იყო ლოგინში არაკაცი ჩექმებით არ უნდა დაწვესო გაგიგია ამფერი ამბავი? მე უსტავლელი  კაცი ვარ მარა აბდალა კი არ ვარ!  სთუთქო უნდა თავში ამის დამწერს. არენაზე ციცებთან ლაპარიკი აკრძალული იყო მარა შემდეგ რავარც ტკიპა ისთე იყვენ მიწეპებულნი ჩვენს ბიჭეფიზა ვერ მუაშორებდი. ანცანდრეს იქოური ქალი შეუჩთა ცოლად გამოგყობიო... ჯერე უარობდა მარა მერე დეიწერა ჯვარი და დეეთხუა შოვს ახლა ცხოვრობს კალიფორნიაში ცოლთან  ერთად.

გამევიცვალე შოვი. თუთხმეტი დოლარი ქე დამრჩა.

ოზდაცხრა წლის გავხდი დრო ისთე გეირბინა ვერ დიეწევი პაწა სუფრა გავშალეთ ქართველები და აქოურებიც მყავდა დაპაიჯებული .ჰქონებიათ კაი ღვინო რამოდენომე ბოთლა ვიყიდე მოვამზადეთ ჩვენებური კერძები კაი შეპიწკინებული გოჭი ქათამი ღომიც გავაკეთე. ყველი იტალიური  ჩვენებურ სუნელებიც ვიშონე ამერიკელებმა თითები ჩააყოლენ. ტოლიბაში შავლა დეინიშნა ყველა კარგათ სუამდა ვილაპარიკეთ ვიმღერეთ. გვიანობამდე მოგვიწია ძაან დროი ვატარეთ როცხა სტუმბრები გავაცილე ზევით ევიხედე ცა გაფსებული იყო ვარსკლავებით ბაღნობა გამახსენდა ბაღნობაში ბახმაროში რუმ ვიყავით იქინე ფსხლის ხეზე ავძრობოდი და ვუცქერდი ვარსკლავებს.

კაი ხანია აფერი არ დამიწერია ქახალდიც კი ვერ მივწერე სახში არ მქონდა ამის საშვალი. ცხენმა მიმტყუნა, წაცთა ფეხი წაიფორხიალა თავი ვერ შევიკავე და ტრიბუნის ღობეს დავემხე, მარჯვენა ხელი მომტყტა. და პაწა ბაღანასავით დავრჩი, ჩემს ბედზე აირის ქე მყავდა გუერდით და იგი მივლიდა ვასტავლე მჭადის გამოცხობა და ქათამს აკეთებს ნიგვზით. გამიფუჭტა საქმე პატრონმა შემომითვალა ამდონ ხანს ვერ დაგელოდებიო მოჯირითე მჭირდებაო  და ჩემ არდგილზე სხვა ეიყვანა.

 გეიარა ერთი თვეი კანტრაქტი დავდევი ახალ შოვთან კაი პირობებს მპირდებოდენ წევიმუშავე ცოტა მარა იგი სუნთელი სიცრუე დარჩა. წამევედი იქიდანაც. უმუშევარი დამტიეს. რავარც დამბული ძაღლი ისთე ვიყავი  რომ გეიგო ძველმა პატრონმა ჩემი ამბავი ისთევლე მიმიღო თავისთან. ვაშკაცურა მეიქცა.

  გუშხამ უნაგერი მომპარენ ძაან შეწუხთა ყველაყაი გამოიძახენ პოლისმენები აქეთ მიდგენ. დაკითხენ ხალხი მარა ჯერჯერობით ვერაფერს მიაგნენ ძაან უნაგერი მქონდა ჩვენებური ამფერს აქანე სად ვიშონი.

შეგხთა რაცხა წაფსება ცირკი ვიმუშავეთ ერთი თვეი მევიკალით თავი წუმაში და ქარში და უბედურობაში და მოვსთხუეთ ფული და გვითხრა შოვის პატრონმა რომ მაცალეთ პატარაიო მერე რომ მივედით მოგვცა ნახევარი კვირის_მეტი არ გეკუთვნითო ამევიღე ხანჯალი თავს ნუ მომაკლიეფ ვუთხარი! ძმანებო თუ ეხლა ვაპატივეთ მერე თავზე დაგვაჯდება მეთქი, ერთი სენტიც რომ დააკლდეს არ მივიღეფ-მეთქი, დეიწყო ხვანცალი და ქე მოგვცა მერე ფული.

  ჯერობით გვარიანად ვარ მარა მაწუხებს შინაურებთან დაშორება თანაც ნამეტარი არეული სიძმრები მაქ  ზარალი კი ვნახე წროულს მარა რა ვუყოთ.  მაქ იმედი დღეი იქნება თუ ხვალ ამევიღებ ჩემს ზარალს თუ ღმერთი შეგვეწია და მაშვინ კი აფერი მიჭირს. მთავრდება აი შემოდგომა ახლა დეიწყება სიცივეები და უბედურობა. მთავარია ამ ზამთარში თუ გევიტანე თავი.  იმისანა საქმეს ველი მომავლიზა რო ამის იმედით ვარ. აქაური მუშავობა დიდი ძნელია.

   საქმიზა ვიყავი არკანზასში ჩასული ადგილია ასეთი ეორექა სფრინგსი. ვინცხას რამე ავანტყოფობა თუ აქვს იქინე მიდის სამკურნალოთ. ქრისტეშობისთვე იყო. შევედი ქალაქში. შერიფის სახთან დამხთა მილეთის ხალხი რა ხდება რა ამბავია მეთქი? ბილი დულინი დეიჭირესო

   (ბილ დულინი 1858-1896 წწ  ველური დასავლეთის ცნობილი ბანდიტი, მოკლა შერიფმა ჰექ თომასმა).

      მაი ყაძახი გურიაში რუმ ფირალებია მისანა იყო.  სახლის წინ იდგა მაღალი კაცი და იქოურ შერიფს რაცხეებს ელაპარიკებოდა აგი მაღალი კაცი ბილ თილმენი იყო

 (უილიამ თილმენი 1854-1924, ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ამერიკელი შერიფი. 10-იან წწ თავისი თავგადასავლების შესახებ დადგა რამოდენიმე ფილმი. 1924 წელს მოკლა გფბ-ს მთვრალმა აგენტმა. აქ მოთხრობილი ამბავი მოხდა 1895 წლის დეკემბერში )

 თილმენი შეხედულად იყო იშვიათი ვაშკაცი ულვაშს ატარებდა, ლურჯი თვალები ჰქონდა ნამეტარი პატიოსანი იყო უდანაშაული კაცს არ აწუხებდა ყაჩაღებს რავარც ცეხლის ისთე ეშინოდათ კაი ხანია უკვე დულინს დასდევდა გეიგო მაგი რაცხა ავანტყოფობას ირჩენდა ამ ადგილებში. ყაჩაღი დულინი აბანოში იწვა და უცფათ შამოუვარდა თილმენი ღვდლის ტანსაცმელში გადაცმული და დაადვა თოფი მწოლიარეს ქე წეიღო თურმე დულინმა ხელი რეველვერისკენ მარა უთხრა თილმენმა არ გეინძრე თუარა გაგათავეფო რა უნდა ექნა. ჩამუართვა თოფ იარაღი გეიგდო წინ ხელაწეული და ასთე ჩამეიყვანა ქალაქში.

 ნააღდომეფს სახლიდან წერლი მივიღე როის ჩამოხვალო შენ აღარ ხარ ჩამომსლელიო ჩვენ რეიზა გვტიებ აქანეო მე მივწერე ქახალდი მიორეჯერ არ იფიქროთ მაგფერი აბდლური პაწა ამომასუთქებიეთ საკმარის ფულს მოვაგროვებ და წამეგიყვანთ მეთქი თუ აფერი გამევიდა დავბრუნდები სახში სხვა რაი გზა მაქ. თუ აქანე საქმე მევიწყე ჩემეფს ხომ არ დავტიეფ გურიაში

 ერთჯერ დიდი წარმოდგენა იყო ბევრი ხალხი მევიდა. ვიჯირითეთ  და ლუკაი ჩხარტიშვილი ჩვენი მეთაური იყო ნამეტარი მოსწონდა პუბლიკას მისანა ცხენზე თამაში არაკაცს არ შეეძლო მისი სურათები დახატეს გაზეთებშიწინა დღის ნაწუმარი იყო ლუკა ცხენზე იჟდა მიაჭენებდა ერთი გზობა ჩამოხტა და შამუახტა ცხენზე. მერე ცხენის ზრუგზე იდგა ცხენს ფეხი დაუცდა და წეიქცა. ლუკაი შორს მეისროლა ბიჭეფი გამოუარდით და მივცვივდით მთელი ხალხი წამუარდა ზეით. შემოვეხვიეთ ყველა და ვშინჯავდით სა ქონდა ჭრილობა ლუკა უაზროდ იწვა. ცხენს კისერი მოტყდა და მოკტა. ღმერთმა თქვენს მტერს აჭამოს იმისანა შიში რაც ჩვენ იქინე ვჭამეთ! ასე უგუნოდ გადეიყვანეს ჰოსპიტალში ლუკაი გადარჩა სიკტილს. იქინე ჰოსპიტალში კაი ხანს იწვა მარა მოშუშდა და მალე ისთევლე მობრუნდა შოვში.

( ლუკა ჩხარტიშვილი 1864-1936 ? ცნობილი მოჯირითე. იგი ჯირითობდა 1892 წლიდან პირველი მსოფლიო ომის დაწყებამდე. ეს ამბავი მოხდა 1896 წლის 14 აგვისტოს ინდიანაში გამოსვლისას, მაშინ ლუკა ერთხანს კომაშიც კი ჩავარდა ).

დათაეს გოგო გუუთხოვებია  ქორწილიც კაი გადოუხდიათნამეტარი დაგვაკლდიო მიჩივიან ქე მინდა ახლა იქინე ყოფნა მარა რას ვიზამ.

შოუს დავეთხუე არ მქონდა ილაჯი. დევიწყე რაცხა ბიზნესი. მაღაზია გავხსენით აირისის ნათესაობაც წამეხმარა. შით ყოლისფერი იყიდება პაწა ქე ვაჭრობს და საჭმლის ფულს ვშოვნილობთ. ღამის სკოლაში დევიწყე სიარული ამ სიბერის დროს მომინდა სტავლა.  უსტავლელი კაცი გუუთლელია და დაპრკოლებული თანაც ამ ქვეყანაში ნამეტარი საცოდაობაა ვსტავლობ ამერიკის, ევროპის ისტორიებს, მათემათიკს დევიწყე მარა გამიჭირდა ვცთილოფ. არ მინდა შევრცხვე. ქართულათ არაკაცს რომ არ ველაპარიკები მეშინია არ დამავიწყტეს.

ცოტა ხანი ვიმუშავე ლივაის მაღაზიაში ნამეტარი მდიდარია იმსიმაგრე შარვალს კერავს რუმ მეინდომო ვერ დახევ თანაც ჩასაცმავია კაი.

ამერიკაში რაც დევიწყე ცხოვრება იმდენი ახალი ვნახე ათი კაცის სიცოცხლე ეყოფა მგონია. ნიორქში ვიყავი ერ ადგილას რავარც თიატრი ისთეა მოწყობილი სინათლეს აქრობენ და სიბნელეში კედელზე გაკრულ თეთრ ნაჭერზე კარტიჩქები მოძრაობენ რავარც ცოცხლები ისთე ვიფიქრე ხალხი დგანა მეთქი მარა ახლო რო მივედი ცოცხალი კარტიჩქები არიენ, მაი ხალხი რაცხანაირად გუუცოცხლებიათ. ხან შენსკენ მუა ხან იცეკვებს ბოქსიც იყო გადვირიე კაცი ამფერი არა. მისდღემჩი არც დამესიძმრებოდა.

   ანცანდრესგან მივიღეთ წერილი ნამეტარ კაის იწერება გააკეთენ ბაღნები და ქე არიან კარგათ სიმამთან დოუწყია სამსახური. ანცანდრე სამუშიერს არ იყო მიჩოვილი მარა მევიდა ჭკვაზე.

   ახლა ამერიკა ესპანეთან ომობს კუნძულია ასეთი კუბა. გაზეთი წევიკითხე რუზეველთმა შეკრიბა ვინც კი ვაშკაცი ცხენოსანია და წეიყვანა ომში. მაი რუზეველთი ნიორქში მხავდა ნახული.... წარმოდგენები გქონდა. იქინე იყო ერთი არდგილი სადაც საპატიო სტუმბრებს აჯენდენ ხოლმე მეც სუ მაინტერესებდა ვინ მოდიოდა ერხელ მოვიდა ულვაშიანი კაცი მრგვალი სათვალეები ეკეთა იმმინუჩი ვიცანი რუზეველთ გაზეთებში მხავდა ნანახი მისი სურათი იყო დახატული. ახლა  ვფიქრობ ვერ გადმიწყვეტია ჯერე მეც ხომ არ წევიდე იქნებ გამოვდგე საქმეში ცხენოსნობა ქე ვიცი და თოფის სროლაც მარა აირის ნამეტარი უარზეა...(სტილი დაცულია)

( თეოდორ რუზველთი 1858_1919წწ. აშშ_ს 26_ე პრეზიდენტი, ყოფილი ქაუბოი, ამერიკა_ესპანეთის ომის მონაწილე ).




 ახალი ამბები
  • „არა-ფობიას!“ განცხადება შობის ღამეს გამონაკლისის დაწესებაზესამოქალაქო პლატფორმა „არა-ფობიას!" ეხმაურება საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და ვიცე-პრემიერის მიერ გაკეთებულ განცხადებებს კომენდანტის საათიდან დაგეგმილი გამონაკლისების შესახებ. პლატფორმა მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, როგორც ნებისმიერი შეზღუდვა, ასევე მისგან გამონაკლისი დააწესოს თანასწორობისა და სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპების განუხრელი დაცვით და არ შექმნას დისკრიმინაციის ახალი პრეცედენტი. უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით 2020 წლის 28 ნოემბრიდან ქვეყნის მასშტაბით კომენდანტის საათი 21:00 საათიდან 05:00 საათამდე დაწესდა. მიღებული დადგენილებით გამონაკლისი იქნება 31 დეკემბრის (ახალი წლის) და 6-7 იანვრის (შობის) ღამე. ამ მხრივ საყურადღებოა ვიცე-პრემიერის, მაია ცქიტიშვილის განცხადება, რომელმაც აღნიშნა: „...იმის გათვალისწინებით, რომ ჩვენი მოსახლეობის უმეტესი ნაწილი მართლმადიდებელია და შობას აღნიშნავს 6-დან 7 იანვარს ღამეს, ამ შეზღუდვიდან იყო აღებული გამონაკლისი. [ეს შეზღუდვა] მოხსნილი იყო ამ დღეს იმიტომ, რომ ეს საქართველოს მოსახლეობის უმეტეს ნაწილს ეხებოდა, რადგან ეს პრაქტიკულად ყველას ეხებოდა". სამოქალაქო პლატფორმა "არა-ფობიას" მიიჩნევს, რომ დაწესებული შეზღუდვიდან მხოლოდ 6 იანვრის ღამეს დაგეგმილი  გამონაკლისი რელიგიის ნიშნით დისკრიმინაცია და ხელისუფლების კიდევ ერთი განაცხადია, რომ ის არ განიხილავს რელიგიურ უმცირესობებს თანასწორუფლებიან მოქალაქეებად. ამ მხრივ, განსაკუთრებით საგანგაშოა მაია ცქიტიშვილის განცხადება, რომელიც სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპის საპირისპიროდ (რაც მოიაზრებს უმცირესობათა უფლებების პატივისცემასა და დაცვას)[1], ცხადად მიუთითებს, რომ ხელისუფლება გადაწყვეტილებებს მხოლოდ უმრავლესობის პერსპექტივიდან იღებს. ახლა, როდესაც უაღრესად მნიშვნელოვანია კონსოლიდაცია და ყველას თანასწორუფლებიანობაზე მკაფიო ხაზგასმა, ხელისუფლება, მსგავსი განცხადებებით ადამიანებს პირველ და მეორეხარისხოვან მოქალაქეებად ყოფს და კიდევ უფრო აღრმავებს უსამართლობის განცდას. გასათვალისწინებელია, რომ ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც  პანდემიის პერიოდში საქართველოს ხელისუფლების მაღალი თანამდებობის პირები აკეთებენ ანტიკონსტიტუციურ განცხადებებს. გაზაფხულზე პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ საქართველო მართლმადიდებლური სახელმწიფოა, რითაც ხაზი გაუსვა ერთი აღმსარებლობის უპირატესობას და უგულვებელყო სახელმწიფოსა და რელიგიის ურთიერთდამოუკიდებლობის ფუნდამენტური პრინციპი. ამასთან, ხელისუფლების გადაწყვეტილებებმა და განცხადებებმა კიდევ ერთხელ გამოაჩინა პრემიერის დაქვემდებარებაში მოქმედი რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს ნეგატიური როლი. სააგენტოს მანდატი პრემიერისა და მთავრობისთვის რელიგიის თავისუფლების საკითხებზე კონსულტაციას გულისხმობს, თუმცა, ამ უწყებამ არაერთხელ დაამტკიცა, რომ რელიგიიის თავისუფლებისა და რელიგიური გაერთიანებების თანასწორუფლებიანობის დაცვის ნაცვლად, ხელს უწყობს მართლმადიდებელი ეკლესიისთვის პრივილეგიების მინიჭებას. ეს კარგად გამოჩნდა პანდემიის დროს სახელმწიფოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებშიც. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სამოქალაქო პლატფორმა „არა-ფობიას!" მოუწოდებს საქართველოს მთავრობას: ·  იმოქმედოს სეკულარიზმის, თანასწორობის და სამართლებრივი სახელმწიფოს კონსტიტუციური პრინციპების დაცვით და თანაბარი წესი  გაავრცელოს ყველა რელიგიურ გაერთიანებაზე; · გაიაზროს რელიგიის თავისუფლების მნიშვნელობა და მსგავსი გადაწყვეტილებების მიღებამდე, კონსულტაციები გამართოს რელიგიური ორგანიზაციების ფართო სპექტრთან, _ ნათქვამია ... ...
  • "დღეს გამორიცხულია" _ ათასობით აბონენტი სიცივეში რჩებადღეს დილით "ქუთაისი-სოხუმის" მაგისტრალური გაზსადენის ქობულეთის 500 მმ განშტოებაზე მომხდარი დაზიანების გამო ბუნებრივი გაზის მიწოდება შეუწყდება აჭარისა და გურიის რეგიონებს. იმის გასარკვევად, როდის აღდგება ბუნებრივი აირის მიწოდება, "გურია ნიუსი" გაზის ტრანსპორტირების კომპანიის ოპერატიული მართვის სამსახურს დაუკავშირდა. როგორც აღნიშნული სამსახურის მთავარმა დისპეჩერმა თამაზ კობიძემ ჩვენთან საუბრისას აღნიშნა, მიუხედავად დიდი მცდელობისა, დღეს ბუნებრივი აირის მიწოდება მოსახლეობისთვის ვერ მოხერხდება. "მიუხედავად მაქსიმალურის გაკეთებისა, დღეს ვერ შევძლებთ აღდგენას. ნაპოვნია დაზიანების ადგილი, მაგრამ იმდენად მიუვალი ტერიტორიაა, წინ ტრაქტორი მიდის, რომ გზა გაკაფოს და უკან ჩვენი ჯგუფი მიჰყვება. მთელი ღამე მოგვიწევს პროჟექტორის შუქზე მუშაობა, რომ ხვალისთვის მოსახლეობას გაზი ჰქონდეს", _ გვითხრა ... ...
  • თენგიზ ცერცვაძე სტაციონარიდან სახლში გაეწერათენგიზ ცერცვაძე სტაციონარიდან სახლში გაეწერა. ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის გენერალური დირექტორი თენგიზ ცერცვაძე კოვიდინფიცირებიდან მეთხუთმეტე დღეს სტაციონარიდან გაეწერა და უკვე სახლში იმყოფება. ბატონი თენგიზის მდგომარეობა სტაბილურია, თავს მხნედ გრძნობს და მადლობას უხდის ყველას ვინც ყურადღება ... ...
  • „გომისმთაზე ნამდვილი ზამთარი ახლა დაიწყო“ახლახან, „გურია ნიუსის“ მეგობარმა, გომისმთის ერთ-ერთმა პირველმა მკვიდრმა, მერაბ სანიკიძემ მზისგულზე გაფენილი, თოვლით დაფარული გომისმთის ფოტოები გამოგვიგზავნა. „გომისმთაზე ნამდვილი ზამთარი ახლა დაიწყო. მთელი ღამე თოვდა. დილით მზემ გამ ოანათა, თუმცა, ცისკიდურს საზამთრო იერი აქვს. გომისმთას  ბარად  „გიგზავნით,“   დატკბით_ ასეთია ჩვენი მეგობრის ... ...
  • რა შეზღუდვები ამოქმედდა საქართველოში დღეიდან _ სრული ჩამონათვალისაქართველოში არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარების გათვალისწინებით, პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით მოქმედმა უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ ქვეყანაში მოქმედი წერტილოვანი შეზღუდვების გამკაცრებისა და გაფართოების გადაწყვეტილება მიიღო. უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 28 ნოემბერი - 31 იანვრის ჩათვლით: ქვეყნის მასშტაბით იზღუდება: 21:00 საათიდან 05:00 საათამდე პირთა გადაადგილება როგორც ქვეითად, ისე სატრანსპორტო საშუალებით, ასევე საჯარო სივრცეში ყოფნა; გამონაკლისი იქნება ახალი წლის ღამე - 31 დეკემბრის ღამე და ასევე შობის ღამე - 6 იანვრის ღამე; მგზავრების რეგულარული საქალაქთაშორისო გადაყვანა, მათ შორის - რკინიგზით, ავტობუსით, სამარშრუტო ტაქსით. მსუბუქ ავტომობილებზე (მათ შორის ტაქსებზე) არ წესდება შეზღუდვა; რესტორნები და კვების ობიექტები მთლიანად გადადიან გატანის სერვისზე. დასაშვებია: პროდუქტის გატანა ე.წ. takeaway, „დელივერი“ და „დრაივი“ ფიტნეს დარბაზებისა და საცურაო აუზების მუშაობა; ყველა სახის კონფერენციის, ტრეინინგის, კულტურული, გასართობი ღონისძიებების ჩატარება - დასაშვებია მხოლოდ ონლაინ ფორმატით. სპორტული, სახელოვნებო და კულტურული წრეების/სტუდიების საქმიანობა. დიდ ქალაქებში - თბილისში, ბათუმში, ქუთაისში, რუსთავში, გორში, ფოთში, ზუგდიდსა და თელავში - და სათხილამურო კურორტები - ბაკურიანში, გუდაურში, გოდერძსა და მესტიაში დამატებით წესდება შემდეგი შეზღუდვები: თბილისის, თელავის, ბათუმის, ქუთაისის, რუსთავის, გორის, ფოთის, ზუგდიდის საზღვრებში მუნიციპალური ტრანსპორტის მუშაობა; სავაჭრო ობიექტები (გარდა სურსათის, ცხოველების საკვების, აფთიაქების, ვეტაფთიაქის, საყოფაცხოვრებო ქიმიისა და ჰიგიენის მაღაზიებისა და პრესის ჯიხურებისა) მუშაობენ მხოლოდ დისტანციურ რეჟიმში; ღია და დახურული ბაზრობები არ მუშაობენ. ფუნქციონირებას აგრძელებენ აგრარული ბაზრები; სკოლები, პროფსასწავლებლები და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებები (გარდა სამედიცინო საგანმანათლებლო პროგრამებისა) სრულად გადადიან დისტანციურ რეჟიმზე; კერძო და საჯარო საბავშვო ბაღები აჩერებენ მუშაობას. სათხილამურო კურორტეზე ასევე: სასტუმროების მუშაობა დასაშვებია მხოლოდ საკარანტინო სივრცეების მოსაწყობად; ასევე, ჩერდება სათხილამურო ტრასებისა და სათხილამურო საბაგიროების ფუნქციონირება. 24 დეკემბერი - 2 იანვრის პერიოდში ხდება შეზღუდვების შემსუბუქება: ქვეყნის მასშტაბით: იმუშავებენ სავაჭრო ცენტრები, ღია და დახურული ბაზრობები; აღდგება როგორც მუნიციპალური, ისე - საქალაქთაშორისო ტრანსპორტის მუშაობა. 3 იანვარი - 15 იანვრის პერიოდში ქვეყნის მასშტაბით: ცხადდება უქმე/დასვენების დღეები; აღდგება ყველა ის შეზღუდვა, რომელიც მოქმედებდა 28 ნოემბრიდან 24 დეკემბრამდე პერიოდში; არ მუშაობს საჯარო და კერძო დაწესებულება, გარდა ბანკებისა და სტრატეგიული მნიშვნელობის ობიექტებისა და სერვისებისა. 16 იანვარი - 31 იანვარი ქვეყნის მასშტაბით: აღდგება მუნიციპალური და საქალაქთაშორისო ტრანსპორტის მუშაობა, სავაჭრო ობიექტებისა და ღია და დახურული ბაზრობების მუშაობა (გარდა შაბათ-კვირისა). შაბათ-კვირას ტრანსპორტი, სავაჭრო ობიექტები და ბაზრობები აჩერებენ მუშაობას მთელი ამ პერიოდის განმავლობაში შეზღუდვები არ ეხება ყველა სხვა ეკონომიკურ საქმიანობას, მათ შორის: 1. სახელმწიფო და კერძო სამშენებლო-სარემონტო საქმიანობას; 2. საბანკო და საფინანსო საქმიანობას; 3. სურსათის, ცხოველების საკვების, აფთიაქების, ვეტაფთიაქის, საყოფაცხოვრებო ქიმიისა და ჰიგიენის მაღაზიების და პრესის ჯიხურების მუშაობას; 4. დელივერსა და გატანის სერვისებს; 5. სილამაზის სალონებისა და ესთეტიკური მედიცინის ცენტრების მუშაობას; 6. ავტოტექმომსახურებისა და ტექნიკური ინსპექტირების სერვისებს; 7. საყოფაცხოვრებო ტექნიკის სარემონტო სერვისებს; 8. აგრარული ბაზრობის მუშაობას 9. და სხვ. არ იზღუდება მსუბუქი ავტომობილით (მათ შორის - ტაქსით) ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ იცი თუ არა ფეხბურთის ისტორია

ვის გაუტანა 1986 წელს მარადონამ...

ტესტი _ რა არის გამოსახული ამ ისტორიულ ფოტოზე?

ისრაელის მიერ პალესტინის დაბომბვა თუ...

ტესტი _ ყველაზე, ყველაზე...

იცი თუ არა გეოგრაფია

ტესტი _ რამდენად ფართოა შენი ცოდნის არეალი

მე-20 საუკუნის რომელი პოლიტიკური მოღვაწე...

ტესტი _ ხარ თუ არა "უგზო-უკვლოდ" განათლებული? (მეორე ვარიანტი)

რა დასტრიალებდა თავს მაურისიო ბაბილონიას...

ტესტი _ გაქვს თუ არა კარგი ზოგადი განათლება?

რომელ ცნობილ მეცნიერს მიენიჭა 1921...

კარმიდამო ჩემი

"შერეული მეურნეობა მცირემიწიანთათვის საუკეთესო გამოსავალია"

შოთა მახარაძე ოზურგეთის მუნიციპალიტეტის, სოფელ...

დროა, მივეჩვიოთ ბუნებრივი რესურსების ეკონომიურად ხარჯვას

პლანეტის გლობალური კლიმატური ცვლილებები ბევრ...

როგორ მოვრწყოთ ვარდები _ ნუ გამოვიყენებთ სუფთა წყალს

ყვავილები, განსაკუთრებით, ვარდები, ყველას უყვარს....

ჩითილების მომზადება კოშტების და ნახერხის დახმარებით

ჩვენი გამოცდილი მეურნეები, სხვადასხვა ხალხურ...

რომელი მცენარეა ფშატი?

ჩვენი არა ერთი მკითხველის გვთხოვს,...

ხალხური მედიცინა დეზინფექციისთვის

სისუფთავის ხარისხი იქ, სადაც ადამიანი...

"საშობაო ლიქიორის" მომზადების ყველაზე შედეგიანი მეთოდი

ძალზე პოპულარული, "საშობაო ლიქიორის" მომზადების...

ყაბაყის ტორტი

საჭირო მასალა: ორი ცალი ყაბაყი,...

სტაფილოს სალათი ცერეცოთი

საჭირო მასალა: სამი ცალი სტაფილო,...