ჯანყი გურიაში

gurianews.com

ისტორია

ჯანყი გურიაში

2018 მარ 5 18:24:32

"ისტორია, ჩვეულებრივი გაგებით, ე.ი. თავგადასავალი ყველაფერს აქვს, მაგრამ საკუთარი თავგადასავალი მხოლოდ საზოგადოებას ახსოვს. თავისი წარსული ცხოვრების ცოდნის მოთხოვნილება მხოლოდ კულტურული საზოგადოების დამახასიათებელი ნიშანია. უისტორიო საზოგადოება კულტურულობას ვერ დაიჩემებს” (აკადემიკოსი ნიკო ბერძენიშვილი, ოზურგეთი, სექტემბერი, 1963 წელი). 

ლანჩხუთის რაიონს ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანი თავგადასავალი აქვს. გავიხსენოთ უახლესი ორი ასწლეულის ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენები, არა მარტო ლანჩხუთის და გურიის ისტორიისა, არამედ საქართველოსი.
საქართველოში ყველაზე ცნობილი აჯანყება თუ რევოლუციური გამოსვლა (1841 წლის და 1905 წლის რევოლუციის დროს) გურიაში, კერძოდ კი ლანჩხუთის რაიონში დაიწყო. ამ აჯანყებებს არა მხოლოდ სოციალურ-პოლიტიკურ-რელიგიური სარჩული უძევს, არამედ გურულის საყოველთაოდ ცნობილი ხასიათიც.
ცნობილი საზოგადო მოღვაწე აპოლონ წულაძე წერდა: "ბედაური მათრახს არ დაირტყამსო" და გურულიც ბედაურობას ცდილობდა, მათრახს გაურბოდა. მათრახდარტყმულს, "გაროზგილს", პანღურნაკრავს თვალი არ "გაეჭყვირებოდა", თავს შეაკლავდა, თუ ამ განსაცდელს ვერ აიშორებდა... გურულის ამაყობა, გურულის სიცოცხლე, თოფის წამალივით აფეთქება, მისი "უცფათ გაკუჭება" ანეკდოტად იყო გავრცელებული... გურულს ახირებულად "ღვთის წყალობასაც" ვერ შეკადრებდნენ. ვინც გურულის ამბავი იცოდა, მისი დიდი შიში და რიდიც ჰქონდა. ტყუილად და უმიზეზოდ კი არ იტყოდნენ _ "გურიაში რა გინდოდა, თუ სიკვდილი არ გინდოდაო... "არავისთვის გასაკვირი არ იქნება, _ აგრძელებს წულაძე, რომ გურული გლეხი რაღაც თავისებურია, ორიგინალურია, მასში ჯანყის და პროტესტის სულია, ის მასზედ ძლიერის მუდამ წინააღმდეგია”.
გურიაში ცნობილი 1841 წლის აჯანყება დაიწყო ლანჩხუთის რაიონში 22 მაისს, როდესაც გადასახადთა ამკრეფნი, თანახმად ახალი კანონისა, შეუდგნენ საერობო გადასახადების მოკრებას. ამაზე სოფელ ლანჩხუთის გლეხებმა კატეგორიული უარი განუცხადეს და ისინი სოფლიდან გააძევეს. ორი დღის შემდეგ, 24 მაისს აკეთელმა გლეხებმა ენუქა, გოგია, ათან ვადაჭკორიებმა, დათა მეგრელაძემ და მარტინ ლანჩაბაძემ გაიგეს რა, რომ ლანჩხუთელმა გლეხებმა უარი განაცხადეს საერობო გადასახადებზე, თავს დაესხნენ გადასახადის ამკრეფ გოგოსი დოროძეს, კეტების ცემით დაასისხლიანეს და წაართვეს 11 მანეთი ვერცხლის ფული.
ურჩი გლეხების დასაპატიმრებლად თავადი ბარათაშვილი სხვა თავადაზნაურებთან ერთად გაემართა. როცა ისინი ზემოხსენებული გლეხების სახლებს მიუახლოვდნენ, გლეხები გაიქცნენ. ბარათაშვილის ბრძანებით, გადასახადის ანგარიშში წამოიღეს სამი ქვაბი და ორი ძროხა. სანამ ამ ნივთებს აგროვებდნენ, ვადაჭკორიების მეთაურობით 50-მდე აკეთელი ხანჯლებითა და თოფებით შეიარაღებული გლეხი შეიკრიბა. ისინი თავს დაესხნენ მომხდურებს, გააქციეს ბარათაშვილი, მისდიეს სახლამდე და ქვებით კარ-ფანჯრები ჩაულეწეს, წართმეული ნივთები კი უკან დაიბრუნეს. შეტაკების დროს ხანჯლით თავში დაჭრეს აზნაური ალექსანდრე ჯაყელი, გლეხი გაბრიელ ჩხაიძე კი ხელში დაიჭრა.
გურულებმა საერობო გადასახადზე უარის თქმა გადაწყვიტეს. "რუსმა, კილავ, უპრაგონოთ შეგვაწერა კომლზე ხუთი შაური, _ იგონებდა ამ აჯანყების (პუნტის) მონაწილე გოგია ვადაჭკორია, _ რომ გადაგვეხადა, კილავ, მეტს შეგვაწერდა, პაწეით შეგვაჩოვდა და მერე დაგვჯორგავდა. აგი ქე მიუხვდით და ვიპუნტეთ”.
ასე დაიწყო აჯანყება.
გურიის ჯანყმა ფართო ხასიათი მიიღო, მას ორგანიზებული და მასობრივი ხასიათი ჰქონდა. "ჯანყი გურიაში” სხვა ნიშნებთან ერთად მკაფიოდ თვითმპყრობელობის და რუსეთის საწინააღმდეგო ხასიათს ატარებდა და მოსახლეობის ყველა ფენის, მათ შორის, თავადაზნაურობის დიდი ნაწილის უშუალო მონაწილეობით მიმდინარეობდა. მაგრამ კაჟიანი თოფებით შეიარაღებულმა, ცუდად ორგანიზებულმა გურულების რაზმებმა რუსის რეგულარულ ჯარებს ვერ გაუძლეს, თუმცა, დიდი წინააღმდეგობა გაუწიეს და ზიანიც მიაყენეს.
აჯანყება სასტიკად ჩაახშეს და მას შემდეგ გლეხებზე წნეხი უფრო დამძიმდა, მაგრამ გლეხობა არ ურიგდებოდა საკუთარ ბედს და გურიის დიდი აჯანყების შემდეგ რამდენიმე მსხვილ შეიარაღებულ გამოსვლას ჰქონდა ადგილი 1862, 1881-82 წლებში.
ცხრაასიანი წლების დასაწყისში პირველი გამოსვლა, რომელიც შემდეგ რუსული მთავრობის საწინააღმდეგო შეიარაღებულ წინააღმდეგობაში გადაიზარდა, დაიწყო 1902 წლის მაისში გურიის სოფელ ნიგოითში, მემამულე მაჭუტაძეებისა და გლეხთა დიდი შეტაკების შემდეგ (გლეხებს მაჭუტაძეებთან ამ ამბებამდე 40 წლით ადრეც ჰქონდათ უთანხმოება, მაშინ 1862 წლის 10 ოქტომბერს კაზაკებსა და გლეხებს შორის ხელჩართული ბრძოლა მოხდა, რასაც გლეხთა აჯანყება მოჰყვა). გლეხები სტიქიურად აჯანყდნენ საძოვრებზე დავის გამო. ნიგოეთელ გლეხთა გამოსვლის ამბავი სწრაფად მოედო მთელ გურიას და მათ სხვა სოფლებიც შეუერთდნენ.
სამიოდე წელში გურიაში გლეხთა რევოლუციური მოძრაობა, საბოლოოდ, ე. წ. "გურიის რესპუბლიკად" ჩამოყალიბდა. ოცნება, რომელსაც რუსული ინტელიგენციის რამდენიმე თაობა გადაჰყვა, საქართველოში ასრულდა. გლეხთა ფართო მასებში რევოლუციურმა შეგნებამ გაიღვიძა და გურიამ რევოლუცია განახორციელა _ ფაქტობრივად, მოიშორა მეფის მთავრობის ზეგავლენა. მალევე გლეხთა მოძრაობის საერთო ხელმძღვანელობა საქართველოს სოციალ-დემოკრატიულმა პარტიამ აიღო. დაარსდა "გლეხთა კომიტეტები", რომლებიც ქმნიდნენ საკუთარ ადმინისტრაციას, სასამართლოებს, იარაღის სახელოსნოებს, სტამბებს, განაგებდნენ სასკოლო განათლებას, აწესებდნენ გადასახადებს, ფასებს და სხვა. მოკლედ რომ ვთქვათ, კომიტეტები აუქმებდნენ სოფლის ადმინისტრაციულ დაწესებულებებს და თვითონ იღებდნენ ხელში ხელისუფლების ფუნქციებს. 1904 წელს კავკასიის მეფისნაცვალი პეტერბურგში გაგზავნილ მოხსენებაში წერდა: "არ გადავაჭარბებ, თუ ვიტყვი, რომ გურულები არიან ავანგარდი რევოლუციური მოძრაობის განვითარებისა მთელ კავკასიაში. გურულებმა 1904 წლის დასაწყისიდან მიზნად დაისახეს თავიანთი სოციალ-დემოკრატიული კლასთა თანასწორუფლებიანობის იდეების ცხოვრებაში გატარება, კაპიტალიზმის განადგურება და არსებული წესწყობილების შეცვლა დაშინების, ძალმომრეობის და ტერორის სახით". მოხსენებაში არაფერი იყო გადაჭარბებულიო, _ სიამაყით აცხადებდა აცანაში დაბადებული ცნობილი სოციალ-დემოკრატი გრიგოლ ურატაძე, ამ მოძრაობის ერთ-ერთი სულისჩამდგმელი და ორგანიზატორი. საბოლოოდ, გურულმა მეამბოხეებმა ვერ შეძლეს უზარმაზარ პოლიციურ სახელმწიფოსთან მარტო გამკლავება და დამარცხდნენ.
რევოლუციურ მოძრაობაში აქტიურად იყვნენ ჩართულნი მთავრობისგან დევნილი ადამიანები _ ფირალები და ტერორისტები. ლანჩხუთის რაიონში უამრავი ფირალი და ტერორისტი "მოღვაწეობდა”: ასკანელი დათიკო შევარდნაძე, გვიმბრალაურელი ერასტი ჯორბენაძე, აცანელი მირიან "ტოგო” ჭანტურიშვილი, ჭანჭათელი ვალოდია გოგუაძე და სხვები.
დემოკრატიული საქართველოს ეროვნული გმირი, ვალოდია გოგუაძე სანამ სამშობლოს თავისუფლებისათვის ჯავშნოსანი მატარებლით საქართველოს მტრებს მუსრს გაავლებდა და საარაკო გმირობებს ჩაიდენდა, მარქსისტული იდეებისათვის უამრავი ადამიანი ჰყავს საიქიოს გასტუმრებული. მიხეილ ვადაჭკორიას მოგონებების მიხედვით, ჭანჭათში ვალოდია დიდი პატივისცემით სარგებლობდა. მასზე თურმე ამბობდნენ: ლადიკოის ფეხის ნაბანაი წყალი არ გადეიქცევაო. მშობლიურ სოფელში ჩაის პლანტაცია პირველს მას გაუშენებია.
საქართველოს გასაბჭოების შემდეგ ვალოდია გოგუაძე და მისი მეუღლე ნამეტია საფრანგეთში გაიხიზნენ. ნოე ჟორდანიას შვილი, რეჯები იხსენებდა: "გოგუაძეებმა ეს (საკუთარი მიწის ნაკვეთი) ფერმად აქციეს და ააყვავეს... (ყველაფერი გურულ ყაიდაზე ჰქონიათ მოყობილი _ ავტორები) არც ცხენი ჰყოლიათ, არც ტრაქტორი მინახავს მათ მამულში – ყველაფერს ხელით აკეთებდნენ. ვალოდია ქართული არმიის პოლკოვნიკი იყო. მრავალი ჭრილობა ჰქონდა მიღებული და ცალი ფეხი გაშეშებოდა, ართრიტი სტანჯავდა და ზოგჯერ ჭინჭრით ისუსხავდა ფეხს, ტკივილი რომ შეემსუბუქებინა... მიწის სამუშაოებს ვალოდია ასრულებდა. მას მუნჯი სევასტი.... და დროებით დაქირავებული მუშები ეხმარებოდნენ. მახსოვს, ჟოლოს დასაკრეფად სოფელში რამდენიმე ქალი დაიქირავა. დროდადრო გასძახებდა: იმღერეთ, იმღერეთო. ქალებიც სიამოვნებით ამღერდებოდნენ... ვალოდიას მუსიკის სიყვარული კი არ ამოძრავებდა, სიმღერისას მოჯამაგირეები ამ ძვირფასი ხილის ჭამით ვეღარ სკდებოდნენ!
ვალოდიას ცოლი ნამეტია სახლს, ფრინველს და პირუტყვს უვლიდა... ნამეტიას არავინ ეხმარებოდა. მას ქართული ყველი ამოჰყავდა (რომლის მსგავსი მთელ საფრანგეთში არ მოიძებნებოდა) და ქართულ კერძებს ამზადებდა _ ხაჭაპური, ფხალი, ლობიო, საცივი, ხარჩო... მის გაკეთებულ კერძებს განსაკუთრებული გემო ჰქონდა. სიმინდის ფქვილით იგი მჭადსა და ღომს ამზადებდა"...
ავტორები: ირაკლი მახარაძე, ნონა იმნაძე და ლანჩხუთის მხარეთმცოდნეობის მუზეუმის თანამშრომლები


ნახვა: 218


 ახალი ამბები
  • ტრენინგები საჯარო მოხელეებისთვისსაქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ „მონაცემთა გაცვლის სააგენტოსა“ და ამავე სამინისტროს სსიპ „სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს“ წარმომადგენლები საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტში ტრენინგების ციკლის ჩატარებას იწყებენ. მსგავსი ტრენინგი მიმდინარეობს ოზურგეთის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში.  სატრენინგო კურსი მიზნად ისახავს ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა წარმომადგენლებისთვის ინფორმაციის მიწოდებას „ელექტრონული დოკუმენტისა და ელექტრონული სანდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ვალდებულებების, კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერის-შტამპისა და ელექტრონული სერვისების ერთიან პორტალზე (MY.GOV.GE) ხელმისაწვდომი ელექტრონული სერვისების გამოყენების პრაქტიკული ასპექტების შესახებ.  „აღსანიშნავია, რომ ხსენებული საკანონმდებლო ვალდებულების შესრულება საჯარო სექტორის მხრიდან გარკვეულ მომზადებას საჭიროებს, რაც გულისხმობს ტექნიკური მხარდაჭერის აუცილებლობას, ცნობიერების გაზრდას ამ სფეროში და საჯარო სექტორში დასაქმებული პირების შესაბამის კომპეტენციას, რომელიც გარკვეულ დროსა და ძალისხმევას, ასევე საჯარო უწყების მხრიდან კოორდინირებულ მართვას მოითხოვს. სწორედ ამ პროცესის მიზანმიმართულად წარმართვისა და ადმინისტრაციული ორგანოების მიერ კანონის იმპლემენტაციის პროცესის მხარდასაჭერად არის გამიზნული ტრენინგების ციკლის ჩატარება.  ამასთან, „მონაცემთა გაცვლის სააგენტომ“ ახლახან ელექტრონული სერვისების ერთიანი პორტალის (MY.GOV.GE) განახლებული ვერსია გაუშვა, რომელიც არაერთ ისეთ სერვისს აერთიანებს, სადაც საჭიროა ელექტრონული ხელმოწერის/შტამპის გამოყენება“, _ თქვა  ნიკოლოზ გაგნიძემ, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ „მონაცემთა გაცვლის სააგენტოს“ თავმჯდომარემ. ... ...
  • ოზურგეთში 2-7 წლის ბავშვებში სისხლში ტყვიის შემცველობას შეამოწმებენკვლევის ჩატარებამდე საქართველოს 10 რეგიონში, მათ შორის ოზურგეთში საინფორმაციო კამპანია დაიწყო. კამპანიას  სამოქალაქო განვითარების სააგენტო (სიდა) ახორციელებს. ხოლო შეხვედრას ორგანიზება გურიის ახალგაზრდულმა რესურს-ცენტრმა გაუკეთა. როგორია ქალთა და ბავშვთა მდგომარეობა საქართველოში და რამდენად დაცულია მათი ჯანმრთელობა, გურიის ახალგაზრდული რესურს-ცენტრის ორგანიზებით საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურმა  და  გაეროს ბავშვთა ფონდმა საინფორმაციო შეხვედრა გამართა, სადაც მთავარი აქცენტი აღნიშნული კვლევის მნიშვნელობაზე გაკეთდა. მრავალინდიკატორული კლასტერული კვლევა (MICS) შინამეურნეობათა ერთ-ერთი უდიდესი კვლევაა, რომელსაც გაეროს ბავშვთა ფონდი სხვადასხვა ქვეყანაში ახორციელებს ბავშვებისა და ქალების მდგომარეობის შესაფასებლად. კვლევა  ხელს შეუწყობს მონაცემებზე დაფუძნებული პოლიტიკის დაგეგმვასა და შემუშავებას.  კვლევის ფარგლებში,  2-7 წლის  ბავშვებში სისხლში ტყვიის შემცველობის განსაზღვრა და წყლის სინჯების აღებაცაა გათვალისწინებული. კვლევის შედეგები, მათ შორის ტყვიის შემცველობის შესახებ, ხელმისაწვდომი, სავარაუდოდ, 2019 წლის გაზაფხულზე გახდება. საინფორმაციო შეხვედრები ქალაქ ოზურგეთის ცენტრალურ ბიბლიოთეკის დარბაზში ... ...
  • მიხეილ სააკაშვილი მეუფე იოსების განცხადებას ეხმაურება: 20 წელია ვიცნობ და პატივს ვცემშემოქმედელი მიტროპოლიტის, მეუფე იოსების მიერ გუშინ გავრცელებულ განცხადებას, რომელშიც მან სალომე ზურაბიშვილი იუდას შეადარა და აღნიშნა, რომ მისი გაპრეზიდენტება არ შეიძლება, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი ეხმაურება: _ 20 წელია ვიცნობ და დიდ პატივს ვცემ. ძალიან უყვართ გურიაში, _ ამ ტექსტით ავრცელებს მიხეილ სააკაშვილი მეუფე იოსების განცხადებას. შეგახსენებთ, რომ მეუფე იოსები "ქართული ოცნების" მიერ მხარდაჭერილ პრეზიდენტობის კანდიდატს, სალომე ზურაბიშვილს სინანულისკენ მოუწოდებს და აღნიშნავს, რომ მისი "პრეზიდენტობა არ შეიძლება". "კონკორდატში, ქალბატონო სალომე, არ წერია უზნეობაზე ხმა არ ამოიღოო. პირიქით _ თუ ვინმე საზოგადოებას, ჩვენს მრევლს გადაცდომისკენ მოუწოდებს, მოვალე ვართ ჩვენ იგი ვამხილოთ. ეს მუქარა, რომელსაც თქვენ გამოთქვამთ წმინდა სინოდის მიმართ, კიდევ ერთი დასტურია, თქვენი გაპრეზიდენტების შემთხვევაში, თუ როგორი საშიში გახდებით ქართველი ერისა და ეკლესიის მიმართ. თქვენ ბრძანეთ ერთ-ერთ გამოსვლაში, რომ, თურმე, ეპისკოპოსები და სამღვდელოება უსახურ ტაძრებს ვაშენებთ და იქვე დaსძენთ, რად გინდათ ამდენი ტაძრების აშენება როცა უამრავი გაჭირვებულია საქართველოში და ხომ არ აჯობებდა ეს ფული მათთვის გამოვიყენოთო. მინდა შეგახსენოთ, რომ იუდამაც ზუსტად ასეთი სიტყვები უთხრა მაცხოვარს, როცა მარიამ მაგდალინელმა ნელსაცხებელი ცხო უფალს ფეხებზე. ეს და სხვა თქვენი გამოსვლებიდან გამომდინარე, ჩვენ და ქართველ საზოგადოებას გამოგვაქვს დასკვნა, რომ თქვენი პრეზიდენტობა არ შეიძლება. ეს არ არის პოლიტიკა, ეკლესია არც ერთი პოლიტიკური პარტიისკენ არ იშვერს ხელს და ხალხს არ მოუწოდებს, ხმა მას მიეცითო. მაგრამ რაც შეეხება იმ მოვლენებს, მოწოდებებს. ფუჭ დაპირებებს, ქართველი ერის დეგრადაციას, მათი მოთხოვნების უგულებელყოფას, ამაზე ჩვენ ვერ გავჩუმდებით, თვალს ვერ დავხუჭავთ. გამხილებთ სიყვარულით და მოგიწოდებთ სინანულისკენ. იმიტომ გვაკურთხა ჩვენ ღმერთმა უფალმა იესო ქრისტემ, რათა სიმართლე და ჭეშმარიტება ვიქადაგოთ", _ აღნიშნულია განცხადებაში, რომელიც შემოქმედელმა მიტროპოლიტმა მეუფე იოსებმა გაავრცელა. ამავე თემაზე: "მე ეკლესია ვარ და არ ვარ ვალდებული ინფორმაცია მოგაწოდოთ" _ ბიუჯეტის თანხები ეპარქიის ანგარიშზე, რომელსაც არავინ აკონტროლებს მეუფე იოსების პირად საკუთრებაში არსებული მილიონზე მეტად შეფასებული ... ...
  • „დაპირისპირება" ეკლესიასა და „ქართულ ოცნებას" შორის არის თითიდან გამოწოვილი გზავნილი _ კობახიძე„ეკლესია არ ერევა სახელმწიფოს საქმეებში-ეს არის, პირველ რიგში, თავად ეკლესიის პოზიცია და უმნიშვნელოვანესი პრინციპი, რომლითაც ხელმძღვანელობს ეკლესია და ეს გამოიხატა, ასევე, პატრიარქის განცხადებაში",- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ განაცხადა. ირაკლი კობახიძე საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ  ილია II-ს მადლობას უხდის. „პირველ რიგში, მინდა აღვნიშნო, რომ ეკლესია, რა თქმა უნდა, უნდა იყოს ნეიტრალური და ზუსტად ეს არის ასახული პატრიარქის განცხადებაში, უნდა იყოს საარჩევნო პროცესებიდან, რა თქმა უნდა, არსებითად გამიჯნული ეკლესია და საპატრიარქო და ეს იყო ზუსტად ამ განცხადების პათოსი და მე მინდა, მადლობა კიდევ ერთხელ გადავუხადო, რა თქმა უნდა, პატრიარქს ამ განცხადებისთვის. ეს არის ბუნებრივია, ის პრინციპი, რომლითაც უნდა ვიხელმძღვანელოთ თითოეულმა ჩვენგანმა. იყო რამდენიმე მცირე გადახვევა ამ პრინციპიდან, თუმცა, ეს არ ცვლის, რა თქმა უნდა, საპატრიარქოს სულისკვეთებას, პატრიარქის სულისკვეთებას, ჩვენ მოვისმინეთ რამდენიმე განცხადება სასულიერო პირების მხრიდან, რომელიც უკავშირდებოდა არჩევნებს და ეს, ალბათ, არ არის სწორი. შესაბამისად, ეს იყო რეაგირება, პატრიარქს ჰქონდა, ბუნებრივია, ამაზე რეაგირება და ეს არის, რა თქმა უნდა, ყველას საერთო სულისკვეთება. ჩვენ, კიდევ ერთხელ მინდა გავიმეორო, რომ ვმოქმედებთ იმ ინტერესების შესაბამისად, რომელიც არის ჩვენთვის საერთო და ეკლესიის საზოგადო ინტერესები და ხელისუფლების საზოგადო ინტერესები არის, ბუნებრივია, საერთო - ეს არის საზოგადოების განვითარების ინტერესი, ეს არის სახელმწიფოს განვითარების ინტერესი და ეს არის პოლიტიკური პროცესების სამართლიანად და სწორად განვითარების ინტერესი",- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ. რაც შეეხება „დაპირისპირებას" ხელისუფლებასა და ეკლესიას შორის, ირაკლი კობახიძის თქმით, ეს თითიდან გამოწოვილი გზავნილია, რომელსაც ის პოლიტიკური ძალები ავრცელებენ, ვინც წლებია, ეკლესიას ებრძვის.  „რაც შეეხება „დაპირისპირებას" ხელისუფლებას, ანუ „ქართულ ოცნებასა" და ეკლესიას შორის, ეს არის თითიდან გამოწოვილი გზავნილი და თქვენ იცით, ვინ ავრცელებს ამ გზავნილს და ვინ ცდილობს, ასე ვთქვათ, ამ ატმოსფეროს ხელოვნურად შექმნას: ეს არის ის პოლიტიკური ძალები, რომლებიც თვითონ ვიცით, როგორ უდგებოდნენ ეკლესიას და ვიცით, როგორი დამოკიდებულება ჰქონდათ მათ ეკლესიის მიმართ. ესენი არიან ის პოლიტიკური ძალები, რომელთათვისაც ადამიანის ღირსების შელახვა იყო ჩვეულებრივი მოვლენა და ეს არის ყველაზე დიდი ქრისტიანული სიკეთე, რაც არსებობს და ეს არიან ის პოლიტიკური ძალები, რომლებიც უკვე წლებია, ათწლეულზე მეტია, ებრძვიან ეკლესიას, უპირისპირდებიან  ეკლესიას და უპირისპირდებიან ადამიანის რელიგიურ გრძნობებს -  ეს არიან ეს პოლიტიკური ძალები. ისინი არიან დაპირისპირებული ეკლესიასთან, რაც შეეხება „ქართულ ოცნებას", „ქართული ოცნებისთვის" არის უმნიშვნელოვანესი იმ პრინციპების მოქმედება, რომელსაც ეფუძნება ეკლესიის მოღვაწეობა",- განაცხადა პარლამენტის ... ...
  • სიაში აღმოჩენილი პრემიერის ხელმოწერა _ საქმეს პროკურატურა იძიებსპროკურატურა ,,მოძრაობა სახელმწიფო ხალხისთვის“ მიერ  ცესკოში წარდგენილ საპრეზიდენტო კანდიდატის მხარდამჭერთა სიაში აღმოჩენილ დარღვევებს სწავლობს.   ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციის მიხედვით, სიაში დაფიქსირებულია პრემიერ-მინისტრის მონაცემები და ხელმოწერა, რომელიც სრულიად განსხვავდება ცესკოში არსებულ და საჯაროდ ცნობილი ხელმოწერისგან. ასევე, ამავე პარტიის მხარდამჭერთა სიასთან დაკავშირებით  ცესკოში შესულია მოქალაქის განცხადება,  რომელშიც პირი აღნიშნავს, რომ მისი მონაცემები არაკანონიერად არის გამოყენებული. როგორც ,,გურია ნიუსს“ პროკურატურაში განუცხადეს, გამოძიება ამ ეტაპზეც მიმდინარეობს და კანონდარღვევის აღმოჩენის შემთხვევაში, პროკურატურა შესაბამის სამართლებრივ რეაგირებას მოახდენს.   „გამოძიება მიმდინარეობს და  ჯერჯერობით, დეტალებზე ვერ ვისაუბრებთ. იმ შემთხვევაში, თუ დადგინდება დანაშაული, მიღებული იქნება  შესაბამისი სამართლებრივი გადაწყვეტილება“, _ გვითხრეს პროკურატურაში. საკითხთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა პარლამენტის თავმჯდომარემ. როგორც ირაკლი კობახიძემ განაცხადა, პარტიამ სიები გააყალბა, რასაც შესაბამისი პასუხი გაეცემა. ,,ეს ყველაფერი, ასევე, მიუთითებს იმაზე, რომ ,,ნაციონალური მოძრაობა“ ძალიან მძიმე და მწარე მარცხს იწვნევს ამ არჩევნებზე, რაზეც ჩვენ ვართ პასუხისმგებელი, შეგვიძლია ეს დაპირება შევასრულოთ. ფაქტი, რომ პრემიერის ხელმოწერა არის გამოყენებული სიებში, ეს მიუთითებს გაყალბების ხარისხზე. ჩვენ მივმართეთ ამ საკითხზე უწყებათაშორის კომისიას და კანონიდან გამომდინარე, ველოდებით უმკაცრეს რეაგირებას“, _ აღნიშნა კობახიძემ. ჯერჯერობით, უცნობია, დარღვევებთან დაკავშირებით, რა რეაგირება ექნება უწყებათაშორის კომისიას.   ... ...

არქივი

ზაფრანი

რა ემუქრება დედამიწას მზე რომ ჩაქრეს

მეცნიერები ფიქრობენ, რომ ადრე თუ...

შეცდომით აღმოჩენილი გენიალური გამოგონებები

პენიცილინი _ მედიკამენტი, რომელმაც გადატრიალება...

უცნაური სინდრომები

ფეთქებადი თავის სინდრომი  ესაა საკმაოდ...

საიდუმლოებით მოცული ადამიანები

საუკუნეების განმავლობაში ისტორია სავსეა საიდუმლოებით...

ბრძნული ცხოვრების პრინციპები

1. გაუშვით ადამიანები და სიტუაცია....

გიგანტების სამარხი

უკვე დიდი ხანია, რაც დედამიწაზე...
კარმიდამო ჩემი

როგორ ამოვიცნოთ ინსულტი

ინსულტი 21–ე საუკუნის კიდევ ერთი...

"ყვავილებში ნაპოვნი ენერგია ჩაის აღორძინებაში დამეხმარება"

ფატი გრიგალაშვილი ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ...

საშემოდგომო თესვის დაწყება და ნიადაგის გაფხვიერების თავისებურება

აგვისტოს მიწურულს და სექტემბრის დასაწყისში,...

"მოგვაშორეთ ტურები"

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ლიხაურის, ჭანიეთის,...

"ჩაი გავანადგურეთ, თხილის ხარისხი კატასტროფულად დაეცა... სადაა გამოსავალი?"

მსოფლიოში მეჩაიეობის დარგში ჩამოყალიბებული დადებითი...

ჩინური კუნგ პაო

ჩინური სამზარეულოს ნამდვილი შედევრია "გუმბაო"....

როგორ წარმოიშობა "უავტორო" ხანძრები

მსოფლიომ "უავტორო" ხანძრების მთელი სერიები...

საწებელი _ მარტივად და გემრიელად

გვიან ზაფხულში და შემოდგომის დასაწყისიდანვე,...

როგორ ვებრძოლოთ ფესვის კიბოს

ფესვის ბაქტერიული კიბო ბევრი კულტურული...

გურული მეურნის მიერ დამორჩილებული ცნობილი "ლედის თითები" _ იგივე ბამია

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მაკვანეთის მკვიდრი,...

მცენარეთა რძე და რძის პროდუქტები

ჩვენს წარმოდგენაში რძე და რძის...