,,გამომიტანეთ აქ მიცვალებული!” და სხვა ამბები

ისტორია

,,გამომიტანეთ აქ მიცვალებული!” და სხვა ამბები

26 სექ. 2019, 15:27:31

ვახტანგ ბერიძის მოგონებიდან: .,,ერთხელ - თხუმეტიოდე წლისა ვიქნებოდი - ,,სატირალში” წამიყვანეს: ჩვენს უბანში ერთი ღრმად მოხუცებული ქალი გარდაიცვალა... ნათლად მახსოვს მიცვალებულის სიძე, ჩოხა-ახალუხში გამოწყობილი შექეიფიანებული ხნიერი კაცი, რომელიც ბარბაცით ჩამოდიოდა კიბეზე, თეთრი წვერი და ღაჟღაჟა სახე ჰქონდა, ფრიად მხიარული გამომეტყველება. ბარბაცითვე, სახეგაბრწყინებული მივიდა დედაჩემის ბიძასთან, მხარზე ხელი დაადო და უთხრა:

-რავა ხარ, ჩემო აპოლონ, ა?.. უნდა ვიქეიფოთ მე და შენ, რატო არ მოდიხარ ჩემთან? ყველა მოგასტავლის ჩემ სახლს...
-ეჰ, რაღას ვიქეიფებთ აწი, ორი ჭიქა რო დავლიოთ, დავთრებით უკვე...
- აჰ, გლახა ხარ ჩემო აპალონ, გლახა ხარ, აპოლონი ნუ მომიკტება! მოდი ერთი ჩემთან და მაშინ პადლეცი ვიყო, თვარ ვიქეიფე ორი დღე...
მერე მიტრიალდა სახლისკენ და ყველასთვის მოულოდნელად ხმამაღლა დაიძახა- გამომიტანეთ აქ მიცვალებული!”

როცა კოტე მარჯანიშვილი ქუთაისის თეატრში მუშაობდა, თავისუფალ დროს ხშირად ქალაქში სეირნობდა ხოლმე. ერთხელაც თეთრ ხიდზე გადადიოდა და თვალი მოჰკრა ათლეტური აღნაგობის ჭაბუკს, რომელმაც ხიდიდან მშვენიერი ნახტომი შეასრულა. რეჟისორი აღფთოვანდა მისით, დაელოდა როცა მან ნაპირზე გამოცურა და სახელი ჰკითხა.
-ბატონო კოტე, გიორგი ვარ შავგულიძეო, - მიუგო ჭაბუკმა,- ისე კი ჟორას მიძახიან შინაურები.
-მიცნობო? - გაუკვირდა მარჯანიშვილს.
- თქვენ მთელი ქვეყანა გიცნობთო. მე კი ყოველ დღე თქვენს თეატრში ქანდარაზე ვზივარ, თეატრი მიყვარს ძალიანო.
მარჯანიშვილმა ახალგაზრდა ჟორა თეატრში წაიყვანა და ასე დაიბადა დიდი მსახიობი გიორგი შავგულიძე.

1888 წელს იმპერატორი ალექსანდრე III ოჯახთან ერთად ქუთაისში უნდა ჩასულიყო. ქუთათურები დაფაცურდნენ, ფული შეაგროვეს და ბულვარში პავილიონი ააგეს მეფის მისაღებად. პავილიონი ისეთი ლამაზი გამოდგა, რომ თავად იმპერატორი დაინტერესდა არქიტექტორის ვინაობით. ის აღმოჩნდა სამხედრო ინჟინერი პოლკოვნიკი ლენჩევსკი, რომელიც მისმა უდიდებულესობამ ათასი მანეთის ღირებულების ოქროს ბეჭდით დაასაჩუქრა.
ქუთაისში ბევრი ბჭობდა იმის თაობაზე, თუ როგორ უნდა დახვედროდნენ მეფეს და რა უნდა ეთხოვათ. ქუჩაში ასეთ საუბარსაც გაიგონებდით:
-ხემწიფე რომ ჩამოდის, არაფერი უნდა ვთხოვოთ ჩვენთვის?
-რავა გეკადრება, კაცი სტუმრად მოდის და თხოვნით როგორ უნდა შევაწუხოთ!
მიუხედავად ამისა, ქუთაისში ყოფნისას ალექსანდრე III-ს რამდენიმე ასეული თხოვნა მიართვეს - ზოგი რას თხოვდა და ზოგი რას, სჭარბობდა ფულადი დახმარების თხოვნები. ამ თხოვნების შედგენაზე თურმე ხელი მოითბეს რუსული ენის მცონდე ,,აბლაკატებმა” (ადვოკატი). მეფის გამგზავრების შემდეგ ერთი მათგანი ტრაბახობდა კიდევაც: ხემწიფე თვალით არ მინახავსო, სახლში ვიჯექი და თხოვნებს ვუწერდი ხალხს, ზოგს მანეთად, ზოგს ათ შაურად. ჯიბე გავიტენე და ეს იყო ჩემთვის ხემწიფის ჩამოსვლაო.

ცნობილი ჟურნალისტი და საზოგადო მოღვაწე დავით მიქელაძე, მეველეს ფსევდონიმით ცნობილი, აღმერთებდა თურმე ჯუზეპე გარიბალდის. ერთხელ პრიზში ყოფნისას ის ტირში შევიდა და სროლაში მონაწილეობის ნებართვა ითხოვა. როცა მას თოფი გადასცეს, მის უკან მდგომ ვიღაც უცნობმა ჩაულაპარაკა: არ გირჩევთ სროლას, რადგან ამ ნიშანში მოხვედრა ძალიან ძნელიაო. მეველეს მისთვის არც კი შეუხედავს, დაუმიზნა სამიზნეს და შიგ ათიანში მოარტყა. უცნობმა საკუთარი აღტაცება გამოხატა და მათ ერთმანეთი გაიცნეს - ის იტალიის განმათავისუფლებელი მოძრაობის ლიდერი ჯუზეპე გარიბალდი აღმოჩნდა.




 ახალი ამბები
  • რა შემთხვევაში შემცირდება ინფიცირების გავრცელებამთავრობის სხდომაზე პრემიერმა  ისაუბრა ვირუსის მართვის პროცესთან დაკავშირებით და აღნიშნა, რომ ადაპტაციის და მართვის ეტაპი, რომელზეც დღეს ქვეყანა იმყოფება, მოითხოვს მეტ პასუხისმგებლობას თითოეული მოქალაქისგან. პრემიერმა ისაუბრა უსაფრთხოების წესების დაცვის მნიშვნელობაზე და აღნიშნა, რომ  იმ შემთხვევაში, თუ მოქალაქეების 90% ატარებს პირბადეს, ინფიცირების გავრცელება 70 %-ით შემცირდება. „გუშინ, ბოლო 24 საათის განმავლობაში მსოფლიოში დამყარდა კიდევ ერთი ახალი ანტირეკორდი და 400 000-ზე მეტი ახალი ინფიცირებულია მსოფლიოში და საერთოდ, ინფიცირებულების ჯამმა გადააჭარბა 41 მილიონს. ევროპის ბევრ ქვეყანაში დამყარდა ანტირეკორდები და საქართველოშიც ჩვენც ინფიცირების მნიშვნელოვანი ზრდა გვაქვს. ადაპტაციის და მართვის ეტაპი, რომელზეც ჩვენ დღეს ვიმყოფებით, მოითხოვს მეტ პასუხისმგებლობას თითოეული ჩვენგანისგან. საყოველთაოდ ცნობილია, რამდენად ეფექტიანია ელემენტარულად, ნიღბის ტარება. დღესაც გვქონდა საუბარი ეპიდემიოლოგებთან და იმ შემთხვევაში, თუ ჩვენი მოქალაქეების 90% ატარებს პირბადეს, ინფიცირების გავრცელებაა 70 %-ით მცირდება“, - განაცხადა გიორგი გახარიამ. მთავრობის მეთაურმა მოქალაქეებს კიდევ ერთხელ მოუწოდა, დაიცვან რეგულაციები და იზრუნონ ერთმანეთზე. „გლობალური პანდემიის წინააღმდეგ ვერავინ უფრო ეფექტური ინსტრუმენტი ვერ გამოიგონა, ვიდრე პირბადე, სოციალური დისტანცია და ელემენტარული ჰიგიენის დაცვა. ამიტომ, ჩვენ ყველამ ერთად უნდა ვიზრუნოთ ერთმანეთზე და დავიცვათ ეს წესები, წინააღმდეგ შემთხვევაში, ინფექციის გავრცელება იქნება სწრაფი და მეტ ზიანს მიაყენებს როგორც ჩვენს ეკონომიკას, ასევე ჩვენს მოქალაქეებს. ამიტომ, უკეთ უნდა ვიზრუნოთ ერთმანეთზე, მეტი პასუხისმგებლობა გამოვაჩინოთ და პირველ რიგში, უნდა ვიზრუნოთ ჩვენს ხანდაზმულ მოხუცებზე, რამეთუ, ისინი არიან პირველ რიგში რისკის ჯგუფში“, - განაცხადა გიორგი ... ...
  • 56 წამი იმის შესახებ, რატომ უნდა შემოხაზოთ 56 - გურიის დეპუტატობის კანდიდატი გიორგი სიორიძე! 56 წამი იმის შესახებ, თუ რატომ უნდა შემოხაზოთ 56 _ “ლელო საქართველოსთვის” გურიის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, გიორგი სიორიძე. ... ...
  • თიბისის სტუდენტური პროგრამა - „თიბისი კემპი" გრძელდება (R)თიბისის სტუდენტური პროგრამის - „თიბისი კემპის" მეორე ნაკადი დაიწყო. „თიბისი კემპი" ფინანსების ფაკულტეტის IV კურსის სტუდენტების სასწავლო პროგრამაშია ინტეგრირებული და მსურველებისთვის მასში ჩართვა ნებაყოფლობითია. სტუდენტები მთელი სემესტრის განმავლობაში პროგრამის სხვადასხვა ეტაპს გაივლიან. პირველ ეტაპზე თიბისი კაპიტალის საჯარო ლექციებს დაესწრებიან. შემდეგ შეხვედრაზე ერთად განიხილავენ ბიზნეს-ქეისებს, რომლებიც მათ დავალებასთან იქნება კავშირში. ბოლო ეტაპზე კი ჟიურის წინაშე, რომელიც თიბისი კაპიტალის მენეჯმენტისგან შედგება, საბოლოო საინვესტიციო პროექტს წარადგენენ. არსებული ვითარებიდან გამომდინარე, ყველა შეხვედრა ონლაინ რეჟიმში გაიმართება. ჟიურის რჩეულ 2 გუნდს სპეციალური ჯილდო - თიბისის აქციები გადაეცემა. პროექტში ამ ეტაპზე 12 უნივერსიტეტია ჩართული: ·       თავისუფალი უნივერსიტეტი ·       საქართველოს აგრარული უნივერსიტეტი ·       კავკასიის უნივერსიტეტი ·       ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი (BTU) ·       ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტი ·       ევროპის უნივერსიტეტი ·       ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი ·       საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი (GIPA) ·       შავი ზღვის უნივერსიტეტი ·       ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტი ·       გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტი ·       საქართველოს უნივერსიტეტი პროექტი თიბისისთვის ისეთ პრიორიტეტულ მიმართულებებს აერთიანებს, როგორებიცაა ახალი თაობა და განათლება. პროგრამის მიზანი ახალგაზრდებში საინვესტიციო საბანკო საქმის პოპულარიზებაა. პროექტის ფარგლებში, სტუდენტები რეალურ სამუშაო გამოცდილებას მიიღებენ, უკეთ გაეცნობიან ფინანსურ ბაზრებსა და ინვესტორების მოლოდინებს. ... ...
  • რას გვპასუხობენ ქობულეთში მომხდარ ძარცვაზე, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები„გურია ნიუსი“  ქობულეთში მომხდარ „საქართველოს ბანკის“ ინკასატორის ძარცვასთან დაკავშირებით, ადგილობრივი ხელისუფლელბის  წარმომადგენლებს ესაუბრა. კითხვაზე, თუ იციან მოხდარის  შესახებ და დამატებით რაიმე ახალ დეტალებს ხომ არ ფლობენ, ქობულეთის საკრებულოს თავმჯდომარემ, დავით მჭედლიშვილმა გვითხრა, რომ ის ერთ-ერთ სოფელში შეხვედრაზე იმყოფებოდა და მომხდარის შესახებ არ იცის: _არ ვიცი ამ ფაქტის შესახებ. გასული ვიყავი ერთ-ერთ სოფელში, საბავშვო ბაღის მშენებლობაა და იქ ვიმყოფებოდი.   ახლა ვბრუნდები უკან, _ გვითხრა მან. _მე ვერაფერს გეტყვით, მიმართეთ შსს-ს პრესსამსახურს, ბოდიშს გიხდით, - გვითხრა ქობულეთის   მერიის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსმა, გივი ... ...
  • შსს ქობულეთში მომხდარ ძარცვაზე "გურია ნიუსთან" კომენტარს აკეთებსქობულეთში მომხდარ ძარცვასთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის" 178 -ე მუხლით დაიწყო, რაც ძარცვას გულისხმობს.  ამის შესახებ „გურია ნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს. შეგახსენებთ, რომ თავდასხმა მოხდა საინკასაციო მანქანაზე. ჩვენს ხელთ არსებული დაუზუსტებელი ინფორმაციით, გატაცებულია 75 ათასი ლარი. ამ წუთებში, ტერიტორიაზე სადაც დაყაჩაღება მოხდა, მობილიზებულია პოლიცია. ქობულეთში საქართველოს ბანკის ინკასატორი დააყაჩაღეს ქობულეთში, საქართველოს ბანკის ძარცვის ახალი დეტალები "მიმართეთ შსს-ს" - რას აცხადებს საქართველოს ბანკი ქობულეთში მომხდარ ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ როგორ იცნობ გარე სამყაროს?

რომელ ცხოველს შეუძლია უწყლოდ გაძლება...

ტესტი _ რა გახსოვს სკოლიდან?

გამოქვაბულში ქვევიდან ზევით აღმართულ წარმონაქმნებს...

ტესტი _ შენ და საქართველოს ისტორია

საქართველოს რომელი მეფე დასაჯეს სიკვდილით...

ტესტი _ რამდენად ერკვევი სხვადასხვა სფეროში

რომელია ყველაზე პატარა სახელმწიფო მსოფლიოში?

ტესტი _ იცნობ თუ არა ქართულ მხატვრობას?

გამოიცანი, ვისია ეს ნახატი

ტესტი _ იცი თუ არა ფეხბურთის ისტორია

ვის გაუტანა 1986 წელს მარადონამ...

ტესტი _ ყველაზე, ყველაზე...

იცი თუ არა გეოგრაფია

კარმიდამო ჩემი

დროა, მივეჩვიოთ ბუნებრივი რესურსების ეკონომიურად ხარჯვას

პლანეტის გლობალური კლიმატური ცვლილებები ბევრ...

როგორ მოვრწყოთ ვარდები _ ნუ გამოვიყენებთ სუფთა წყალს

ყვავილები, განსაკუთრებით, ვარდები, ყველას უყვარს....

ჩითილების მომზადება კოშტების და ნახერხის დახმარებით

ჩვენი გამოცდილი მეურნეები, სხვადასხვა ხალხურ...

რომელი მცენარეა ფშატი?

ჩვენი არა ერთი მკითხველის გვთხოვს,...

ხალხური მედიცინა დეზინფექციისთვის

სისუფთავის ხარისხი იქ, სადაც ადამიანი...

"საშობაო ლიქიორის" მომზადების ყველაზე შედეგიანი მეთოდი

ძალზე პოპულარული, "საშობაო ლიქიორის" მომზადების...

ყაბაყის ტორტი

საჭირო მასალა: ორი ცალი ყაბაყი,...

სტაფილოს სალათი ცერეცოთი

საჭირო მასალა: სამი ცალი სტაფილო,...

სოკოს სალათი შებოლილი ქათმის ხორცით

ეს უგემრიელესი სალათი უნდა მოვამზადოთ...