გურულების ქომაგი ბუღარა მამალაძე

ისტორია

გურულების ქომაგი ბუღარა მამალაძე

5 აპრ. 2020, 13:11:55

სახალხო გმირი, გაბრიელ, მეტსახელად ბუღარა მამალაძე ლეგენდად არის ქცეული. უცნობია ბუღარა მამალაძის დაბადება-გარდაცვალების თარიღი, დოკუმენტებისა და გადმოცემების მიხედვით ის XIX საუკუნის პირველ ნახევარში ცხოვრობდა და გურიის 1841 წლის ჯანყის დროს, უკვე მოხუცებული, ჯანყშიც მონაწილეობდა თურმე.

მამალაძე XIX საუკუნის პირველ ნახევარში გურულების დამცველი და ოსმალების დაუძინებელი მტერი იყო, განსაკუთრებით კი ტყვეებით მოვაჭრეებისა. ჟურნალისტი ხათუნა პაიჭაძის ბებიის მონაყოლის მიხედვით, ,,...კაძახი ვარო მაგას უნდა ეთქვა... მაგი რომ არ ყოფილიყო მაგფერი გადარეული შენ და მე და კიდო ბევრი სულ თუ ვიქნებოდით ამ ქვეყანაზე? ბუღარა მამალაძის ამბავი ალბათ ქართველების 80 პროცენტმა არ იცის”.

საქართველოში ოდითგანვე ყმების გაყიდვა და მათი გადაცვლა ჩვეულებრივი მოვლენა იყო. ყმების გაყიდვა საქართველოში მრავალი საუკუნის განმავლობაში ხდებოდა, ეს საკმაოდ სარფიანი ბიზნესი გახლდათ, ტყვეებს ყიდდნენ ყველანი, ვისაც კი არ ეზარებოდა, განსაკუთრებით დასავლეთ საქართველოში. მეფეები (`იყო ესე ალექსანდრე მეფე... (1683-1695) ხელად მქცევი, ცუნდრუკი, უღვთო ტყვის მსყიდველი~), მთავრები, თავად-აზნაურები, გლეხები და თვით მღვდელმთავრებიც (`გაბრიელ ჭყონდიდელი იყო უღვთო, მეძავ-მემრუშე, სოდომია, და ტყვის მსყიდველი და სავსე ბოროტითა~). ქართველი მოვაჭრენი სარგებლის მოლოდინში არაფერს ერიდებოდნენ. იტალიელ მისიონერს არქანჯელო ლამბერტის მოჰყავს ერთი ფაქტი, თუ როგორ შეიტყუა ოდიშის დიდებულმა ვინმე ჭილაძემ თორმეტი ქართველი მღვდელი, ბორკილები დაადო, თმა და წვერი გაპარსა და თურქებს მიჰყიდა.

ნოე ჟორდანია თავის მემუარებში ერთ საინტერესო ამბავს ყვება: ,,ოსმალოს დამარცხების შემდეგ ჩოლოქზე ჩვენი ჯარები შევიდა აჭარა-ქობულეთში. გურული მილიციის ერთი რაზმი ანტონ ქარცივაძის მეთაურობით დაბანაკდა ქ. ართვინში. ანტონმა მიიღო დაპატიჟება სადილად თავისი რაზმით ერთ ბერძნის ოჯახში. სტუმრები გამოცხადდენ, შეხვდა ახალგაზრდა ლამაზი დიასახლისი, რომელმაც დაახვედრა ჩვენებური სადილი. ქმარი შინ არ იყო. შუა ჭამაში რომ არიან ანტონს ფერი ეცვალა. დაკვირვებით ათვალიერებს დაისახლისს, უცებ იცნო და იქვე სტოლის ქვეშ ჩაიკეცა. მივარდენ, ააყენეს, გაიყვანეს მეორე ოთახში საყვედურებით _ ბევრი დაულევიაო. მაგრამ ქალი მიხვდა რაშიდაც იყო საქმე. მიხვდა რომ ქარცივაძემ ის იცნა, შევიდა მასთან ოთახში და ანუგეშებს _ წარსული მე უკვე დიდი ხანია დავივიწყე, ხომ ხედავ ღმერთმა არ მომიძულა, მოვესწარი გურულების ნახვასაც... გამოჩნდა, რომ ეს ქალია გურიანთელი გლეხის შვილი, მოტაცებული და გაყიდული სწორეთ ანტონ ქარცივაძის მიერ”.
სარგის კაკაბაძის თქმით, მალაქია კათალიკოსის გავლენის მიუხედავად, ის უძლური იყო შეეჩერებინა ტყვეთა გაყიდვა გურიაში. ,,ეკლესია და მალაქია კათალიკოსი ებრძოდნენ ამ ბოროტმოქმედებას, მაგრამ საერთო სტიქიურ მოვლენას მარტო ზნეობრივი ხასიათის ზომები, რასაკვირველია ვერ შეაჩერებდა”. ტყვეთა გაყიდვის ამ აღმაშფოთებელ ტენდენციას წერტილი მხოლოდ რუსეთ-თურქეთის (1877-78) ომის შემდეგ დაესვა.

გურიის მთავარს გურიელს არ ეპიტნავებოდა ბუღარას გამოსვლები ტყვეთა გამყიდველების წინააღმდეგ, როგორც ოსმალების ასევე მებატონეების წინააღმდეგ, მას სარფიანი საქმე, შესაბამისად, დიდი შემოსავალი ეცლებოდა ხელიდან და ერთხლაც მამალაძე თავისთან დაიბარა - საქმე მაქვსო. ბუღარამ იცოდა რაც მოელოდა, არ მივიდა და შეუთვალა გურიელს: ,,თხის ჯოგივით რომ ჰყიდი ყმებს, ერთიც ვნახოთ და ომი გამოგიცხადონ, მერე ვიღას იმედი გაქვს დაცარიელებულ ქვეყანაშიო?”

ვინმე ნესტორ მამალაძის გადმოცემით ,,ბუღარა არ ემორჩილებოდა ბატონებს. იგი რომ გურიელს დამორჩილებოდა, ჩვენ სულ თხის ფასად გევიყიდებოდით და აი სოფლები, სადაც ახლა ჩვენ ვართ ნასოფლარები იქნებოდა”. ვინ მოსთვის რამდენი შეტაკება ჰქონია ბუღარა და მის რაზმს მომხდურებთან და რამდენი გურული გადაურჩენია უბედურებას. ერთხელ ოსმალები გამუსულმანებული ქართველის დადიან-ოღლის მეთაურობით ბუღარას მშობლიურ ხევს (ძველი სახელია მამალაძე) და სხვა სოფლებს თავს დაესხნენ, ააწიოკეს, ქალები, ბავშვები და მოხუცები ერთმანეთს გადააბეს და ოსმალეთისკენ გასაყიდად წაასხეს. ბუღარა, მისი ძმები სხვებთან ერთად დაედევნა მძარცველებს და ბახმაროსკენ მიმავალ გზაზე დაეწია მათ. მოულოდნელად დააესხნენ თავს. ბუღარა ისე დარევია ოსმალებს, ,,როგორც მგელი ცხვრის ფარას”. ხელჩართულ ბრძოლაში მოკლა დადიან-ოღლი. ადგილს, სადაც ეს ბრძოლა მოხდა ,,დადიან-ოღლის ნაკლავი” შეარქვეს. სახალხო გმირის შესახებ შექმნილ ლექსში ეს ამბავი ასეა აღწერილი:
იქ, სადაც ახლა ხევია,
მის შორს, გადაღმა, სერია
სერს იქით კიდევ მთა არის
ბუღარას ნაბრძოლებია.
იქ მოჰკლა დადიან-ოღლი,
ასე გვიყვება ამბავი;
და შერჩა იმ მთას სახელად
დადიან-ოღლის ნაკლავი.

სხვათაშორის, ოსმალების ერთ-ერთ შემოსევას ბუღარას მამა, ოთია ემსხვერპლა.
ბუღარა მამალაძე თურმე ტანად არც თუ ისე მაღალი ყოფილა, მხარბეჭიანი და ,,მორგვის სიმსხო” მკლავები ჰქონია; ამასთან გოლიათურად ღონიერი ყოფილა. ექვთიმე თაყაიშვილი იხსენებდა: ,,ბებიაჩემი ღონიერზე იტყოდა: ბუღარა ხომ არ არისო? მას საოცარი მჭექარე ხმა ჰქონია”. გადმოცემის მიხედვით, როცა ბუღარა დასჭყივლებდა მისი ყიჟინა ახლო-მახლო სოფლებს სწვდებოდა, თუ სადმე ორსული ქალი იყო, აუცილებლად მუცელი მოეშლებოდაო. ამიტომ მას ხშირად აფრთხლილებდნენ, ამა და ამ ადგილას ფეხმძიმე ქალი არისო.

ეს კი მის შესახებ შექმნილი პოემის ბოლო სტროფებია:

კუდიგორიდან გამოჩნდა კაკო,
მარაბდის მთებს კი გასცდა არსენა,
ზემო გურიამ ბუღარა აქო,
ქვემომ -სისონა ტკბილად ახსენა.

ბუღარას შემდეგ სხვებს უბუღია,
ნასაკირალზე ქროდა დათიკო,
ვისაც ხალხისთვის კარგი უქნია,
მასზე ამბობენ ,,ვაჟკაცი იყო".
(ცნობისათვის: ლექსში დასახელებულნი არიან ცნობილი ფირალები სისონა დარჩია და დათიკო შევარდნაძე).
ვინმე ი. ჩანტლაძის გადმოცემით, გურიის 1841 წლის ჯანყის დროს ბაბუამისი ბუღარას მეთაურობით იბრძოდა ჩოხატაურში, ,, ძლიერ ხნოვანი იყო სულკურთხეული, მარა მაშვინ მაინც ძაან იჯამაგაო”. ამასვე ადასტურებს ონჭიქეთელი ილარიონ ჯინჭარაძე. აკადემიკოსი ნიკო ბერძენიშვილს კი ყმაწვილობაში გაუგონია ჯანყის მომსწრე ერთი ფარცხმელი გლეხისაგან, რომ ,,ბუღარა ჯანყში თაობდაო”.

წერილში გამოყენებულია შემდეგი მასალები: მამია დუმბაძე ,,გურიის სახალხო გმირი ბუღარა მამალაძე”, იური სიხარულიძე ,,გლეხთა აჯანყება გურიაში 1941 წელს”.




 ახალი ამბები
  • ავარია ნასაკირალზე _ ოზურგეთი-ჩოხატაურის გზაზე მოძრაობა შეზღუდულიაროგორც "გურია ნიუსს" ატყობინებენ, ამ წუთებში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა ოზურგეთი-ჩოხატაურის ცენტრალური გზის ნასაკირალის მონაკვეთზე. ერთმანეთს მსუბუქი ავტომანქანა და ფორდტრანზიტი შეეჯახა. მსუბუქად დაშავებდა ერთი ადამიანი. როგორც გვითხრეს გზაზე გადაადგილება შეზღუდულია. ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები. შსს-ს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება დაწყებულია 276-ე მუხლის მეორე ... ...
  • ქურდობა ოზურგეთის ერთ-ერთ მარკეტშიდღეს, ოზურგეთში, ერთ-ერთ მარკეტში ქურდობა მოხდა.  ფაქტის მხილველთა  თქმით, პირმა გაიტაცა ალკოჰოლური სასმელები.  მომხდარ ქურდობის  ფაქტზე, შსს ასეთ კომენტარს აკეთებს: „მარკეტიდან პირმა გაიტაცა კონიაკი.  საქმე აღძრულია სისხლის სამართლის 177-ე მუხლით, ქურდობის ფაქტზე“, _ გვითხრეს შსს ... ...
  • გიორგი სიორიძე: ამომრჩევლის დაბალი აქტივობა მხოლოდ „ოცნებას“ აძლევს ხელსამომრჩევლის დაბალი აქტივობა მხოლოდ „ოცნებას“ აძლევს ხელს მოვუწოდებ „ლელოს“ მხარდამჭერებს სიფრთხილისა და აქტიურობისკენ, _ ამის შესახებ პოლიტიკური გაერთიანება „ლელო საქართველოსთვის“ გურიის მაჟორიტარმა კანდიდატმა გიორგი სიორიძემ სპეციალურ ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით, არჩევნებამდე 10 დღეზე ოდნავ მეტი ხნით ადრე იქმნება ვითარება, როცა კორონავირუსის პანდემიის შედეგად საარჩევნო პროცესს იძულებით ისედაც გამოაკლდება ათეულობით ათასი ამომრჩეველი. „ჩვენს თვალწინ ვითარდება შემაშფოთებელი პროცესი, როცა კორონავირუსის პანდემია ახალი ძალით უტევს საზოგადოების ჯანმრთელობასა და ქვეყნის ეკონომიკას. ფაქტია, მძიმე ეპიდემიოლოგიური ვითარება, რაც ბოლო ერთი თვის განმავლობაში განსაკუთრებით გართულდა, ნეგატიურად აისახება 31 ოქტომბრის უმნიშვნელოვანესი არჩევნების მიმდინარეობაზეც. ფაქტია ისიც, რომ „ოცნების“ ნაქებმა პანდემიურმა კრიზისმენეჯმენტმა ჩაილურის წყალი დალია და დღეს ვდგავართ იმ რეალობის წინაშე, როცა ამომრჩეველთა სოლიდური ნაწილი ინფიცირებისა თუ კარანტინში და თვითიზოლაციაში ყოფნის გამო მონაწილეობას ფიზიკურად ვერ მიიღებს არჩევნებში. ბუნებრივია, არსებობს მოსახლეობის ასევე სოლიდური ნაწილიც, რომელიც დაინფიცირების რისკის გამო უბრალოდ თავს აარიდებს საარჩევნო უბანზე მისვლას. ასეთი ვითარება და შედეგად არჩევნების დღეს  მოქალაქეთა მხრიდან დაბალი აქტივობის დაფიქსირება ერთადერთ პოლიტიკურ ძალას აძლევს ხელს და ეს ძალა მმართველი პარტია „ქართული ოცნებაა“. ჩვენ ნათლად ვხედავთ, რომ ხელისუფლება ძალაუფლების შესანარაჩუნებლად მიდის ყველაფერზე. ცხადია, ის ბოლომდე და უკანონოდ გამოიყენებს ადმინისტრაციულ რესურსს და შესაძლოა, ვირუსით დაინფიცირების დიდი რისკის ქვეშაც კი ძალდატანებით აიძულოს მისი მომხრეები, რომ მივიდნენ უბნებზე, ხმა მისცენ და ამის შესახებ სხვადასხვა ფორმით შემდგომ „უპატაკონ“ კოორდინატორსა თუ უფრო მაღალი იერარქიის პარტიულ ბოსებს. ერთადერთი საშუალება, რომ არ მივცეთ „ოცნებას“ არჩევნების დღეს კოვიდის შიშით მანიპულირების საშუალება და ამით შედეგებზე არსებითი გავლენის მოხდენა და პრაქტიკულად არჩევნების გაყალბება, არის ის, რომ მაქსიმალური სიფრთხილითა და  რეგულაციების ზედმიწევნით დაცვით მივიდეთ საარჩევნო ურნასთან და ხმა მივცეთ ორპოლუსიანი პოლიტიკის ორივე მეტასტაზის დასრულებას. ანუ, ავირჩიოთ წარმატებული პროფესიონალების გუნდი. ავირჩიოთ ახალი ძალა, ახალი იმედი. ავირჩიოთ „ლელო საქართველოსთვის“, - განაცხადა გიორგი სიორიძემ. მისი თქმით, არჩევნებამდე დარჩენილი პერიოდს „ლელო“ მაქსიმალურად გამოიყენებს მთელ საქართველოში სააგიტაციოდ. „მე გურიაში, მაჟორიტარობის სხვა კანდიდატები თავიანთ ოლქებში, პარტიის სხვა წევრები სრულიად საქართველოში არჩევებამდე დარჩენილ პერიოდს გამოვიყენებთ მაქსიმალურად, რათა ჩვენს ამომრჩეველს კიდევ ერთხელ ავუხსნათ, თუ რატომ უნდა ენდონ „ლელოსა“ და მის მაჟორიტარებს. მე დარწმუნებული ვარ, ამომრჩეველი „ლელოს“ „მარშალის გეგმაში“ კარგად ხედავს საქართველოს ჩიხიდან გამოსვლისა და განვითარების კონკრეტულ, რეალურ პროგრამას, რომელიც გააზრებულია პრაქტიკულად ყველა სასიცოცხლო მიმართულების მიხედვით. დ დარწმუნებული ვარ იმაშიც, რომ საქართველოს ამომრჩეველი „ლელოს“ ფართოდ გაუღებს კარს ქართულ პოლიტიკაში. იმაშიც დარწმუნებული ვარ, რომ პოლიტიკურად ყოველთვის აქტიური გურიის ამომრჩეველი არც ამჯერად დარჩება მოვლენების მიღმა, არ შეუშინდება მძიმე პანდემიურ ფონს და მაქსიმალური სიფრთხილითა და რეგულაციების ზედმიწევნით დაცვით თავის გადამწყვეტ სიტყვას იტყვის „ოცნების“ ოპოზიციაში გაშვებისა და „ლელოს“ ხელისუფლებაში მოსვლის საქმეში. ყველას მოგიწოდებთ, 31 ოქტომბერს ვიყოთ ფრთხილები, ამასთანავე  ძალიან აქტიურები  და შევასრულოთ ჩვენი სამოქალაქო ვალდებულება, - მივიდეთ არჩევნებზე“, - აღნიშნა ბრიფინგზე გიორგი სიორიძემ.   ... ...
  • ჩოხატაურის მერიაში მუშაობა შეუფერხებლად გრძელდებაჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერიის ერთ-ერთ თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა. “გურია ნიუსის“  წყაროს ინფორმაციით, სწორედ ამიტომ, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერი და მერიის თანამშრომლები თვითიზოლაციაში გადავიდნენ. ამ ინფორმაციის გადამოწმების გარდა, “გურია ნიუსი“ დაინტერესდა, თუ რა რეჟიმით აგრძელებს ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერია მუშაობას.  _ არ ვიმყოფები თვითიზოლაციაში, რადგან საფინანსო სამსახურის უფროსთან, რომელსაც კორონავირუსი დაუდგინდა, იმ დღეებში კონტაქტი არ მქონია. მერია აგრძელებს ფუნქციონირებას, ნაწილი თანამშრომლებისა, პირველ რიგში, საფინანსო სამსახური, გადასულია დისტანციურ რეჟიმზე. საფინანსო სამსახურის უფროსიც დისტანციურად მუშაობს კლინიკიდან, რისთვისაც განსაკუთრებულ მადლობას იმსახურებს,“ _ გვითხრა მუნიციპალიტეტის მერმა ირაკლი ... ...
  • "ქართული ოცნების" ლანჩხუთის საარჩევნო შტაბი განცხადებას ავრცელებს"ქართული ოცნების" საარჩევნო შტაბი საჯარო განცხადებას ავრცელებს და განმარტავს, რომ ვირუსთან დაკავშირებით, შტაბის წევრებზე, ჩატარებული ტესტირების ყველა პასუხი უარყოფითია. "გაცნობებთ, რომ ქვეყანაში არსებული მდგომარეობიდან გამომდინარე, "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" ლანჩხუთის საარჩევნო შტაბის ყველა წევრმა გუშინ გაიკეთა ტესტირება კოვიდ 19-ზე. საბედნიეროდ, პასუხი უარყოფითია. შტაბის წევრებს ყველა 48 საათში ჩაუტარდება ტესტი, რომ რაიმე არ გამოგვეპაროს და ვიყოთ მაქსიმალურად დაცულები. შტაბის მუშაობას ხელი არ შეეშლება, რადგან ყველა სავალდებულო რეგულაცია ზედმიწევნით იყო და არის დაცული. კიდევ ერთხელ ვიმეორებთ, გუშინ შტაბის ყველა წევრის ტესტის პასუხი უარყოფითია!!!" - წერია "ოცნების" ადგილობრივი ორგანიზაციის მიერ სოციალურ ქსელში გავრცელებულ განცხადებაში. ცნობისთვის, ლანჩხუთის მერს, ალექსანდრე სარიშვილს კოვიდინფექცია გასულ შაბათს დაუდასტურდა და იგი მკურნალობას საკუთარ სახლში ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ როგორ იცნობ საქართველოს ისტორიას

სად დაამარცხა თამარ მეფემ რუმის...

ტესტი _ გაქვს თუ არა კარგი ზოგადი განათლება?

რომელ ცნობილ მეცნიერს მიენიჭა 1921...

ტესტი _ რამდენად ფართოა შენი ცოდნის არეალი

მე-20 საუკუნის რომელი პოლიტიკური მოღვაწე...

ტესტი _ ყველაზე, ყველაზე...

იცი თუ არა გეოგრაფია

ტესტი _ აქვს თუ არა თქვენს ერუდიციას ფართო ჰორიზონტი

ეიფელის კოშკი ზაფხულში 15 სანტიმეტრით...

ტესტი _ როგორ იცნობ გარე სამყაროს?

რომელ ცხოველს შეუძლია უწყლოდ გაძლება...

ტესტი _ რა გახსოვს სკოლიდან?

გამოქვაბულში ქვევიდან ზევით აღმართულ წარმონაქმნებს...

ტესტი _ შენ და საქართველოს ისტორია

საქართველოს რომელი მეფე დასაჯეს სიკვდილით...

კარმიდამო ჩემი

დროა, მივეჩვიოთ ბუნებრივი რესურსების ეკონომიურად ხარჯვას

პლანეტის გლობალური კლიმატური ცვლილებები ბევრ...

როგორ მოვრწყოთ ვარდები _ ნუ გამოვიყენებთ სუფთა წყალს

ყვავილები, განსაკუთრებით, ვარდები, ყველას უყვარს....

ჩითილების მომზადება კოშტების და ნახერხის დახმარებით

ჩვენი გამოცდილი მეურნეები, სხვადასხვა ხალხურ...

რომელი მცენარეა ფშატი?

ჩვენი არა ერთი მკითხველის გვთხოვს,...

ხალხური მედიცინა დეზინფექციისთვის

სისუფთავის ხარისხი იქ, სადაც ადამიანი...

"საშობაო ლიქიორის" მომზადების ყველაზე შედეგიანი მეთოდი

ძალზე პოპულარული, "საშობაო ლიქიორის" მომზადების...

ყაბაყის ტორტი

საჭირო მასალა: ორი ცალი ყაბაყი,...

სტაფილოს სალათი ცერეცოთი

საჭირო მასალა: სამი ცალი სტაფილო,...

სოკოს სალათი შებოლილი ქათმის ხორცით

ეს უგემრიელესი სალათი უნდა მოვამზადოთ...