ჰქონდა თუ არა პეტრე პირველს ქართული სისხლი

ისტორია

ჰქონდა თუ არა პეტრე პირველს ქართული სისხლი

2018 მაი 3 08:25:13

არსებობს გარკვეული საფუძველი ვივარაუდოთ, რომ რუსეთის იმპერატორის - პეტრე პირველის მამა ქართველი იყო. ამ ვერსიის თანახმად, რომელსაც მოგვიანებით აღმოჩენილი რამდენიმე მტკიცებულება ამყარებს, პეტრე ქართველი უფლისწულის, ირაკლის შვილი იყო.

ბავშვობიდანვე იგი რუსეთის სამეფო კარზე იზრდებოდა, ახლოს იყო ნატალია ნარიშკინასთან. "ალექსეი მიხაილოვიჩის" სასახლეში ირაკლი ცნობილი იყო, როგორც ნიკოლაი დავითის ძე, შემდგომ იგი გახდა ქართლ-კახეთის მეფე ერეკლე I. ამგვარად  რუსეთის დიდი მიღწევები, რაც პეტრე I-მა განახორციელა, ისევ ქართველების დამსახურებაა.

ერთი წლით ადრე, ვიდრე პეტრე დაიბადებოდა, იმპერატორი ალექსეი მძიმედ ავად იყო და ნამდვილად არ შეეძლო ნაყოფი ჩაესახა. დედოფალთან ერეკლე ბაგრატიონი შეუშვეს, რომელსაც სამეფო სისხლი ჰქონდა.

საბჭოთა ისტორია მთელი ამ ხნის განმავლობაში სდუმდა ამ ფაქტზე და საგულდაგულოდ მალავდა პეტრე დიდის ქართულ წარმომავლობას. არსებობს სტალინის სიტყვები: "მოდით დავუტოვოთ ერთი რუსი მაინც, რომ იმით იამაყონ".

როდესაც ალექსეი ტოლსტოი მუშაობდა რომანზე "პეტრე I", მას ხელში ჩაუვარდა შესაბამისი დოკუმენტები. მწერალმა გადაწყვიტა იგი დაუყონებლივ სტალინისთვის ეჩვენებინა, თუმცა საბჭოთა ბელადმა უბრძანა, ეს თემა მიეჩქმალა და გაჩუმებულიყო.

იოსებ ბესარიონის ძეს ასეთი საქციელი გასაგებიც იყო, ამხელა იმპერიას ქართველი მართავდა და კიდევ ერთი ქართველის ამოტივტივება...

ახლა პეტრეს გარეგნობაზე გადავიდეთ, იგი ზედგამოჭრილი ქართველი იყო, შავთმიანი, შავთვალება, ცხვირიც ქართული ჰქონდა და ძალიან წააგავდა მამამისს, ერეკლე პირველს.

რაც შეეხება სხვა ფაქტებს: თავიდან პეტრეს დედას, დედოფალ ნატალია ნარიშკინას არ სურდა შვილისთვის სახელმწიფოს მართვა ჩაებარებინა. პეტრემ ქვეყნის მართვის სადავეები აჯანყების მეშვეობით აიღო. პეტრეს არა რუსული წარმოშობის დამადასტურებელია მეფის ასული სოფიას წერილი, რომელიც თავად გოლიცინს გაუგზავნა: "არ შეიძლება მმართველობა ხელში ჩაიგდოს "ბასურმანმა". სიტყვა "ბასურმანი" - უცხომიწელს ნიშნავდა.

არსებობს კიდევ საქართველოს მეფის არჩილ II-ის წერილი, რომელიც ნარიშკინას მისწერა:"როგორაა ჩვენი ცელქი ბიჭი?"

რაც შეეხება თვითონ პეტრეს: მას შესთავაზეს დაქორწინებულიყო ქართველ მეფის ასულზე, რაზეც მან უპასუხა: "მე მოგვარეზე ვერ დავქორწინდები", რაც იმას მიუთითებდა, რომ მან ბრწყინვალედ იცოდა თავისი წარმომავლობა.




 ახალი ამბები
  • „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარედ გრიგოლ ვაშაძე აირჩიესერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარედ გრიგოლ ვაშაძე აირჩიეს.  „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე  დელეგატებმა ახალი მეთოდით აირჩიეს. კენჭისყრა ელექტრონული ხმის მიცემით ჩატარდა. დელეგატებმა მობილური ტელეფონების საშუალებით სპეციალური აპლიკაციით მიიღეს კენჭისყრაში მონაწილეობა, რაც როგორც პარტიაში ამბობენ, ინოვაციური მეთოდია. კენჭისყრაზე 364-მა დელეგატმა მხარი დაუჭირა გრიგოლ ვაშაძეს, ერთმა წინააღმდეგ მისცა ხმა, ერთმა კი თავი შეიკავა. სასტუმრო "ბილტმორში" ნაციონალური მოძრაობის რიგით მერვე ყრილობა ... ...
  • „ნაციონალური მოძრაობა“ მერვე ყრილობას მართავსსასტუმრო "ბილტმორში" ნაციონალური მოძრაობის რიგით მერვე ყრილობა მიმდინარეობს. განსახილველ საკითხთა შორისაა პარტიის თავმჯდომარის არჩევა, რომელიც წინაწარი ინფორმაციით გრიგოლ ვაშაძე იქნება. ნიკა მელია შეინარჩუნებს პოლიტსაბჭოს თავმჯდომარის თანამდებობას. დღეიდან პარტიას აღმასრულებელი მდივანიც ეყოლება, ამ თანამდებობაზე წარდგენილია კობა ნაყოფიას კანდიდატურა. ყრილობას 300-ზე მეტი დელეგატი ესწრება, ისინი ხმის მიცემის პროცედურას, სპეციალური აპლიკაციის საშუალებით, ელექტრონული წესით ... ...
  • ოზურგეთელმა მოსწავლეებმა მონაწილეობა რობოტიქსის ვორქშოფში მიიღესოზურგეთის მუნიციპალიტეტის სხვადასხვა სკოლის მოსწავლეები თბილისის ტექნოპარკს სტუმრობდნენ. 25-მა ახალგაზრდამ რობოტიქსის ვორქშოფში მიიღო მონაწილეობა _ მათ თანამედროვე ტექნოლოგიების, სტარტ-აპების შესაძლებლობების და ტექნო პროგრამების გაცნობის საშუალება მიეცათ. პროექტი ოზურგეთის მაჟორიტარი დეპუტატის ბიუროს მიერ ხორციელდება. ეს, ახალი ტექნოლოგიების პროგრამის ფარგლებში, დეპუტატის ბიუროს მიერ ჩატარებული მეორე აქტივობაა, რომელიც ონლაინ პლატფორმით ორგანიზდება. აღსანიშნავია, რომ ოზურგეთში, პირველი საჯარო სკოლის განახლების პროექტში ტექნოლოგიური ცენტრის შექმნაც არის გათვალისწინებული, რომელიც ტექნოპარკის კონცეფციაზე დაყრდნობით ... ...
  • გურიაში გათოვდა _ მაღალმთიან სოფლებში თოვლის საფარმა 20 სანტიმეტრს მიაღწიამარტის ბოლოს გურიაში თოვლი მოვიდა. თოვლმა, ბარში უკვე დაფარა მიწა. ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მაღალმთიან სოფლებში თოვლის საფარი 20 სანტიმეტრს აღწევს. გურიაში ამ წუთებშიც ... ...
  • ლადო აფხაზავა ფინალის წინ გულშემატკივრებს მიმართავს: "დამარცხებული ამ კონკურს არასდროს ჰყოლია""მე კი ყველაფერს გავაკეთებ, მაგრამ მე ხომ უკვე გამარჯვებული ვარ, რადგან დამარცხებული ამ კონკურს არასდროს ჰყოლია", _ ეს გზავნილი სოციალურ ქსელში მასწავლებლის გლობალური ჯილდოს ფინალისტმა ლადო აფხაზავამ წუხელ, გვიან ღამით გამოაქვეყნა. მსოფილიოს ათ საუკეთესო პედაგოგს შორის დასახელებული გურული მასწავლებელი უკვე დუბაიშია და ფინალს ელოდება: "მეგობრებო აქ გამარჯვება სულაც არ არის აუცილებელი. გთხოვთ, დიდ მოლოდინებს ნუ შეიქმნით. გაიმარჯვებს ის ვინც მეტად სჭირდება მსოფლიოს.  მე კი ყველაფერს გავაკეთებ, მაგრამ მე ხომ უკვე გამარჯვებული ვარ, რადგან დამარცხებული ამ კონკურს არასდროს ჰყოლია", _ წერს აფხაზავა. „გლობალ თიჩერ 2019“-ის გამარჯვებული დუბაის „განათლებისა და უნარების გლობალურ ფორუმზე“ დღეს უნდა გამოვლინდეს. პრიზი ერთ მილიონ ამერიკულ დოლარს შეადგენს. ლადო აფხაზავას მხარდასაჭერად დუბაიში განალთების მინისტრიც ... ...

არქივი

ზაფრანი

მეცნიერებმა დედამიწის ზედაპირზე ოქროს გაჩენის საიდუმლო ამოხსნეს

ამერიკელი მეცნიერების აზრით, ოქრო დედამიწის...

როგორ გავზარდოთ ჭკვიანი ბავშვი

ყველა მშობელს სურს, რომ გაზარდოს...

საინტერესო ფაქტები ფაუნის სამყაროდან

ყავისფერი პანდა. ის ამ შეფერილობის...

ყველაზე იღბლიანი ზოდიაქოს ნიშნები

1. ვერძი ვერძებს ყველაფერში უმართლებთ,...

ეს „მახინჯი“ ეიფელის კოშკი

პარიზში ეიფელის კოშკის მშენებლობის დაწყებისას...

ლონდონური „ექსპერიმენტი“

ცოტა ხნის წინ, ქალაქ ლონდონის...
კარმიდამო ჩემი

ჟოლო გახდომაში დაგეხმარებათ

ჟოლოს ერთდღიანი დიეტა ორგანიზმს შლაკებისა...

თაფლი მხედველობას აუმჯობესებს

დღეისათვის კომპიუტერთან მუშაობა ჩვეულებრივ ამბად...

თხილის მცენარის დაავადებათა აფეთქება

თხილის დაავადების აფეთქებას ჩვენში მოსახლეობა...

მეფუტკრე და ადრიანი გაზაფხული

გაზაფხულის დადგომისთანავე განსაკუთრებული ყურადღება უნდა...

თხილის დამღუპველ დაავადებას წლევანდელი თბილი ზამთარი ეხმარება

თხილის კულტურას რომ ყოფნა-არყოფნის საფრთხე...

მოვამზადოთ სათესლე მასალა და დახურულ გრუნტში დავთესოთ

სხვადასხვა ბოსტნეულის დათესვა, უმჯობესია, თებერვლის...

სანამ გაგრძელდება მშრომელი ხალხის აბუჩად აგდება?

საქართველოში, დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ, ჩვენ,...

როგორ უნდა იცხოვროთ ისე, რომ სიმსივნით არ დაავადდეთ

ადამიანები, რომლებიც სიმსივნით იტანჯებიან და...

ოხრახუშს უნარი აქვს განკურნოს დეპრესია, შიზოფრენია და ალცჰეიმერის დაავადება

ბიოაქტიური ნივთიერება, რომელსაც შეიცავს ოხრახუში,...

"ბარი უნდა იცნობდეს მთასა და საქმეზე შეყვარებული და-ძმას"

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მთისპირის მკვიდრი...