გურიის რესპუბლიკის სასამართლოს ბრალდებულები

ისტორია

გურიის რესპუბლიკის სასამართლოს ბრალდებულები

16 ნოე. 2019, 11:31:29

1908 წლის 21 იანვარს თბილისში დაიწყო გურიის რესპუბლიკის სასამართლო პროცესი.  მონაწილეებს ბრალს სდებდნენ 102 მუხლით –სპეციალური ორგანიზაციის შექმნა ცარიზმის დასამხობად შეიარაღებული საშუალებით. პასუხისგებაში მიცემულ იყვნენ: ბენია ჩხიკვიშვილი, ნესტორ ერქომაიშვილი, სიმონ ღლონტი, სერგო სურგულაძე, მოსე ტუღუში, (გამოძიებამ ტუღუშის ბინაში აღმოაჩინა სია პიროვნებებისა, ვინც მონაწილეობას იღებდა გურიის რევოლუციურ მოძრაობაში) პარმენ თოთიბაძე, ალექსანდრე იმედაშვილი, რაჟდენ ხომერიკი, გიორგი მამულაშვილი, კირილე ლომიძე, გიორგი ჭოღოშვილი, გიორგი შალიკაძე, მიხეილ თუმანიშვილი, მიხეილ ახალაძე, ისაკი საბაშვილი, ივანე გოგიტიძე, დიმიტრი გოგიტიძე, ვლადიმერ დუმბაძე, გრიგოლ დუმბაძე, მოსე ტუღუში, ანტონ ლომჯარია. დასახელებულ პირთაგან ზოგიერთმა (გ. ჭოღოშვილი, გ. შილაკაძე, მ. თუმანიშვილი, მ. ახალაძე, ი. საბაშვილი, ი. გოგიტიძე, ვ. დუმბაძე, გ. დუმბაძე) მიმალვა შეძლო.  ინტერეს მოკლებული არ იქნება გაგაცნოთ ზოგიერთი ბრალდებულის დახასიათება, რომელსაც გაზეთი ,,ისარი” (#20, 1908) გამოძიების მიერ მოპოვებულ ცნობებზე დაყრდნობით გვაწვდის: ,,ნესტორ ერქომაიშვილი გურიის კომიტეტის წევრი იყო და მეთაურობდა ტერორისტების ჯგუფს. ითვლებოდა აგრეთვე წითელ რაზმის ერთ-ერთ უფროსად. იგი ტერორისტების დახმარებით ჰკრებდა იარაღს. იგი იყო აგრეთვე ბენია ჩხიკვიშვილის ერთ-ერთ მცველად. ნასაკირალის საქმეშიაც მიუღია მონაწილეობა”. ნაპოვნ სიაში ერქომაიშვილი 35-ე ნომრად, ტერორისტად არის მოხსენიებული.

,,სიმონ ღლონტი ტერორისტთა ჯგუფში ყოფილა. მონაწილეობას იღებდა ქ. ოზურგეთის სავაჭრო ნაწილის მართვა-გამგეობაში და ითვლებოდა ნოქრების წარმომადგენელად ს. დ. ორგანიზაციაში. ტუღუშთან ნაპოვნ სიაში იგი 94-ე ნომრით ტერორისტად არის აღნიშნული”.

,,ანტონ ლომჯარია ოზურგეთის ვაჭრების წარმომადგენლად ითვლებოდა გურიის კომიტეტში. როგორც ასის თავი, ხელმძღვანელობდა ვაჭრობას, გაფიცვის საქმეებს და ნიშნავდა დროს მაღაზია-დუქნების გაღება-დახურვისას. ამოწმებდა სასწორებს, დამნაშავე ვაჭრებს სჯიდა, აცხადებდა სად და როდის იყო დანიშნული მიტინგი და სხვა. თავის სახლში ინახავდა ნაწილს იარაღებისას და ითვლებოდა ტერორისტთა ჯგუფის წევრად”.

სერგო სურგულაძე ,,ჰკრებდა გადასახადებს კომიტეტის სასარგებლოდ და აგრეთვე არჩევდა ახალგაზდობას მებრძოლ რაზმისათვის. ბრალდებულს უნახეს მოწერილობანი გურიის კომიტეტისაგან. კომიტეტი სთხოვდა დახმარებას იარაღით და სხვა. ასეთი მოწერილობა ექვსი უნახეს”.

,,მოსე ტუღუში... ათის თავი იყო. მანიფესტის შემდეგ ბაღში მიტინგზე სიტყვა წარმოსთქვა და მიიწვია ხალხი შეიარაღებულ აჯანყებისათვის. ბრალდებული ჰკრებდა ფულს რევოლიუციისათვის, არჩევდა სხვა და სხვა პირთა საჩივრებს, მონაწილეობა მიიღო საქალაქო საქმის ორგანიზაციაში... სიაში თვით ტუღუში აღნიშნულია მებრძოლ რაზმის უფროსად. ხმოსნობაზე ტუღუშს კენჭი უყრია და ამოსვლია 303 ხმა”.

,,პარმენ თოთიბაძე ითვლებოდა ოზურგეთის ასის თავად. იგი მიტინგზე ხალხს იწვევდა არსებულ წესწყობილების დასამხობად. ბრალდებულს უნახეს საზოგადოების სახელზე თხოვნა. თოთიბაძე ამ თხოვნაში ასწერს, თუ რა სამსახური გაუწია მან რევოლუციონურ მოძრაობას, როგორ მიატოვა სამსახური და სხვა, იგი ხშირად მიტინგებს თავმჯდომარეობდა”.

,,ალექსანდრე იმედაშვილი წევრი იყო მებრძოლ რაზმისა. იგი მონაწილეობას იღებდა სამაზრო სამმართველოდან იარაღის გატაცებაში. იგი ითვლებოდა ათის თავად”.

,,რაჟდენ ხომერიკი ტერორისტთა ჯგუფის წევრად ითვლებოდა; ჰკრებდა იარაღს, მონაწილეობას იღებდა მაზრის სამმართველოსა და მომრიგებელ მოსამართლის კამერიდან იარაღის გატაცებაში. დაეცა პრაპორშჩიკს ბერიძეს იარაღის ჩამოსართმევად”.

,,გიორგი მამულაიშვილი ითვლებოდა კომიტეტის წევრად და სხვებთან ერთად ს. -დემოკრატების კლუბს განაგებდა. ამ კლუბში იმართებოდა კრებები კომიტეტისა და სასამართლოს წევრებისა. აქვე მართავდნენ წარმოდგენებს და საზოგადო კრებებს. მამულაიშვილი ხელს უწყობდა მიტინგების გამართვას და კრებებზე წესიერების დაცვას ადევნებდა თვალყურს. ამისათვის მამულაიშვილს ,,პრისტავს” ეძახდნენ. ტუღუშის სიაში მე-5 ნომრით არის აღნიშნული. ხმოსნად იგი 413 ხმით აირჩიეს”.

,,სიმონ ტოტოჩავა ტერორისტთა ჯგუფში ითვლებოდა, ზოგჯერ უფროსობდა წითელ რაზმს. იგი დამცველი იყო პრეზიდენტად წოდებულის ჩხიკვიშვილისა”.

,,კირილე ლომაძე სოფელ ჩიბათში ასის თავად ითვლებოდა და მონაწილეობდა ადგილობრივ ორგანიზაციაში. ლომაძე ამ სოფელში მართავდა ყრილობებს, ეწეოდა პროპაგანდას და იწვევდა ხალხს ასაჯანყებლად”. 

გაზეთი ,,ცისკარი” (#11, 1908) ასევე აქვეყნებს პასუხისგებაში მიცემული პირების ვინაობას და მათ წლოვანებას: ოზურგეთის მაზრის მცხოვრები აზნაური ბენიამენ ჩხიკვიშვილი, 24 წლისა; დიომიდე შილაკაძე, 32 წლისა; ალ. იმედაშვილი, 23 წლისა; ანტ. ლომჯარია, 33 წლისა; რაჟდ. ხომერიკი, 26 წლისა; სერგო სურგულაძე, 27 წ.; ნესტორ ერქომაიშვილი 46 წ.; გ. მამულაიშვილი, 28 წლისა, პარმენ თოთიბაძე 20 წ.; მოსე ტუღუში, 36 წ.; და სიმონ ღლონტი 31 წ... 

ამონარიდი ჩემი წიგნიდან ,,გურიის რესპუბლიკა”, რომლის ახალი შევსებული გამოცემა მალე გამოვა (გამომცემლობა ,,აზრი”).




 ახალი ამბები
  • ავარია ნასაკირალზე _ ოზურგეთი-ჩოხატაურის გზაზე მოძრაობა შეზღუდულიაროგორც "გურია ნიუსს" ატყობინებენ, ამ წუთებში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა ოზურგეთი-ჩოხატაურის ცენტრალური გზის ნასაკირალის მონაკვეთზე. ერთმანეთს მსუბუქი ავტომანქანა და ფორდტრანზიტი შეეჯახა. მსუბუქად დაშავებდა ერთი ადამიანი. როგორც გვითხრეს გზაზე გადაადგილება შეზღუდულია. ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები. შსს-ს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება დაწყებულია 276-ე მუხლის მეორე ... ...
  • ქურდობა ოზურგეთის ერთ-ერთ მარკეტშიდღეს, ოზურგეთში, ერთ-ერთ მარკეტში ქურდობა მოხდა.  ფაქტის მხილველთა  თქმით, პირმა გაიტაცა ალკოჰოლური სასმელები.  მომხდარ ქურდობის  ფაქტზე, შსს ასეთ კომენტარს აკეთებს: „მარკეტიდან პირმა გაიტაცა კონიაკი.  საქმე აღძრულია სისხლის სამართლის 177-ე მუხლით, ქურდობის ფაქტზე“, _ გვითხრეს შსს ... ...
  • გიორგი სიორიძე: ამომრჩევლის დაბალი აქტივობა მხოლოდ „ოცნებას“ აძლევს ხელსამომრჩევლის დაბალი აქტივობა მხოლოდ „ოცნებას“ აძლევს ხელს მოვუწოდებ „ლელოს“ მხარდამჭერებს სიფრთხილისა და აქტიურობისკენ, _ ამის შესახებ პოლიტიკური გაერთიანება „ლელო საქართველოსთვის“ გურიის მაჟორიტარმა კანდიდატმა გიორგი სიორიძემ სპეციალურ ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით, არჩევნებამდე 10 დღეზე ოდნავ მეტი ხნით ადრე იქმნება ვითარება, როცა კორონავირუსის პანდემიის შედეგად საარჩევნო პროცესს იძულებით ისედაც გამოაკლდება ათეულობით ათასი ამომრჩეველი. „ჩვენს თვალწინ ვითარდება შემაშფოთებელი პროცესი, როცა კორონავირუსის პანდემია ახალი ძალით უტევს საზოგადოების ჯანმრთელობასა და ქვეყნის ეკონომიკას. ფაქტია, მძიმე ეპიდემიოლოგიური ვითარება, რაც ბოლო ერთი თვის განმავლობაში განსაკუთრებით გართულდა, ნეგატიურად აისახება 31 ოქტომბრის უმნიშვნელოვანესი არჩევნების მიმდინარეობაზეც. ფაქტია ისიც, რომ „ოცნების“ ნაქებმა პანდემიურმა კრიზისმენეჯმენტმა ჩაილურის წყალი დალია და დღეს ვდგავართ იმ რეალობის წინაშე, როცა ამომრჩეველთა სოლიდური ნაწილი ინფიცირებისა თუ კარანტინში და თვითიზოლაციაში ყოფნის გამო მონაწილეობას ფიზიკურად ვერ მიიღებს არჩევნებში. ბუნებრივია, არსებობს მოსახლეობის ასევე სოლიდური ნაწილიც, რომელიც დაინფიცირების რისკის გამო უბრალოდ თავს აარიდებს საარჩევნო უბანზე მისვლას. ასეთი ვითარება და შედეგად არჩევნების დღეს  მოქალაქეთა მხრიდან დაბალი აქტივობის დაფიქსირება ერთადერთ პოლიტიკურ ძალას აძლევს ხელს და ეს ძალა მმართველი პარტია „ქართული ოცნებაა“. ჩვენ ნათლად ვხედავთ, რომ ხელისუფლება ძალაუფლების შესანარაჩუნებლად მიდის ყველაფერზე. ცხადია, ის ბოლომდე და უკანონოდ გამოიყენებს ადმინისტრაციულ რესურსს და შესაძლოა, ვირუსით დაინფიცირების დიდი რისკის ქვეშაც კი ძალდატანებით აიძულოს მისი მომხრეები, რომ მივიდნენ უბნებზე, ხმა მისცენ და ამის შესახებ სხვადასხვა ფორმით შემდგომ „უპატაკონ“ კოორდინატორსა თუ უფრო მაღალი იერარქიის პარტიულ ბოსებს. ერთადერთი საშუალება, რომ არ მივცეთ „ოცნებას“ არჩევნების დღეს კოვიდის შიშით მანიპულირების საშუალება და ამით შედეგებზე არსებითი გავლენის მოხდენა და პრაქტიკულად არჩევნების გაყალბება, არის ის, რომ მაქსიმალური სიფრთხილითა და  რეგულაციების ზედმიწევნით დაცვით მივიდეთ საარჩევნო ურნასთან და ხმა მივცეთ ორპოლუსიანი პოლიტიკის ორივე მეტასტაზის დასრულებას. ანუ, ავირჩიოთ წარმატებული პროფესიონალების გუნდი. ავირჩიოთ ახალი ძალა, ახალი იმედი. ავირჩიოთ „ლელო საქართველოსთვის“, - განაცხადა გიორგი სიორიძემ. მისი თქმით, არჩევნებამდე დარჩენილი პერიოდს „ლელო“ მაქსიმალურად გამოიყენებს მთელ საქართველოში სააგიტაციოდ. „მე გურიაში, მაჟორიტარობის სხვა კანდიდატები თავიანთ ოლქებში, პარტიის სხვა წევრები სრულიად საქართველოში არჩევებამდე დარჩენილ პერიოდს გამოვიყენებთ მაქსიმალურად, რათა ჩვენს ამომრჩეველს კიდევ ერთხელ ავუხსნათ, თუ რატომ უნდა ენდონ „ლელოსა“ და მის მაჟორიტარებს. მე დარწმუნებული ვარ, ამომრჩეველი „ლელოს“ „მარშალის გეგმაში“ კარგად ხედავს საქართველოს ჩიხიდან გამოსვლისა და განვითარების კონკრეტულ, რეალურ პროგრამას, რომელიც გააზრებულია პრაქტიკულად ყველა სასიცოცხლო მიმართულების მიხედვით. დ დარწმუნებული ვარ იმაშიც, რომ საქართველოს ამომრჩეველი „ლელოს“ ფართოდ გაუღებს კარს ქართულ პოლიტიკაში. იმაშიც დარწმუნებული ვარ, რომ პოლიტიკურად ყოველთვის აქტიური გურიის ამომრჩეველი არც ამჯერად დარჩება მოვლენების მიღმა, არ შეუშინდება მძიმე პანდემიურ ფონს და მაქსიმალური სიფრთხილითა და რეგულაციების ზედმიწევნით დაცვით თავის გადამწყვეტ სიტყვას იტყვის „ოცნების“ ოპოზიციაში გაშვებისა და „ლელოს“ ხელისუფლებაში მოსვლის საქმეში. ყველას მოგიწოდებთ, 31 ოქტომბერს ვიყოთ ფრთხილები, ამასთანავე  ძალიან აქტიურები  და შევასრულოთ ჩვენი სამოქალაქო ვალდებულება, - მივიდეთ არჩევნებზე“, - აღნიშნა ბრიფინგზე გიორგი სიორიძემ.   ... ...
  • ჩოხატაურის მერიაში მუშაობა შეუფერხებლად გრძელდებაჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერიის ერთ-ერთ თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა. “გურია ნიუსის“  წყაროს ინფორმაციით, სწორედ ამიტომ, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერი და მერიის თანამშრომლები თვითიზოლაციაში გადავიდნენ. ამ ინფორმაციის გადამოწმების გარდა, “გურია ნიუსი“ დაინტერესდა, თუ რა რეჟიმით აგრძელებს ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერია მუშაობას.  _ არ ვიმყოფები თვითიზოლაციაში, რადგან საფინანსო სამსახურის უფროსთან, რომელსაც კორონავირუსი დაუდგინდა, იმ დღეებში კონტაქტი არ მქონია. მერია აგრძელებს ფუნქციონირებას, ნაწილი თანამშრომლებისა, პირველ რიგში, საფინანსო სამსახური, გადასულია დისტანციურ რეჟიმზე. საფინანსო სამსახურის უფროსიც დისტანციურად მუშაობს კლინიკიდან, რისთვისაც განსაკუთრებულ მადლობას იმსახურებს,“ _ გვითხრა მუნიციპალიტეტის მერმა ირაკლი ... ...
  • "ქართული ოცნების" ლანჩხუთის საარჩევნო შტაბი განცხადებას ავრცელებს"ქართული ოცნების" საარჩევნო შტაბი საჯარო განცხადებას ავრცელებს და განმარტავს, რომ ვირუსთან დაკავშირებით, შტაბის წევრებზე, ჩატარებული ტესტირების ყველა პასუხი უარყოფითია. "გაცნობებთ, რომ ქვეყანაში არსებული მდგომარეობიდან გამომდინარე, "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" ლანჩხუთის საარჩევნო შტაბის ყველა წევრმა გუშინ გაიკეთა ტესტირება კოვიდ 19-ზე. საბედნიეროდ, პასუხი უარყოფითია. შტაბის წევრებს ყველა 48 საათში ჩაუტარდება ტესტი, რომ რაიმე არ გამოგვეპაროს და ვიყოთ მაქსიმალურად დაცულები. შტაბის მუშაობას ხელი არ შეეშლება, რადგან ყველა სავალდებულო რეგულაცია ზედმიწევნით იყო და არის დაცული. კიდევ ერთხელ ვიმეორებთ, გუშინ შტაბის ყველა წევრის ტესტის პასუხი უარყოფითია!!!" - წერია "ოცნების" ადგილობრივი ორგანიზაციის მიერ სოციალურ ქსელში გავრცელებულ განცხადებაში. ცნობისთვის, ლანჩხუთის მერს, ალექსანდრე სარიშვილს კოვიდინფექცია გასულ შაბათს დაუდასტურდა და იგი მკურნალობას საკუთარ სახლში ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ როგორ იცნობ გარე სამყაროს?

რომელ ცხოველს შეუძლია უწყლოდ გაძლება...

ტესტი _ იცი თუ არა ფეხბურთის ისტორია

ვის გაუტანა 1986 წელს მარადონამ...

ტესტი _ რამდენად ერკვევი სხვადასხვა სფეროში

რომელია ყველაზე პატარა სახელმწიფო მსოფლიოში?

ტესტი _ რა იცი მსოფლიოს ღირშესანიშნაობების შესახებ?

რომელმა ქვეყანამ აჩუქა აშშ-ს თავისუფლების...

კარმიდამო ჩემი

დროა, მივეჩვიოთ ბუნებრივი რესურსების ეკონომიურად ხარჯვას

პლანეტის გლობალური კლიმატური ცვლილებები ბევრ...

როგორ მოვრწყოთ ვარდები _ ნუ გამოვიყენებთ სუფთა წყალს

ყვავილები, განსაკუთრებით, ვარდები, ყველას უყვარს....

ჩითილების მომზადება კოშტების და ნახერხის დახმარებით

ჩვენი გამოცდილი მეურნეები, სხვადასხვა ხალხურ...

რომელი მცენარეა ფშატი?

ჩვენი არა ერთი მკითხველის გვთხოვს,...

ხალხური მედიცინა დეზინფექციისთვის

სისუფთავის ხარისხი იქ, სადაც ადამიანი...

"საშობაო ლიქიორის" მომზადების ყველაზე შედეგიანი მეთოდი

ძალზე პოპულარული, "საშობაო ლიქიორის" მომზადების...

ყაბაყის ტორტი

საჭირო მასალა: ორი ცალი ყაბაყი,...

სტაფილოს სალათი ცერეცოთი

საჭირო მასალა: სამი ცალი სტაფილო,...

სოკოს სალათი შებოლილი ქათმის ხორცით

ეს უგემრიელესი სალათი უნდა მოვამზადოთ...