გურიის რესპუბლიკა და მისი შეიარაღება

ისტორია

გურიის რესპუბლიკა და მისი შეიარაღება

12 ივლ. 2019, 14:42:26

გურიის კომიტეტს ჰყავდა სამხედრო-რევოლუციური შტაბი, რომელსაც ექვემდებარებოდნენ მებრძოლი ძალები. სამხედრო შტაბი მოთავსებული იყო ნოე ჩიგოგიძის სახლში. აქვე ინახებოდა იარაღი. შტაბი განაგებდა ტერორისტების ჯგუფს, რომელიც ასრულებდა კომიტეტის გადაწყვეტილებებს. ამისთვის ჯგუფის წევრებს განასაკუთრებული გასამრჯელო ეძლეოდათ. 

კომიტეტის ყველა წევრი საწევროს იხდიდა, რომელიც შეადგენდა ერთ აბაზს, ასევე გროვდებოდა ,,თოფის ფული” იარაღის შესაძენად. შეგროვილი ფული ძირითადად ხმარდებოდა ,,გავარდნილ ხალხს”, მუდმივი მუშაკები ღებულობდნენ დახმარებას, მაგრამ იშვიათად და განსაკუთრებულ შემთხევაში.” კომიტეტის შეიარაღებულ ,,ნამდვილ სარევოლუციო მებრძოლ”  ძალებს ეწოდებოდა ,,მოწინავე რაზმი”, რომელსაც შემდეგ დაერქვა ,,წითელი რაზმი.”  წითელ რაზმელთა გამოჩენილი მოღვაწე გრიგოლ დუმბაძე იხსენებდა.

,,...რაზმელებს ვუხსნიდით, როგორ შეიძლებოდა დაეცვათ თავი კავალერიისაგან, ქვეითი ჯარისაგან, როგორ აეგოთ სანგრები, მგლის ორმოები, ბარიკადები, მავთულის ხლართები. რაზმელები კენჭის ყრით ირჩევდნენ რაიონის საზოგადოების თემის უფროსს. ირჩევდნენ ასეულის უფროსსაც. ამ წესით გურიაში სამი-ოთხი თვის განმავლობაში ჩამოყალიბდა მებრძოლი ანუ ,,წითელი რაზმი.” წითელი რაზმისა და მათ მოწინავე ავანგარდს მაუზერისტები და ბომბისტები წარმოადგენდნენ. რაზმელები ჩაცმულობითაც გამორჩეულნი უნდა ყოფილიყვნენ, ამიტომ მათ საგანგებოდ შეაკერინეს შავი ჩაქურები და წითელი ჟილეტები (ოდითგანვე წითელი ფერის ბაირაღის აფრიალება ბრძოლის დაწყებას ნიშნავდა, კომუნიზმის სიმბოლოდ წითელი დროშა 1871 წელს პარიზის კომუნის შემდეგ იქცა). ამ სამოსს ისინი ბრძოლაში და დემონსტრაციებზე იყენებდნენ. ფაქტობრივად, წითელი რაზმი იყო ნამდვილი პატარა არმია თავისი იერარქიული წყობით და უმკაცრესი დისციპლინით. ავტორი ბროშურისა ,,Крестьянское движение в Грузии и социал-демократия” მ. შახნაზარიანი  წერს, რომ დღევანდელ დღეს (1905 წელს) გურულებს შეუძლიათ გამოიყვანონ რამდენიმე ათასიანი კარგად შეიარაღებული, დისციპლინირებული ჯარი, რომელიც მზად იქნება გაუმართოს ბრძოლა რეგულარულ არმიასო.  გაზეთი ,,ვპერიოდის” ინფორმაციით კი, გურულებს 15 ათასი რჩეული კაცის გამოყვანა შეეძლო.  უნდა ითქვას, რომ ,,წითელი რაზმის” შესახებ ურთიერთგამომრიცხავი ინფორმაცია არსებობს. ზოგიერთი ავტორი აცხადებს, რომ ისინი მშვენივრად იყვნენ შეიარაღებულნი; მთავარმართებლის კანცელარიისადმი ალიხანოვ-ავარსკის პატაკის მიხედვით გურულებს შეიარაღებაში ჰქონდათ 4000 სწრაფმსროლელი თოფი, ორი სამთო ზარბაზანი, დიდი რაოდენობით რევოლვერი და საზღვარგარეთიდან კიდევ ღებულობდნენ მაუზერის სისტემის იარაღს. ეს ძნელად დასაჯერებელი ფაქტია. ავტორები ვ. კალანდაძე და ვ. მხეიძე საგანგებოდ აღნიშნავენ, რომ საქმეში ჩაუხედავ ადამიანის ეგონა, რომ გურულებს თვალის დახამხამებაში შეეძლოთ გამოეყვანათ კარგად შეიარაღებული 20 ათასი მებრძოლი, მაგრამ ეს სიმართლეს არ შეეფერებოდაო.  ასეთი გაზვიადებული ციფრი, როგორც აღნიშნავენ, რეაქციული რუსული გაზეთების დამსახურება იყო, რათა მთავრობის რეპრესიული მეთოდები გაემართლებინათ და ალბათ, თავად გურულების და მათი მომხრეების მოგონილია, რათა მთავრობისათვის საკუთარი სიძლიერე ეჩვენებინათ. ხსენებულ ამბებთან მიმართებაში ,,ივერიის” რედაქტორი ფილიპე გოგიჩაიშვილი წერდა, რომ ,,...ქართველებს გვიყვარს პრტყელ-პრტყელი და მაგარ-მაგარი ლაპარაკი, ხშირად სურვილს სინამდვილედ მივიღებთ და ჩვენს ანგარიშებს მასზე ვამყარებთ. ყოველ მიტინგზე, ყოველ სააგიტაციო კრებაზე მუდამ ლაპარაკი იყო შეიარაღებულ შეტაკებაზე და ორატორები წინ და წინვე გამარჯვებას დღესასწაულობდნენ.” ამის შესახებ ხშირად იწერებოდა პრესაში, რომ ქართველები რუსეთის არმიას იარაღის ძალით უპირებდნენ დამარცხებას, ამ რიტორიკამ კი ამბოხებულებს დათვური სამსახური გაუწია - მთავრობამ ეს სურვილი სინამდვილედ მიიჩნია და რეაქციის დაწყებისთანავე მთელი თავისი ყურადღება ,,აჯანყების ძლიერი ბუდის (ანუ გურიის, ზოგადად კი საქართველოს – ი. მ.) დამშვიდებაზე”  გადაიტანა. სინამდვილეში, მთელი ამ წლების განმავლობაში გურიაში შესაძლებელი იყო დაახლოებით ორი ათასი თოფის მოგროვება, აქედან ყველას ვერ გამოიყენებდი, ვაზნების ნაკლებობის გამო. თავად გურულები ამბობდნენ: ,,იარაღი გვაკლია, იარაღი, თვარა...” ,,უკანასკნელ ხარს გავყიდი იარაღის გულობიზა!” ,,იარაღი ძალაზე ცოტა გვქონდა, - წერს ,,წითელრაზმელი” პარმენ ცინცაძე, - და რაც იყო, ისიც უვარგისი, მაშინ ჩვენ მოვიტანეთ ერთი ,,სტანოკი.” ლანჩხუთში კარგი მოხელე გვყავდა ვასილ ნაუმოვი... ნიგოითში იყო ერთი ძველი ზარბაზანი. ვცადეთ თოფის წამლით გასროლა, ზარბაზანი გასკდა და კინაღამ ამხანაგები დაამარცხა.”  რაც შეეხება გურულების სამხედრო მომზადებას, უამრავი ავტორი ერთხმად აღნიშნავს, რომ ის ყოველთვის მაღალ დონეზე იდგა, რადგან თითოეული გურული ბავშვობიდან მიჩვეულია თოფის ხმარებას.  გურული რევოლუციური ქარტეხილების მომსწრე იუონის დაკვირვებითაც ,,თავის სხვა სიამაყეს  იარაღს (ჩაქურასა და ყაბალახთან ერთად – ი. მ.), გურული მუდამ თან დაატარებს და ჭეშმარიტ გურულს სხვაგვარად სურათს ვერ გადააღებინებთ, თუ არა თავით ფეხებამდე იარაღში ჩამჯდარს. ამბოხების შემდეგ რუსმა სამხედროებმა გურულებს იარაღის ტარება აუკრძალეს. ვერაფერი შელახავდა ისე ძლიერ ამ ხალხის თავმოყვარეობას, როგორც ამ სასჯელმა შელახა.”  მართლაც, თუ იმდროინდელ ფოტოებს გადავხედავთ, შეამჩნევთ, რომ იშვიათად თუ რომელიმე გურული მამაკაცი იარაღის გარეშეა გადაღებული. თუმცა იდეალურისაგან წითელი რაზმი მაინც შორს იდგა, რადგან ისინი მოლაშქრეები იყვნენ და არა რეგულარული არმიის გაწვრთნილი ჯარისკაცები. ამას მოწმობს ერთი ფაქტი. ერთხელ ჩხიკვიშვილმა გადაწყვიტა შეემოწმებინა ნატანებში მყოფი წითელი რაზმის შენაერთი და მილიციონრების ერთ ჯგუფს უბრძანა საფარიდან ცეცხლი გაეხსნა წითელრაზმელებისათვის. თოფის ხმაზე ისინი ისე დაფრთხნენ, რომ თოფები დაყარეს და გაიფანტნენ - ეგონათ კაზაკები მოდიან ბათუმიდანო. ჩხიკვიშვილს ეს ამბავი ძლიერ სწყენია და ოზურგეთიდან გამოცდილი მებრძოლები დაიბარა.

როგორც აღნიშნავენ, იარაღით მომარაგების საქმე გურიაში არასწორედ მიმდინარეობდა და ამაში მთავარ დამნაშავედ ადგილობრივ კომიტეტს ასახელებენ. შექმნილი იყო სპეციალური კომისიაც, მაგრამ ის დაკომპლექტებული ყოფილა არასპეციალისტებით, რომელთაც თავი ვერ მოაბეს დაკისრებულ მოვალეობას,   ამიტომაც მეამბოხეები იარაღის ნაკლებობას განიცდიდა, ამის შესახებ საუბრობს იგივე ერნესთ პული - ის შეხვდა გურულ გლეხებს, რომლებმაც მას შესჩივლეს: ,,ახლა ამ კანონგარეშედ გამოცხადებულმა განრისხებულმა მთავრობამ შემოგვისია კაზაკები, რომლებიც ძალადობენ ჩვენზე და ღმერთმა უწყის, რა წამს დანებითა და კომბლებით შეიარაღებული ჩვენი თავზეხელაღებული ახალგაზრდები გაილაშქრებენ მათ წინააღმდეგ!”  ამ ნათქვამიდანაც ჩანს, რომ იარაღით მომარაგების საქმე არ ყოფილა სათანადო დონეზე. იარაღის ნაკლებობის გამო, ბევრი გურული მდუმარედ, მუშტშეკრული ადევნებდა თვალს როგორ არბევდნენ მის ქვეყანას დამსჯელი რაზმები.

გურულები რამდენიმე იატაკქვეშა სახელოსნოში თავადაც ცდილობდნენ ეწარმოებინათ იარაღი: ოზურგეთის მაზრის სოფელ ზვანის უბანში მოსე ცომაიას სახლში;  ლანჩხუთთან ახლოს სოფელ ჯუნჯუათში, სადაც ნახევრად დანგრეული ეკლესიის შენობაში საბრძოლო იარაღების შეკეთება-გადაკეთებასა და დამზადებას აწარმოებდა ტერორისტი ერასტი ჯორბენაძე.  სურებში კი, ტობახჩის მიუვალ და საიმედო ადგილას ,,ზავოდიც” კი მოაწყვეს, სადაც ,,ტეხნიკოსებიც” მუშაობდნენ. ,,ზავოდი” ერთხანს საკუთარ ნაწარმსაც უშვებდა, რომლიც საკმაოდ კარგი ხარისხისა ყოფილა. მაგრამ სულ მალე უსახსრობისა და სპეციალისტების უქონლობის გამო მან არსებობა შეწყვიტა.

ნაწყვეტი წიგნიდან "გურიის რესპუბლიკა"




 ახალი ამბები
  • "გპირდებით, რომ ამ არჩევნების შემდეგ ხალხზე ვიზრუნებთ და არა საკუთარ ინტერესებზე"პოლიტიკური მოძრაობა "დავით ჭიჭინაძე - ტრიბუნას" ლიდერმა დღეს ქუთაისში დასავლეთ საქართველოს შემაჯამებელი შეხვედრა გამართა და ქუთაისს მაჟორიტარობის კანდიდატი ლაშა არსენიძე და ქუთაისის მერობის კანდიდატი კახაბერ ჩახუნაშვილი წარუდგინა. "ერთ რამეს ნამდვილად გპირდებით, რომ ამ არჩევნების შემდეგ აქ მდგომი არცერთი ადამიანი სახელს არ შეირცხვენს და ხალხზე ვიზრუნებთ და არა საკუთარ ინტერესებსა და სიმდიდრეზე", _ აცხადებს დავით ჭიჭინაძე. ... ...
  • "ვრცელდება დეზინფორმაცია თითქოს, სენაკის ბაზაზე მიმდინარეობს დავით ხვიბლიანის წამება"„ვრცელდება დეზინფორმაციაა იმის შესახებ, რომ თითქოს, სენაკის ბაზაზე მიმდინარეობს ბანკზე თავდასხმისას აყვანილი ერთ-ერთი მძევლის, დავით ხვიბლიანის წამება და თავისუფლების უკანონო აღკვეთა“, - ამის შესახებ თავდაცვის სამინისტრო განცხადებას ავრცელებს. „ნაციონალური მოძრაობის“ პარტიული ტელევიზიის „მთავარი არხის“ დირექტორის, ნიკა გვარამიას მიერ გრძელდება ცილისმწამებლური და ღირსების შემლახავი კამპანია მთლიანად საქართველოს თავდაცვის ძალების და მისი ერთ-ერთი სამხედრო მოსამსახურის, დავით ხვიბლიანის მიმართ. კერძოდ, მის მიერ გავრცელებული დეზინფორმაციის თანახმად, სენაკის ბაზაზე მიმდინარეობს ზუგდიდში, ერთ-ერთი ბანკის ფილიალზე განხორციელებულ თავდასხმისას მძევლად აყვანილი ერთ-ერთი პირის, დავით ხვიბლიანის წამება და თავისუფლების უკანონო აღკვეთა. საზოგადოებას ვაცნობებთ, რომ აღნიშნული სამხედრო მოსამსახურე ამ დროისთვის იმყოფება მუშაობის დისტანციურ რეჟიმზე, საკუთარ საცხოვრებელ სახლში და მასზე გავრცელებული შეურაცხმყოფელი განცხადებებისა და ცილისწამების გამო, როგორც ჩვენთვის ცნობილია, გეგმავს მიმართოს სასამართლოს. სამართლებრივ დავას უსაფუძვლო ბრალდებებისა და ცილისწამების გამო, კიდევ ერთი სამხედრო მოსამსახურე, თემურ ხვიბლიანი გეგმავს. პარტიულმა ტელევიზია „მთავარმა არხმა“, 22 ოქტომბერს მომზადებულ სიუჟეტში, თემურ ხვიბლიანი თავდამსხმელად დაასახელა. დავით და თემურ ხვიბლიანების მხრიდან სამართლებრივი დავის დაწყების შემთხვევაში, თავდაცვის სამინისტრო უზრუნველყოფს მათ მხარდაჭერას კანონმდებლობით გათვალისწინებულ ფარგლებში. გავრცელებული ბრალდებები არის ყოვლად წარმოუდგენელი, მიზანმიმართული სიცრუე და თავდაცვის ძალების ავტორიტეტისა და იმიჯის დისკრედიტაციის მორიგი უშედეგო მცდელობა. ეს ფაქტი კიდევ ერთხელ ნათლად აჩვენებს, თუ რამდენად უმნიშვნელოა „ნაციონალური მოძრაობისთვის“ და მასთან დაკავშირებული მედიისთვის, ადამიანის პირადი ღირსება და უდანაშაულობის პრეზუმფციის დაცვა“, - აღნიშნულია თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში. ზუგდიდის ცენტრში, გამსახურდიას ქუჩაზე მდებარე „საქართველოს ბანკში“ შეიარაღებულმა პირმა მძევლები 21 ოქტომბერს აიყვანა. თავდამსხმელი შენობიდან 3 მძევალთან ერთად გამოვიდა. როგორც კადრებში გამოჩნდა, მას შენობის დატოვების დროს ერთი ხელი აწეული ჰქონდა და სავარაუდოდ, ხელში ხელყუმბარა ეკავა. 22 ოქტომბერს, გამთენიისას შსს-მ გაავრცელა განცხადება, რომლის თანახმად, ავთანდილ გალდავას უშუალო ძალისხმევით შეიარაღებული დამნაშავისგან ყველა მძევალი გათავისუფლდა და მათ სიცოცხლეს და ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება. ხოლო დამნაშავის დაკავების მიზნით, სამართალდამცველები ინტენსიურ რეჟიმში აგრძელებენ ოპერატიულ-საგამოძიებო და სამძებრო ... ...
  • ოთხი გარდაცვლილი და ორი დაშავებული _ ავტოსაგზაო შემთხვევა ბაღდათშიოთხი ადამიანი გარდაიცვალა და ორი მძიმედ დაშავდა ბაღდათში, სოფელ დიმში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად. მსუბუქი ავტომობილი, რომელშიც, სავარაუდოდ, ოჯახის წევრები ისხდნენ, გზიდან გადავარდა. მომხდარზე შსს-მ გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით ... ...
  • ზუგდიდში, "საქართველოს ბანკის" ყაჩაღურ თავდასხმაში მონაწილე დამნაშავე პირის ვინაობა დადგენილიაზუგდიდში, "საქართველოს ბანკის" ყაჩაღურ თავდასხმაში მონაწილე დამნაშავე პირის ვინაობა დადგენილია და ის იდენტიფიცირებულია. ამის შესახებ შსს-ს განცხადებაშია ნათქვამი, რომელსაც უწყება 21 ოქტომბერს მომხდარი "საქართველოს ბანკის" ყაჩაღობის ფაქტთან დაკავშირებით ავრცელებს. უწყება მედიას და საზოგადოებას მოუწოდებს, თუ სხვადასხვა წყაროებით მათთვის ცნობილი გახდა დანაშაულის ჩამდენი პირის ვინაობა და ფოტოსურათი, არ გაავრცელონ, რადგან ეს ხელს შეუშლის მიმდინარე საგამოძიებო ღონისძიებებს. "შინაგან საქმეთა სამინისტრომ, ჩატარებული კომპლექსური საგამოძიებო-ოპერატიული და სამძებრო ღონისძიებების შედეგად, ყაჩაღურ თავდასხმაში მონაწილე დამნაშავე პირის ვინაობა დაადგინა და ის იდენტიფიცირებულია. შინაგან საქმეთა სამინისტრო მიმართავს მედიასაშუალებებს და საზოგადოების ყველა წევრს, თუ სხვადასხვა წყაროებით მათთვის ცნობილი გახდა დანაშაულის ჩამდენი პირის ვინაობა და ფოტოსურათი, არ გაავრცელონ აღნიშნული ინფორმაცია, რადგან ეს ხელს შეუშლის მიმდინარე საგამოძიებო ღონისძიებებს. პოლიციის მიერ იდენტიფიცირებული პირის ადგილსამყოფელის დადგენის და მისი დაკავების მიზნით სამართალდამცველების მიერ სპეციალური ოპერატიული, საგამოძიებო და სამძებრო მოქმედებები ამ დრომდე აქტიურად მიმდინარეობს. მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე, 236-ე და 144-ე მუხლებით გრძელდება. შინაგან საქმეთა სამინისტრო ფაქტთან დაკავშირებით დამატებით ინფორმაციას ეტაპობრივად გაავრცელებს",- ნათქვამია ... ...
  • “ოცნებას” კოალიცია დასჭირდება, ნაციონალები სათავეში ვერ მოვლენ” – პაატა ზაქარეიშვილიკონფლიქტოლოგი პაატა ზაქარეიშვილი ფიქრობს, რომ “ქართული ოცნება” არჩევნებზე 45%-ზე მეტს ვერ აიღებს. _ ეს არის ძალიან მინიმალური უპირატესობა, რის გამოც მას შეიძლება მოუწიოს რომელიმე პარტიასთან კოალიციაში შესვლა, რაც ნამდვილად არ არის ტრაგედია და ძალიან ნორმალური პროცესია, _ ამბობს ის “ახალ თაობასთან” ინტერვიუში. მისი აზრით, ოპოზიცია ისეთი ძლიერი იქნება, რომ “ქართულ ოცნებას” გასაქანს არ მისცემს. _ ეს კი ნებისმიერ შემთხვევაში “ოცნების” წარუმატებლობა იქნება. 2016 წლის შედეგებს “ქართული ოცნება” ვერ გაიმეორებს. ამიტომ ყველა ასე შეაფასებს, რომ “ქართული ოცნება” დამარცხდა 2016 წლის ფონზე, როცა ჰქონდა მას საკმაოდ მაღალი რეიტინგი და დიდი წარმატება. როგორც ზაქარეიშვილი ამბობს, "ოცნებას" კოალიცია დასჭირდება. – ოცნებას, რა თქმა უნდა, კოალიცია დასჭირდება! თუ კოალიცია არ დასჭირდება, მისთვის კიდევ უარესი. თუ წავა კოალიციის გარეშე, მაშინ მთელ ოპოზიციას აიმხედრებს მის წინააღმდეგ. დღეს ოპოზიციაში ბევრი გამოცდილი პოლიტიკოსია, “ქართულ ოცნებაში” პოლიტიკოსები არ არიან, იქ არიან მხოლოდ მედროვეები, რომლებიც ბიძინა ივანიშვილს შეჰყურებენ ხელებში და შესციცინებენ თვალებში. აქედან გამომდინარე, ისინი ყველაფერს გააკეთებენ ისე, როგორც ივანიშვილი იტყვის, ივანიშვილმა კი არ იცის, რა გააკეთოს. რომ სცოდნოდა, ამდენ ხანს გააკეთებდა რამეს. “ქართულმა ოცნებამ” სიტუაცია თავად შეიყვანა კრიზისში, ახლა გამოდის და იძახის, მე თუ არ მომცემთ ხმას, ისევ ნაციონალური მოძრაობა მოვაო. ეს ზღაპარია და ნუ ატყუებენ ხალხს! რადგან – თუ 60% გაქვს შენ, “ქართულ ოცნებას”, თუ ამას თავადვე ამბობ და 15% აქვს ნაციონალურ მოძრაობას, როგორ მოვა 15%-იანი პარტია ხელისუფლებაში?! ეს გამორიცხულია. ამიტომ ხალხს ნუ ატყუებენ", _ აღნიშნა ზაქარეიშვილმა. წყარო" "ახალი ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ აქვს თუ არა თქვენს ერუდიციას ფართო ჰორიზონტი

ეიფელის კოშკი ზაფხულში 15 სანტიმეტრით...

ტესტი _ რა იცი ჰოლივუდის ვარსკვლავების შესახებ

ლეონარდოს დი კაპრიოს სახელი ლეონარდო...

ტესტი _ რა გახსოვს სკოლიდან?

გამოქვაბულში ქვევიდან ზევით აღმართულ წარმონაქმნებს...

ტესტი _ შენ და საქართველოს ისტორია

საქართველოს რომელი მეფე დასაჯეს სიკვდილით...

კარმიდამო ჩემი

დროა, მივეჩვიოთ ბუნებრივი რესურსების ეკონომიურად ხარჯვას

პლანეტის გლობალური კლიმატური ცვლილებები ბევრ...

როგორ მოვრწყოთ ვარდები _ ნუ გამოვიყენებთ სუფთა წყალს

ყვავილები, განსაკუთრებით, ვარდები, ყველას უყვარს....

ჩითილების მომზადება კოშტების და ნახერხის დახმარებით

ჩვენი გამოცდილი მეურნეები, სხვადასხვა ხალხურ...

რომელი მცენარეა ფშატი?

ჩვენი არა ერთი მკითხველის გვთხოვს,...

ხალხური მედიცინა დეზინფექციისთვის

სისუფთავის ხარისხი იქ, სადაც ადამიანი...

"საშობაო ლიქიორის" მომზადების ყველაზე შედეგიანი მეთოდი

ძალზე პოპულარული, "საშობაო ლიქიორის" მომზადების...

ყაბაყის ტორტი

საჭირო მასალა: ორი ცალი ყაბაყი,...

სტაფილოს სალათი ცერეცოთი

საჭირო მასალა: სამი ცალი სტაფილო,...

სოკოს სალათი შებოლილი ქათმის ხორცით

ეს უგემრიელესი სალათი უნდა მოვამზადოთ...