”ჰიტლერი დავაკავე, ლენინს მიაშარდა“

gurianews.com

ისტორია

”ჰიტლერი დავაკავე, ლენინს მიაშარდა“

2017 ნოე 12 15:12:30

დღეს მორიგი სახალისო მოგონებები უნდა წარმოგიდგინოთ. ტრადიციას არ დავარღვევ და სიტყვას კვლავ ქართველ სამართალდამცავებს მივცემ.

„ისტორიების“ პირველი სტუმარი ბატონი მალხაზ გოგიშვილი იქნება.

„ვისაც მოსკოვის მილიციის აკადემიაში უსწავლია, აუცილებლად ემახსოვრება აკადემიის საერთო საცხოვრებლის კომენდანტი – სტეპანიჩი. ის მეორე მსოფლიო ომის ვეტერანი იყო და დიდ თაყვანს სცემდა სტალინს. ქართველებიც ძალიან უყვარდა და მეც დამიახლოვდა. ჩვენ კარგი ურთიერთობა გვქონდა. ამიტომ, როცა თავისუფალი დრო გვქონდა, კალინინის გამზირზე, ერთ პატარა „ზაბეგალოვკაში“ შევდიოდით და ვქეიფობდით.

ერთხელ ქეიფი გაგვიგრძელდა და საერთო საცხოვრებლისკენ ფეხით გავემართეთ. იმ პერიოდში მოსკოვში როკერები მომრავლდნენ. თუკი სადმე შავგვრემანს მარტო მოიხელთებდნენ, ვაი მისი ბრალი. მეც შავგვრემანი ვარ და ჩემდა საუბედუროდ, ცარიელ ქუჩაში ოთხი მოტოციკლით რვა როკერმა ალყა შემოგვარტყა.

– შენ, მოხუცო, გაიწი, ამ შავტრაკას კი კარგად დავაგუნდავებთ, – ბრძანა როკერების შეფმა და ფოლადის ჯაჭვი დაატრიალა.

– მე თქვენ დაგაგუნდავებთ! – უყვირა ჯაჭვიან აყლაყუდას სტეპანიჩმა და ჯერ მარჯვენა ხელით მარცხენა თვალი გამოიღო, შემდეგ კი მარცხენა ხელი მოიძრო. თვალი ჰაერში ააგდო და მარჯვენაში ჩაბღუჯული თავისი მარცხენით, როკერს ჰაერში აგდებული ბეისბოლის ბურთივით სტყორცნა და შიგ ცხვირში მოარტყა...

ბევრი რომ არ გავაგრძელო, როკერს ერთი კი აღმოხდა: ზომბიო!.. შემდეგ ოთხივემ მოტოციკლები დაქოქეს და სასწრაფოდ გაცვივდნენ იქიდან. თუმცა, ერთი წყვილი ხეს შეეჯახა, მეორე კი – სანაპიროს ჯებირს და მდინარე მოსკოვში ჩაცვივდნენ.

ალბათ, მიხვდით, რომ სტეპანიჩი ინვალიდი იყო, მარცხენა თვალი და ხელი ხელოვნური ჰქონდა, როკერები კი ამას ვერ მიხვდნენ. ოთხი მათგანი ამის გამო საავადმყოფოში მოხვდა“.

ბატონი მალხაზის შემდეგ „მილიციონერულ-პოლიციურ“ ესტაფეტას ბატონი ნიკოლა შკირინი გააგრძელებს.

„მოსკოვში რომ ვმუშაობდი, განყოფილებაში ერთი კაპიტანი მყავდა, გვარად ნესმეიანოვი (გაუცინარი). ისეთი ხეპრე და ბრიყვი იყო, რომ თავის გვარს აბსოლუტურად ამართლებდა. მცირედი დარღვევისთვის, ღვიძლ შვილსაც კი არ დაინდობდა და დაიჭერდა.

ერთხელ მე და ნესმეიანოვი მორიგეები ვიყავით. მე სამმართველოში, ის კი – ოპერატიულ ჯგუფთან ერთად ქალაქში პატრულირებდა. შუაღამისას სამმართველოში ჩოჩქოლი ატყდა. ჩემს კაბინეტში ცნობილი რეჟისორი იური ოზეროვი და ცნობილი მსახიობი მიხეილ ულიანოვი შემოვიდნენ. მივხვდი, რომ რაღაც განსაკუთრებული მოხდა. ორივე ძალიან აღელვებული იყო. ვერაფერი გამაგებინეს და მხოლოდ იმას მივხვდი, რომ ნესმეიანოვმა ვიღაც დააკავა და ძერჟინსკის რაიონის მილიციაში დაკითხვაზე ჰყავდა მიყვანილი. მე სასწრაფოდ დავრეკე იქ და ნესმეიანოვს ვკითხე:

– რაშია საქმე?

-ჰიტლერი დავაკავე, ლენინს მიაშარდა, – მიპასუხა ხეპრე კაპიტანმა.

ვერაფერს მივხვდი და ყურმილი დავკიდე. ოზეროვისა და ულიანოვის გარეშე რაიონულ მილიციაში გავვარდი, რომ ყველაფერი ადგილზე გამერკვია. მივედი. დასაკითხ ოთახში შევედი და გავშეშდი. ოფლში გაწურული ნესმეიანოვი ფიურერის ფორმაში გამოწყობილ ჰიტლერის მსგავს არსებას, რომელიც ძალიან შეშინებული იყო, დაკითხვას უტარებდა.

– ლენინს როგორ მიაფსი, შე ფაშისტო, შენა, – ღრიალებდა კაპიტანი. აკანკალებული „ფიურერი“ კი პასუხობდა:

– ნე პონიმაი, ნე პონიმაი (არ მესმისო)...

თავიდან მეც დავიბენი. ამ დროს რეჟისორი ოზეროვი და მსახიობი ულიანოვიც მოვიდნენ და გაირკვა, რომ ჰიტლერი გერმანელი მსახიობი ფრიც დიცი იყო. ის მოსკოვში იმყოფებოდა და კინოეპოპეა „გათავისუფლებაში“ იღებდა მონაწილეობას, რომელსაც ოზეროვი იღებდა. შესვენების დროს გრიმიანი მსახიობი ქუჩაში გამოსულა. ლენინის ბიუსტისთვის მიუშარდავს და ამ დროს მას თავზე ნესმეიანოვიც წამოადგა და „ჰიტლერი“ დააკავა...

მსახიობი, რა თქმა უნდა, სასწრაფოდ გავათავისუფლეთ, მაგრამ ისე იყო შეშინებული, რომ კუჭი აეშალა და მოულოდნელად ფაღარათი დაემართა.

დღევანდელ მოგონებებს ბატონი გურამ ბადრიძე დაასრულებს.

„ცხინვალის მილიციაში ერთი ოპერი მუშაობდა, ვინმე ბესთა ბეყოევი და მისი მთელ ქალაქს ეშინოდა, რადგან სასტიკი ცემა იცოდა. თანაც, საკმაოდ ბრიყვი იყო და ჩემი მეგობარი ტიტე სარია ხშირად აგებდა ხოლმე მას თავის ოინებზე.

ერთ მშვენიერ დღეს, სამსახურში მოსულ ბესთას კიბეებზე აქოშინებული ტიტე შეხვდა. ტიტე კი იმიტომ იყო აქოშინებული, რომ მანამდე ჩემთან იყო და „ატჟიმანიებში“ მეჯიბრებოდა. წააგო და მკვახე ხასიათზე დადგა:

– რა ძლივს სუნთქავ, ტიტე, რა გჭირს? – ჰკითხა ბესთამ სარიას.

– ერთი რუსი დავიჭირეთ ამ დილით. მოსკოვში მილიციელი მოკლა. დავკითხე და ვერ გამოვტეხე. ამან გამაოფლიანა და ამაქოშინა. იქნებ შენ აალაპარაკო, – მიუგო ბესთას ტიტემ. უთხრა, თუ რომელ ოთახში იყო რუსი და წავიდა.

ბესთა პირდაპირ მითითებული ოთახისკენ გაემართა. შევიდა და კარი ჩაკეტა. რუსი მაგიდასთან იჯდა. წერდა და ბესთასთვის არც კი შეუხედავს. ბეყოევმა კი იმ კაცს ჯერ სკამი გამოაცალა და ძირს დააგდო, შემდეგ კი იმდენი უბაგუნა, რომ საჭირო ჩვენება დააწერინა. ბოლოს ხელბორკილები დაადო და თავის ჩვენებიანად მილიციის უფროსს მიჰგვარა კაბინეტში.

ნაცემ-ნაბეგვი რუსის დანახვაზე, მილიციის უფროსს კინაღამ გული გაუსკდა. საქმე კი ის იყო, რომ ის რუსი, ჩინით მაიორი, მოსკოვიდან ჩამოსული რევიზორი გახლდათ და ცხინვალის მილიციის მუშაობას ამოწმებდა“.


ნახვა: 236


 ახალი ამბები
  • "თავის დროზე პასუხი გავეცი“_ ინიშნება თუ არა ა(ა)იპ-ის უფროსად მაკა ჭყონიაოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიაში ა(ა)პ-ების რეორგანიზაციის საკითხი დაწყებულია. რეორგანიზაცია რამდენიმე ა(ა)იპ-ის შეეხება, მათ შორის სკოლამდელ სააღმზრდელო- საგანმანათლებლო ცენტრს. რეორგანიზაციის საკითხი მუნიციპალიტეტის საკრებულოზე გავიდა და მას მხარი დეპუტატებმა უკვე დაუჭირეს. ა(ა)პ სკოლამდელი სააღმზრდელო-საგანმანათლებლო ცენტრის დირექტორად  ყოფილი უფროსის მაკა ჭყონიას კანდიდატურა მოიაზრება. აღნიშნული ინფორმაცია ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიაში დაგვიდასტურეს. ბოლო წლებში აღნიშნულ პოსტს ეკა ნინიძე იკავებდა, რომელიც 2014 წლის აგვისტოში  ქალაქ ოზურგეთის მერის ბეგლარ სიორიძის მიერ დაინიშნა. მაკა ჭყონია სკოლამდელი სააღმზრდელო-საგანმანათლებლო ცენტრს 2010-2014 წლებში ხელმძღვანელობდა, სადაც  43 ბაღი შედიოდა. მაკა ჭყონია “გურია ნიუსთან“ არც ადასტურებს და არც უარყოფს ინფორმაციას მისი დანიშვნის შესახებ. მაკა ჭყონიას მმართველობის პერიოდს უკავშირდება რამდენიმე თანამშრომლის  გათავისუფლება, მათ შორის ეკა ნინიძისაც. ეს უკანასკნელი მის გათავისუფლებას სწორედ პოლიტიკურ მიზნებს უკავშირებდა, რაზეც მაკა ჭყონია ამბობს, რომ თავის დროზე ყველა კითხვაზე პასუხი გასცა და პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლების მსხვერპლი თავად გახდა. აღსანიშნავია, როცა მაკა ჭყონია სამსახურიდან გაათავისუფლეს, მაშინ მისი პოსტი მაკა ჭყონიასგან გათავისუფლებულმა ეკა ნინიძემ დაიკავა. მაკა ჭყონიას ხელმძღვანელობის პერიოდს უკავშირდება ასევე ბაღებში შეტანილი ხორცის სკანდალური თემა, რასაც მშობლების პროტესტი მოჰყვა. რაზედაც ჭყონია „გურია ნიუსთან“ საუბრისას აღნიშნავს, რომ მისი მუშაობის პერიოდში, როცა მსგავსი ფაქტი მოხდა, მან ყველა კითხვას ამომწურავი პასუხი გასცა: _ მე მაქვს იმდროინდელი ლაბორატორიული დასკვნა, სადაც აღნიშნულია, რომ ეს ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამებოდა და არ დადასტურდა შესაბამისი სამსახურების მიერ. ესეც აგორებული შავი პიარი იყო ჩემ მიმართ, ისევე, როგორც სამსახურიდან უმიზეზოდ გათავისუფლებული ადამიანების შესახებ ინფორმაცია, _ამბობს მაკა ჭყონია.  “გურია ნიუსი“ წერდა, რომ  2012 წელს ერთ-ერთ ბაღში, ყოფილი მინისტრის, რამაზ ნიკოლაიშვილის საპატივცემულოდ ლექსები უნდა წაეკითხათ. აღნიშნული ლექსები “გურია ნიუსს“ ხელში ჩაუვარდა, თუმცა, ღონისძიებაზე ბავშვებს აღნიშნული ლექსები აღარ წაუკითხავთ. ამასთან დაკავშირებით მაკა ჭყონია მიიჩნევს, რომ ეს იმდენად არასერიოზული თემაა, კომენტარს არ გააკეთებს. ჩვენ კომენტარისთვის დავუკავშირდით ეკა ნინიძეს, რომელმაც გვიპასუხა, რომ საავადმყოფო ფურცელზე იმყოფება და ინფორმაციას არ ფლობს. „ვარ ბიულეტენზე, ჯერ არანაირი ინფორმაცია ჩემამდე არ მოსულა. შესაბამისად, ვერანაირ კომენტარს ვერ გავაკეთებ. ა(ა)იპ  „თემთა გაერთიანების ხელმძღვანელმა“ ავთანდილ მექვაბიშვილმა კი “გურია ნიუსთან“ აღნიშნა, რომ, ჯერჯერობით, მისთვის ცნობილი არ არის ეს სიახლე: _ ჩვენ ვართ კანონმორჩილი ხალხი, აქედან გამომდინარე, როგორც არის წესი და კანონი, ვიმოქმედებ ისე, აბა, როგორ? დავემორჩილები კანონს, _აღნიშნა ... ...
  • თურქეთის სახელმწიფო საზღვარზე დაწესებული შეზღუდვები საქართველოს მოქალაქეებისთვის დროებით შეჩერდა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრს გიორგი გახარიასა და თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრს სულეიმან სოილუს შორის დღეს სატელეფონო საუბარი შედგა. როგორც შსს-ს პრესსამსახურში აცხადებენ, მხარეები შეთანხმდნენ, რომ თურქეთის სახელმწიფო საზღვრის კვეთასთან დაკავშირებით 2018 წლის პირველი იანვრიდან ამოქმედებულ რეგულაციებთან დაკავშირებით საქართველოსა და თურქეთის შესაბამისი უწყებები გააგრძელებენ კონსულტაციას, რომლის დასრულებამდეც აღნიშნული რეგულაციები საქართველოს მოქალაქეებზე არ გავრცელდება. ასევე, მხარეებმა ისაუბრეს მიმდინარე წლის დასაწყისში საქართველოში თურქეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრის დაგეგმილ ვიზიტთან დაკავშირებით, რომლის ფარგლებშიც ასევე განხილული იქნება თანამშრომლობის საკითხები, მათ შორის საზღვრის კვეთასთან დაკავშირებით. ცვლილებების თანახმად, 2018 წლის პირველი იანვრიდან თურქეთის საზღვრის გადაკვეთა და ტერიტორიაზე, მცირე დროით დარჩენაც კი, ერთ კალენდარულ დღედ ჩაითვლება. ... ...
  • კლუბ "ბასიანის" დაცვის უფროსი: რამდენი რამ უნდა დაიმალოს ამ სახელმწიფოში ?!ჩემი 5 შვილი რატომ უნდა დარჩეს უმამოდ, რის გულისთვის, რამდენი რამ უნდა დაიმალოს ამ სახელმწიფოში?!“ _- ეს განცხადება დაზარალებულმა, კლუბ „ბასიანის“ დაცვის უფროსმა, ზვიად მესხმა 13 იანვარს კლუბ „ბასიანთან“ მომხდარი ინცინდენტის გახსენების შემდეგ გააკეთა. კლუბის მიმდებარედ პოლიციის მაღალჩინოსანი და კლუბის დაცვის ორი თანამშრომელი დაჭრეს. ზვიად მესხი იხსენებს, რომ კლუბში შესვლა 2 ნასვამ პირს უნდოდა თუმცა, ფეისკონტროლის მოთხოვნები ვერ დააკმაყოფილეს და შესაბამისად, კლუბში არ შეუშვა. „რამდენჯერმე მოწოდების გამო, რომ არ ყოფილიყვნენ აგრესიულები, არ მოეყენებინათ ჩვენთვის შეურაცხყოფა, გინება და ა.შ. მაინც არ გაჩერდნენ, ჩვენ ტერიტორია დავატოვებინეთ და გავიყვანეთ ტერიტორიის გარეთ,“ - განაცხადა მესხმა. მისი თქმით, თავად ვერ დაინახა, როგორ მიუახლოვდა დანით შეიარაღებული პირი. „ხედავს ბატონი თამაზი და უშლის ხელს იმას, რომ პირდაპირ ტვინში არ ჩამარტყას დანა იმის გამო, რომ კლუბში ვერ შედის და ვერ ერთობა,“ - განაცხადა ზვიად მესხმა. ზვიად მესხის თქმით, მეორე დაჭრილის მდგომარეობა გაცილებით მძიმე იყო. „გულთან აცდენილია თითქმის, ცოტა აქეთ, ყოფილიყო გულში მოხვდებოდა ალბათ, მძიმე იყო მდგომარეობა 24 წლის ბიჭის, არტერიები გადაჭრილი და ა.შ. თავისუფლად შეიძლებოდა, რომ ხელებში ჩაგვკვდომოდა, მეც თავისუფლად შეიძლებოდა, რომ მოვმკვდარიყავი,“ - აცხადებს დაცვის უფროსი. კლუბ "ბასიანთან" პოლიციის მაღალჩინოსნისა და კლუბის დაცვის ორი თანამშრომლის დაჭრაში ბრალდებული გირაოს საფუძველზე გათავისუფლდა. ... ...
  • ვინ არის მოსამართლე, რომელმაც მძიმე დანაშაულში ბრალდებული პატიმრობიდან გაათავისუფლამოსამართლე, რომელმაც მძიმე დანაშულში, სამი პირის დაჭრაში ბრალდებული პირი პატიმრობიდან გაათავისუფლა, ბადრი შონიაა. ამის შესახებ ინფორმაცია „კურიერს“ თბილისის საქალაქო სასამართლოში დაუდასტურეს. მისი გადაწყვეტილებით დიდუბის პოლიციის სამმართველოს უფროსი მოადგილის, კლუბ „ბასიანის“ დაცვის სამსახურის უფროსის და დაცვის თანამშრომლის დაჭრაში ბრალდებული პირი 30 ათასი ლარის გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს. მოსამართლის მიერ მიღებული გადაწყვეტილება უკვე გაასაჩივრა პროკურატურამ. სააპელაციო სასამართლოში პროცესი ხვალ არის ჩანიშნული. შონია თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის კოლეგიის მოსამართლედ 2011 წლიდან არის გამწესებული. მანამდე ის ზუგდიდის რაიონული პროკურორი იყო. 2007-2009 წლებში კი, სენაკის პროკურატურაში ... ...
  • ,,საინტერესოა, რომ საზოგადოებამ გარემოს დაცვა სერიოზულ პრობლემად აღიქვა“ ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის კვლევის მიხედვით, თბილისში მოსახლეობის უმრავლესობას 42%-ს მთავარ პრობლემად გარემოს დაბინძურება მიაჩნია. რა მდგომარეობაა საქართველოში ეკოლოგიის მიმართულებით - ამ საკითხთან დაკავშირებით კომენტარი ,,ქართული ოცნება - მწვანეების“ თავმჯდომარემ გიორგი გაჩეჩილაძე გააკეთა. როგორც გაჩეჩილაძე ამბობს, რომ საქართველოში გარემოს დაცვის მიმართულებით უამრავი პრობლემა არსებობს, რომელიც ადამიანის ჯანმრთელობას საფრთხეს უქმნის.  როგორც  მმართველი გუნდის წარმომადგენელი  ,,გურია ნიუსთან“ საუბრისას აღნიშნავს, ხელისუფლება  პრობლემის აღმოსაფხვრელად გარკვეულ ნაბიჯებს დგამს. ,,ასეთ საკითხებში NDI - ის კვლევებს ვენდობი  იმიტომ, რომ კვლევა გარკვეულ ტენდენციებს ასახავს. ძალიან საინტერესოა ფაქტი იმის შესახებ, რომ ჩვენმა საზოგადოებამ გარემოს დაცვა სერიოზულ პრობლემად აღიქვა. 42-% ძალიან მაღალი მაჩვენებელია და ვფიქრობ,  პრობლემის მოსაგვარებლად სხვადასხვა ღონისძიება უნდა განხორციელდეს. მე წინააღმდეგი ვიყავი სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოს დაცვის სამინისტრო შეერთებოდა, რადგან იმ პრობლემებიდან გამომდინარე, რომელიც გარემოს დაცვასთან დაკავშირებით საქართველოს აწუხებს არც თუ ისე სახარბიელო შედეგს მოიტანს. მინდა გითხრათ, რომ 2017 წელს გავამკაცრეთ ნარგავების განადგურებაზე კანონი. გარდა ამისა, მივიღეთ ცვლილებები, რომლის მიხედვით ჰიბრიდული ელექტრომობილები გადასახადებისგან გავათავისუფლეთ, რამაც საკმაოდ კარგი შედეგი მოიტანა. იმედი მაქვს, თბილისის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმა საფუძველს მოგვცემს უფრო ჯანსაღი გარემო შევქმნათ, შევზღუდოთ მშენებლობები, უფრო მეტი  რეკრეაციული ზონები: პარკები, ბაღები და გამწვანებული ზოლები შევქმნათ, რაც უკეთეს ეკოლოგიურ პირობებს შეუქმნის ჩვენს საზოგადოებას“, _ განაცხადა გიორგი გაჩეჩილეძემ. შეგახსენებთ, რომ NDI-ის კვლევა საქართველოს მასშტაბით 2017 წლის 29 ნოემბრიდან 19 დეკემბრის პერიოდში ჩატარდა, 2298 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე. NDI-ის კვლევებს  CRRC-საქართველო ... ...

არქივი

ზაფრანი

შინაური სირაქლემა

ავსტრალიელ ნენ ნიუბის რამდენიმე წლის...

"გონებაშეზღუდული" გენიოსი

დიდი ინგლისელი მეცნიერი ისააკ ნიუტონი...

თავბრუდამხვევი ქორწილი

ნიუიორკელებმა, სარა პეტიმ  და რობერტ...

დამღუპველი მადა

"ამაზონის რქიანა" ათასობით სხვა სახეობისგან...

ჰუმანური ავტომობილი

იაპონურმა კომპანიამ, "ჰუმანიქსმა", ფეხით მოსიარულეთათვის...

მოთევზავე ჩვამა

XVII საუკუნის დასაწყისში ინგლისის მეფე...
კარმიდამო ჩემი

კარტოფილის სასწაულებრივი ძალა

კარტოფილი არა მარტო გემრიელი საკვებია,...

"შემოდგომის ყვავილებს ჩემში მზე შემოჰყავს!"

თითქოს ჩვეულებრივი და მაინც ყველასგან...

ჩაი _ მსოფლიო საუნჯე

ასე კარგად ნაცნობი ჩაის კულტურა,...

მცენარეთა დაცვისთვის ინტეგრირებული სისტემა უნდა ამოქმედდეს

სასოფლო-სამეურნეო კულტურების მავნე ორგანიზმებისგან დაცვა...

სამარხვო კერძი სოკოსგან პიურეთი

ნახევარი კილოგრამი სოკო და ორი...

სასარგებლო "სარეველები"

სასარგებლო "სარეველები" - აი, რა...

ცაცხვის სამკურნალო თვისებები

ცაცხვს სამკურნალო თვისებებს სძენს ბიოლოგიურად...

მეფუტკრე ქალის გზა _ უნდობლობიდან ძლიერი იმიჯის შექმნამდე

"მინდოდა მქონოდა ნატურალური თაფლი. ამიტომ...

როგორ გამოვიყვანოთ ცხოველი ტყავი

პატივცემულო რედაქცია, როგორც ვიცით, სამი...

დავთესოთ მწვანილეული და ცერცვი

ჩვენს მკითხველს მუდამ ვურჩევთ, რომ...