კანვოი _ რუსეთის იმპერატორთა ქართველი მცველები

ისტორია

კანვოი _ რუსეთის იმპერატორთა ქართველი მცველები

22 მაი. 2019, 18:46:35

დღემდე საქართველოში არის დიდი ნაწილი ადამიანებისა, რომელიც მისტირის დიდ რუსეთს და ისევ მისი კალთის ქვეშ შეძრომა სურს. ავიწყდება თუ რა ზიანი მოუტანა ამ სახელმწიფომ ჩვენს ქვეყანას, რომლის შედეგებსაც დღემდე ვიმკით. გთავაზობთ ამონარიდს ჩემი წიგნიდან ,,კანვოი _ რუსეთის იმპერატორთა ქართველი მცველები".

ქართველებმა უთვალავი ენერგია ჩაიმარხეს შავ მიწაში. ამის ნაცვლად იგი სავსებით რომ გაეშალნათ, ახლა ერთი ფეხი როსტოვში გვექნებოდა, მეორე კი – სპარსეთის ყურეში _ მიხეილ ჯავახიშვილი.

[ქართველები]... შეიძლება ვაღიაროთ მსოფლიოში საუკეთესო კავალერისტებად, და ჩემი აზრით, ქართველი ცხენზე, ხმლით ხელში, ჯაბნის ორ უნგრელს _ ფიოდორ ტორნაუ, რუსეთის    გენერალური შტაბის ოფიცერი

1724 წელს კურიერმა ქართლის მეფე ვახტანგ VI-ს ამბავი მოუტანა – იმპერატორი  პეტრე I მას რუსეთში იწვევდა. იმპერატორი ითხოვდა, მეფეს თან ეახლა რამდენიმეათასიანი ჯარი და დაერწმუნებინა ქართველები, გადასახლებულიყვნენ რუსეთში და დასახლებულიყვნენ რუსეთ-საქართველოს საზღვართან.

XVIII საუკუნის 20-ანი წლებიდან სპარსეთი დაუძლურების გზაზე იდგა. ამას ხედავდა სამეზობლო – რუსეთი და ოსმალეთიც. რუსეთის იმპერატორს სპარსეთში საკუთარი ინტერესები ჰქონდა, – პირველ რიგში, ეკონომიკური ხასიათისა. რუსეთს სჭირდებოდა კასპიის ზღვის მიდამოების ათვისება, ამის დასაკმაყოფილებლად და გასაჩარხად პეტრეს დამხმარე სჭირდებოდა და მან გადაწყვიტა ვახტანგ VI-ის გამოყენება. ქართლის მეფემაც გადაწყვიტა მომენტი გამოეყენებინა და სპარსელებისაგან განთავისუფლებულიყო. მან სამხედრო კავშირი შეკრა რუსეთის იმპერატორ პეტრე I-თან. ყველაფერი ისე მოაწყვეს, რომ თითქოს პეტრე I შეწუხებული იყო საქართველოსა და იქ მცხოვრები ქრისტიანული მოსახლეობის სავალალო მდგომარეობით, სურდა მათი დახსნა სპარს-ოსმალოებისაგან და ამიტომაც აპირებდა მათ წინააღმდეგ გალაშქრებას. რუსების ეს დიპლომატიური ხრიკები ქართველებმა სინამდვილედ მიიჩნიეს. `რელიგიასა დ ეროვნებას ჩვენი წინაპრები ერთი მეორეში ვერ არჩევდენ. ეგონათ, რომ ყოველი ქრისტიანი, თუ კი ის მართლმადიდებელი იყო, საქართველოსთვისაც იზრუნებდა. როგორც მკვიდრი ქართველი. ყველაფერს სარწმუნოებრივი თვალსაზრისით ზომავდნენ და გარეშე საქრისტიანო სახელმწიფოებთან ურთიერთობის დროს ამითვე ხელმძღვანელობდნენ~.  ალბათ, აქედან დაიწყო საქართველოს სამეფოს დასასრულის დასაწყისი, მისი გაქრობა მსოფლიო პოლიტიკური რუკიდან.

1722 წელს რუსეთის ჯარი დარუბანდისკენ დაიძრა, ვახტანგ VI კი ჯარით განჯაში ჩავიდა, სადაც უნდა შეერთებოდა რუსებს. მაგრამ პეტრე I-მა გეგმა შეცვალა და ლაშქრობა 1724 წლისათვის გადადო. ამით კი ვახტანგ VI ორ ცეცხლს შუა ჩააგდო: რუსებთან დამეგობრება არც სპარსეთს და არც ოსმალეთს არ ეპიტნავა. `საქართველო გადიდებისა და გაძლიერების მაგიერ მტრის სათარეშო გახდა: ქართლი აოხრდა და ოსმალებს ჩაუვარდა ხელში, ლეკებმა ხალხს ცარცვა-გლეჯა დაუწყეს. ვახტანგ მეფეს, რომელსაც საქართველოს სახელმწიფოებრივი, კულტურული და ეკონომიური აღორძინებისათვის დაუღალავი შრომა ჰქონდა გაწეული და ქვეყნის აღმაშენებლობითი მუშაობით იყო გატაცებული, პეტრე I-ისაგან ასე მოტყუებულსა და ყოვლად უმწეოდ მიტოვებულს საქართველოთდგან გახიზნვის მეტი აღარაფერი დარჩენოდა...~ - წერდა ივანე ჯავახიშვილი.  ეს პრელუდია იყო იმ მზაკვრული და მუხანათური პოლიტიკისა, რომელიც რუსეთი ახორციელებდა საქართველოს წინააღმდეგ და რომლის სიავე ქართველებმა ძლიერ გვიან გაიაზრეს და მიხვდნენ, რომ `იმ მოკავშირეზე უარესი მტერი, რომელსაც თავიანთი ბედი მიანდეს, ორი ათასი წლის განმავლობაში არ ჰყოლიათ~.

სწორედ მაშინ მოუვიდა იმერეთში გახიზნულ ვახტანგ მეფეს პეტრეს შიკრიკი, რამაც ძალიან გაახარა: მას კიდევ იმედი ჰქონდა, რომ რუსეთიდან უკან სამშობლოში ის რუსულ ჯართან ერთად დაბრუნდებოდა, მტერს გაჰყრიდა, საქართველოს გააერთიანებდა და ფეხზე წამოაყენებდა. რუსეთში წასვლის მისი გადაწყვეტილება ხალხისთვის მეხის დაცემას ჰგავდა – ისინი სთხოვდნენ მეფეს, ამ უბედურობის ჟამს, სახლში დარჩენას ან კიდევ ერთ-ერთი შვილის დატოვებას მაინც. `ეგების მოშველებამდინ (ხალხი დარწმუნებული იყო, რომ მეფე მათ მალე მოეშველებოდა რუსის ჯარით) სულ არ წავხდეთო~. ვახტანგ მეფემ `ქართველთ ხვეწნა ტირილს ყური არ ათხოვა~, და რუსეთში საკუთარი ოჯახით გადავიდა, თან წაიყვანა 1186 კაცი.  ვახტანგის ხალხმრავალმა ამალამ არათუ განაცვიფრა რუსები, არამედ იმედგაცრუებული დატოვა იმით, თუ რა ცოტა ქართველი ჩამოიყვანა მეფემ. საქმე ისაა, რომ რუსული ხელისუფლება, ქართველებისგან განსხვავებით, ყველაფერს პრაგმატული თვალსაზრისით უდგებოდა. ვახტანგ მეფე და მისი ამალა ეს იყო იარაღი მათი პოლიტიკის განსახორციელებლად, ქართველები სამხედრო მასალა და ის ელემენტი, რითაც სურდათ დაესახლებინათ კასპიისპირეთის ახალი ტერიტორიები) . პეტერბურგში ვახტანგ მეფეს და მის ამალას ზარბაზნების სროლითა და დიდი ზეიმით შეხვდნენ, თუმცა ის `უფრო მადლიერი იქნებოდა, რომ მის პატივსადებათ დახარჯული წამალი საქართველოს მტრების წინააღმდეგ მიმართულიყო~. 

პარალელურად კი პეტრემ ოსმალეთთან ზავი დადო, რომლის პირველი მუხლის თანახმად, მთელი აღმოსავლეთ საქართველო ოსმალეთს დაუთმო, თუმცა ეს ტერიტორია მის საკუთრებას არ წარმოადგენდა...  სამაგიეროდ, კასპიის ზღვის სანაპიროებზე მდებარე ადგილები უომრად ჩაიგდო ხელში.

ვახტანგ მეფისა და მისი ქვეშევრდომების რუსეთში გადახვეწა იწვევდა აქტიური ბრძოლიდან თავის არიდებას და ძნელბედობასთან პასიური შერიგების ტენდენციებს. რუსეთის ხელისუფლება ცდილობდა ქართველი ემიგრანტები `კასპიის ზღვის ირანული პროვინციების დაჭერა-ათვისებაში გამოეყენებინა. რაც შეეხება დახმარების აღმოჩენას, ქართველებს განუსაზღვრელი ვადით უნდა ელოდათ, `სანამ უფალი ღმერთი იმპერატორს არ მისცემდა რაიმე შემთხვევას ძლიერი დახმარების აღმოსაჩენად...~. 

ვახტანგ მეფემ რუსეთში მრავალწლიანი ცდის შემდეგ სანუკვარ ოცნებას ვერ მიაღწია და 1738 წელს გარდაიცვალა. თუ რუსეთის მთავრობა ქართლის მეფეს და მის მრავალრიცხოვან ამალას გულუხვად უმასპინძლდებოდა და წლების განმავლობაში მუქთად ინახავდა, მისი სიკვდილის შემდეგ, ქართველებს დახმარება თითქმის შეუწყვიტეს და მათ მოუხდათ გადარჩენისთვის ბრძოლა. ისინი ან სამშობლოში უნდა დაბრუნებულიყვნენ, ან კიდევ რუსეთის ქვეშევრდომობა მიეღოთ და იქ ემსახურათ. ქართველების ნაწილი შეუერთდა მოსკოვის ქართულ კოლონიას, რომელიც XVIII საუკუნის 90-იან წლებში დააფუძნა არჩილ მეფემ. პოლიტიკაში რომ არაფერი გამოუვიდათ, ქართული კოლონიის ბევრმა წარმომადგენელმა ლიტერატურულ და მეცნიერულ მოღვაწეობას მიჰყო ხელი. ნაწილი საქართველოში დაბრუნდა, ერთმა ნაწილმა კი (87-მა კაცმა) თხოვნით მიმართა რუსეთის დედოფალ ანას, მიეღო ისინი სამხედრო სამსახურში და შეექმნათ ქართულ ჰუსართა ასეული.  დედოფალმა მათი თხოვნა დააკმაყოფილა და 1738 წლის 25 მარტს ჩამოყალიბდა ქართველ ჰუსართა ასეული, რომელიც მცირე ხანში პოლკად გადაკეთდა. ამ პოლკში რიგითად მსახურობდა პოეტი დავით გურამიშვილიც. აღსანიშნავია, რომ ქართველები იქამდეც მსახურობდნენ რუსეთის ჯარში. მაგალითად, 1723 წლის 16 სექტემბრიდან რუსეთის არმიაში შეიქმნა ქართული რაზმები.

ამავდროულად, რუსები დროს არ კარგავდნენ და ქართველ თავად-აზნაურებს ჩამოართვეს რუსი მეფის ერთგულების ფიცი, რომ ისინი და მათი შთამომავლობა რუსეთის ქვეშევდრომებად დარჩებოდნენ და საზღვარგარეთ უპასპორტოდ არ გაემგზავრებოდნენ. ჰუსარები ვალდებულნი იყვნენ მუდმივად მზად ჰქონოდათ მუნდირები, თოფი, საომარი ამუნიცია და საკუთარი ხარჯით ცხენი. ომიანობის დროს მამაკაცები ვალდებულნი იყვნენ გამოცხადებულიყვნენ ომში წასასვლელად. 

ქართველებმა, როგორც ეს სჩვევიათ, ბრძოლებში მამაცობით გამოიჩინეს თავი. მთავარსარდალი, ფელდმარშალი მინიხი სამხედრო კოლეგიას მოახსენებდა: ,,ბრძოლაში ჩაბმის წინ გამოგზავნილ იქნა ქართველ ჰუსართა ასეული, რომელიც მთელი ამ ხნის განმავლობაში ამ კამპანიაში იმყოფებოდა. ასეულის ოფიცრები და რიგითები ისე მოქმედებდნენ, როგორც შეშვენის ძალიან მამაც და სანდო ხალხს, რომელთა საჭიროება არმიაში დიდია~. 

1769 წლის ოქტომბერში ქართული ჰუსართა პოლკი ნაწილობრივ დაიშალა – ორი ესკადრონი გამოიყენეს მოსკოვის ლეგიონის შესაქმნელად და კიდევ ორი შეუერთეს კავკასიურ კორპუსს. მოგვიანებით, 1776 წელს, დარჩენილი ორი ესკადრონი გამოიყენეს ჰუსართა ცხრა ახალი პოლკის შესაქმნელად.

ამასობაში კი `...საქართველოში ყველაფერი გათავდა: თბილისი დაიწვა, ირაკლი მოკვდა, გიორგი მოკვდა, მეფის სახლობა რუსეთში გაიგზავნა, საქართველოში რუსეთის მთავრობა დაწესდა...~.  ვახტანგ VI-ის ამალა ერთგვარ ლაბორატორიად იქცა, სადაც წლების განმავლობაში ქართველებზე დაკვირვებას აწარმოებდნენ.  მეტიც, მათ სწავლობდნენ. რუსებმა ქართველთა სუსტი მხარეები ჩინებულად შეისწავლეს და შემდგომში თავისდა სასარგებლოდ და ჩვენდა საზიანოდ მრავალჯერ გამოიყენეს. მოსკოვის ქართული კოლონია XVIII საუკუნის განმავლობაში და შემდგომ წლებშიც დიდ ზეგავლენას ახდენდა საქართველოს პოლიტიკაზე. მეფის ხელისუფლება ოსტატურად იყენებდა საკუთარ ქვეშევრდომებად გადაქცეული ქართველებით `არა მარტო რუსეთის სასარგებლო განწყობილების პროპაგანდისთვის საქართველოში, არამედ პოლიტიკური ინტრიგებისთვისაც ქართლ-კახეთის მეფის წინააღმდეგ~.  

შემდგომ წლებში, როგორც რუსეთის იმპერიაში დაბადებული და აღზრდილი ქართველები, ასევე განაპირა გუბერნიად ქცეული საქართველოს მკვიდრნიც, რეგულარულად მსახურობდნენ რუსულ არმიაში. მათ მიღწევებზე ბევრი დაწერილა. რად ღირს თუნდაც ის ფაქტი, რომ 1812-1814 წლებში ნაპოლეონთან ომის დროს ევროპის ფრონტზე 70-80 ქართველი ოფიცერი მსახურობდა, მათ შორის 12 გენერალი.  ამბობენ, ბევრი რიგითიც იყოო, რაც თავისთავად არ არის გამორიცხული, მაგრამ ისტორიამ მათი გვარ-სახელები არ შემოგვინახა.

სულ მალე სახელმწიფოდაკარგულ ქართველებს სანუკვარი სურვილი აუხდათ _ ისინი მსოფლიო ასპარეზზე გამოჩნდნენ. რა უნდა ყოფილიყო იმაზე უფრო `მოკლე გზა~ მსოფლიო სცენაზე გამოსვლისა, ვიდრე უზარმაზარი იმპერიის სიცოცხლით ცხოვრება, მის სამსახურში თავქუდმოგლეჯით გადაშვება, მით უმეტეს, როცა ზურგს უზარმაზარი ძალა – რუსული არმიის სახით გიმაგრებს. რა უფრო ააგზნებდა ქართველს _ მსოფლიოსთვის უცნობი და `მიყრუებული~ ქვეყნის, ანუ სამშობლო-საქართველოს ნაბიჯ-ნაბიჯ რუტინული შენება, თუ რუსული სახელმწიფოს სამსახურში ყოფნა და მისი დაცვა?

მას შემდეგ რაც რუსეთმა საქართველო დაპყრო და ქართული სახელმწიფოებრიობა მოსპო, ქართველი ერის ნაღების უდიდესი ნაწილი მშვენივრად მოერგო არსებულ სიტუაციას; რუსის სამსახურში ყოფნა ქართველ ადამიანს საშუალებას აძლევდა, პრივილეგირებულ მდგომარეობაში ყოფილიყო, თავი უცხოდ არ ეგრძნო, ანუ ამ ბუნებრივად უცხო ორგანიზმის განუყოფელი ნაწილად ქცეულიყო. ძველი ქართული ანდაზისა არ იყოს, მელას თავისი მახრჩობელა უყვარდაო... რუსულმა ადმინისტრაციამ კი საკუთარი მიზნების განსახორციელებლად მშვენივრად გამოიყენა ქართველი თავადაზნაურობა და შემდეგ `ის როგორც გამოწურული ლიმონი, ისე გადააგდო. სახელოვანი ქართული თავადაზნაურობა, მოკლებული ყოველნაირ ინიციატივას... იძულებული შეიქმნა ზემოდან მიგდებული ნასუფრალით ეცხოვრა~.  ამ სავალალო გარემოებას მიზეზთა მთელი კომპლექსი უძღოდა წინ და დამნაშავედ მხოლოდ ქართული ხასიათის დასახელება არ იქნება მართებული. როგორც ჩანს, სახელმწიფოებრიობისა და ერის გადარჩენისთვის საუკუნეების განმავლობაში მიმდინარე ბრძოლამ ქართველობა ძალ-ღონისგან დაცალა, მასაში კი იძულებითმა კონფორმიზმმა დაისადგურა. მიუხედავად აჯანყებათა მთელი სერიისა, რომელიც XIX საუკუნეში მოხდა და რომელიც რუსებმა ისევ და ისევ ქართველთა დახმარებით სასტიკად ჩაახშეს. ქართველობას აღარ შეეძლო მედგარი წინააღმდეგობა გაეწია რუსებისთვის, და როგორც იტყვიან, ჩათრევას ჩაყოლა ამჯობინა...

აღსანიშნავია, რომ ქართველები ახალი `სამშობლოსა~ და პატრონის ყველაზე ერთგული და საიმედო დამცველები გახდნენ. ისინი აკეთებდნენ ბევრად უფრო მეტს, ვიდრე ეს მათ მოეთხოვებოდათ. გიორგი მუხრანბატონი (1820-1877), სენატორი, მეფისნაცვლის საბჭოს წევრი, მთავარი სამმართველოს სასამართლო საქმეთა დეპარტამენტის დირექტორი თავის წიგნაკში «О существе национальной индивидуальности и об образовательном значении крупных народных единиц», (Тифлис, 1872) მრავალი ქართველისთვის გულზე მალამოდ მოსადებ სიტყვებს წერდა: `საქართველო მალე მოისპობა, ამას ეჭვი არ უნდა; ამისი მსგავსი ბუნებაშიც ბევრია _ დიდი თევზი პატარას ჭამს, დიდი მხეცი _ პატარას... ჩვენ მომავალი არა გვაქვს და უმჯობესია ჩვენი გადაგვარება და გარუსება~.  მუხრანბატონი რა მოსატანია და თვით პლატონ იოსელიანმა ქართველებს ასე მიმართა: `ბრიყვებო! არ იცით, რომ საქართველოს საქმე წასულია!~ და მოუწოდებდა ქართულ ენაზე წერის დანებებას და რუსულზე გადასვლას. რუსულად ვწერ და რას ვაგებ ამითო! `ნაცვლად ამისა, მადლობას ვიმსახურებ – ჩინებს, ფულს და პატივისცემას. ქართულს ენაზე დაწერილს კი ვინ წაიკითხავს! არავინ~.  მსგავსი დამრიგებლური ხასიათის შეგონებანი ამართლებდნენ რუსული სახელმწიფოს დამპყრობლურ პოლიტიკას და რუსი რეაქციონერების წისქვილზე გამუდმებით ასხამდნენ წყალს. ისინი კი პირდაპირ მოუწოდებდნენ პატარა ერებს ეროვნულ ტრადიციებზე ხელის აღებასა და მათი გარუსების აუცილებლობას ყურით მოთრეული და გამოგონილი საბუთებით ამტკიცებდნენ. სწორედ მათნაირებზე თქვა მიხეილ ჯავახიშვილმა ნაღდი სიტყვები: `როცა რუსი უარს ამბობს რუსობაზე, ისევ რუსად რჩება. თუ ქართველი აღარ ქართველობს, იცოდეთ, გარუსებულია~.

ერთი ამბავი გამახსენდა ამასთან დაკავშირებით – დრამატურგსა და საზოგადო მოღვაწეს გიორგი შერვაშიძეს თავისი დეიდაშვილისთვის, პოეტ მამია გურიელისთვის შეუთავაზებია `ხელის-არ-ჩამომრთველთა~ საზოგადოების დაარსება: არ გავუწოდოთ ხელი არც ერთ ქართველს, რომელიც სამშობლოს განუდგა, საკუთარი კარიერისა და კეთილდღეობისთვის ერის სამსახური დაივიწყა და დამპყრობლის მოხელე ან ყურმოჭრილი მონა-მორჩილი გახდაო. მამია გურიელს ნაღვლიანი ღიმილით მიუგია: ჩემო გიორგი, ეგენი იმდენი არიან, რომ მაშინ მე და შენ ხელები გულზე უნდა დავიკრიფოთ და ისე ვიაროთო... 

XIX საუკუნის შუა წლებში კი ქართველებმა იმდენად დაიმსახურეს ახალი პატრონის ნდობა, რომ მათ დააკისრეს რუსი მეფის დაცვა. ამით კი საშუალება მიეცათ კიდევ ერთხელ დაემტკიცებინათ საკუთარი ერთგულება, რაც უმაღლეს დონეზე აღასრულეს კიდევაც.




 ახალი ამბები
  • ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები აბიტურიენტები უგამოცდოდ ჩაირიცხებიანსაქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები აბიტურიენტები მათ მიერვე შერჩეულ უმაღლეს სასწავლებლებში ერთიანი ეროვნული გამოცდების გარეშე ჩაირიცხებიან და სახელმწიფო მათი სწავლის საფასურს სახელმწიფო გრანტის მაქსიმალური ოდენობით დააფინანსებს, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ პირებს, რომლებიც ვერ დარეგისტრირდებიან ერთიან ეროვნულ გამოცდებზე, ან აღნიშნულ გამოცდებზე დარეგისტრირების მიუხედავად, ვერ მოიპოვებენ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხვის უფლებას, შესაძლებლობა აქვთ მინისტრის ბრძანებით დამტკიცებული წესით ჩაირიცხონ აკრედიტებულ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამაზე და მიღონ სახელმწიფო სასწავლო გრანტის მაქსიმალური ოდენობა. ზემოაღნიშნული პირობების გათვალისწინებით, ერთიანი ეროვნული გამოცდების გარეშე ჩაირიცხებიან და სახელმწიფო სასწავლო გრანტს მოიპოვებენ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები პირები, რომლებიც ბოლო 2 წლის განმავლობაში სწავლობდნენ და სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი მიიღეს ოკუპირებულ ტერიტორიაზე არსებულ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში და რომელთა სრული ზოგადი განათლება აღიარებულია საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ დადგენილი წესით. აღნიშნული პირობებით საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში ჩარიცხვისა და დაფინანსების მსურველთა რეგისტრაციას უზრუნველყოფენ ცხინვალის რეგიონის დროებითი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეული და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის ... ...
  • BBC: როგორ დაეხმარა „სამი მუშკეტერი” საქართველოს ვირუსის წინააღმდეგ ბრძოლაშიროგორ დაეხმარა „სამი მუშკეტერი”  საქართველოს ვირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში- როგორ დაეხმარა „სამი მუშკეტერი”  საქართველოს ვირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში- ამ სათურით აქვეყნებს სტატიას BBC. სტატიაში აღნიშნულია, რომ საქართველო მოხვდა 15 ქვეყნის სიაში, რომლებსაც ევროკავშირი საკმარისად უსაფრთხოდ მიიჩნევს იმისთვის, რომ საზღვრების გაუხსნას. საქართველო ერთადერთი ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკაა, რომელმაც ეს სტატუსი მოიპოვა. რეგისტრირებულია Covid-19- ზე 1000-ზე ნაკლები შემთხვევა, ხოლო 15 ადამიანი გარდაიცვალა 3,7 მილიონი ადამიანიდან. სამეცნიერო  ჯგუფს, რომელსაც სამი მუშკეტერი ეწოდება, მიღწეული წარმატების გამო აქებენ. შედარებისთვის, კორონავირუსი მძვინვარებდა მეზობელ სომხეთში, მსგავსი ზომის ქვეყანაში. Covid-19– ის ასობით ახალი შემთხვევა ყოველდღე რეგისტრირდება იქ, ინფექციების საერთო რაოდენობამ 26 000-ს გადააჭარბა, ხოლო დაღუპულთა რიცხვი თითქმის 500-ს შეადგენს. საქართველოს პირველი Covid-19 საქმე დარეგისტრირდა თებერვლის ბოლოს. მთავრობის რეაგირება სწრაფი იყო. მარტის შუა რიცხებისთვის ყველა სკოლა, უნივერსიტეტი და ბიზნესი დაიხურა და საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა შეჩერდა. 21 მარტს საგანგებო მდგომარეობის შემოღების შემდეგ აიკრძალა დიდი შეკრებები და ქალაქგარეთ მოგზაურობა. შემოიღეს კომენდანტის  საათი. საქართველოს ყველაზე მნიშვნელოვანი რელიგიური დღესასწაულის, აღდგომის დროს, ხელისუფლებამ აკრძალა პირადი ტრანსპორტით გადაადგილება და დახურა სასაფლაოები. ”პირველი დადასტურებული შემთხვევიდან ერთი თვით ადრე გავითვალისწინეთ პანდემიის საფრთხე,” - განუცხადა პრემიერ მინისტრმა გიორგი გახარიამ BBC- ს ელექტრონული ფოსტის საშუალებით. ”ჩვენი ქვეყნის სპეციფიკის გათვალისწინებით, როგორიცაა ჩვენი ადგილმდებარეობა და მცირე ზომა, ჩვენ ვერ გამოვიყენეთ სხვა ქვეყნების მაგალითები.” საინფორმაციო კამპანიას და რეგულარულ განახლებებს უძღვებოდნენ ქვეყნის უმაღლესი მეცნიერები და საქართველოს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი (NCDC). NCDC- ს ლუგარის ლაბორატორია რუსული დეზინფორმაციის მუდმივი სამიზნე იყო, რის გამც იგი დაადანაშაულა, რომ აშშ-ს საიდუმლო ბიო-იარაღის პროგრამის ნაწილია. მაგრამ მისმა მეცნიერებმა განაპირობეს ქვეყნის წარმატებული ბრძოლა პანდემიის წინააღმდეგ. სამეულში შედის NCDC- ის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე, ლუგარის ლაბორატორიის ხელმძღვანელი, პაატა იმნაძე და მთავარი ვირუსოლოგი, თენგიზ ცერცვაძე, რომელიც არის თბილისის ინფექციური დაავადებების, შიდსისა და იმუნოლოგიის კვლევითი ცენტრის ხელმძღვანელი. კიდევ ერთი პოპულარული ფიგურა საზოგადოებრივი ჯანდაცვის კამპანიის სახე იყო, მარინა ეგუბაია, რომელიც თბილისის ინფექციური დაავადებების საავადმყოფოს სამედიცინო ხელმძღვანელია. კორონავირუსის ტესტირებისთვის ახლა საქართველოს მასშტაბით 19 ლაბორატორიაა. 30 ივნისს, NCDC- ის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ დეტალურად აღწერა საქართველოს წარმატებები. "ოქროს სტანდარტით ჩვენ ჩავატარეთ თითქმის 30,000 PCR ტესტირება. გამოჯანმრთელების მაჩვენებელი 86% -მდე გაიზარდა, მაგრამ სამწუხაროდ 15 ადამიანი დაიღუპა, რაც 1,6% -ს შეადგენს.“ საქართველოს მთავრობამ მადლობა გადაუხადა საზოგადოებას მისი მითითებების შესრულებისთვის. დაწესებული იყო ჯარიმები საგანგებო მდგომარეობის დროს წესების დარღვევისთვის - 1 000 აშშ დოლარი ჯარიმა ფიზიკური პირებისთვის და 3000 დოლარზე მეტი ჯარიმა ბიზნესისთვის დარღვევების გამო. „დარჩით სახლში“, გაფრთხილებები ციფრული გამოითქვა ავტობუსის გაჩერებებზე, ხოლო მობილური ტელეფონის ოპერატორებმა იმავე შეტყობინებას გადასცემდნენ ხალხის მოწყობილობებზე. მიუხედავად პოლიტიკური პოლარიზაციის ტიპიურად მაღალი ხარისხის, ქართული საზოგადოება ფართოდ უჭერდა მხარს ეპიდემიასთან ბრძოლის მცდელობებს. დიდი გამოცდა აღდგომის კვირას დადგა, როდესაც შიშობდნენ, რომ ათასობით ადამიანი დაესწრებოდა შუაღამის მასობრივ სამსახურს მთელი ქვეყნის ეკლესიებში. ქვეყნის ძლიერი მართლმადიდებლური ეკლესია წინ წავიდა საზეიმო ღონისძიებებით და უარი თქვა წმიდა ზიარებისთვის საერთო კოვზების გამოყენებაზე, მაგრამ ადამიანების უმეტესობა მეცნიერთა რჩევებს მისდევდა და დარჩა სახლში. სომხეთმა, რომელმაც (დღემდე) დაარეგისტრირა Covid-19- ის თითქმის 27,000 შემთხვევა, აპრილის ბოლოს დაიწყო დაბლოკვის ღონისძიებების შემსუბუქება, ეკონომიკის თანდათანობით გახსნა მაისში. მისი ჯანმრთელობის დაცვის მინისტრმა არსენ ტოროსიანმა BBC- ს განუცხადა, რომ ახალი ინფექციების რიცხვი იზრდება, მაგრამ ქვეყანას აღარ შეეძლო დახურულად დარჩენა. გადავწყვიტეთ ვირუსთან ცხოვრება, რიცხვების მიუხედავად. ჩვენ არ გვაქვს საბოლოო მიზანი მისი აღმოსაფხვრელად. რადგან შეუძლებელია. თუ ჩვენ ერთი წლის განმავლობაში უნდა დავხუროთ საზღვრები, დახურეთ ბიზნესი თვეებით და წლების განმავლობაში, სხვა მიზეზებისგან დავიხოცებით. ” მეზობელი აზერბაიჯანი ასევე აგრძელებს ასობით ახალი შემთხვევის აღრიცხვას ყოველდღე. მისმა კრიტიკოსებმა მთავრობა დაადანაშაულეს, რომ ავტორიტარული მეთოდები გამოიყენეს პანდემიის წინააღმდეგ საბრძოლველად - წარმატების გარეშე.  ბევრი ქართული ბიზნესი და რესტორანი გახსნა. ნიღბების ტარება სავალდებულოა შიდა საზოგადოებრივ ადგილებში და არსებობს მჭიდრო წესები დიდი შეკრებების დისტანციისა და შეზღუდვების შესახებ. საქართველოს მთავრობა იმედოვნებდა, რომ გახსნიდა საზღვრებს საერთაშორისო მოგზაურთათვის 1 ივლისიდან. ეს ახლა გადაიდო, ასე რომ, წელს ტურიზმის ქვეყნის სექტორის პერსპექტივები მღელვარების საგანია. ”თუ საქართველო ჰგავს კუნძულს და მიმდებარე ქვეყნებს შორის ოაზისს, ეს არ მოგვცემს უფლება წუთიერი დასვენება,” - განუცხადა გამყრელიძემ 30 ივნისს გამართულ პრესკონფერენციაზე. "ის ფაქტი, რომ ჩვენ ყოველდღიურად მხოლოდ ახალი შემთხვევები გვაქვს ცალკეულ ციფრებში, საერთოდ არ გვაძლევს მოდუნების უფლებას. ჩვენ უნდა ვიყოთ მუდმივ ... ...
  • სურამში მკვლელობა მოხდასურამში მკვლელობა მოხდა. არსებული ინფორმაციით, 30 წლამდე ქალი ქმარმა საკუთარ სახლში, ცეცხლსასროლი იარაღით მოკლა. მომხდარის სხვა დეტალები ჯერ უცნობია. მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის  კოდექსის 11-109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტით დაიწყო, რაც დამამძიმებელ გარემოებაში ოჯახის წევრის განზრახ მკვლელობას ... ...
  • ეროვნული გამოცდები: მღელვარე აბიტურიენტები და გულშემატკივართა სიჭრელე ოზურგეთის საგამოცდო ცენტრთანდღეს ერთიანი ეროვნული გამოცდები დაიწყო. გურიაში საგამოცდო ცენტრი ოზურგეთის მეორე საჯარო სკოლაშია განთავსებული. რეგისტრაციის დაწყებამდე აქ  თავი მოიყარეს აბიტურიენტებმა  გურიის სამივე მუნიციპალიტეტიდან. ღელავენ  მათი მშობლები. ბევრ აბიტურიენტს ის თანაკლასელები გულშემტკივრობენ, ვისაც დღეს არ აქვს გამოცდა. ზოგს მამიდა ახლავს, ზოგს კიდევ _ მეზობელი.  უგულშემატკივროდ  მოსული აბიტურიენტი  ვერ ვნახეთ. საგამოცდო ცენტრის წინ ასევე, მრავლად არიან მიუსაფარი ძაღლები, რომლებსაც დრო და დრო აბიტურიენები  ეფერებიან, რაო, თქვენც ჩვენი გულშემატკივრები ხართო? ლიკა კვაჭანტირაძე, აბიტურიენტი, რომელმაც ოზურგეთის მეოთხე საჯარო სკოლა დაამთავრა:  _ პირველი გამოცდა ქართულ  ენასა და ლიტერატურაში მაქვს. სტომატოლოგობას ვირჩევ.  _ რატომ? _ შემოსავლიანი პროფესიაა, ამავე დროს თეთრ ხალათზე  ვარ ძალიან  შეყვარებული.  ახლა , მარტო შემოსავლზე რომ ვფიქრობდე, ისე არ გამიგოთ. რა თქმა უნდა, მიყვარს ეს  პროფესია, თან _ გამორჩეულად, _ ღიმილით დაასრულა   მან თავისი   ორიგინალური პასუხი. მირანდა ქილიფთარი, აბიტურიენტი:   ცხემლისხიდის  საჯარო  სკოლა დავამთავრე.  ეკონომიურზე  ვაბარებ. არ ვღელავ. პირიქით. საკმაოდ ენერგიული და მშვიდი განწყობით ვარ მოსული. ანა დოლიძე, თამარ ყაზაიშვილი, თამარ თავართქილაძე, აბიტურიენტები: დღეს  ჩვენ არ გვაქვს გამოცდა. ვგულშემატკივრობთ კლასელებს. ჩვენ 9 ივლისს გვექნება პირველი გამოცდა და მაშინ უფრო ვინერვიულებთ.  სამაგიეროდ, სხვები გვიგულშემატკივრებენ, _ თქვეს მათ. _ აუუ, ვისაც ვიცნობ, ყველას ვგულშემტკივრობ. ამიტომ მოვედი და აქ ვიქნები მთელი დღე. მე მათემატიკურზე ვაბარებ და პირველი გამოცდა 9 ივლისს მაქვს, _ გვითხრა ოზურგეთის მეორე საჯარო სკოლის კურსდამთავრებულმა ლუკა ცხომელიძემ. ნინო ცქვიტინიძე, მშობელი: ჩემი ვაჟი აბარებს. ეკონომისტობა სურს. პროფესია თავისით აირჩია. არ ჩავრეულვართ. გაგვაცნო ოჯახში თავისი მიზნები და რა თქმა უნდა, მოვუწონეთ. ეროვნული გამოცდების  დაწყებისას,  თავის პოზიტიურ განწყობას გვიზიარებს, მეორე საჯარო სკოლის დირექტორი, ფატი სიორიძე: _ ყველაფერი არის ძალიან კარგად. ორ ბავშვს ემოციის ფონზე ჰქონდა სიცხე. ახლა კარგად არიან.  სიგრილე მაქსიმალურად არის.  განწყობა საუცხოოა, - გვითხრა ქალბატონმა ფატიმ. ახლახან დასრულდა  რეგისტრაცია მეორე საჯარო  სკოლაში განთავსებულ ცენტრში და პირველი გამოცდაც დაიწყო. ვრცლად  გურიაში ეროვნული  გამოცდების დაწყების შესახებ, საგაზეთო სტატიაში ... ...
  • ვინ ჩაირიცხებიან უმაღლეს სასწავლებლებში გამოცდების გარეშესაქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები აბიტურიენტები საქართველოს უმაღლეს სასწავლებლებში ერთიანი ეროვნული და საერთო სამაგისტრო გამოცდების გარეშე ჩაირიცხებიან მათ მიერ შერჩეულ უმაღლეს სასწავლებლებში. ამის შესახებ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა, მიხეილ ჩხენკემა განაცხადა. მინისტრის განცხადებითვე, სახელმწიფო მათი სწავლის საფასურს სასწავლო გრანტის მაქსიმალური ოდენობით სრულად დააფინანსებს. იგივე პირობებით ისარგებლებენ აზერბაიჯანის ტერიტორიაზე მცხოვრები ჩვენი თანამემამულე აბიტურიენტები. „მინდა გაცნობოთ, რომ საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები აბიტურიენტები საქართველოს უმაღლეს სასწავლებლებში ერთიანი ეროვნული და საერთო სამაგისტრო გამოცდების გარეშე ჩაირიცხებიან მათ მიერ შერჩეულ უმაღლეს სასწავლებლებში და სახელმწიფო მათი სწავლის საფასურს სასწავლო გრანტის მაქსიმალური ოდენობით სრულად დააფინანსებს. იგივე პირობებით ისარგებლებენ აზერბაიჯანის ტერიტორიაზე მცხოვრები ჩვენი თანამემამულე აბიტურიენტები. მსურს წარმატებები ვუსურვო ყველა აბიტურიენტს ცხოვრების მნიშვნელოვანი და საპასუხისმგებლო დღეების დასაწყისში. მჯერა, რომ ცხოვრების გზა, რომელსაც ეს ახალგაზრდები დღეს დაიწყებენ, ახალი სასწავლო წლიდან უნივერისტეტებში გაგრძელდება და შემეცნებისა და პროფესიული სრულყოფისკენ სწრაფვა მათ ღირსეულ ადგილს დაუმკვიდრებთ საზოგადოებაში”,_ განაცხადა ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ როგორ იცნობ გარე სამყაროს?

რომელ ცხოველს შეუძლია უწყლოდ გაძლება...

ტესტი _ ხარ თუ არა "უგზო-უკვლოდ" განათლებული? (მეორე ვარიანტი)

რა დასტრიალებდა თავს მაურისიო ბაბილონიას...

ტესტი _ რა არის გამოსახული ამ ისტორიულ ფოტოზე?

ისრაელის მიერ პალესტინის დაბომბვა თუ...

ტესტი _ რამდენად ერკვევი სხვადასხვა სფეროში

რომელია ყველაზე პატარა სახელმწიფო მსოფლიოში?

ტესტი _ იცი თუ არა ფეხბურთის ისტორია

ვის გაუტანა 1986 წელს მარადონამ...

კარმიდამო ჩემი

დროა, მივეჩვიოთ ბუნებრივი რესურსების ეკონომიურად ხარჯვას

პლანეტის გლობალური კლიმატური ცვლილებები ბევრ...

როგორ მოვრწყოთ ვარდები _ ნუ გამოვიყენებთ სუფთა წყალს

ყვავილები, განსაკუთრებით, ვარდები, ყველას უყვარს....

ჩითილების მომზადება კოშტების და ნახერხის დახმარებით

ჩვენი გამოცდილი მეურნეები, სხვადასხვა ხალხურ...

რომელი მცენარეა ფშატი?

ჩვენი არა ერთი მკითხველის გვთხოვს,...

ხალხური მედიცინა დეზინფექციისთვის

სისუფთავის ხარისხი იქ, სადაც ადამიანი...

"საშობაო ლიქიორის" მომზადების ყველაზე შედეგიანი მეთოდი

ძალზე პოპულარული, "საშობაო ლიქიორის" მომზადების...

ყაბაყის ტორტი

საჭირო მასალა: ორი ცალი ყაბაყი,...

სტაფილოს სალათი ცერეცოთი

საჭირო მასალა: სამი ცალი სტაფილო,...

სოკოს სალათი შებოლილი ქათმის ხორცით

ეს უგემრიელესი სალათი უნდა მოვამზადოთ...

შვრიის ორცხობილა მოხალვის მეთოდით

მსუბუქი, გემრიელი და ზაფხულისთვის შესაფერი...