გურულების შეთავაზება _ რის ნება არ დართო დონ ვინჩენცომ გურულებს იტალიაში

ისტორია

გურულების შეთავაზება _ რის ნება არ დართო დონ ვინჩენცომ გურულებს იტალიაში

2018 აგვ 10 10:20:04

ეს ამბავი სინამდვილეში მოხდა თუ არა, ახლა ძნელი დასადგენია. თურმე მეოცე საუკუნის დასაწყისში, ათიან თუ ოციან წლებში, ორი გურული ბედის და სამუშაოს საძებნელად იტალიაში ჩავიდა. იქ სახაჭაპურეს გახსნა მოინდომეს. მაგრამ იქაურებმა უთხრეს, ნებართვის ასაღებად ადგილობრივ დონს, ვინჩენცოს თუ ლუჩიანოს, უნდა მიმართოთო. გურულები მასთან მივიდნენ. რა გინდათო, _ იკითხა დონმა. სახაჭაპურეს გახსნაო. აბა, მიჩვენეთ, რა არის ეს თქვენი ხაჭაპურიო. გურულები დატრიალდნენ და გამოუცხვეს ხაჭაპურები. მიართვეს დონს, იმანაც გასინჯა და პაუზის შემდეგ უთხრა, პასუხს ხვალ გეტყვითო. მეორე დღეს მივიდნენ გურულები პასუხის გასაგებად.

_ ნებას არ გაძლევთო, უთხრა დონმა.

_ რეიზა, _ სახტად დარჩენ გურულები, არ მოგეწონაო?

_ პირიქით, ძალიან მომეწონაო, _ უპასუხა დონმა, მაგრამ ამდენ პიცერიას რაღა ვუყო, დავხუროო?

ხაჭაპურის სამშობლო დასავლეთ საქართველოა. თუმცა, ის ახლა მთლიანად საქართველოს საკუთრება გახდა, მას ჩვენი ქვეყნის ყველა კუთხეში აცხობენ - რა ფორმის და მოდიფიკაციის ხაჭაპურს არ შეხვდებით ახლა, შამფურზეც კი აცხობენ, თუმცა, ყველაზე პოპულარული ფორმაა წრიული, რომელიც, როგორც ამბობენ, წარმართულ რელიგიურ წარმოდგენებს უკავშირდება და მზეს განასახიერებს.   

ჩემთვის, როგორც გურულისთვის, ხაჭაპური უპირველესად დაკავშირებულია მუცლის სალოცავთან, ახლა გურულ ღვეზელს რომ ეძახიან და ის მთვარის ფორმისაა უმთავრესად. კალანდაზე ბავშვებს ძალიან გვიხაროდა, როცა მამიდაჩემი, ასევე, ბიცოლაჩემი (შეკვეთილსა და ნაღობილევში, შესაბამისად) მუცლის სალოცავს აცხობდნენ. ეს იყო ყველით გატენილი მომრგვალებული პატარა კვერები და შიგნით მთელი ან ნახევარი კვერცხი იყო ჩატანებული (ნამდვილი საოცრება, ამდენი წლის განვლის შემდეგ ახლაც მახსოვს მისი გემო). წესით, კვერცხი გამხმარი (ცეცხლზე გამომშრალი) უნდა ყოფილიყო, მაგრამ მამიდა ახლად მოხარშულ კვერცხს დებდა შიგნით, რაც ბევრად უფრო უკეთესია. მუცლის სალოცავზე უფრო გემრიელი რამ არაფერი მეგულებოდა, მიუხედავად იმისა, რომ საახალწლო დღეებში სუფრა გატენილია ნაირ-ნაირი ხორაგით.

,,ცნობის ფურცელის” სურათებიანი დამატება (1903) წერილში შობა (სურათი გურიის ცხოვრებიდან) წერდა:

_ აბა, მოი აგერ, ნახე ღვეძლები! - დაუძახა ქმარს მართამ, როცა გაათავეს ლოცვა.

_ ოო, ძალიანია! რამდენია? კეკლუცეიზა წასაღები რომელია?

_ ა, აი ყველაზე უმფროსი მისია, მისი ჭირიმე, ჩემი ნენაი; კი ჩემევიდოდა მეგონა! აჰა, მუცლის სალოცავი, ჩეიდევი ჯიბაში და შეჭმა არ დაგავიწყტეს შარშანდულა. აგი, ბებიავ, აჰა, შენ იალონზე შეჭამე, რავაც მეალილოების ხმაი გეიგონო, ა, კიდო მიორე დიდი ღვეძელი შეინახე და ჭამე ხვალ, როიცხა გინდა. აგი ორი მე და ბაბუაშენს, შედევი ეგერ მაღლა...”




 ახალი ამბები
  • გიგი უგულავა: ჩვენ გვაქვს უფლება, მოღალატე პარლამენტს მუშაობის საშუალება არ მივსცეთ"ჩვენ არაფერში არ გვჭირდება ეს შენობა, არც კანცელარიის შენობა, არც მერიის და არცერთი სახელმწიფო უწყების. 20 ივნისს მათ ცილი დაგვწამეს, რომ ჩვენ ამ შენობის აღებას ვაპირებდით. არა მეგობრებო, პარლამენტი არის ადგილი, სადაც ადამიანები ლაპარაკობენ, ამ შენობაში ადამიანები აღარ დარჩნენ, ამიტომ ჩვენი ადგილი აღარ არის. მე ძალიან მიხარია, რომ გამოასეირნეს სპეცრაზმი და გაძეძგეს. რა თქმა უნდა ყაზარმაში ჯდომას კვირა დღეს ჯობია კობახიძის და თალაკვაძის ჯდომა. ამიტომ მოგესალმებით მანდ, იჯექით კარგად, თქვენ არავინ არ შეგაწუხებთ. მაგრამ იცოდეს ივანიშვილმა, რომ პირველი - იქ, სადაც მან დასცა ლახვარი საქართველოს დამოუკიდებლობას, თავისუფლებას, მოქალაქეების თავისუფალ არჩევანს, იქ მეტ არჩევანს ვეღარ გააკეთებს, არცერთი ქართული ოცნების დეპუტატები ამ შენობაში აღარ შევა, არც ერთი კარიდან. შევახსენებ თავმჯდომარეს, ვერც გვირაბით ვერ შეხვალ, ვიცი, სადაც ამოდის ეგ გვირაბი. ჩვენ კონსტიტუციას ვიცავთ, ჩვენ გვაქვს უფლება არ მივცეთ მოძალადე მოღალატე პარლამენტს მუშაობის საშუალება და ეს იქნება პირველი ნაბიჯი, მას შემდეგ რაც ამ პირველ ნაბიჯს განვახორციელებთ წავუყენებთ პირობას და პირობა არის ერთადერთი სწორი გამოსავალი. როდესაც ქვეყანაში არის მორალური კრიზისი, გამოსავალია რიგგარეშე პროპორციული არჩევნები, მარტო ერთხელ გაიხსნება პარლამენტის კარი და გაიხსნება, როდესაც ჩავიბარებთ ივანიშვილის კაპიტულაციას. არ იქნება პარლამენტი საკმარისი, შემდეგი იქნება კანცელარია, საკრებულო, მერია, სხვა ქალაქები და რაიონული ცენტრი. "ქართული ოცნების" არცერთი წარმომადგენელი, არცერთ სახელმწიფო უწყებაში არ შევა, სანამ არ დაინიშნება რიგგარეშე პროპორციული არჩევნები. რამდენი პოლიცია და სპეცრაზმიც გინდათ მოიყვანეთ, დააყენეთ ჩვენს გვერდით, იმიტომ რომ პოლიცია ჩვენ ვართ, ხალხი ჩვენ ვართ, სიმართლე ჩვენს მხარეზეა," - განაცხადა გიგი ... ...
  • "ვუთხრათ არა!"- აქციის მონაწილეებმა ხელისუფლებას წითელი ბარათი უჩვენესთბილისში, რესპუბლიკის მოედანზე "პატრიოტთა ალიანსის" აქცია დაიწყო. აქ შეკრებილმა ადამიანებმა ხელისუფლებას პროტესტის ნიშნად წითელი ბარათი ... ...
  • "აქციაზე ალკოჰოლურ სასმელებს არიგებენ" _ აქციის ორგანიზატორებიაქციის ორგანიზატორების განცხადებით, უშიშროების სამსახურის წარმომადგენლები ალკოჰოლურ სასმელებს არიგებს. აქციის ორგქნიზატორები მონაწილეებს მოუწოდებენ, რომ არ აიღონ ალკოჰოლური სასმელი, რადგან ეს არის ... ...
  • გიორგი ვაშაძე: “არ ვიშლებით _ რუსთაველის გამზირი ჩაკეტილი იქნება”“მინდა მოთხოვნები გავაჟღერო და თქვენ ხელის აწევით მოგვცეთ მანდატი, რომ სწორედ ეს მოთხოვნები იყოს უცვლელი და ულტიმატუმი წავუყენოთ მთავრობას: პირველი _ ვადამდელი პროპორციული არჩევნები; მეორე _ მთავრობის გადადგომა და დროებითი მთავრობის შექმნა, რომელიც ჩაატარებს ვადამდელ არჩევნებს; მესამე _ პოლიტპატიმრების გათავისუფლება, ვინც 20 ივნისს დააკავეს", _ განაცხადა აქციაზე გიორგი ვაშაძემ. მისივე თქმით, ოპოზიციას გამარჯვების გეგმა აქვს. "ჩვენ გვაქვს გამარჯვების გეგმა, რა უნდა გავაკეთოთ დღეს, ხვალ და ზეგ იმისთვის, რომ საბოლოო გამარჯვება მოვიპოვოთ: პირველი _ არ ვიშლებით და რუსთაველი იქნება ჩაკეტილი; მეორე _ გამოვაცხადებთ კონკრეტულ სტრატეგიას, როგორ ვაფართოებთ წინააღმდეგობის არეალს; მესამე _ ბიძინა ივანიშვილო, იცოდე არ მოგასვენებთ, სანამ არ მოვიპოვებთ გამარჯვებას! კონსტიტუციის და კანონის ფარგლებში იქნება პიკეტირებები, დაუმორჩილებლობა", _ აღნიშნა ვაშაძემ აქციაზე ... ...
  • "ამოაყირავე მაჟორიტარი" - დეპუტატების პლაკატები უკუღმა დაკიდეს#ამოაყირავემაჟორიტარი - ზუგდიდში, სამოქალაქო პროტესტის ნიშნად ქალაქისა და მუნიციპალიტეტის მაჟორიტარი დეპუტატების პლაკატები რამდენიმე ლოკაციაზე უკუღმა დაკიდეს. დეპუტატების ამოტრიალებული პლაკატები ზუგდიდის ცენტრში რამდენიმე ადგილზეა ... ...

არქივი

ზაფრანი

როგორ გამოვავლინოთ ნიჭიერი ბავშვი

არ დაგეგმოთ შვილებს მომავალი შეეცადეთ...

აუცილებელი წასაკითხი მამებისთვის

ახალშობილს უნდა ეძინოს დედის საწოლში...

ბეკონი ჯანმრთელობისთვის სახიფათო ყოფილა

შვედი მეცნიერების მტკიცებით, ბეკონის საკვებად...

როგორ დავალევინოთ წამალი პატარას

წამლის დალევა პატარებს არ უყვართ,...

მერილინ მონროს სილამაზის საიდუმლო

 რა იყო ის საიდუმლო, რომლის...

რატომ უნდა ვხატოთ

ცოტა ხნის წინ, ამერიკელმა ფსიქოლოგებმა...
კარმიდამო ჩემი

"მოხრაკულა" დილით განსაკუთრებით საამოა

„მოხრაკულა“ _ ერთერთი ძველი ქართული...

საშიშია თუ არა ჯანმრთელობისთვის ლამინატის იატაკი

დღეს მოჭიმული იატაკი და ლამინატი...

როგორ ამოვიცნოთ ნატურალური თაფლი

ნამდვილი თაფლი არომატით გამოირჩევა ხელოვნურად...

უებარი საშუალება სიბერის შესაჩერებლად

მწვანილი ანელებს დაბერების პროცესს, აუმჯობესებს...

უებარი საშუალება გაციების წინააღმდეგ

ზამთრის მოახლოებასთან ერთად ვირუსებისა და...

მარილი _ უნიკალური გამაყუჩებელი საშუალება

თავის ტკივილით უამრავი ადამიანი იტანჯება....

ხურმა _ ჯადოსნური ხილი

ხურმა - ჩვენში დასავლეთ საქართველოში...

საშუალება, რომელიც კიბოს ამარცხებს

ლიკოპენს, რომელიც ბუნებრივი ძლიერი ანტიოქსიდანტია,...

უნიკალური მკურნალი მცენარე

მიუხედავად არაერთი მედიკამენტისა, საზოგადოების გარკვეული...

რას კურნავს მრავალძარღვა

მრავალძარღლვას საუკუნეების განმავლობაში იყენებდნენ, როგორ...

დარწმუნებული ხართ თუ არა, რომ სასმელად ვარგის წყალს მოიხმართ?