გურიაში რა გინდოდა, თუ სიკვდილი არ გინდოდა

ისტორია

გურიაში რა გინდოდა, თუ სიკვდილი არ გინდოდა

7 მაი. 2020, 16:48:22

შემოსვლისთანავე ბოლშევიკებმა გურია რვა სამოქმედო რაიონად დაჰყვეს. მაზრას სათავეში ჩაუყენეს სამაზრო კომიტეტი, რაიონებს _ რევკომის თავმჯდომარეები. ყველა რაიონში ჩამოყალიბდა მილიციონერთა რაზმები `ჩონის~ (Части Особого Назначения) სახელწოდებით. ამ რაზმების დანიშნულება იყო კონტრევოლუციონერთა, მენშევიკთა განადგურება. თავდაპირველად `ჩონის~ ხელმძღვანელი იყო საშა ობოლაძე, შემდეგ კი ვალიკო ტალახაძე. ,,ერთმა ჩეკისტმა, გვარად ობოლაძემ გურიაში მრავალი სოციალ-დემოკრატი გლეხი დააჭერინა და დაახვრეტინა”, წერდა გერონტი ქიქოძე.

როგორც ამბობენ, გურიაში ასეთ სისასტიკეს მოსახლეობისადმი თვით ალიხანოვ-ავარსკიც არ იჩენდა. ბოლშევიკებს კი თავის გასამართლებლად ის არგუმენტი მოჰყავდათ, რომ გურია ცნობილია, როგორც მენშევიკური მხარეო, გურიაში მთელი გლეხობა აღდგა ჩვენს წინააღმდეგო. ობოლაძის აღვირახსნილი პოლიტიკისა და სიმხეცის გამო ზოგიერთმა კომუნისტმა უკმაყოფილება გამოთქვა - მსგავსი ქმედებები გურიაში სრულიად გამოუსადეგარი და უმიზნოაო, მაგრამ ვერაფერი გააწყო.

ოზურგეთის მაზრის პოლიტბიუროს უფროსი მელიქიძე 1923 წელს სერგო ორჯონიკიძისათვის გაგზავნილ მოხსენებაში წერდა: `(გურია) ცოტ-ცოტა ცელქობს, მაგრამ ალბათ მალე მოვა ჭკუაზე... ამხანაგი ობოლაძე როგორც საფრთხობელა, ჩვენს მტრებს არ აძლევს მოსვენებას. ირგვლივ გაისმის მუქარა, ადგილი ჰქონდა ტერორიზებასაც. მაგრამ ხუთეული ისმენს და ხვრეტს. 6 იანვარს დახვრეტილი იქნა 8 კაცი. ამ დღეებში, ალბათ კიდევ დავტკბები `ცოცხალი უფასო სურათებით~. სიკვდილით დასჯის პროცესი მეტისმეტად გამარტივებული გახდა, ხალხს კონვეირული სისტემით ხოცავდნენ, `როგორც ხარებს ჩიკაგოს სასაკლაოზე~. ერთხელ თურმე ობოლაძეს უთქვამს: `ერთი ჩავიარო ჯურუყვათში და ჩავხოცო ათი-თორმეტი კაციო~. მისი სახელით ბავშვებს აშინებდნენ, ადამიანების წარმოდგენაში ის `სატანა, კაციჭამია ურჩხული იყო~. ობოლაძე კარგად იცნობდა გურიას, მას განათლება ოზურგეთის საქალაქო სასწავლებელში ჰქონდა მიღებული, სადაც ბიძამისი ასწავლიდა. გურიაშივე გაიცნო და დაუმეგობრდა ცნობილ ფირალებს - დათიკო შევარდნაძეს, კიკია მამულაიშვილს, თეოფილე მუხაშავრიას და სხვებს. გადმოცემით ის მონაწილეობდა ნასაკირალზე გამართულ ბრძოლაშიც.

როცა საჭირო გახდა, ბოლშევიკებმა შემოირიგეს მენშევიკების მთავრობის მომხრეების ნაწილი, ასევე ციხეებიდან გამოუშვეს სისხლის სამართლის დამნაშავეები, რომლებიც თავის სამსახურში ჩააყენეს. მთავრობამ ეს ხალხი შეაიარაღა, ხელფასი დაუნიშნა და რაიონის დამცველთა, ე. წ. `ბახმაროს~, რაზმში გააერთიანა, რომელსაც ქურდებისა და მძარცველების თარეში უნდა აღეკვეთა. რაზმში შედიოდნენ: სიმონ თალაკვაძე, ფილიპე მეგრელაძე, მიშა დათუნაშვილი, ექვთიმე კვაშალი, კონსტანტინე ჭელიძე, ვასო ჩხაიძე, გიორგი ღლონტი, ილიკო კოტრიკაძე, ილიკო მეგრელაძე, დათიკო ერქომაიშვილი, გიორგი ლომინაძე. მაგრამ იმის მაგივრად, რომ ბოლშევიკების ბრძანებები შეესრულებინა, ეს `თავზეხელაღებული, ბევრი უპარტიო და იარაღის მოყვარული~ ქეიფობდა, არავის ემორჩილებოდა, ხშირად კომუნისტებს, მილიციონრებს სცემდა, ართმევდა იაარაღს და შეუარცხყოფას აყენებდა. უფრო მეტიც, მათ კომუნისტების მიერ ნაბრძანები არც ერთი ტერაქტი არ შეუსრულებიათ და ხშირად იმ ადამიანებს, რომელთაც ხელისუფლების მხრიდან რეპრესიები ელოდათ, წინასწარ აფრთხილებდნენ. ეს ადამიანები გურიის სრული ბატონ-პატრონები გახდნენ. სვიმონ გოგიბერიძის თქმით, ,,ამ ჯგუფს მეთაურობდა რამდენიმე კაცი, მაგრამ პირველი მათში იყო გ.(ოგია) ღლონტი».

რასაკვირველია, ახალი მთავრობა ასეთ თვითნებობას ვერ შეურიგდებოდა. ცოტა ხანში თბილისიდან ბრძანება მოვიდა, რაზმები რკინიგზის დასაცავად გამოიყენეთო. სინამდვილეში კომუნისტებმა მათი ლიკვიდაცია გადაწყვიტეს, მაგრამ გურიაში ამის გაკეთება რთული იყო; საჭირო გახდა მათი ტერიტორიიდან გაყვანა. მთავრობამ რაზმის ერთ-ერთ მეთაურთან, ყოფილ სახალხო გვარდიელთან, გოგია ღლონტთან მოლაპარაკება გამართა. მან მოლაპარაკების შედეგები საკუთარ თანამებრძოლებს მოახსენა, ისინი დაეჭვდნენ. ამასთან, ერთმა ყოფილმა ფირალმა, ვითომდა ბოლშევიკებს შეკედელებულმა მანწკავამ, მათ მოსალოდნელი რეპრესიების შესახებ აცნობა. მანწკავას თქმით, ერთ-ერთ სადგურზე ვაგონს, რომელშიც რაზმელები ისხდებოდნენ, მოხსნიდნენ და ყველას ამოხოცავდნენ.
გოგია ღლონტს მისი თანამედროვენი ასე ახასიათებენ: `გოგია არც მიწის მუშა გამოდგა და არც დურგალი. იგი უფრო იარაღის კაცი იყო. გვარდიაში მსახურობდა. ვალოდია გოგუაძესთან იბრძოდა `ბრანევიკზე~ (ჯავშნოსან მატარებელზე – ი.მ), ტანად პატარა იყო, დაბალი, ჩაფსკვნილი, მთლად ძარღვი, კაი მსროლელი, სწრაფი, ერთ ადგილზე ვერ გააჩერებდი. თვალები ჰქონდა ელექტრონივით, ღამე ანათებდა. ჩვენ იგი უიარაღოდ არ გვინახავს. თოფთან ეძინა, თოფთან ჭამდა, თოფთან სვამდა. ოჯახში ღორს რომ დაკლავდნენ, გოგია ცხრა მთას იქით გარბოდა _ სისხლის ეშინოდა, მაგრამ თუ ვინმეს განამწარები ჰყავდა, იმის სისხლს დალევდა».

უცნობი მთქმელის სიტყვებით ,,უყუარდა ხალხს. ნამეტანი კაი იყო, არ ცარცვავდა, არ იპარავდა, არ ღლეტტა. თვალში ვერ ჩახედავდი უბრალოთ! მაგარი იყო, მაგარი! იერობიზე ცეხლი გუუჩთა მეზობელს და დეიწუა. ვერ უშველეს. აბა, ჭაის წყალით ჩააქროფ ცეეხს? ხოდა ძლივაი გამუასრეს, მარა ბაღანაი დაშჩათ შით. აი დედა აქით კივა, ძვილათა ამაგრებენ და აი ბაღანა - იქით, აკოშკაზეა მომდგარი მარა ეშინია ცეხლის. გადამარეთ წყალიო! დეიძახა გოგიამ და სველი ნაბადი შამეიხვია ტანძე, სველი კაბალახი - თავზე, პირზე, აი თვალდაწამის ხანში ქნა ყოლიფერი და შევარდა შით. სტაცა ბაღანას ხელი და ისროლა ხალხში, ი მიწაზე არ დაცემულა, დეიჭირა ხალხმა, მარა მაინც გამუასრო და ჩამეინგრა კიდევაც სახლი.»
ვისზეც ეჭვი ჰქონდა, რომ გოგია ღლონტს ეხმარებოდა, ობოლაძე სასტიკად უსწორდებოდა. პირველად ის სწორედ მანწკავას ოჯახს დაესხა, სახლი გადაწვა და მანწკავას პატარა ბიძაშვილი ცეცხლში შეაგდო. ვალში არც ღლონტის რაზმელები რჩებოდნენ _ მათ მოკლეს გურიის მაზრის ცხენოსანი მილიციის უფროსი მდინარაძე, რამაც ობოლაძე კიდევ უფრო მეტად გააცოფა. კომუნისტებისა და რაზმელების დაპირისპირება უკიდურეს ფაზაში შევიდა. მელქისედეკ გუნთაიშვილის ძმის, აპოლონის გადმოცემით, გოგია ღლონტი თურმე ობოლაძეს აფრთხილებდა _ `დატოვე ოზურგეთი და წადი, თორემ ცოცხალს არ გაგიშვებო~.

თავის მხრივ, ობოლაძე იქადნებოდა -ამდენი ხანია გურიაში ვარ, დღე და ღამე დავდივარ და ერთ ყაჩაღს ვერ შევხვდი. ასეთი ლაჩრები არიან და თქვენ კი მათ ბინას აძლევთ, ისინი კი თქვენს ცოლ-შვილს ნამუსს ხდიანო. ამ სიტყვებზე ხალხი აღელდა და ერთმა აკეთელმა მოხუცმა ობოლაძეს უთხრა - ბიძია, არ დაგავიწყდეს, რომ გურიაში ხარ, იცოდე, რომ აქ მასეთ შეურაცხყოფას არ შეგარჩენენო. ობოლაძემ კი უპასუხა, შენ ალბათ კავშირი გაქვს ყაჩაღებთან და იმ პირობით არ დაგიჭერ, რომ ჩემი სიტყვები მათ გადასცეო...

ცოტა ხანში რაზმელებს ინფორმაცია მოუვიდათ, რომ ობოლაძე ორი კაცის თანხლებით ლიხაურში დაბანაკებულ თავის რაზმთან მიემგზავრებოდა. რაზმელები ჩაუსაფრდნენ, მაგრამ ფრთხილმა ობოლაძემ, რომელიც არავის ენდობოდა, სხვა გზა აირჩა. იმ იმედით, რომ ის იმავე გზით დაბრუნდებოდა, რაზმმა სასწრაფოდ შეიცვალა დისლოკაციის ადგილი, რაც ბევრ საფრთხესთან იყო დაკავშირებული (მთელი გურია წითელარმიელებითა და მილიციონერებით იყო სავსე) და გზაზე ჩაუსაფრდა.

ამასობაში ობოლაძე რაზმთან ერთად თავს დაესხა ხავთასების ოჯახს, სადაც მენშევიკები იკრიბებოდნენ ხოლმე, გადაუწვა სახლ-კარი, შემდეგ მაგრად იქეიფა, ოჯახის უფროსი და მისი შვილი ილია დააპატიმრა, თან წამოიყვანა და ოზურგეთისკენ გაემგზავრა. 12-კაციანი ჩასაფრებული რაზმი ბევრმა ადგილობრივმა მცხოვრებმა ნახა _ იმ დღეს, პარასკევს, ოზურგეთში ბაზრობა იმართებოდა და უამრავი ხალხი მიდი-მოდიოდა. რაზმელებმა მათი დაკავება მოინდომეს, რადგან შეეშინდათ, რომ ვინმეს მათი ადგილსამყოფელი არ გაეცა, მაგრამ ხალხის რაოდენობა დიდი იყო, თანაც ყველა მიხვდა, რა საქმისთვის იყვნენ ისინი მოსული და ამით აღრფთოვანებულები არწმუნებდნენ, ნურაფრის გეშინიათო; მართლაც, არც ერთ მათგანს კრინტი არ დაუძრავს.

ობოლაძე და მისი ხელქვეითები, სანიკიძე და ჩუბინაშვილი, ფაეტონით მიემგზავრებოდნენ, ობოლაძე შუაში იჯდა გიტარით, ფეხებში კი ჩხავერით სავსე ჭურჭელი ედგა. ფაეტონს ასი ცხენოსანი მოუძღოდა, გვერდებზე _ მილიციონერები. ობოლაძის თანმხლები ჯარის რაოდენობის დანახვაზე რაზმელები შეცბნენ, მაგრამ უკან დახევა შეიძლება უფრო საშიში გამომდგარიყო და ამიტომ შეტევაზე გადასვლა არჩიეს. ჩასაფრებულებმა ეტლი ძალიან ახლოს მიუშვეს და ცეცხლი გაუხსნეს. მოულოდნელობის ეფექტმა და დიდძალმა დალეულმა ღვინომ გაამართლა. სანიკიძე და ჩუბინაშვილი ადგილზე დაიღუპნენ, დაჭრილი ობოლაძე ეტლიდან გადახტა, გზის პირას ქვების გროვას ამოეფარა და მაუზერიდან სროლა დაიწყო. თავდამსხმელებმა ცხენებიდან ჩამოსულ რუსებს ცეცხლი დაუშინეს და მიწასთან გააკრეს. ღლონტი ერთი რაზმელის თანხლებით საფრიდან გამოვარდა და ობოლაძისკენ გაექანა. ობოლაძემ ღლონტი კისერში დაჭრა, მაგრამ მან მოახერხა, ობოლაძე ხელყუმბარით აეფეთქებინა, იარაღი აართვა და გაძლიერებული ცეცხლის თანხლებით სხვებთან ერთად სამშვიდობოს გავიდა. უცნობი მთხრობელი თქმით ღლონტს ყუმაბარა არ უხმარია: ,,გადმოხტა მაშვინ გოგიამ... მიაშურა და - აი, ძაღლი კიდომ არის ცოცხალიო?! და ამეიღო ლევერველი, ხოდა დააყაჭა... მოკლა იქინე.»

ყველაფერი ისე სწრაფად დამთავრდა, რომ მთვრალმა რაზმმა ვერც კი მოისაზრა, რა მოხდა. სიბნელეში რუსები ერთმანეთს ვერ ცნობდნენ და ცხენებსაც ვერ პოულობდნენ. ამბობენ, ამის შემდეგ შექმნა ხალხმა ეს ლექსი:

ატყდა სროლა კვაჭალათზე, ჩააძაღლეს ობოლაძე. გურიაში რა გინდოდა, თუ სიკვდილი არ გინდოდა.

ობოლაძის მოკვლამ განარისხა ხელისუფლება და ის მეორე დღესვე შეუდგა ადამიანთა განადგურებას. ,,...ყველა წამიობით იხვრიტებოდა ათი ხან თუთხმეტი და ერხელ 25 კაციც დახვრიტენ ერთ ღამეს, თორემ ორი და სამი ყოველ ღამეს ხრეტდენ... და ყრიდენ მიწაში...” აპოლონ გუნთაიშვილის დღიურიდან. ოზურგეთის ციხიდან გამოიყვანეს 13 პატიმარი, რომლებიც ობოლაძის მკვლელობამდე დიდი ხნით ადრე ისხდნენ ციხეში და წარმოდგენა არ ჰქონდათ, რა მოხდა, მიიყვანეს მკვლელობის ადგილზე და დახვრიტეს. `...საგანგებო კომისიამ დახვრიტა ოთხმოცამდე კაცი, უმთავრესად სოფლის მასწავლებლები, რომელთაც არც ობოლაძისა და არც ღლონტის სახელი და გვარები გაგონილი არ ჰქონდათ~. დახვრიტეს ხავთასი და მისი შვილიც. იმ ღამესვე კომკავშირლებმა გოგია ღლონტის სახლი დაწვეს.

მოგვიანებით ტყეში გახიზნული რაზმის ნაწილი ბოლშევიკებთან ბრძოლას შეეწირა, ზოგი საზღვარგარეთ გაიქცა. გოგია ღლონტს მეუღლესთან, პისტი ქადეიშვილთან (,,...კაჩაღი ვერ დუუდგებოდა იმ ქალც კიდომ, იმსიმაგრე იყო») ერთად როგორც ცოფიან ძაღლს, ისე დასდევდნენ ბოლშევიკები მოსაკლავად. ყველა გზა ჩაკეტილი იყო. ერთხელ ისინი მიადგნენ ბჟუჟს და იქ ერთი შეიარაღებული კაცი დახვდათ. გოგიას მეუღლემ იარაღი დაადო კაცს - მეორე ნაპირზე გადამიყვანეო. ,,მეიკუტურა აი ქალი და გეიყუანა წყალჩი... გოგიაც გეიყუანა... და წადიო უთხრა... თავისუფალი ხარო... წევიდა ამ კაცმა, შიატყობია, თავრობას ახლა, აგი ასე იყო საქმეო, გამიენთენ, მარა დეიჭირავ ქარს?! გაქროლდენ ქარივით.» არ შეშინებამ, არც ტერორორმა და არც ფულადმა ჯილდომ არ გასჭრა - ხალხმა არ გასცა ღლონტები, ისინი კი ჯერ თურქეთში, შემდეგ კი საფრანგეთში გადავიდნენ, საიდანაც, როგორც ამბობენ ნათესავებს წერილებს უგზავნიდა 1961 წლამდე.




 ახალი ამბები
  • რა რისკებს შეიცავს პანდემიის დროს ზღვაზე დასვენება _ თენგიზ ცერცვაძის განმარტებაზღვის სეზონი წელს ცოტა მოდიფიცირებულად უნდა ჩავატაროთ. ანუ არ უნდა იყოს თავისუფლება, _ ამის შესახებ თენგიზ ცერცვაძემ „იმედის“ ეთერში განაცხადა. მისი თქმით, ინფორმაცია იმის შესახებ, რომ კორონავირუსი წყლით არ გადადების კვლევებით დამტკიცებული არ არის, ამიტომ დამსვენებლებს მაქსიმალური სიფრთხილე მართებთ. „ვარაუდობენ, რომ წყლით ეს ვირუსი არ გადადის. მაგრამ ვინაიდან გამოცდილება მცირეა, ამის გარანტიას ვერავინ მოგვცემს. უბრალოდ არის ინფორმაცია, რომ წყლით გადასვლის რისკი ძალიან დაბალია. იქაც, იმ ტურისტული სეზონის და ზღვაზე დასასვენებლად გასვლის დროს წამყვან რისკ-ფაქტორად დარჩება მაინც საზოგადოებრივი თავშეყრები“, - აღნიშნა ცერცვაძემ. მისი თქმით, რისკებს ივლისიდან უცხოელი ტურისტების შემოსვლაც ზრდის, ამიტომ დამსვენებლებმა სოციალური დისტანცია უნდა დაიცვან და საჯარო სივრცეებში პირბადე ატარონ. საქართველო უცხოელი ტურისტების მიღებას 1-ლი ივლისიდან დაიწყებს, შიდა ტურიზმი კი ქვეყანაში 15 ივნისიდან ... ...
  • სფფ-ის მაღალჩინოსნები გვიმბალაურში იმყოფებოდნენსფფ-ის მაღალჩინოსნებმა ლანჩხუთში, სოფელ გვიმბალაურში გურიის საფეხბურთო აკადემიის კეთილმოწყობის სამუშაოები დაათვალიერეს. საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ლევან კობიაშვილმა, ვიცე-პრეზიდენტებმა კახა ჭუმბურიძემ და ნიკოლოზ ჯღარკავამ ლანჩხუთის მერთან, ალექსანდრე სარიშვილთან, საკრებულოს თავმჯდომარე ბესიკ ტაბიძესა და ლანჩხუთი-ჩოხატაურის მაჟორიტარ დეპუტატ ნინო წილოსანთან ერთად გურიის ფეხბურთის აკადემიის მშენებლობა დაათვალიერეს, რომელიც უკვე დასკვნით ეტაპზეა. გურიის საფეხბურთო აკადემიის შესახებ სფფ-ის პირველმა ვიცე-პრეზიდენტმა ისაუბრა: "საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია აგრძელებს რეგიონებში საფეხბურთო ინფრასტრუქტურის განვითარებას, კერძოდ ბავშვთა ფეხბურთის მიმართულებით. მოგეხსენებათ, რომ რამდენიმე რეგიონში უკვე გვაქვს აკადემია.მოკლე პერიოდში მათ რიცხვს ეს აკადემიაც შეემატება, რომელიც გურიისა და აჭარის რეგიონს მოიცავს. 13-დან 14 წლამდე მოზარდებს საშუალება ექნებათ ივარჯონ და ისწავლონ. ჩვენ მათ ყველა პირობას შევუქმნით იმისთვის, რომ განვითარდნენ" - განაცხადა კახა ჭუმბურიძემ. "ჩვენთვის მნიშვნელოვანია ბავშვთა საფეხბურთო აკადემიის მშენებლობა. აქტიურ ფაზაში მიმდინარეობს სამუშაოები. დაწყებულია ეზოს კეთილმოწყობა და გარეგანათების პროექტის განხორციელება. მიხარია, რომ ბევრი ბავშვისთვის ეს მოტივაციას გაზრდის. სამშენებლო სამუშაოები უახლოეს მომავალში დასრულდება" - აღნიშნა ალექსანდრე სარიშვილმა. პროექტის ფარგლებში, ადგილზე მოეწყობა ადმინისტრაციული საცხოვრებელი შენობა და სტანდარტული ზომის საფეხბურთო მოედანი განათებით. მშენებლობის დასრულება მიმდინარე წლის შემოდგომაზე იგეგმება. აკადემიის გუნდებთან ერთად საფეხბურთო ინფრასტრუქტურით საფეხბურთო სკოლები და სამოყვარულო ფეხბურთის გუნდები ისარგებლებენ. წყარო: "გურია ... ...
  • „სავარაუდოდ, მან შემოიხია მაისური" _ კალაძე სამოქალაქო აქტივისტის ბრალდებაზესავარაუდოდ, მან შემოიხია მაისური, - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ ვარკეთილში გუშინდელ ინციდენტში მონაწილე ერთ-ერთ პირთან დაკავშირებით განაცხადა, რომელმაც თქვა, რომ კალაძემ მას მაისური შემოახია. კალაძის თქმით, ორ ადამიანს სურდა არეულობის შეტანა და თუმცა ეს არ გამოუვიდათ. „არანაირ ძალადობას ადგილი არ ჰქონია, როგორც გუშინ ვთქვი. ძალიან კარგად ვიცი, რა ჩანს კადრებში, თქვენც და მეც მაქვს ორი თვალი, შესაბამისად, ყველანი ძალიან კარგად ვხედავთ, არანაირ ფიზიკურ ძალადობას არ ჰქონია ადგილი. იყო ორი პროვოკატორი, რომელსაც ჰქონდა მცდელობა, არეულობა შემოეტანა და ჩაეშალა მნიშვნელოვანი ღონისძიება, რაც იყო ახალი სარეკრეაციო ზონის პროექტის დასრულება, თუმცა მათ ეს არ გამოუვიდათ. მათ არ მიეცათ პროვოკაციის მოწყობის შესაძლებლობა და ეს ადამიანები გაიყვანეს ტერიტორიიდან“. კალაძის განცხადებით, თუ შსს-ს ჩათვლის რომ იყო ძალადობრივი ქმედება, გამოძიება უნდა დაიწყოს. „შინაგან საქმეთა სამინისტრო თუ ჩათვლის, რომ იქ იყო რაიმე ძალადობრივი ქმედება ან ვინმეს ფიზიკურად გაუსწორდნენ, რა თქმა უნდა, გამოძიება უნდა დაიწყოს, თუმცა მსგავსი ფაქტი არ ყოფილა. სავარაუდოდ, მან შემოიხია მაისური, არ გამოუვიდა პროვოკაცია და მინდა, საჩუქრად გადავცე ამ პიროვნებას მაისური, რომელიც გამოადგება. აი, ეს არის მაისური, საკმაოდ საინტერესოა. ორი გვაქვს ასეთი - ერთს „მთავარ არხს” გადავცემთ და მეორეს - მაგ პიროვნებას”, - განაცხადა კალაძემ. შეგახსენებთ, რომ ვარკეთილში, თბილისის მერსა და სამოქალაქო აქტივისტებს შორის დაპირისპირება გუშინ მოხდა. დედაქალაქის მერი ვარკეთილში ახლად რეაბილიტირებული სკვერის გახსნაზე თბილისის საკრებულოს წევრებთან ერთად მივიდა. სკვერში მისულ კახა კალაძეს ადგილზე "ანას ბაღის" დამცველები და მოძრაობა "შეცვალეს" წევრები დახვდნენ. მათი განცხადებით, დედაქალაქის მერისთვის დიღმის ჭალებთან დაკავშირებით შეკითხვის დასმა სურდათ, თუმცა კალაძემ მათ ხელი დაარტყა. ერთ-ერთი აქტივისტის მტკიცებით, „კალაძემ მაისურიც ... ...
  • საქართველოს მუსლიმთა სამმართველოს თავმჯდომარე სუს-ში გამოკითხვაზე იმყოფებასრულიად საქართველოს მუსლიმთა უმაღლესი სასულიერო სამმართველოს თავმჯდომარე, შეიხი მირტაგი ასადოვი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გამოკითხვაზე იმყოფება. ინფორმაციას ამის შესახებ სუს-ში ადასტურებენ. უწყებაში განმარტავენ, რომ ასადოვის გამოკითხვა რასობრივი დისკრიმინაციის ფაქტზე დაწყებული გამოძიების ფარგლებში მიმდინარეობს. 30 მაისს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა რასობრივი დისკრიმინაციის ფაქტზე გამოძიება დაიწყო.  „ეს პირები ნეგატიურ კონტექსტში აქტიურად იყენებენ წლების მანძილზე დაგროვებულ ისეთ საკითხებს, რომელთა არასწორი, თითქოსდა პატრიოტული მოტივებით გახმოვანების და რომელიმე ეთნიკური ჯგუფის მიმართ მიზანმიმართული საჯარო მოწოდებების გაკეთების შემთხვევაში, ქვეყნის იმ რეგიონებში, რომლებიც მჭიდროდ არის დასახლებული ეთნიკური აზერბაიჯანელებით, აშკარა საფრთხეს უქმნის ეთნიკურად ქართველ მოსახლეობასთან მათ მშვიდობიან თანაცხოვრებას. კერძოდ, ზემოაღნიშნული პირები, იჭრებიან რა სახელმწიფოს და ხელისუფლების კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებში, ცდილობენ ქვემო ქართლის და კახეთის რეგიონში, წამოჭრილი საკითხების გამოყენებას ეროვნული მტრობის ჩამოგდების მიზნით. პირთა ჯგუფი ამ მიმართულებით არასწორი და აგრესიული მოწოდებების გავრცელების გზით, ცდილობს რეგიონის ეთნიკურად ქართველ და აზერბაიჯანელ საქართველოს მოქალაქეებს შორის შეიტანოს განხეთქილება, რასაც ორივე მხრიდან მოყვება ეროვნული პატივისა და ღირსების შემლახავი განცხადებები და ქმედებები, ხოლო ეროვნული შუღლის ჩამოგდების გზით, პირთა ჯგუფი იმედოვნებს, რომ განხორციელდება ეთნიკური კუთვნილების ნიშნით ადამიანის უფლებების უკანონოდ ხელყოფა. პირთა ჯგუფი ცდილობს თავის საჯარო განცხადებებსა თუ იდეოლოგიაში სიტუაციის იმგვარად წარმოჩენას, თითქოსდა ეთნიკურად ქართველ მოსახლეობას სხვა საქართველოს მოქალაქე ეთნიკურ უმცირესობებთან მიმართებაში ენიჭებათ უპირატესობა, რაც უფრო ზრდის ეროვნული კონფლიქტის წარმოშობის რისკებს. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სახელმწიფო უსაფრთხოების დეპარტამენტი გამოძიებას აწარმოებს რასობრივი დისკრიმინაციის ფაქტზე, რაც გულისხმობს ქმედებას, ჩადენილს ეროვნული მტრობის და განხეთქილების ჩამოგდების, ეროვნული პატივისა და ღირსების დამცირების მიზნით, აგრეთვე ეროვნული და ეთნიკური კუთვნილების ნიშნით ადამიანის უფლებების პირდაპირ ან არაპირდაპირ შეზღუდვას ანდა იმავე ნიშნით ადამიანისათვის უპირატესობის მინიჭებას, რამაც არსებითად ხელყო მისი უფლება, ჩადენილს პირთა ჯგუფის მიერ. დანაშაული გათვალისწინებულია საქართველოს სსკ-ის 1421-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით“, - აღნიშნულია სუს-ს ... ...
  • თენგიზ ცერცვაძე: ტურიზმის აღდგენა ძალიან დიდი გამოცდა იქნებატურიზმის აღდგენა საქართველოსთვის დიდი გამოცდა იქნება, _ ამის შესახებ თენგიზ ცერცვაძემ „იმედის“ ეთერში განაცხადა. ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის თქმით, საქართველომ წარმატებით გაიარა შეზღუდვების მოხსნის ეტაპი, ამიტომ ახლა მთავარ გამოცდას ქვეყნისთვის ტურისტული სეზონის განახლება წარმოადგენს. „ეს იქნება ძალიან დიდი გამოცდა, იმიტომ რომ შეზღუდვების მოხსნის პირობებში საზოგადოებამ მაინც შეინარჩუნა ის ჩვევები და ქართველებმა გამოავლინეს მათთვის არადამახასიათებელი მობილიზება და პასუხისმგებლობის გრძნობა და ამიტომ შეზღუდვების მოხსნა კარგად გადაიტანეს. ჯერ ზღვაზე გასვლის მასობრივი სეზონი და შემდეგ უკვე საერთაშორისო ტურიზმის გახსნა იქნება ძალიან დიდი გამოცდა“, - აღნიშნა ცერცვაძემ. მისი თქმით, ყველაზე დიდ გამოწვევას სწორედ საერთაშორისო ტურიზმის აღდგენას წარმოადგენს და სახელმწიფომ უნდა მოახერხოს ოქროს შუალედის პოვნა ისე, რომ ტურისტებს ქვეყანაში შემოსვლის სურვილი არ დაუკარგოს და ამავდროულად საკმარისი ზომები მიიღოს იმისთვის, რომ ქვეყანაში ვირუსის შემთხვევების იმპორტირების საფრთხე მინიმუმამდე დაიყვანოს. „თუ ჩვენ ამასაც დავძლევთ, მაშინ ეს უნიკალური შემთხვევა იქნება პანდემიის ისტორიაში. მაშინ გამოვა, რომ საერთოდ დავძლიეთ პანდემია“, - განაცხადა ცერცვაძემ. შიდა ტურიზმი საქართველოში 15 ივნისიდან აღდგება, 1-ლი ივლისიდან კი ქვეყანა უცხოელი ტურისტების მიღებას ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ როგორ იცნობ საქართველოს ისტორიას

სად დაამარცხა თამარ მეფემ რუმის...

ტესტი _ იცი თუ არა ფეხბურთის ისტორია

ვის გაუტანა 1986 წელს მარადონამ...

ტესტი _ რა იცი ჰოლივუდის ვარსკვლავების შესახებ

ლეონარდოს დი კაპრიოს სახელი ლეონარდო...

ტესტი _ რამდენად ერკვევი სხვადასხვა სფეროში

რომელია ყველაზე პატარა სახელმწიფო მსოფლიოში?

ტესტი _ ყველაზე, ყველაზე...

იცი თუ არა გეოგრაფია

კარმიდამო ჩემი

გურული კერძი ხობოკვერა _ “გამორჩეული მარგალიტი“

სოციალურ ქსელში ჟურნალისტი და გიდი...

აღვადგინოთ ქართული დაფნა

გასულ საუკუნეში, დაფნა, ჩაისა და...

დროა, მივეჩვიოთ ბუნებრივი რესურსების ეკონომიურად ხარჯვას

პლანეტის გლობალური კლიმატური ცვლილებები ბევრ...

ვუშველოთ ციტრუსოვნებს

25 წლის მანძილზე, დასავლეთ საქართველოს...

საკურა_ იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, მალე სამტრედიაშიც აყვავდება

საკურა-იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, ულამაზესი ალუბლის...

ფუტკრის რძე _ ოცდამეერთე საუკუნის ჯადოსნური წამალი

საქართველოს ბუნება ყოველგვარ პირობას ქმნის...

როგორ დავიბრუნოთ ფუტკრის მართვე

გაზაფხულის მოახლოებისთანავე ნებისმიერმა მეფუტკრემ თუ...

მსხვილნაყოფა ციტრუსი _ "ოიუ" (Citrus Oiu)

საქართველოს მოსახლეობისთვის ციტრუსოვანი კულტურებიდან ყველაზე...

"გვაქვს უთვალავი ფერითა!"

ოზურგეთელი, პროფესიით ფარმაცევტი და ხელოვანი...

"დეკემბერა" საოცარი საშობაო ყვავილია

ალბათ, არც ერთი ყვავილის შესახებ...